ხუთშაბათი, სექტემბერი 11, 2025

კახა კალაძე – „მეგობარი აქტი“ რეალურად იყო მტრული და მეგობრობის იქ არაფერი ეწერა

„მეგობარი აქტი“ რეალურად მტრული იყო და მეგობრობის იქ არაფერი ეწერა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დემოკრატი კონგრესმენის, სტივ კოენის მიერ ჰელსინკის კომისიაში გაკეთებული იმ განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, ამერიკის შეერთებული შტატების სენატი „მეგობარი აქტის“ მიღებას არ აპირებს.

კახა კალაძის შეფასებით, საქართველოსთან დაკავშირებული კანონპროექტი სიცრუით იყო გაჯერებული.

„რეალურად მტრული აქტი იყო და მეგობრობის იქ არაფერი ეწერა. მხოლოდ და მხოლოდ იყო მტრული, ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული. ყველაზე მძიმე და მთავარი რაც არის, დოკუმენტი გაჯერებული იყო ტყუილებით, ცილისწამებაზე იყო დაფუძნებული. მაშინ, როდესაც გამოვდივართ და ვამბობთ, რომ მნიშვნელოვანია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს, გადაიტვირთოს, რომ მეგობრობა, პარტნიორობა მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის აქტის მიღება ძალიან მძიმე იქნება – აქტის, რომელიც მხოლოდ ტყუილებზეა დაფუძნებული“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სიახლე მართვის მოწმობასთან დაკავშირებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მართვის უფლების შეცვლა მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მართვის უფლებით, შესაძლებელია პრაქტიკული გამოცდის პირველი და მეორე ეტაპის ჩაბარებით.როგორც სააგენტოში აცხადებენ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, კანდიდატს ავტომატურად ენიჭება B1 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

29 წლის ოთარ ბერაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

29 წლის ოთარ ბერაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მან მიიღო იშემიური ინსულტის უმძიმესი ფორმა, დაუზიანდა ტვინი და არის სრულიად პარალიზებული.ოთარ ბერიძე 13 ივლისის შემდეგ იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. ამჟამად მას სჭირდება სპეციფიკური მოვლა და რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსი. ეს ყველაფერი დაკავშირებულია დიდ თანხებთან, რისი საშუალებაც ოჯახს აღარ აქვს.დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშებზე:🔸საქართველოს ბანკი: GE96BG0000000101479415მიმღები: ნათია ბერაძე🔹თიბისი ბანკი: GE57TB7469345064300090მიმღები: ნიკოლოზ ბერაძე

სახალხო დამცველი – მოვუწოდებთ სუს-ს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ლევან ხაბეიშვილთან და მურთაზ ზოდელავასთან ადვოკატების შეშვება

საქართველოს სახალხო დამცველისთვის ადვოკატის საჯარო მომართვიდან ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ადვოკატებს არ ეძლევათ ლევან ხაბეიშვილsa და მურთაზ ზოდელავასთან შეხვედრის შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული.როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დაცვის უფლება გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით და საგამოძიებო უწყებები ვალდებული არიან, არ შეუშალონ ხელი ამ უფლების ეფექტიანად განხორციელებას.„მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ბრალდებულებთან მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების შეშვება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშენ ბურჭულაძე დააკავა.ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ უწყების მიერ გამართუყლ ბრიფინგზე გახდა ცნობილი

მამუკა არეშიძე: მაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს საკითხი აშშ-ში შიდა დაპირისპირების საგანია

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე: ის რომ ამერიკა “ვერ იცლის” ჩვენთვის, უდიდეს მინუსებთან ერთად პლუსებსაც მოიცავს. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ამერიკის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში საქართველოს საკითხზე გადაწყვეტილებების მიღება ძალიან მძაფრი შიდა დაპირისპირებით მიმდინარეობს.ეს ეხება როგორც ელჩთან დაკავშირებულ საკითხებს, ისე “მეგობრობის აქტსა” და სხვა ინიციატივებს. დეტალებზე არ ვისაუბრებ, იმას კი ვიტყვი, რომ ტრამპის ოჯახი საქართველოს მიმართ ბევრად პოზიტიურია, ვიდრე მისი გარემოცვის ზოგიერთი ახალგაზრდა ლიდერი – მაგალითად, რუბიო და მისი გარემოცვა და ბრძოლა ამ თემაზე გრძელდება.რატომ არ იღებენ ხმას? იმიტომ, რომ პოლიტიკა ასე არ მუშაობს. პოლიტიკა კეთდება კულუარებში, ლობისტური ჯგუფების, პერსონალური კონტაქტებისა და ინტერესების მეშვეობით. სამწუხაროდ, პოლიტიკა ცინიკური და ხშირად ბინძური პროცესია, საბოლოოდ ყველაფერი პოლიტიკური მიზანშეწონილობით წყდება.წყარო: გაზეთი „კვირის პალიტრა“

ბოლო სიახლეები