სამშაბათი, ოქტომბერი 6, 2026

კახა კალაძე – ყვითელი მიკროავტობუსების კომპანიას მოუწევს იმაზე ფიქრი, რომ ავტოპარკი განაახლოს

ყვითელი მიკროავტობუსების კომპანიას მოუწევს იმაზე ფიქრი, რომ ავტოპარკი განაახლოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.

მისი თქმით, გამონაბოლქვის თვალსაზრისით პრობლემას მუნიციპალური ყვითელი ავტობუსებიც ქმნიან.

„არამხოლოდ ეს კომპანია, არამედ ჩვენს, მერიის საკუთრებაში არსებული ყვითელი ავტობუსები გამონაბოლქვის თვალსაზრისით ქმნიან სერიოზულ პრობლემას. ყვითელი მიკროავტობუსების კომპანიას აუცილებლად მოუწევს იმაზე ფიქრი, რომ პარკი განაახლოს. მაღალი კონკურენცია და მოთხოვნები იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, თუ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს, ყვითელი მიკროავტობუსების კომპანიას სამომავლოდ პრობლემები შეექნება, რადგან კონკურენციას ვერ გაუწევენ ახალ ევროპულ ავტობუსებს, რომელსაც მერია შემოიყვანს.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემებით, სამარშრუტო მიკროავტობუსების ნახევარზე მეტმა ​ტექდათვალერება ვერ გაიარა. მაგალითად, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე 159 ყვითელი სამარშრუტო ტაქსიდან 90-ს დარღვევები აღმოაჩნდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარტა კოსი – ვისურვებდი, საქართველო, ქართველი ხალხის უზარმაზარი მხარდაჭერით, დღეს მოლდოვისა და უკრაინის დონეზე იყოს

როგორც იცით, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა, ვწუხვარ ამის გამო, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ქართული მედიასაშუალების ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.კოსის თქმით, „ისურვებდდა, საქართველო, ქართველი ხალხის უზარმაზარი მხარდაჭერით, დღეს მოლდოვისა და უკრაინის დონეზე იყოს“.„როგორ გავაგრძელებთ ქვეყანასთან ურთიერთობას, ძირითადად დამოკიდებულია, როგორ ხედავენ წევრი სახელმწიფოები მომავალს, მაგრამ ბევრი რამ, რაც საქართველოში ახლა ხდება, წარმოდგენილი იქნება ოქტომბრის ბოლოს გაფართოების ანგარიშებში. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რა მიმართულებით წავა“, – აღნიშნა მარტა კოსმა.

მძიმე ავარია ქუთაისში

ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, მოძრავი ავტომობილი გაჩერებულ მანქანას დაეჯახა, რომელიც ინერციით ქვეითად მოსიარულე ქალს შეეჯახა.ამის შესახებ „ინფო იმერეთი“ წერს.ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა.შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" საქართველოს პროკურატურაში დაუდასტურეს.გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ნოდარ ჩაჩუას მეუღლეც.პროკურატურის ცნობით, ნოდარ ჩაჩუას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე ტერცია მუხლის მეოთხე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება კოკაინის შეძენა - შენახვა რეალიზაციის მიზნით და რეალიზაცია ) და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ( ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძისა) და ფსიქოტროპული ნივთიერება კეტამინის შეძენა - შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ნოდარ ჩაჩუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ეთერ ლიპარტელიანმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.ქალთა შორის 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში 27 წლის ძიუდოისტი იაპონელ აკარი ომორისთან დამატებით დროში დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატზე კარიერაში მეორე მედალი მოიპოვა. 2025 წელს ის მსოფლიო ჩემპიონი ბუდაპეშტში გახდა.ეთერ ლიპარტელიანი ევროპის მოქმედი ჩემპიონიცაა. მიმდინარე წლის აპრილში თბილისში გამართულ კონტიტენტის პირველობაზე მან ოქროს მედალი მოიპოვა. 2026 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებისთვის ეს მეორე მედალია – შეჯიბრების პირველ დღეს გიორგი სარდალაშვილი (60კგ) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

სტამბოლის სკოლაში დანით თავდასხმის შედეგად ერთი მოსწავლე დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა – დაკავებულიც მოსწავლეა

სტამბოლის ბაშაქშეჰირის რაიონში მდებარე სკოლაში დანით თავდასხმის შედეგად ერთი მოსწავლე დაიღუპა და 7 დაშავდა.თურქული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი 2011 წელს დაბადებული მოსწავლე გოგონაა, რომელიც სტამბოლის ქიუჩიუქჩექმეჯეს რაიონის სკოლაში სწავლობს. სტამბოლის გუბერნატორმა დავუთ გიულმა განაცხადა, რომ გოგონა, რომელიც სკოლის მიმდებარე უბანში ცხოვრობს, სკოლაში სასკოლო ფორმით შევიდა და მოსწავლეებს დანით ჭრილობები მიაყენა.სკოლის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თავდამსხმელი დააკავეს და პოლიციას გადასცეს. მოგვიანებით იგი დააპატიმრეს.თავდასხმის მოტივი, ამ დროისთვის, უცნობია.

ბოლო სიახლეები