სამშაბათი, იანვარი 21, 2025

კახა კალაძე – ჩვენთვის მნიშვნელოვანია აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა და მივესალმებით იმ მესიჯებს, რომლებსაც ტრამპის გუნდისგან ვისმენთ

ტრამპის გუნდს სურს „დიფ სთეითის“ დამარცხება, რაც არა მხოლოდ აშშ-სთვის, არამედ მსოფლიოსთვის ბევრ რამეს შეცვლის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ არის მოლოდინი, რომ საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობები გადაიტვირთება.

„ძალიან მნიშვნელოვანია დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მთლიანად მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა. არაერთხელ გამოვთქვით მზაობა, ვიყოთ აშშ-ის კარგი მეგობრები, ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა და მივესალმებით იმ მესიჯებს, რომლებსაც ტრამპის გუნდისგან ვისმენთ. რასაც თავად ამბობენ, პირველ რიგში, მათი მხრიდან „დიფ სთეითის“ დამარცხება უნდა მოხდეს, რაც არა მხოლოდ აშშ-თვის, არამედ მსოფლიოსთვის ბევრ რამეს შეცვლის“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება კითხვას ოპოზიციის წარმომადგენლების შესახებ, რომლებმაც, ჟურნალისტის თქმით, ბოლო დროს ტრამპის თაობაზე რიტორიკა შეცვალეს, კახა კალაძე პასუხობს, რომ ისინი ფარისევლები არიან.

„ოპოზიციისთვის სასიკეთო არაფერი ხდება არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. ოპოზიცია არის დანგრეული, გაფარჩაკებული. მათ არც ქვეყანა აინტერესებთ, ჰყავთ თავიანთი პატრონები. ვიცით, ვინ არიან ისინი და საიდან იმართებიან. ჩვეულებრივი ფარისევლები არიან. ჩვენ არაერთი განცხადება მოგვისმენია მათი მხრიდან, როცა ტრამპს ოლიგარქს და ჯამბაზს უწოდებდნენ. ამის დამადასტურებელი ვიდეომასალაც არსებობს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ეს ის გრძნობაა, რასაც გამარჯვება ჰქვია-ილონ მასკმა დონალდ ტრამპს თანამდებობის ოფიციალურად დაკავება მოულოცა

ილონ მასკმა დონალდ ტრამპს თანამდებობის ოფიციალურად დაკავება მიულოცა და აღნიშნა, რომ „ეს ის გრძნობაა, რასაც გამარჯვება ჰქვია“. მასკმა ეს სიტყვები Capital One Arena-ზე წარმოთქვა, სადაც მოგვიანებით დონალდ ტრამპიც მივა და სიტყვით მიმართავს იქ შეკრებილ მხარდამჭერებს. „ეს არ იყო ჩვეულებრივი გამარჯვება. ეს იყო ჩანგალი კაცობრიობის ცივილიზაციის გზაზე. არის არჩევნები, რომელიც მოდის და მიდის. ზოგიერთი არჩევნები მნიშვნელოვანია, ზოგი არა. მაგრამ ამას ნამდვილად ჰქონდა მნიშვნელობა. მე უბრალოდ მინდა, გითხრათ მადლობა, რომ ეს მოხდა. ჩვენ გვექნება უსაფრთხო ქალაქები, დაცული საზღვრები, გონივრული ხარჯები“, – განაცხადა ილონ მასკმა. ცნობისთვის, წინასაარჩევნო პერიოდში ილონ მასკი დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერი იყო. მასკი აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად არის დასახელებული.

ვიდეო: გრიპის საწინააღმდეგო უებარი საშუალება – არუნ ხათრის რეკომენდაცია

სეზონური ვირუსები აქტიურ ფაზაშია, შესაბამისად, ორგანიზმს დაცვა სჭირდება. როგორ დავიცვათ თავი გაციებისგან და სურდოსგან - ამას აიურვედას სპეციალისტი, არუნ ხათრი განმარტავს. ვრცლად ↓

“ჰაეროვანი, უნიჭიერესი” – ნანუკა სტამბოლიშვილის სიხარულის ცრემლები და მორიგი საოცარი გამოსვლა “ცეკვავენ ვარსკვლავებში”

“ჰაეროვანი, უნიჭიერესი” – ნანუკა სტამბოლიშვილის მორიგი ბრწყინვალე გამოსვლა “ცეკვავენ ვარსკვლავებში” და უმაღლესი ქულები ჟიურისგან  

ჯო ბაიდენმა თავის გუნდსა და თანამშრომლებს გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა – ვტოვებთ თანამდებობას, მაგრამ არ ვტოვებთ ბრძოლას

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა თავის გუნდსა და თანამშრომლებს. მან მადლიერება გამოხატა მათ მიმართ და აღნიშნა, რომ საუკეთესო გუნდი აირჩია მთელ მსოფლიოში. „არცერთ პრეზიდენტს არ შეუძლია, აირჩიოს მომენტი, როდის შევა ისტორიაში, მაგრამ მათ შეუძლიათ, აირჩიონ გუნდი, ვისთან ერთადაც იმუშავებენ“, – განაცხადა ბაიდენმა. ყოფილმა პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მისი ადმინისტრაციის მიღწევებს და აღნიშნა, რომ ყველაფერი გაკეთდა პატიოსნების, ღირსებისა და კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. „არანაირი სკანდალი. არაჩვეულებრივია, რაც თქვენ გააკეთეთ“, – აღნიშნა ბაიდენმა. როგორც ჯო ბაიდენმა განაცხადა, მიუხედავად თანამდებობის დატოვებისა, ბრძოლას არ წყვეტს: „ჩვენ ვტოვებთ თანამდებობას, მაგრამ არ ვტოვებთ ბრძოლას“. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა თანამშრომლებს მოუწოდა, დარჩნენ აქტიურები საზოგადოებრივ საქმიანობაში, იქნება ეს საჯარო სამსახური, კერძო სექტორი თუ აკადემიური სფერო. ჯო ბაიდენმა გამოთქვა იმედი, რომ მათი მიღწევები და კანონები, რომლებიც მიიღეს, „მომდევნო ათწლეულების განმავლობაში გაიზრდება და აყვავდება“.

„აი, როგორი შეგრძნებაა გამარჯვება, ზოგიერთი არჩევნები მნიშვნელოვანია, ზოგი არა, მაგრამ ამ ერთს, ნამდვილად ჰქონდა მნიშვნელობა“ – ილონ მასკი

„აი, როგორი შეგრძნებაა გამარჯვება“, - ამის შესახებ, Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ელონ მასკმა, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, „ეს არ იყო ჩვეულებრივი გამარჯვება“. „ეს არ იყო ჩვეულებრივი გამარჯვება. იცით, არის არჩევნები, რომელიც მოდის და მიდის. ზოგიერთი არჩევნები მნიშვნელოვანია, ზოგი არა. მაგრამ ამ ერთს, ამას ნამდვილად ჰქონდა მნიშვნელობა და მე უბრალოდ მინდა გითხრათ მადლობა, რომ ეს მოხდა. გმადლობთ. ცივილიზაციის მომავალი გარანტირებულია თქვენი წყალობით. მადლობა შენ. ჩვენ გვექნება უსაფრთხო ქალაქები, დაცული საზღვრები, გონივრული ხარჯები...“, - მიმართავს ილონ მასკი დონალდ ტრამპს.

ბოლო სიახლეები