კვირა, ნოემბერი 16, 2025

კახა კალაძე – ჩვენი პოლიტიკა არის პროქართული, ქართველობა მეამაყებოდა მაშინ, როდესაც ევროპაში ვცხოვრობდი და მეამაყება დღეს, როცა მმართველ გუნდთან ერთად ვმონაწილეობ ქვეყნის განვითარებაში

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას შეხვდა, მოისმინა მათი მოსაზრებები და გააცნო სამომავლო გეგმები.

ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

დედაქალაქის მერის თქმით, ბოლო წლებში განხორციელებული მასშტაბური პროექტებისა და თბილისის მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგი სახეზეა, რასაც მოსახლეობა კარგად ხედავს და აფასებს, თუმცა რჩება ბევრი გამოწვევა, რის დასაძლევად მზად არის თავის გუნდთან ერთად.

„ჩემთვის დიდი პატივია, მომავალშიც ვემსახურო თბილისს და თბილისელებს. ძალიან ვუფრთხილდები თქვენს ნდობას და სიყვარულს. ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის მოტივაციის მთავარი წყარო ხართ თქვენ, რიგითი თბილისელები, ადამიანები, რომელთა ცხოვრების სასიკეთოდ გარდაქმნაში თუნდაც მცირე წვლილი გვაქვს შეტანილი. გვაბედნიერებს ყოველი გახარებული ადამიანის ნახვა, თუმცა ილუზიაში არ ვიმყოფები და ვიცი, რომ პრობლემა ბევრია, რასაც სჭირდება გამკლავება.

ახლა ვიმყოფები თბილისის გულში, მთაწმინდის რაიონში, ჩვენი დედაქალაქის ისტორიულ არეალში. აქ არაერთ ოჯახს აქვს ავარიული საცხოვრებლის პრობლემა. 2026 წლიდან ჩვენ ავამოქმედებთ ახალ პროგრამას ისტორიულ არეალში მდებარე ავარიული შენობების ჩასანაცვლებლად. ამ თემაზე მე უკვე ვისაუბრე მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერია გამოისყიდის კერძო მესაკუთრეებისგან ისტორიულ არეალში არსებულ უძრავ ქონებას, რაც შეფასდება საბაზრო ღირებულებით და დაიცავს მოსახლეობის ეკონომიკურ ინტერესებს. ისტორიულ ზონაში გათავისუფლებული არეალები კი მომზადდება საინვესტიციო მიზნებისთვის ისე, რომ ქალაქის ისტორიული იდენტობა შენარჩუნდეს, მაგრამ პარალელურად გაჩნდეს განვითარების ახალი შესაძლებლობები“, – განაცხადა კახა კალაძემ მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ყოველდღიურ შეხვედრებზე მოსახლეობის მხრიდან ერთსულოვნებას და მხარდაჭერას გრძნობს, დარწმუნებულია არჩევნებში გამარჯვებაში.

„ჩვენი პოლიტიკა არის პროქართული, ჩვენი მიზანი არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესების დაცვა. საქართველო ჩვენი სამშობლოა და ის ერთადერთია. ქართველობა მეამაყებოდა მაშინ, როდესაც ევროპაში ვცხოვრობდი და მეამაყება დღეს, როდესაც ამ ქვეყნის განვითარებაში მმართველ გუნდთან ერთად ვმონაწილეობ.

ამ ერთსულოვნებით, რასაც ვხედავთ, რაც მთელ ქალაქშია, რასაც მოსახლეობასთან შეხვედრებზე ვგრძნობთ, დარწმუნებული ვარ, რომ 4 ოქტომბერს ყველანი გავიმარჯვებთ, გაიმარჯვებს თბილისი, ჩვენი ქვეყანა. დღეს, ისე როგორც არასდროს, ქვეყანაში გვჭირდება მშვიდობის შენარჩუნება. ამ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, როდესაც მოსახლეობას ვხვდები, ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ისინი ჩვენი გაკეთებული პროექტებით მადლიერები არიან, თუმცა ჩვენ წინაშე უამრავი პრობლემა დგას. მე არ მეშინია ამ გამოწვევების, რადგან ძალიან ძლიერი გუნდი მიმაგრებს ზურგს. თქვენ ჩემი თანაგუნდელები ხართ, ჩემთან ერთად იბრძვით ყოველდღიურად, რომ ერთად რაღაც კარგი გავუკეთოთ ამ ქალაქს, მშვიდობა შევუნარჩუნოთ ჩვენს ქვეყანას. მჯერა, თქვენი მხარდაჭერით, 4 ოქტომბერს ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მთაწმინდის მოსახლეობასთან შეხვედრას დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლევან მაჭავარიანი დაესწრნენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ესპანეთთან მატჩისთვის

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს, 21 საათზე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ესპანეთს უმასპინძლებს. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მატჩის წინ სასტარტო შემადგენლობა დაასახელა:მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, მამუჩაშვილი, ტაბატაძე, მექვაბიშვილი, კიტეიშვილი, დავითაშვილი, ზივზივაძე, კვარაცხელია.

გია ვოლსკი – გვიკიჟინებენ, რომ გერმანიის ელჩი გაწვეული იყოს, ეს ძალიან სერიოზული სკანდალია, რომელიც დაგვაზიანებს – გარანტია არ არის, რომ სხვა ელჩი ნაკლებად არამეგობრული...

გვიკიჟინებენ, რომ ელჩი უნდა იქნეს გაწვეული და საერთოდ, ქვეყნიდან იქნეს გაყვანილი. ეს არის ძალიან სერიოზული სკანდალი, რომელიც აუცილებლად ჩვენ დაგვაზიანებს. ჯერ ერთი, გარანტია არ არის, სხვა ელჩს თუ გამოგზავნიან, მას ექნება ნაკლებად არამეგობრული თვისებები, საქციელი და მეორე - საქართველოს და გერმანიას შორის ურთიერთობას, თუნდაც დღესდღეობით პრობლემებით აღსავსეს, ვერ შევწირავთ ჩვენს ინტერესს. ისევ ვრჩებით ამ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საპროტესტო აქციაზე მისვლის შესახებ.როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, კონსულტაციების შემდეგ ბერლინიდან თბილისში დაბრუნებული ელჩი იმავეს აგრძელებს.„მართალი გითხრათ, მცირე იმედი გვქონდა, რომ ბერლინში დაბრუნებულ ელჩს, საუბარი ექნებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ასე ღიად, ხისტად ექსტრემიზმის მხარდაჭერა არ შეიძლება. რაღაც გარკვეული პერიოდი აიღეს იმისთვის,რომ ეს გრძნობები და ემოციები ჩამცხრალიყო. ხდება ასეთი რამე, მსოფლიოს დიპლომატიის პრაქტიკაში არის ასეთი რამე და შემდეგ დაბრუნებული ელჩი, რა საკვირველია, სხვა ნაბიჯებს დგამს და კომპრომისით ორივე მხარე კმაყოფილია. ჩამოვიდა და იმავეს აგრძელებს, ეს არ არის პასუხი მხოლოდ საქართველოს საზოგადოებისადმი და მხოლოდ მისი შეურაცხყოფა არ არის. გერმანიაში, დღეს, ყველაზე პოპულარული პარტია სვამს შეკითხვას- რატომ ქირაობს ელჩი ბინა ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერისგან,რომელიც არის ოპოზიციაში და ექსტრემიზმის განვითარებას უწყობს ხელს. საერთოდ, რა წარმოადგენს ეს შეთანხმება, რატომ გადაიხადა ხაზარაძემ ჯარიმა? რა იყო, რა დარღვევა ჩაიდინა და იცოდა, თუ არა ამ დარღვევის თაობაზე და ზოგადად, ეს პოლიტიკური აქტივობა, არის თუ არა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა? ამ და სხვა საკითხების გამო ამ პარტიას ბანკში ანგარიშები საერთოდ დაუხურეს, ურთიერთობაც არანაკლებ ხისტია, ვიდრე ჩვენ გაგვიგია ამის შესახებ. პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირებები გვინახავს, მაგრამ იქ საკმაოდ ხისტია. ანუ მარტო ჩვენ კი არ გაგვცეს პასუხი, იმათაც გასცეს პასუხი, ვინც ამ საკითხზე ზედმეტ შეკითხვებს სვამს, მაგრამ ჩვენი პოზიცია არის სწორი და მართებული“, - განაცხადა ვოლკსიმმისი თქმით, საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობა ათეული წლები ყალიბდებოდა, იქამდე, სანამ ოკუპირებული იქნებოდა არამარტო საქართველო, არამედ ბევრი ქვეყანა.„საქართველოს გერმანიასთან საკმაოდ პოზიტიური ურთიერთობები დამოუკიდებლობამდეც ჰქონდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დრო, ადრე თუ გვიან, მოვა და ჩვენ არ ვაპირებთ ახალი ზიანი მივაყენოთ ჩვენს ქვეყანას იმით, რომ ხისტი ზომები მივიღოთ ელჩის მიმართ. აქ გვიკიჟინებენ, რომ ელჩი უნდა იქნეს გაწვეული და საერთოდ, ქვეყნიდან იქნეს გაყვანილი. ეს არის ძალიან სერიოზული სკანდალი, რომელიც აუცილებლად ჩვენ დაგვაზიანებს. ჯერ ერთი, გარანტია არ არის, რომ სხვა ელჩს თუ გამოგზავნიან, მას ექნება ნაკლებად არამეგობრული, თვისებები, საქციელი და მეორე - საქართველოს და გერმანიას შორის ურთიერთობას, თუნდაც დღესდღეობით პრობლემებით აღსავსეს, ვერ შევწირავთ ჩვენს ინტერესს. ისევ ვრჩებით ამ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. ზოგს არ მოსწონს ეს სიტყვა, მაგრამ ფაქტია, რომ ეროვნული ინტერესებისთვის ასე უკეთესია“, - განაცხადა გია ვოლკსიმ.

კახა კალაძე – შემოაგდეს თემა, თითქოს მშენებარე ეკლესია დავანგრიეთ, 2017 წლიდან ვარ მერი, არ მახსოვს შემთხვევა, საპატრიარქოს არ ჩავეყენებინეთ საქმის კურსში, გავრცელებული ინფორმაცია არის...

გუშინ ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ, კერძოდ, „ტვ პირველმა“, მაყურებელს მორიგი სიცრუე, ფეიკნიუსი შესთავაზა, მთელი დღის მანძილზე, ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში მშენებარე ეკლესიას ბულდოზერებით გადაუარა, დაანგრია და გაანადგურა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.მისი თქმით, ოპოზიციურმა ტელეკომპანიამ „შემოაგდო თემა“, მერიის მიერ გაკეთებული განცხადება კი არ გააშუქა.კალაძის განმარტებით, საპატრიარქოსა და თბილისის მერიას შორის ყოველთვის არის კომუნიკაცია, როდესაც ეკლესიის მშენებლობა იგეგმება.„შემოაგდეს თემა, თითქოს ჩვენ მშენებარე ეკლესია დავანგრიეთ, თითქოს 14 წელი მიმდინარეობდა აღნიშნულის სამშენებლო სამუშაოები. თბილისის მერიამ გააკეთა განცხადება ამ თემაზე, სადაც თანდართული იყო ე.წ. ეკლესიის ფოტომასალა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იყო სიცრუე, არანაირი ეკლესიის მშენებლობა არ მიმდინარეობდა. მე გულწრფელად ვიტყვი, როდესაც ხდება ეკლესიის მშენებლობა – 2017 წლიდან ვარ ქალაქის მერი – მე არ მახსოვს შემთხვევა, რომ საპატრიარქოს არ ჩავეყენებინეთ საქმის კურსში ან არ ყოფილიყო ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით. რაც შეეხება განცხადებას და ამ განცხადების გაშუქებას, ცხადია, „ტვ პირველმა“ არ ჩათავალა მიზანშეწონილად, რადგან მერე მათი სიცრუე ჩაიკარგებოდა და რაში აწყობდათ სიმართლე? მინდა, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის მორიგი სიცრუე და დეზინფორმაცია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერმა ასევე წარმოადგინა იმ ნაგებობის ფოტომასალა, რომელიც, კონკრეტული ტელეკომპანიის მტკიცებით, წარმოადგენდა 14 წლის მანძილზე მშენებარე საეკლესიო ნაგებობას და აღნიშნა, რომ ამ ტერიტორიაზე მშენებლობა სულ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. კალაძემ ასევე გამოხატა მზაობა, რომ კონკრეტული დასახლებისთვის თუ აუცილებელია ტაძარი, მერია ყველანაირად შეუწყობს ხელს მის აშენებას.„როგორ შეიძლება, ზოგადად შევეწინააღმდეგოთ ეკლესიის მშენებლობას? არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ტაძრის მშენებლობა იგეგმება თბილისში, მერიასთან კომუნიკაციის გარეშე მომხდარიყოს. საპატრიარქო ყოველთვის გვაყენებს საქმის კურსში, რომ ხდება სამშენებლო სამუშაოების წარმოება, იწყება ტაძრის მშენებლობა და ა.შ. იმ კონკრეტული დასახლებისთვის თუ აუცილებელია ტაძარი, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ პროექტის დამტკიცებას, განხორციელებას და ა.შ. თუმცა ამ ნაგებობას, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაჩნდა ამ ტერიტორიაზე, არანაირი კავშირი არ აქვს ეკლესიასა  და ეკლესიის მშენებლობასთან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დიდი სკანდალი და დაპირისპირება ციცინო შურღაიას და ია ფარულავას შორის

ცნობილი პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაიას სააგენტო „ზმნასთან“ ია ფარულავასთან დაპირისპირებაზე საუბრობს.მეგობრებს შორის უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ ერთმანეთის სახლები იყიდეს.„მე იას ძალიან მეგობრულად ვექცეოდი. შენ არ მუშაობ-მეთქი და ვეხმარებოდი. გულს და სულს ვდებდი მასთან ურთიერთობაში. ყველაფერს ვუკეთებდი, როგორც მეგობარს. მაგრამ თვითონ მოიქცა, როგორც ნაძირალა.ხომ დაინახეთ, „ვანოს შოუში“ პირი ვერ გააღო ჩემზე სალაპარაკოდ. დამნაშავეა და ამიტომ.ვინ არის ციცინოო, არა? მას სამი მილიონი ქართველი იცნობს. მე - მთელი მსოფლიო!მაშინ როცა, ია ფარულავას საზოგადოების 99 პროცენტი უარყოფითად ახასიათებს, მე რატომ ვერ ვხედავდი მის ცუდ მხარეებს, ძალიან მიკვირს. რატომ ვერ ვხვდებოდი? მაგრამ რაღაც აქვს ამ ადამიანს დამაბრმავებელი. მეც ვცდებოდი...დღეს მე ელიტა მილოცავს იმას, რომ კიდევ კარგი, საერთოდ ქუჩაში არ დარჩი და ყველაფერი არ წაგართვაო. ის ატყუებს ყველას. ტარიელ სუარი ახლა იმ სახლში ცხოვრობს, სადაც მე ვცხოვრობდი მანამდე. მას იამ გააყიდინა სახლი და პრაქტიკულად ქუჩაში დატოვა. ამიტომ ტარიელი ამბობს, რომ ის სახლი მას ეკუთვნის და იქ უნდა იცხოვროს, თვითონ ია, ახლა, ნაქირავებში ცხოვრობს.რას ამბობდა ჩემზე, არ იცით? ციცინოს მე გავუკეთე რეკლამა და ამაში უნდა გადაეხადა ჩემთვის ფულიო. და როგორც მერე უთქვამს, ამაში „შემაწერა“ ფული. თურმე, ია ფარულავამ გამიკეთა რეკლამა! ეგ ვენახში იყო, როცა მე რუსეთის საუკეთესო ქირურგი ვიყავი. მე რომ ჩამოვთვალო, ვისთვის მაქვს ოპერაციები გაკეთებული, მაშინ მიხვდებით, მე ვინ ვარ და ია ვინ არისმოკლედ, ბინები მივყიდეთ ერთმანეთს. დრო გავიდა და ჩემი ნაყიდი ბინიდან არ გამოდიოდა.  ცუდად მომექცა. აფექტში ჩამაგდო. მყავს მოწმეები, დედა როგორ მაგინა. მერე დამწყევლა - უნდა მოკვდე, იმ სახლში არ უნდა იცხოვროო - და ამას მეგობარი ჰქვია? ძალიან გამამწარა“, - ამბობს ციცინო შურღაია. 

გიორგი მიქაუტაძე ეროვნულ ნაკრებს მიმართავს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე მიმართვას ავრცელებს.„ბიჭებო, ძნელია შორიდან თქვენი ყურება და გული მწყდება, მთელი გულით თქვენთან ვარ. ძლიერ თამაშს გისურვებთ და მჯერა თქვენი წარმატების. თქვენ ამას შეძლებთ“, - წერს გიორგი მიქაუტაძე Instagram-სთორიში.ცნობისთვის, მიქაუტაძე დღევანდელ თამაშში ტრავმის გამო ვერ მონაწილეობს.

ბოლო სიახლეები