ხუთშაბათი, ნოემბერი 12, 2026

კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილზე – წარმოუდგენელია თანამდებობის პირმა ბიუჯეტიდან დააფინანსო შვილების სწავლა ან მეგობარი გოგონებისთვის საჩუქრები იყიდო

პირადი კეთილდღეობისთვის არა ბიუჯეტის ფული, არამედ საკუთარი დანაზოგი უნდა გამოიყენო, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის დიდი რაოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე გამოტანილ განაჩენს.

„ძალიან ცუდია, როდესაც თანამდებობის პირი (არ აქვს მნიშვნელობა ვის რა თანამდებობა უკავია), ხარჯავს ხალხის ფულს თავისი პირადი კეთილდღეობისთვის. წარმოუდგენელია, რომ აიღო და ბიუჯეტიდან დააფინანსო, მაგალითად, საკუთარი შვილების სწავლა ან მეგობარი გოგონებისთვის საჩუქრები იყიდო. ამის გაკეთება თუ გინდა, შენი პირადი დანაზოგებიდან და შემოსავლებიდან უნდა გააკეთო და არა ბიუჯეტის ფულით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ძმები ფეიქრიშვილების დედა – მოვიდა სუს-ის ახალი უფროსი, დაიჭირეს ჩემი შვილები, მერე ვატო ყიფიანი შეიყვანეს, ეს ყველაფერი მდინარაძემ დაალაგა მონსტრებთან ერთად, რომლებიც სუს-ში ბლომად...

მოვიდა სუს-ის ახალი უფროსი, დაიჭირეს ჩემი შვილები, მერე ბრალი დაუმძიმეს, მერე ვატო ყიფიანი შეიყვანეს, ეს ყველაფერი მდინარაძემ დაალაგა მონსტრებთან ერთად, რომლებიც სუს-ში ბლომად არიან - „პაგონიანი“ ბანდიტები უნდა დაისაჯონ! - ამის შესახებ ბრალდებული ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედამ, ნინო აბრამიშვილმა განაცხადა.„ვატო ყიფიანი სუს-ის „ნასედკაა”. სუს-მა სადამსჯელო ბრიგადა შეაგზავნა ციხეში, რომელსაც სათავეში ვატო ყიფიანი ჩაუყენა.პროკურორმა განაცხადა, რომ 19 რიცხვში მან მისცა ზარის უფლება დავითს, მაშინ როდესაც აკრძალული ჰქონდა კომუნიკაცია, რომ დავით ფეიქრიშვილს დედასთან დაერეკა და ეთქვა, „ციხეში არ მოხვიდეო და ხმა არ ამოიღოო“.მოვიდა სუს-ის ახალი უფროსი, დაიჭირეს ჩემი შვილები, მერე ბრალი დაუმძიმეს, მერე ვატო ყიფიანი შეიყვანეს, შეიძლება ახალმა სუს-ის უფროსმა არც კი იცის, რადგან ეს ყველაფერი მდინარაძემ დაალაგა მონსტრებთან ერთად, რომლებიც სუს-ში ბლომად არიან.გეკა გელაძემაც ბევრი რამე იცის. მოტეხეს, მაგრამ მე ყველაფერს ვხედავ. „პაგონიანი“ ბანდიტები უნდა დაისაჯონ! სუს-ის თანამშრომელი იქნება თუ პოლიციის უფროსი, ყველა უნდა დაისაჯოს ისე, რომ სისტემაში მუშაობა აღარასოდეს შეძლოს.მშობლებისთვის დიდი ტვირთია, როცა შვილები ციხეში არიან. ჩვენი შვილები პირუტყვები არ არიან, ადამიანები არიან, აქვთ თავმოყვარეობა. არცერთი პატიმარი არ უნდა იყოს დაჩაგრული. მე ვიქნები ის ბოლო დედა, რომელიც ხმას ამოიღებს, რომ მსგავსი სახელმწიფო დანაშაული აღარასოდეს განმეორდეს.ალბათ, რაღაც ინფორმაციას ეძებდნენ ტელეფონში ან რაღაცის ჩადება უნდათ. ეს ბანდა თვითონ არის გახვეული დანაშაულში და როცა პასუხი მოსთხოვეს, ფეიქრიშვილებზე გაიშვირეს ხელი.არ გეგონოთ, რომ ციხის უფროსისა და მისი მოადგილეების მოხსნით პირს დავხურავ - არ დავხურავ! ყველაფერი სუს-იდან იწყება. გაარკვიონ, სად არის გიჩო მარგველაშვილი და მოსთხოვონ პასუხი!ძალიან ადვილია ბერა ივანიშვილისკენ თითის გაშვერა. ეს კლანები ისე გაღორდნენ, იმდენი ფული იშოვეს, რომ ახლა ძალაუფლება უნდათ და თითს იქით იშვერენ, გამოძიება ჩატარდეს!“ - განაცხადა ნინო აბრამიშვილმა.

ბერა ივანიშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის ფაქტზე: გენაცვალეთ ბიჭებო! ყველას აჩვენეთ რა არის ნამდვილი ქართული სული

ბერა ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერას უცხადებს და სოციალურ ქსელში მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.„გენაცვალეთ ბიჭებო! ყველას აჩვენეთ, რა არის ნამდვილი ქართული სული. ჭრილობები შეხორცდება, მაგრამ მსოფლიო არასდროს დაივიწყებს მეორე მხარის სიმხდალეს.კავკასიაში გვაქვს სიტყვა იმ ადამიანებისთვის, ვინც ზურგიდან ეპარება მას, ვისაც რაოდენობრივად აღემატებიან“, წერს ბერა ივანიშვილი.როგორც ცნობილია, აბუ-დაბიში, სადაც RAF-ის მორიგი ეტაპი უნდა გაიმართოს, მერაბ დვალიშვილს სასტუმროში უკნიდან მიპარვით UFC-ის მებრძოლები, ძმები ნურმაგომედოვები და მათი თანმხლები პირები თავს დაესხნენ.

მიხეილ ყაველაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ქალაქ ანტალიაში, გაერო-ს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში შეხვდა.საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, ორმხრივი თანამშრომლობა და რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები.ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარებისთვის მზაობა და თურქეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონული საკითხების განხილვისას ყურადღება დაეთმო სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის განმტკიცების მნიშვნელობას. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, სატრანსპორტო და ენერგეტიკული დაკავშირებადობის საკითხებს, შუა დერეფნის განვითარებას და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობას.

„რვა წელი სთხოვდნენ ბინა დაეცალა… ვერ მორიგდნენ და ცოლ-ქმარი ამიტომ მოკლა” – ორმაგი მკვლელობის ახალი დეტალები

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში მომხდარი ორმაგი მკვლელობის ახალი დეტალები.ირკვევა, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა მამაკაცს ვალი ჰქონდა აღებული, რის გადახდაც ვერ შეძლო. ამის გამო, მან ცინცაძის ქუჩაზე არსებული ბინა დაკარგა.უძრავი ქონების მესაკუთრე ნანა ფირანიშვილი და მისი მეუღლე სოსო სუჯაშვილი გახდნენ. მათ ყოფილ მფლობელს ბინის დაცლა მოსთხოვეს, თუმცა დავა წლების განმავლობაში გაგრძელდა.ოფიციალურად, სადავო უძრავი ქონება ბოლო 8 წლის განმავლობაში ნანა ფირანიშვილის სახელზე ფიქსირდება. ამ ხნის განმავლობაში ცოლ-ქმარი ყოფილი მეპატრონის ბინიდან ჯერ ნებაყოფლობით, შემდეგ კი იძულებით გასახლებას ითხოვდა.„რვა წელი სთხოვდნენ ბინა დაეცალა… ვერ მორიგდნენ და ცოლ-ქმარი ამიტომ მოკლა” - ამბობს ოჯახის ახლობელი.მოთხოვნა ყოფილი მეპატრონის გაღიზიანებას იწვევდა, 11 ნოემბერს კი ის ცოლ-ქმარს სახლის სადარბაზოსთან დახვდა და ორივე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.ბრალდებული სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.

რა სასჯელი ემუქრებათ უსმან ნურმაგომედოვსა და მის თანმხლებ პირებს მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმისთვის

ცნობილი გამოცემა Home of fight-ი განმარტავს, რა სასჯელი შეიძლება ემუქრებოდეს უსმან ნურმაგომედოვსა და მის თანმხლებ პირებს, რომლებიც გუშინ მერაბ დვალიშვილსა და მის მეგობარს, საბა ლაზიშვილს დაესხნენ თავს.გამოცემის ინფორმაციით, უსმან ნურმაგომედოვს შესაძლოა, ერთ წლამდე პატიმრობა და დაახლოებით 2700 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისროს - ასეთ სასჯელს არაბთა გაერთიანებული საამიროების ფედერალური კანონის 390-ე მუხლი ითვალისწინებს.„ეს მუხლი შეიძლება ამოქმედდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მერაბ დვალიშვილი მის წინააღმდეგ საჩივარს არ შეიტანს, ვინაიდან საქმეში არაერთი ვიდეომტკიცებულება არსებობს“, - წერს გამოცემა.ამასთანავე, 392-ე მუხლის მიხედვით, 3 ან მეტი პირის მონაწილეობით განხორციელებული ფიზიკური თავდასხმა დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა.ცნობისთვის, 11 ნოემბერს საღამოს, აბუ-დაბიში მყოფ მერაბ დვალიშვილს, რომელიც მედიის წარმომადგენლებს ინტერვიუს აძლევდა, თავს უსმან ნურმაგომედოვი დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც მან და მისმა თანხლებმა პირებმა მერაბისგან და მისი უმცროსი მეგობრისგან, 21 წლის მოჭიდავე საბა ლაზიშვილისგან სათანადო პასუხი მიიღეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უსმან ნურმაგომედოვი და თავდასხმაში მონაწილე ყველა სხვა პირი დაკავებულია. ბრალის წარდგენის შემთხვევაში მათ სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

ბოლო სიახლეები