კვირა, ივლისი 27, 2025

კახა კალაძე – ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ევროკავშირის ელჩს გავაძევებდი, რადგან, პირველ რიგში, პატივი უნდა სცენ ქართულ სახელმწიფოებრიობას

ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ევროკავშირის ელჩს გავაძევებდი, რადგან, პირველ რიგში, პატივი უნდა სცენ ქართულ სახელმწიფოებრიობას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი ასრულებს დავალებას და რასაც ეუბნებიან, იმას ამბობს.

„ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რასაც, მაგალითად, ევროკავშირის ელჩისგან ვისმენთ, რასაც ვისმენდით არჩევნების პროცესში. არ ვიცი, როდის გააკეთა მსგავსი განცხადება, და მართლა თუ გააკეთა, ქვეყნიდან გასაგდებია. ესეც, რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რასაც საქართველოსთან მიმართებაში ვხედავთ. პიროვნულად მე მასთან საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ნორმალური ადამიანია, მაგრამ ევროკავშირის ელჩი თავის სტატუსს იყენებს და მავნებლობს. ცხადია, ის ასრულებს დავალებას – რასაც ეუბნებიან, იმას აჟღერებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კითხვაზე, ხომ არ დადგება საქართველოდან ევროკავშირის ელჩის გაწვევის საკითხი, თბილისის მერმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ მისი შეხედულებაა და მსგავსი საკითხი არ განიხილება.

„ეს ჩემი დამოკიდებულება და ხედვაა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, რა თქმა უნდა, გავაძევებდი, რადგან, პირველ რიგში, პატივი უნდა სცენ ქართულ სახელმწიფოებრიობას. ევროკავშირის, ნებისმიერი ქვეყნის ელჩს არანაირი უფლება არ აქვს, ჩაერიოს ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში, ხელი შეუწყოს საზოგადოების დაპირისპირებას, პოლარიზაციას. მე ელჩთან, როგორც ადამიანთან რაიმე საპირისპირო კი არ მაქვს. მას აქვს სტატუსი, ის არის ევროკავშირის წარმომადგენელი და ოფიციალური პირი ქვეყანაში. კეთილი უნდა ინებოს და თავი შეიკავოს მსგავსი ტიპის განცხადებებისგან, რომლებიც გაჯერებულია ტყუილით, სიცრუით, ახალისებს ექსტრემიზმს, ბოროტებას და ყველაფერ უბედურებას, რაც ქვეყანაში ხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო გაუქმება იმ შანტაჟის ნაწილია, რომელსაც ქართველი ხალხი ბოლო პერიოდის განმავლობაში ხედავს. მისივე თქმით, ის განცხადებები, რაც საქართველოსთან მიმართებით კეთდება, სიცრუითაა გაჯერებული.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა. მუქარები და შანტაჟი გრძელდება. განცხადებები, რასაც ვისმენთ დაფუძნებულია ცილისწამებაზე, სიცრუეზე. ზოგადად, იმ განცხადებებს, რომლებიც ორ კანონთან დაკავშირებით მოვისმინეთ, საერთოდ არ გააჩნიათ კავშირი ვიზალიბერალიზაციასთან. ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში ამბობდნენ, რომ კანდიდატის სტატუსი ქართველ ხალხს მისცეს და დღეს გამოდიან ინიციატივით, ქართველ ხალხს ის სიკეთე წაართვან, რაც ვიზალიბერალიზაციასთან არის დაკავშირებული. რეალურად, არც საქართველო აინტერესებთ, არც ქართველი ხალხი. მათ აქვთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ინტერესი – საქართველო და ქართველი ხალხი გამოიყენონ თავიანთი დიდი პოლიტიკური თამაშებისთვის და თავიანთი ინტერესების გასატარებლად, როგორც ეს უკრაინასთან მიმართებით გააკეთეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მისივე განმარტებით, ხელისუფლების ცვლილება ქვეყანაში დაპირისპირებისა და სახელმწიფო გადატრიალების ხარჯზე ვერ მოხდება, რადგან ამისთვის არსებობს ცივილური გზა – არჩევნები.

„თუ ვინმეს ხელისუფლების ცვლილება უნდა, ეს გადატრიალების და რევოლუციების გზით არ და ვერ იქნება. არსებობს არჩევნები, ცივილიზებული ფორმა, როდესაც უნდა მიხვიდე, დააფიქსირო შენი აზრი, ვინ გინდა და არჩევნების გზით მოხდეს ხელისუფლების გადაბარება. ევროკავშირის ბიუროკრატიას არ მოეწონა ის შედეგები, რომელიც დადგა 26 ოქტომბერს. ისინი დამარცხდნენ და ყველა გზას, მეთოდს იყენებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება, დაპირისპირება, პოლარიზაცია და ა.შ. რა უბედურებაც ხდება ქვეყანაში, ყველაფერი მოდის დასავლური ბიუროკრატიიდან, მათი დაფინანსებით, მხარდაჭერით, მათი ფინანსური შესაძლებლობებით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, სეტყვა…“ – მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

27 ივლისს საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. 28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.ქ. თბილისში 27-28 ივლისს ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +35, +37 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 27-28 ივლისს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი)  27-28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +35, +38 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 27-28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +38 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო):27-28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +35 გრადუსი დაფიქსირდება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 27 ივლისს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. 28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +38 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 27 ივლისს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. 28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +38 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 27 ივლისს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. 28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +36 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 27 ივლისს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. 28 ივლისს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +29 გრადუსი დაფიქსირდება.ამინდის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: meteo.gov.ge

დედამიწას ახალი მაგნიტური ქარიშხალი უახლოვდება – რას უნდა ველოდოთ?

27 ივლისს, დედამიწაზე მოსალოდნელია G1 კლასის მაგნიტური ქარიშხალი.Meteoagent-ის პროგნოზით, 26 ივლისის განმავლობაში მაგნიტური აქტივობის K-ინდექსი იქნება მხოლოდ 2 ან 3, რაც ნიშნავს, რომ მაგნიტოსფერო მშვიდი დარჩება. თუმცა, 27 რიცხვიდან ვითარება შეიძლება შეიცვალოს.შეგახსენებთ, რომ ადრე Geomagnetism-მა გამოაცხადა, რომ 23 ივლისს მზის დისკოს ცენტრიდან მოხდა ამოფრქვევა. ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ მოვლენამ შეიძლება მოახდინოს გავლენა დედამიწაზე 27 ივლისის განმავლობაში, თუმცა ზუსტი დრო ჯერ არ არის ცნობილი.

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – ვგმობთ საქართველოს მიერ ევროკავშირისა და მისი ელჩის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციას

ჩვენ ვგმობთ საქართველოს მიერ ევროკავშირისა და მისი ელჩის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციას, – ამის შესახებ აღნიშნულია შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.ამასთან, შვედეთის საგარეო უწყებას გაზიარებული აქვს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადება.ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ევროკავშირი მკაცრად გმობს პერსონალურ თავდასხმებს ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ, რომელიც სასიცოცხლო როლს ასრულებს საქართველოსთან ურთიერთობების განმტკიცებაში“. 

ევროპის ახალგაზრდულ პარათამაშებზე პარატაეკვანდოისტმა ნატა ოჩგავამ ოქროს მედალი მოიპოვა

თურქეთის ქალაქ სტამბოლში ევროპის ახალგაზრდული პარათამაშები მიმდინარეობს. ქართველმა პარატაეკვონდოისტმა ნატა ოჩიგავამ (-57 კგ) ფინალში თურქი მოწინააღმდეგე დაამარცხა და საქართველოს ახალგაზრდულ პარალიმპიურ ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მოუტანა.საქართველოს ნაკრებისთვის მიმდინარე ტურნირზე ეს მეოთხე მედალია. მანამდე ტურნირზე ჩემპიონობა ქართველმა პარატაეკვონდოისტებმა ანა ჯაფარიძემ იზეიმა, სანდრო მარგველაშვილი პარატაეკვანდოში ვიცე-ჩემპიონი გახდა, ზაკო მუშკუდიანი კი პარაცურვაში ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.საქართველოს ნაკრები პარასპორტის სამ სახეობაში ცხრა პარაათლეტით არის წარმოდგენილი. ევროპის ახალგაზრდული პარათამაშები 28 ივლისამდე გაგრძელდება.ქართველი პარასპორტსმენები ტურნირზე ისტორიაში პირველად საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.ინფორმაციას პორტის სამინისტრო ავრცელებს.

თვალჭრელიძის ქუჩაზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებული კიდევ ორი პირი, რომლებიც, არსებული ინფორმაციით, სოციალურად დაუცველები არიან, სასამართლომ 2 000 – 2 000-ლარით დააჯარიმა – 4 დაკავებულის...

თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან გამოსახლებული და ადმინისტრაციული წესით დაკავებული ორი პირი, რომლებიც არსებული ინფორმაციით, სოციალურად დაუცველები არიან, სასამართლომ 2 000 – 2 000-ლარით დააჯარიმა.თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა დააკისრა.ცოტა ხნით ადრე, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ამავე საქმეზე დაკავებული მამა და ორი შვილი სხდომათა დარბაზიდან სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე გაათავისუფლა.ადმინისტრაციული წესით დაკავებული 4 პირის სასამართლო პროცესი კი გადაიდო.ცნობისთვის, 24 ივლისს, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან რამდენიმე ათეული ოჯახი გაასახლეს. აღნიშნულ პროცესს პოლიციასთან დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა, რა დროსაც, სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 17 პირი დააკავეს. მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან.ნაწილი მათგანის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

ბოლო სიახლეები