ორშაბათი, სექტემბერი 22, 2025

კახა კალაძე – მიხეილ ყაველაშვილის გაერო-ში გამოსვლისას ზირითადი გზავნილები იქნება იმაზეც, რომ საქართველო მზად არის, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობები აშშ-თან

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან გაერო-ს გენერალური ასამბლეა არის პლატფორმა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული.

როგორც მან შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა, ასამბლეის მე-80 სესიის ტრიბუნა, სადაც ყაველაშვილი სიტყვით გამოვა, გამოყენებული უნდა იყოს, რათა მსოფლიომ სიმართლე გაიგოს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული და მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს სიმართლე და რეალობა. რაც შეეხება უშუალოდ გამოსვლას, ძირითადი გზავნილები, რა თქმა უნდა, იქნება არსებულ სიტუაციაზე, იმაზეც, რომ საქართველო მზად, არის ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ ორმხრივი მეგობრული ურთიერთობები არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გია ვოლსკი – მასობრივ შეკრებას არავინ ელოდება, მით უმეტეს, ლევან ხაბეიშვილის დაძახილზე, მაგრამ მცდელობა იქნება, რომ ექსტრემიზმი მაქსიმალურად მაღალ დონეზე იყოს აყვანილი

მასობრივ შეკრებას არავინ ელოდება, მით უმეტეს, ლევან ხაბეიშვილის დაძახილზე, მაგრამ მცდელობა იქნება, რომ ექსტრემიზმი მაქსიმალურად მაღალ დონეზე იყოს აყვანილი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.„სამართალდამცავები ყოველთვის მობილიზებულები არიან. რიგითიდან დაწყებული, ხელმძღვანელი პირებით დამთავრებული, მოტივაცია ერთია – ამდენი გამოწვევის წინაშე მდგარ პატარა ქვეყანაში ადამიანებმა თავი დაცულად უნდა იგრძნონ. მასობრივ შეკრებას არავინ ელოდება, მით უმეტეს, ლევან ხაბეიშვილის დაძახილზე, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ამ სიმცირის და ნეგატიური მუხტის არაპოპულარობის პირობებში მცდელობა იქნება, რომ ექსტრემიზმი მაქსიმალურად მაღალ დონეზე იყოს აყვანილი. ის, რომ სისხლისღვრა და ფიზიკური დაპირისპირებაა მიზანი, ეს უკვე ჩვენი მოგონილი არ არის. თავად ამბობენ და ზოგიერთი უცხოელი აქტორიც ამისაკენ მოუწოდებს“,- განაცხადა გია ვოკსკიმ.

ირაკლი კობახიძე – საქართველო არის დემოკრატია, ყველას შეუძლია, შეიკრიბოს, თუმცა შეუძლია, შეიკრიბოს კანონის ფარგლებში, ვინმეს თავში აზრად თუ მოუვა კანონის დარღვევა, ყველა საკადრის პასუხს...

საბოლოო ჯამში, მთელი რადიკალური ოპოზიცია არის ერთი ძალა, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც კობახიძემ აღნიშნა, სინამდვილეში, არავითარი განსხვავება მათ შორის არ არის, არამედ არის მხოლოდ ტაქტიკური სხვაობები.„რა შეეხება არჩევნებთან დამოკიდებულებას, გასაგებია, არის ორი პარტია, რომელიც მონაწილეობს არჩევნებში, არის ორი პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას ღალატად აცხადებს. ბუნებრივია, მათ თავიანთი სუბიექტური ინტერესებიც აქვთ. ერთ-ერთი მიზანი, რატომაც დაანონსდა „ნაცმოძრაობის“ და  მისი მეორე განშტოების მიერ 4 ოქტომბრის აქცია, არის ის, რომ მათ სურთ, რაც შეიძლება ნაკლები ხმა მიიღოს „ლელომ“ და გახარიამ. აქ სუბიექტური ინტერესები არის, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველას ჰყავს ერთი პატრონი. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ როგორც არ უნდა ჰქონდეთ მათ განსხვავებები, ტაქტიკური, თუ სუბიექტური, საბოლოო ჯამში, მათი პატრონი მაინც ერთად ყრის ხოლმე ამ პარტიებს. ბუნებრივია, ასე მოხდება 4 ოქტომბერსაც, თუმცა არანაირი ფორმით მათ არ აქვთ წარმატების არავითარი შანსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ყველას შეუძლია, შეიკრიბოს, თუმცა კანონის დამრღვევს საკადრისი პასუხი გაეცემა.„ბუნებრივია, საქართველო არის დემოკრატია, ყველას შეუძლია, შეიკრიბოს, თუმცა ყველას შეუძლია, შეიკრიბოს კანონის ფარგლებში. ვინმეს თავში აზრად თუ მოუვა კანონის დარღვევა, რა თქმა უნდა, ყველა მიიღებს საკადრის პასუხს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი მდინარე რიონზე კვლევას ატარებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფი საგრანტო პროექტის - „მათემატიკურ-კარტოგრაფიული მოდელირების გამოყენება მდინარეების ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასებისა და ანალიზისთვის”, ფარგლებში, მდინარე რიონზე კვლევას ატარებენ.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მათივე ცნობით, საგრანტო პროექტს ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის გეოეკოლოგიური მონიტორინგის განყოფილების უფროსი, პროექტის ხელმძღვანელი დიმიტრი აბზიანიძე, მეცნიერ-თანამშრომლები: ნინო კეზევაძე, თინათინ ძაძამია, ვერა აბზიანიძე, ქიმიკოსი - ლაშა ხვიჩია და ლაბორანტი გვანცა ზადიშვილი ახორციელებენ.დიმიტრი აბზიანიძის თქმით, პროექტის მიზანია მდინარე რიონის ეკოლოგიური მდგომარეობის ღრმა შესწავლა და არსებული გარემო ფაქტორებისა და ეკოსისტემის მდგრადობის შეფასება.„მათემატიკურ-კარტოგრაფიული მოდელირების მეთოდოლოგიის გამოყენებით შესაძლებელი გახდება მდინარის ჰიდროლოგიური და ეკოლოგიური პარამეტრების ანალიზი, რომელიც ხელს გარემოს დაცვისა და მდგრადი მართვისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავებას შეუწყობს. კვლევის ფარგლებში განვახორციელებთ ჰიდროგეოლოგიურ დაკვირვებებს, სივრცით მონაცემთა ანალიზს და შევიმუშავებთ გარემოზე ზემოქმედების თანამედროვე შეფასების მეთოდებს. შედეგები მნიშვნელოვანი იქნება როგორც სამეცნიერო წრეებისთვის, ისე სახელმწიფო უწყებებისთვის და ადგილობრივი თემებისთვის, მდინარე რიონის რესურსების დაცვასა და რაციონალურ გამოყენებაში.ეკოლოგიური მდგომარეობის სისტემატური მონიტორინგი საკმაოდ შრომატევადი საქმეა და მოითხოვს როგორც დიდ მატერიალურ ხარჯებს, ისე დიდ ადამიანურ რესურსებს. ეკო-გეოლოგიური სისტემის ანალიზისთვის მათემატიკურ-კარტოგრაფიული მოდელირების გამოყენება საშუალებას მოგვცემს ავიცილოთ შრომატევადი და ძვირადღირებული სამუშაოების ნაწილის ჩატარება. ანალიზის საფუძველზე შეიქმნება დღეისთვის ძალიან აქტუალური - ეკოლოგიური მდგომარეობის და პროცესების მათემატიკური იმიტაცია. რაც მთავარია, მოდელის აგება ბაზირდება მინიმალურად შესაძლებელ მონაცემებზე (რაც დღეისთვის ძალიან აქტუალურია). ამის მაგალითია ჩვენი მიმდინარე კვლევები, ანუ როგორ შეიძლება მინიმალური ხარჯებით და მცირე რაოდენობის მკვლევართა მიერ შრომატევადი სამუშაოების წარმოება”,- განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა, დიმიტრი აბზიანიძემ.სტუ-ის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიხეილ ჯანიკაშვილის თქმით, ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფი კვლევისას მათემატიკური მოდელირების ანალიზურ და ემპირიულ მეთოდებს გამოიყენებს, რომლებიც საშუალებას იძლევა მათემატიკურად აღიწეროს - ობიექტი მისი პარამეტრების ფართო დიაპაზონით ცვლილებისას.„წყალი არის არსებობის აუცილებელი და ყველაზე მთავარი წყარო, მის გარეშე შეუძლებელია სიცოცხლე და მით უმეტეს, ეკონომიკის განვითარება. საქართველო წყლის რესურსებით მდიდარი ქვეყანაა. მდინარეების ეკოლოგიური მდგომარეობის შემოწმება და მისი ეკოლოგიური მდგრადობის დაცვა განსაკუთრებულ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს. იმისათვის, რომ წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური კრიზისის დაძლევაში, ჩვენმა მეცნიერებმა შეარჩიეს საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი მდინარის რიონის ეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლა. რიონის მიმართ მეცნიერთა ინტერესი გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მდინარე ინტენსიური ანთროპოგენური ზემოქმედების ობიექტია, ვინაიდან მის აუზში მრავლად არის მჭიდროდ დასახლებული ქალაქები და სოფლები, სადაც განლაგებულია მრავალი სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ობიექტი. რიონის ერთ-ერთი მარჯვენა შენაკადია - მდინარე ლუხუნი, სადაც განლაგებული იყო დარიშხანის საბადო, მარცხენა შენაკადის მდინარე ყვირილას ეკოლოგიური პრობლემები მანგანუმის მადნის საბადოს ექსპლუატაციის დაწყების დღიდან დღემდე ყოველთვის იყო და რჩება განხილვის საგნად. ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებისა და გამამდიდრებელი საწარმოს ზემოქმედების ქვეშ მყოფი მდინარე და აქედან გამომდინარე, მოსახლეობა საკმაოდ რთული ეკოლოგიური მდგომარეობის წინაშე დგას, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს. აღსანიშნავია, რომ 2020-2022 წლებში გეოეკოლოგიური მონიტორინგის ჯგუფი აწარმოებდა მდინარეების - ლუხუნისა და ყვირილას ეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლას და ნაწილობრივ დაწყებული იყო რიონის შესწავლა (აღებული იყო ნიმუშები და გამოკვლეული იყო მდ. რიონის მდგომარეობა აღნიშნული შენაკადების შეერთების წერტილებში). კვლევების სხვა შედეგებთან ერთად, მეცნიერებს ექნებათ პასუხი, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს შენაკადები რიონის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.მდინარე რიონის მაგალითზე განხორციელებული კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იგი გარემოსდაცვითი საკითხების ანალიზში აერთიანებს თანამედროვე მათემატიკურ და კარტოგრაფიულ მიდგომებს. ასეთი ინტერდისციპლინარული მიდგომა საშუალებას იძლევა მივიღოთ უფრო ზუსტი და კომპლექსური ინფორმაცია მდინარის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. ეს კვლევა არამხოლოდ სამეცნიერო თვალსაზრისითაა ღირებული, არამედ პრაქტიკულ მნიშვნელობასაც ატარებს – მიღებული შედეგები ხელს შეუწყობს მდინარის რესურსების მდგრად მართვას, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვასა და ეკოსისტემის გრძელვადიან შენარჩუნებას. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ინიციატივები საქართველოში გარემოს დაცვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვისთვის საფუძველს ქმნის“,- განაცხადა მიხეილ ჯანიკაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – სამადაშვილი არის პარტიაში, რომელიც ამბობს, რომ არჩევნებიც უნდა იყოს და შემდეგ ხელისუფლების დამხობაც მოხდეს, მნიშვნელოვანია, ხალხმა კიდევ ერთხელ აჩვენოს, სად დგას...

დემოკრატია გულისხმობს არჩევნებს და არჩევნებში მონაწილეობას. ხელისუფლებაში მოსვლის, შეცვლის ერთადერთი გზა არჩევნებია. არჩევნებზე ვინც უარს ამბობს, დეფინიციითვე არის ექსტრემისტი და რადიკალი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.პაპუაშვილი გამოეხმაურა „ლელოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც: „ყველა, ვინც არჩევნებზე არ მივა, ეხმარება ბიძინა ივანიშვილს“.შალვა პაპუაშვილის თქმით, სალომე სამადაშვილი წარმოადგენს იმ პარტიას, რომელიც ფიქრობს, რომ არჩევნებშიც უნდა მიიღონ მონაწილეობა და ხელისუფლების დამხობაც უნდა მოხდეს.„თავისთავად, ამ განცხადების მომენტშივე, როდესაც უარს ამბობენ არჩევნებზე, არიან რადიკალები და ექსტრემისტები. ისინი, რომლებიც ამბობენ, რომ თავადაც არ იღებენ მონაწილეობას და სხვასაც ხელს შეუშლიან, არიან უკვე შიდა ტერორისტები, რომლებსაც სურთ, მოქალაქეებს წაართვან ხმის უფლება. ასე რომ, ჩვენ საქმე გვაქვს ექსტრემისტებთან და, რა თქმა უნდა, ნებისმიერი განცხადება, რომელიც ამის საწინააღმდეგოა, მისასალმებელია, თუმცა შეგახსენებთ, რომ სალომე სამადაშვილი, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის თანაშემოქმედი, გახლავთ იმ პარტიაში, რომელიც ამბობს, რომ არჩევნებიც უნდა იყოს და შემდეგ დამხობაც უნდა მოხდესო. სხვადასხვა კალათაში რომ უნდათ კვერცხები ჩაალაგონ, ქალბატონი სალომეს პრობლემაა, როგორც ჩანს, რომ ვერ გარკვეულა, რაღაცნაირად უნდა, რომ იტივტივოს, არჩევნებშიც იყოს და დამხობაშიც. ამათ სიტყვებს ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა მნიშვნელობა აქვს, რომ გამოვიდეს ქართველი ხალხი და კიდევ ერთხელ დაანახოს ყველა იმ უცხოელს, რომელიც თავს ესხმის დღეს საქართველოს, სად დგას საქართველო. რომ საქართველო არ არის ის ორკების ჯგუფი, რომელიც ღამღამობით გამწვავებით დაიარება ქუჩებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

არ გამოვრიცხავ, 4 ოქტომბრის შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც მნიშვნელოვანი აქტორი, აღარ არსებობდეს – ალექსანდრე რაქვიაშვილი

"მშვიდობიანი დამხობა" - ბოიკოტში მყოფი ოპოზიციის ნაწილი 4 ოქტომბრისთვის დაანონსებულ გეგმაზე უარს არ ამბობს და რევოლუციასა და სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბრობს.უცვლელ რიტორიკას პასუხობენ მმართველ გუნდშიც. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საზოგადოებაში ექსტრემიზმს მხარდაჭერა არ აქვს. თვითმმართველობის არჩევნებამდე ქვეყანაში 2 კვირაზე ნაკლები რჩება.თემას გამოეხმაურნენ "გირჩშიც". პარტიის წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, 4 ოქტომბრის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა", როგორც მნიშვნელოვანი აქტორი, გაქრება."ოპოზიცია რას აკეთებს ნაკლებად მაღელვებს, განსაკუთრებით ის ხალხი, რომლებიც "ფეიკ" რევოლუციას აწყობს. მგონი, თვითონაც არ სჯერათ ეს ყველაფერი. უბრალოდ, თავი ისეთ პოზიციაში ჩააყენეს, რომ უკან დასახევი გზა არ აქვთ. დიდი ალბათობით, ეს იქნება "ნაციონალური მოძრაობის" ბოლო აქტივობა. არ გამოვრიცხავ, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობა", როგორც მნიშვნელოვანი აქტორი, აღარ არსებობდეს", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ბოლო სიახლეები