ოთხშაბათი, ივლისი 1, 2026

კახა კალაძე – მოლოდინი მქონდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლებას მადლობას ეტყოდა იმისათვის, რომ ის „დიფ სთეითზე“ საუბრობდა მაშინ, როდესაც ამას ვერავინ ბედავდა

საქართველოს ხელისუფლებამ ე.წ. დიფ სთეითზე საუბარი დაიწყო მაშინ, როდესაც ამას ვერავინ ბედავდა და გულწრფელად მქონდა მოლოდინი, რომ ტრამპის ახალი ადმინისტრაცია ამისთვის საქართველოს ხელისუფლებას მადლობას გადაუხდიდა, – განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის ანალიტიკურ წერილზე საუბრისას.

კახა კალაძის თქმით, დღეს არსებობს ძალიან ბევრი შეკითხვა და გარკვეული ვაკუუმიც არის შექმნილი პოლიტიკურ ველზე.

„არ მინდა წერილის დეტალურად განხილვა, თუმცა, ერთი რამ ცხადია – ჩვენ ბევრჯერ განვაცხადეთ და ახლაც ვადასტურებთ მზაობას იმისათვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს და საქართველო-ამერიკის ურთიერთობები ახალი ფურცლით დაიწყოს. ძალიან ცუდია ის, რაც დღეის მდგომარეობით არსებობს და გვაქვს მოლოდინი, რომ ეს მდგომარეობა შეიცვლება. ჩვენ ცოტა ადრე – 3 წლის წინ დავიწყეთ „დიფ სთეითზე“ საუბარი. მაშინ ამას ვერავინ ბედავდა და, გულწრფელად გეტყვით, რომ მოლოდინი მქონდა იმისა, რომ როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია მოვიდა, საქართველოს ხელისუფლებას მადლობას ეტყოდა ამ ყველაფრისთვის. დღეს არის ის მოცემულობა, რომ ტრამპი ებრძვის „დიფ სთეითს“, ეს ხომ ჩვენი მოგონილი არ არის. როდესაც ამაზე ვსაუბრობდით, ჩვენ დაგვცინოდნენ. მაგრამ, როდესაც ტრამპი პრეზიდენტი გახდა, მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ თურმე არსებობს „დიფ სთეითი“ – ჩრდილოვანი ძალა, რომელიც მართავს მსოფლიოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დღეს ბევრი განცხადება კეთდება „დიფ სთეითთან“ ბრძოლის შესახებ, თუმცა, ნაკლებად იდგმება კონკრეტული ნაბიჯები.

„დღეს, ვართ მოლოდინის რეჟიმში, არის გარკვეული ვაკუუმი. არსებობს ძალიან ბევრი კითხვა, მაგალითისთვის – ბაიდენის ადმინისტრაციამ ბიძინა ივანიშვლი დაასანქცირა იმის გამო, თითქოს მას რაღაც ურთიერთობა ჰქონდა რუსეთთან. დღეს კი რას ვხედავთ, ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თავისი ადმინისტრაციით, პირდაპირ მართავს მოლაპარაკებებს რუსეთთან, საუბრობს ურთიერთობების გადატვირთვაზე, სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავებაზე და, ამავე დროს, ბიძინა ივანიშვილი ისევ დასანქცირებულია. მაგნიტსკის სიაში არის ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და არავის მოუხსნია ეს სანქციები. ეს მარტო ჩვენთან მიმართებაში არ ხდება. ნახეთ, რა ხდება სხვადასხვა ქვეყანაში – იგივე რუმინეთში, სადაც არჩევნები აბსურდული მიზეზით გააუქმეს. აშშ-ის ადმინისტრაციამ ეს ყველაფერი დაგმო, მაგრამ რეალური ქმედება არ მოჰყოლია. ამასთანავე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსი არის დასანქცირებული და ეს სანქციები არ მოხსნილა. იმის თქმა მინდა, რომ ბევრ განცხადებას ვისმენთ „დიფ სთეითთან“ ბრძოლის შესახებ და რომ ის დამარცხდება, მაგრამ, ჯერჯერობით, ეს მხოლოდ ლაპარაკად რჩება და კონკრეტიკა არ არსებობს.

დაველოდოთ, ჩვენ ვგულშემატკივრობთ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას იმაში, რომ დაამარცხებს „დიფ სთეითს“ და, თუ ეს მართლაც მოხდა, რა თქმა უნდა, შედეგები საქართველოზეც აისახება. ტრამპმა არაერთხელ განაცხადა პრიორიტეტების შესახებ, ესენია უკრაინაში ომის დასრულება და „დიფ სთეითის“ დამარცხება, აქედან ჯერ არც ერთი მომხდარა და არც მეორე. ამიტომ დაველოდოთ პროცესებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთანავე მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ატარებს პრაგმატულ ეროვნულ პოლიტიკას, რომელიც საქართველოს ინტერესებს ემყარება და ასე გააგრძელებს მომავალშიც.

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არც ამერიკაა და არც ევროპა. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძე გამოეხმაურა „ჰელსინკის კომისიის“ წევრების მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განცხადებას და აღნიშნა, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც თვითონ გადაწყვეტს, ვისთან ჰქონდეს ურთიერთობები.

„საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო და საქართველო თვითონ გადაწყვეტს, ვისთან ჰქონდეს ურთიერთობები, რა ტიპის ურთიერთობები [ჰქონდეს] და ასევე, რა სავაჭრო ურთიერთობები [ჰქონდეს]. ეს „ჰელსინკის კომისიის“ საქმე არ არის, საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო და ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ ვისთან გვქონდეს – რა ურთიერთობები“, – განაცხადა კალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური – 2027 წლის 18 აპრილს, ხოლო მეორე ტური 2 მაისს გაიმართება

საფრანგეთში 2027 წელს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღები განსაზღვრეს.ფრანგული მედიის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური – 18 აპრილს, მეორე ტური კი 2 მაისს გაიმართება.1958 წლის კონსტიტუციის ტექსტი ითვალისწინებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს „მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე“ 20-დან 35 დღის ფარგლებში.ფრანგული მედიის თანახმად, ამ გრაფიკის კიდევ ერთი თავისებურება არის მისი გადაფარვა სკოლის არდადეგებთან, რომლებიც 2027 წლის 3 აპრილიდან 3 მაისამდე გაგრძელდება. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან მთავრობა კენჭისყრის ორივე ტურს აწყობს იმ დროს, როდესაც ზოგიერთი ამომრჩეველი, შესაძლოა, ხმის მიცემის დროს საცხოვრებელ ადგილას არ იმყოფებოდეს.საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ადრე განაცხადა, რომ 2027 წელს მისი ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიტიკაში აღარ ჩაერთვება. გამოკითხვები აჩვენებს, რომ საფრანგეთის შემდეგი პრეზიდენტის პოსტის დაკავების ყველაზე დიდი შანსი ულტრამემარჯვენე ლიდერს, ჯორდან ბარდელას აქვს.

ელენე ხოშტარია – ნიკა გილაურისგან პრემიერობის კანდიდატობა წინაპირობა არ ყოფილა, მისი პოზიცია იყო საერთო კანდიდატი, საუბარი იყო სალომე ზურაბიშვილზეც

არცერთ ეტაპზე არ არსებობდა ურთიერთობა, სადაც ნიკა გილაური რაიმე სახის წინაპირობებს, დავალებებს ან მითითებებს გასცემდა. თანამშრომლობის არცერთ ეტაპზე გილაურისგან წინაპირობა პრემიერობის კანდიდატობა არ ყოფილა. მისი პრინციპული და ჩვენგან სრულად გაზიარებული პოზიცია იყო საერთო პრემიერობის კანდიდატი, მათ შორის საუბარი იყო სალომე ზურაბიშვილზეც, როგორც ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატზე, – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია „ფეისბუქზე“ გავრცელებულ პოსტში წერს.როგორც ხოშტარია აღნიშნავს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ამოცანა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის „წამოღება“ არასდროს ყოფილა და ნიკა გილაური ამას პროცესის რისკად და გამარჯვებისთვის არასასურველ სცენარად მიიჩნევდა.„თავს ვალდებულად ვთვლი, ნიკა გილაურთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს გავცე პასუხი. არ აქვს მნიშვნელობა, ეს კითხვები როგორ და რატომ გაჩნდა. საზოგადოებას აქვს უფლება, იკითხოს, არ გვენდოს, გაგვაკრიტიკოს. ჩვენ კი გვაქვს ვალდებულება – ვუპასუხოთ ყველა მათ კითხვას. ასევე, ნიკა გილაურის წინაშეც ვგრძნობ ვალდებულებას, მასთან თანამშრომლობის შესახებ სრულიად გულწრფელად ვთქვა სიმართლე. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ არასწორად მიმაჩნია, ნიკა გილაურზე მხოლოდ გვარამიამ ილაპარაკოს, რადგან მასთან პირადი თანამშრომლობა გვქონდა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოთხივე ლიდერს.მე გილაურთან ჩემი, და არა ვინმეს პასუხისმგებლობით, დავიწყე ურთიერთობა, მათ შორის, ისეთ კითხვებზე პასუხების მიღების შემდეგ, რაც ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო. შესაბამისად, ამ ურთიერთობაზე პირადად ვარ პასუხისმგებელი და არა ვინმეს გავლით.ურთიერთობის ყველა ეტაპზე და ყველა გადაწყვეტილება იყო შეჯერებული კოალიციის ოთხივე ლიდერთან.არცერთ ეტაპზე არ არსებობდა ურთიერთობა, სადაც გილაური რაიმე სახის წინაპირობებს, დავალებებს ან მითითებებს გასცემდა.თანამშრომლობის არცერთ ეტაპზე, გილაურისგან წინაპირობა – პრემიერობის კანდიდატობა არ ყოფილა. მისი პრინციპული, სწორი და ჩვენგან სრულად გაზიარებული პოზიცია იყო – საერთო პრემიერობის კანდიდატის აუცილებლობა, მათ შორის საუბარი იყო სალომე ზურაბიშვილზეც, როგორც ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატზე.ჩვენი თანამშრომლობის უდიდესი ნაწილი იყო საქართველოს რეფორმების, სატრანზიტო გზის, შუა დერეფნის, ეკონომიკური განვითარების, მმართველობის რეფორმის შემუშავება, რაც ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი გამოცდილება იყო.ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩვენი – „კოალიცია ცვლილებისთვის“ ამოცანა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის „წამოღება“ არასდროს ყოფილა. მეტიც, პირადად ნიკა გილაური ამას პროცესის რისკად და გამარჯვებისთვის არასასურველ სცენარად მიიჩნევდა. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით იმაზე, რომ აუცილებელია ახალი ამომრჩევლის მოზიდვა და არა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ამომრჩევლის გაყოფა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს იყო ნიკა გილაურის პოზიცია, რომელსაც ჩვენც სრულად ვიზიარებდით.არ ვეთანხმებოდი გილაურის ჩრდილში ყოფნას და ამაზე გვისაუბრია, გვიკამათია, გვიმსჯელია. მიმაჩნია, რომ პოლიტიკური ამბიციის მქონე აქტორი საჯაროდ უნდა პოზიციონირებდეს.ნიკა გილაური, არჩევნების გაყალბების შემდეგ, არსად აორთქლებულა. ის აგრძელებდა ურთიერთობას ჩვენთან. ის მონაწილეობდა პროტესტში არჩევნების გაყალბების შემდეგ და იდგა რუსთაველის გამზირზე კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში. ასევე, მან შექმნა საქველმოქმედო ფონდი, რომელმაც დააფინანსა აქციაზე დაზიანებული არაერთი ადამიანის მკურნალობა. ფონდი ეხმარებოდა კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეებს, რომლებიც სამსახურიდან საქართველოს ევროპული მომავლის ერთგულების გამო გაათავისუფლეს. ფონდმა გადაიხადა არაერთი უკანონო ჯარიმა. გილაურის საქველმოქმედო ფონდი ივანიშვილის რეჟიმმა დააყადაღა. ნიკა გილაური არ არის ერთადერთი, ვინც რაღაც ეტაპზე ამ საქმიდან გავიდა და საერთოდ არ მიმაჩნია, რომ მას რაიმე ვალდებულება გააჩნია ამ მხრივ. საზოგადოებამ თავად განსაჯოს, როდის გამოჩენა და როდის წასვლაა სწორი, თუ არასწორი, ეს სხვა საკითხია. მე მიმაჩნია, რომ მას მადლობის გარდა, არაფერი ეთქმის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაწეული ბრძოლისთვის.ვიმეორებ: აბსოლუტურად ყველანაირი კითხვა, კრიტიკა, მიუღებლობა ნებისმიერი პოლიტიკოსის, მათ შორის ჩემ მიმართ, არის ლეგიტიმური და ჩვენ ვალდებულები ვართ, ამ კითხვებს გავცეთ პასუხი. ამასთანავე, ხაზგასმით მინდა, ვთქვა, რომ ჩემი პასუხების ადრესატი არის მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოება და არავითარ შემთხვევაში რომელიმე სხვა პარტიის ლიდერი, წევრი ან წარმომადგენელი.ყველაფრის მიუხედავად, მჯერა, რომ არსებობს სივრცე ერთად ბრძოლისთვის“, – წერს ელენე ხოშტარია.ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველთან“ წერილობით ინტერვიუში პოლიტიკურ პროცესებში ძმები გილაურების შემოყვანას „ძალიან მძიმე შეცდომა“ უწოდა. ამასთან, სააკაშვილმა აღნიშნა, ძმები გილაურები საბანკო დანაშაულებრივი სინდიკატის კლასიკური წარმომადგენლები არიან და „მალე მოვა დრო, როცა ბანკების მესვეურები დიქტატურასთან ერთად გასამართლდებიან“.

ვარლამ ლიპარტელიანი – ვარდენ მაჭავარიანი დებატებზე საუბრობს, თითქოს დისკუსიის და აზრთა ურთიერთგაცვლის მომხრეა, დებატებში პრემიერის მიწვევას გაექცა და ვერც ჩვენს შეხვედრებზე მოსვლა გაბედა

ვარდენ მაჭავარიანს ვიდეო ჩაუწერია და არ მინდა, ეს „პატარა ნაციონალი“ უპასუხოდ დავტოვო. პირველ რიგში, მინდა მოვუწოდო მას, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს შეურაცხყოფას ნუ აყენებს. ჩვენს შეხვედრებს გულანთებული, პატრიოტი ახალგაზრდები ესწრებოდნენ და სხვათა შორის, ამაში არავინ არანაირ ხელფასს არ იღებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, მიხეილ მაჭავარიანის შვილის, ვარდენ მაჭავარიანის მიერ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით წერს.კერძოდ, ვარდენ მაჭავარიანი ვიდეოში აღნიშნავს:„არ მინდა, ამ ახალგაზრდა ხალხს დავცინო, ან „ქოცი“ ვეძახო, ან რამე ცუდი ვთქვა. პირიქით, მინდა, ველაპარაკო, ისინიც გველაპარაკონ და რაღაცები იქნებ ავუხსნა. თან კარგად იცით, „ოცნების“ ახალგაზრდებო, რომ ჩემი სახით არ გელაპარაკებათ არც „ნაცი“, არც „აკაცუკი“, არც რადიკალი და არც ვიღაც მორიგი ხაზარაძე, გვარამია და ა.შ. თქვენხელა 24 წლის ბიჭი ვარ და მგონია, რომ ახალგაზრდა ხალხს ამ ქვეყანაში უნდა გვაერთიანებდეს ის, რაც არის ქვეყნის სიყვარული. არ გიფიქრიათ, რომ რეალურად არანაირი პროცესის მონაწილეები არ ხართ და მაგ შეხვედრებზეც იმიტომ გატარებენ, რომ უბრალოდ დარბაზი შეავსოთ. არა, ძმებო, მგონი, არანაირი საქმე არ გაქვთ ამ ყველაფერს რომ უყურებ. ისეთ ადგილას არ უნდა იყო, შენი სახელისა და გვარის თქმა რომ გიტყდებოდეს. თუ მართლა საქმე და პოლიტიკა გინდა, რავიცი, გამომყევი, ხალხს ველაპარაკოთ პრობლემებზე ან ბარიგების რეკლამების წასაშლელად, რა, ცუდი საქმეა რომელიმე? ტეხავს? ერთადერთი, ხელფასები არ არის ჩვენთან, „ოცნებისგან“ განსხვავებით, ხალხის ჩარიცხულით ვაკეთებთ იმ საქმეებს, რასაც ვაკეთებთ, მაგრამ ზოგადად, ენთუზიამით ჯობია საქმის კეთება. ასევე, ამ პარტიას, რომლის წევრებიც ხართ, ან ხდებით, ამ ქვეყნისთვის და ჩვენი მომავლისთვის კარგი რომ უნდოდეს, დაფიქრდით, მმართველობის 14 წლიდან 14-ვე წელი ეყოლებოდათ ხან პრემიერი, რომლის სახლში პოულობენ ხალხისგან მოპარულ მილიონებს, ან „დიფ სთეითის“ ზარით დანიშნული აგენტები, ან კოკაიშნიკები, როგორც თავის ყოფილ თანაგუნდელებს თავადვე უწოდებენ „ოცნების“ წევრები. თუ არ მეთანხმებით და რაიმე კითხვები გაქვთ, არც ეგ არის პრობლემა, მე მზად ვარ სადებატოდ და სალაპარაკოდ. თან თვითონ ცოტნე ივანიშვილიც ამბობს, რომ ახალგაზრდებს შორის დისკუსია და დებატები საჭიროა. ხოდა დაუჯერეთ და იქნებ ცოტნეც კი წამოვიდეს ამაზე თვითონ“.ვარდენ მაჭავარიანის განცხადების საპასუხოდ, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ დებატებში მონაწილეობის მზაობასთან დაკავშირებით მაჭავარიანის ყველა განცხადება ყალბია. ლიპარტელიანის თქმით, მაჭავარიანს ტელევიზიაში დებატებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მიეცა ისევე, როგორც ღია იყო მისთვის ახალგაზრდული ორგანიზაციის ნებისმიერ შეხვედრაზე დასწრება, შესაბამისად, იმის აუცილებლობა, რომ მაჭავარიანთან რაიმე სპეციალური ფორმატი შეირჩეს დებატებისთვის, არ არსებობს.„ვარდენ მაჭავარიანს ვიდეო ჩაუწერია და არ მინდა, ეს „პატარა ნაციონალი“ უპასუხოდ დავტოვო. პირველ რიგში, მინდა მოვუწოდო მას, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს შეურაცხყოფას ნუ აყენებს. ჩვენს შეხვედრებს გულანთებული, პატრიოტი ახალგაზრდები ესწრებოდნენ და სხვათა შორის, არავინ არანაირ ხელფასს არ იღებს ამაში. ჩვენს ქვეყანას უამრავი ნათელი ახალგაზრდა ჰყავს, რომლებსაც მთავარ მიზნად ჩვენი ქვეყნის წინსვლა და წარმატება აქვს დასახული.დებატებზე საუბრობს და საზოგადოების წინაშე უნდა თავის წარმოჩენა, თითქოს დისკუსიის და აზრთა ურთიერთგაცვლის მომხრეა. არადა ამ დროს, ვარდენ მაჭავარიანი ჯერ პრემიერ-მინისტრის მიწვევას გაექცა და ვერ გაბედა ტელეკომპანია „იმედზე“ დებატებში მისვლა, რისი გამართლებაც შემდეგ სასაცილო, აბსურდული სანქცირების მიზეზით ახსნა. ამის პარალელურად, გასული სამი თვის მანძილზე 11 მასშტაბური შეხვედრა გავმართეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენს კონფერენციებს ძალიან ბევრი განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქე დაესწრო, იყო ბევრი კამათი, ბევრი დაძაბული დისკუსია. ვარდენ მაჭავარიანს ჩვენს ახალგაზრდულთან, მათ შორის ცოტნე ივანიშვილთან საუბარი თუ სურდა, რომელიც ჩვენს შეხვედრებს სტუმრის სტატუსით ესწრებოდა, შეეძლო, ნებისმიერ შეხვედრაზე მოსულიყო, მოსულიყო მისი პარტიის წევრებთან ერთად და გამოეხატა ნებისმიერი პოზიცია ნებისმიერ თემაზე. ცხადია, ვერც ჩვენს შეხვედრებზე მოსვლა გაბედა, რადგან ძალიან კარგად იცის, არაჯანსაღი პოზიციიდან ჩვენთან, მმართველი გუნდის ახალგაზრდებთან ყველანაირი კამათი მისთვის მარცხით დასრულდება. ამიტომ მიმაჩნია, რომ ყალბია ყველა მისი განცხადება, რომ აქვს მზაობა, მონაწილეობა მიიღოს დებატებში. მესმის მისი – რთულია, ითამაშო დამოუკიდებელი პოლიტიკოსის როლი, როდესაც პირდაპირ დაკავშირებული ხარ რადიკალურ პოლიტიკურ ძალებთან და მათ გაგრძელებას წარმოადგენ. არც იმის აუცილებლობას ვხედავ, რომ ვარდენ მაჭავარიანისთვის სპეციალური ფორმატების ძიება დავიწყოთ მასთან სადებატოდ.ჩვენს ორგანიზაციას უახლოესი თვეების მანძილზე აქვს დაგეგმილი არაერთი პროექტი, მათ შორის ვაპირებთ, გავაგრძელოთ ახალგაზრდებთან დისკუსია ახალ, საინტერესო ფორმატში, რომელზეც დეტალურ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში გავავრცელებთ. აქედან გამომდინარე, ვარდენ მაჭავარიანს ექნება საშუალება, კიდევ ერთხელ არ გაექცეს დისკუსიას და მონაწილეობა მიიღოს ახალგაზრდულ დისკუსიებში, რომელიც განახლებული სატელევიზიო სეზონის დაწყებიდან მალევე შედგება“, – წერს ლიპარტელიანი.

ნიკოლ ფაშინიანი – ქვეყანაში სამართლიანობა ან პატიოსნება მხოლოდ ელიტებისთვისაა ხელმისაწვდომი, რომლებსაც ფული და კავშირები აქვთ, ეს ფუნდამენტური პრობლემაა, რომლის მოგვარებაც აუცილებელია

ქვეყანაში სამართლიანობა ან პატიოსნება მხოლოდ ელიტებისთვისაა ხელმისაწვდომი, რომლებსაც ფული და კავშირები აქვთ, ეს ფუნდამენტური პრობლემაა, რომლის მოგვარებაც აუცილებელია, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, ორდღიანი ღონისძიების, „პროკურორთა ევროპული დიალოგის სომხური პლატფორმის“ გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.ფაშინიანის თქმით, თუ სამართლიანობა და პატიოსნება მხოლოდ ელიტისთვისაა ხელმისაწვდომი, მაშინ ისინი უბრალოდ არ არსებობენ.ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მას არ შეუძლია საკითხის იურიდიული ანალიზის გაკეთება, მაგრამ შეუძლია, გადმოსცეს საზოგადოებასთან კონტაქტების შედეგად შექმნილი შთაბეჭდილება.„საერთო ჯამში, ჩემო ძვირფასო კოლეგებო, შთაბეჭდილება ძალიან ნეგატიურია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს საარჩევნო კამპანიის დროსაც ვნახე. საარჩევნო კამპანიის განსაკუთრებული თვისება ის არის, რომ მოკლე დროში რესპუბლიკის მოსახლეობის ყველა სეგმენტთან ურთიერთობ და როდესაც ეს საკითხი ყოველდღიურად ჩნდება, ეს ნიშნავს, რომ აქ სისტემური პრობლემები გვაქვს. ასევე მინდა, ვთქვა, რომ სისტემური პრობლემა იმაშიც მდგომარეობს, რომ ხელმძღვანელობა ძალიან ხშირად იცვლება, მაგრამ სისტემა ერთიანია, ის საკუთარი ლოგიკით მოქმედებს. ყოველ შემთხვევაში, როგორც კი გვერდზე გაიხედავთ, სისტემა ისევ საკუთარი ლოგიკით დაიწყებს ფუნქციონირებას და ვერავინ შეძლებს ერთისა და იმავე საკითხის 24 საათის განმავლობაში მონიტორინგს მიკროსკოპის ქვეშ“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ქადაგიშვილი – საქართველოს უფლება აქვს, თავის სამეზობლოში ჰქონდეს ურთიერთობა იმ სახელმწიფოსთან, ვინც არის გაერო-ს წევრი, ვისთანაც გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა

არ შეიძლება, საქართველო ვიღაცის ვიწრო იდეოლოგიური ან ვიწრო პოლიტიკური ინტერესების ტყვეობის ქვეშ იყოს. საქართველოს, როგორც სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოს, უფლება აქვს, თავის სამეზობლოში ან უფრო ფართო რეგიონშიც ჰქონდეს ურთიერთობა ყველა სახელმწიფოსთან, იმ სახელმწიფოსთან, ვინც არის გაერო-ს წევრი, ვისთანაც გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა და, მით უმეტეს, ვინც ჩვენი მეზობელია, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.ქადაგიშვილის თქმით, ყველა სახელმწიფო ცდილობს, თავისი ეროვნული ინტერესები რაც შეიძლება ფართო ასპარეზზე გაავრცელოს.„გვინდა, რომ სამეზობლოში, ირანი იქნება, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, შავი ზღვის, თუ კასპიის ზღვის იქით, ნორმალური ურთიერთობა გვქონდეს. დასრულდება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია? – რა თქმა უნდა, ჩვენ გვენდომება, რომ ამ შემთხვევაში რუსეთთანაც გვქონდეს ნორმალური ურთიერთობა. არ შეიძლება, საქართველოს ურთიერთობათა ჭრილი იყოს უკიდურესად ვიწრო. ვხედავთ, რომ ყველა სახელმწიფო ცდილობს, თავისი ეროვნული ინტერესები რაც შეიძლება ფართო ასპარეზზე დაიცვას და გაავრცელოს“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს რეგიონის ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად დაესწრება.

ბოლო სიახლეები