კვირა, ივნისი 21, 2026

კახა კალაძე: კიდევ ერთხელ ვეუბნები ამ კომპანიას – სადაც უნდათ, დედამიწის ნებისმიერ ქვეყანაში იჩივლონ

თბილისის მერი, კახა კალაძე სითი პარკის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც კომპანია სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს. კალაძის განცხადებით, თბილისის მერია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაიცავს თავის და მოქალაქეების ინტერესებს. ამის შესახებ მან გადაცემა “პირისპირში“ განაცხადა.

“ჩვენ ვისმენთ დღეს განცხადებებს, რომ ისინი სასამართლოში აპირებენ წასვლას… არბიტრაჟში აპირებენ წასვლას… კიდევ ერთხელ ვეუბნები ამ კომპანიას: სადაც უნდათ, დედამიწის ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ წერტილზე თბილისის მერია მზად არის დაიცვას თავისი ინტერესები, თბილისის მერია მზად არის დაიცვას თავისი მოქალაქეების ინტერესები“, – ამბობს თბილისის მერი.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან სითი პარკთან კონტრაქტს წყვეტს. ამის შესახებ კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.  თავად კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი თავიანთ უფლებებს სამართლებრივი გზით დაიცავენ. სითი პარკთან ხელშეკრულების გაწყვეტის გამო მერია პირგასამტეხლოს არ გადაიხდის.

კომპანია სითი პარკსა და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გოგა მანია მიმართვას ავრცელებს

ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში 21 ივნისის მზებუდობის შესახებ წერს.„სამყაროს ყველა პორტალი იხსნება, დღეს გაკეთებული ყველა  სიკეთე მთელი წლის განმავლობაში ათასმაგად დაგიბრუნდებათ, დააპურეთ ოთხფეხა მეგობრები, იზრუნეთ სხვებზე, გაეცით და გააკეთეთ სიკეთე. თუმცა ამავე დროს მოიმატებს გაღიზიანებადობა. რადგან ყველა პორტალი გახსნილია, იყავით პოზიტიურები, მაგრამ ფრთხილები. გაცემული ნებისმიერი თეთრი დაგირუნდებათ ათასმაგად. შემოთავაზებული საჩუქარი, რაოდენ მცირეც არ უნდა იყოს, მიიღეთ მთელი გულით.  ყურადღებით იყავით საჭესთან. პორტალი სრულად არ იხურება. ამასთან, პატარა ფინანსური რიტუალსაც გაგიზიარებთ, რომელიც დღეს უნდა გააკეთოთ. სახლის 4 წერტილში მოათავსეთ მონეტები. შემოსასვლელში სამი ცალი მონეტა. ყვავილზეც სამი ცალი მონეტა, საძინებელში და სამზარეულოში მონეტები კუთხეებში მოათავსეთ, ან ხალიჩის ქვეშ. ეს ენერგია იტრიალებს თქვენთან ერთად, ვისაც თანხა გაქვთ და ვერ გადიხართ, შეგიძლიათ მაღაზიაში დატოვოთ 20 ლარი 10 ლარი და დაიბაროთ, თუ ვინმეს დააკლდება ამ თანხიდან აანაზღაურონ, ან უყიდონ“ - ამბობს გოგა მანია გავრცელებულ ვიდეოში.

მგზავრი, რომელიც მეტროსადგურ „დიდუბის“ ლიანდაგში ჩავარდა და გარდაიცვალა, ახალგაზრდა ქალია

მგზავრი, რომელიც დიდუბის მეტროში, ლიანდაგში ჩავარდა, გარდაიცვალა.აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.უწყებაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი.უცნობია, რა ვითარებაში მოხდა შემთხვევა.შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით დაიწყო.ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მეტროსადგურ „დიდუბეში“ ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა, რის გამოც "ახმეტელიდან" „სადგურის მოედნის“ მიმართულებით მატარებლების მოძრაობა შეიზღუდა.

გურამ მაჭარაშვილი – მაინტერესებს, სად ბრძანდება ჰერჩინსკი, გამოვიდეს და საზოგადოებას აუხსნას, მისი ნაქები „პროევროპული პარტიის“ თავმჯდომარე ერთი ხელის დაწკაპუნებით უცხო ქვეყნის მოქალაქემ რატომ გააგდო

გვიმტკიცებდნენ, რომ „ნაცმოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევის დროს დემოკრატიული პროცესები იყო, მაგრამ მორიგ ჯერზე თავად ქალბატონმა ბოკუჩავამ დაადასტურა, რომ „ნაცმოძრაობაში“ არანაირი არჩევნებიც არ ტარდება, რასაც იტყვის მათი ბელადი, ისე ხდება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.„სხვა შემთხვევაში, სააკაშვილმა პოზიცია დააფიქსირა – თუ შენ მართლა დემოკრატიულად ხარ არჩეული და „ნაცმოძრაობის“ უმრავლესობას შენ უნდიხარ, მაშინ სად მიდიხარ? და თუ ეს ასე არ არის, მაშინ რას იწონებდი თავს იმით, რომ აქ თურმე „ნაციონალური მოძრაობა“ პროევროპული პარტიაა, აქ არჩევნები ტარდება და ასე შემდეგ? ახლა ხომ დადასტურდა შენივე გადაწყვეტილებით და განცხადებით, რომ ერთი დააწკაპუნა თითები სააკაშვილმა და ეგრევე გადადექი და თავმჯდომარეობა ლობიანების მცხობელ ნანულის დაუთმე, რომელზეც სააკაშვილმა თქვა, რომ ახლა ეს მჭირდებაო“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.მისივე თქმით, ეს არის ის მიცემულობა, რა მოცემულობაშიც არა მხოლოდ პარტია „ნაცმოძრაობას“, არამედ სახელმწიფოს ამყოფებდნენ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები.„ძალიან მაინტერესებს, ახლა ბატონი ჰერჩინსკი სად ბრძანდება? ხომ ამბობდა, რომ „ნაცმოძრაობა“ ის პარტიაა, რომელმაც ქვეყანაში პროევროპულობა უნდა შემოიტანოსო. სად არის? კითხვა დასვას: რატომ მოიცილეს ერთი ხელის დაქნევით ეს თავმჯდომარე, რომელიც „ნაცმოძრაობის“ აქტივმა აირჩია? სად არის, ბუჩქებიდან თავი გამოყოს და თქვას, „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველს პასუხი გასცეს. როცა საუბრობ, რომ რაღაცა პარტია, რომელიც ანტისახელმწიფოებრივია, შენ გინდა, ევროკავშირის ელჩს, რომ საზოგადოებას შეასაღო, როგორც პროევროპული პარტია, გამოდი და საზოგადოებას აუხსენი, ეს შენი ნაქები „პროევროპული პარტიის“ თავმჯდომარე ერთი ხელის დაწკაპუნებით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ თავმჯდომარეობიდან რატომ გააგდო?“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.

დიდუბეში ავტოსაგზაო შემთხვევას 35 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

დიდუბეში ავტოსაგზაო შემთხვევას 35 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.თვითმხილველების ინფორმაციით, არმატურით დატვირთულმა სატვირთო ავტომობილმა დაამუხრუჭა, რა დროსაც არმატურა, რომელიც მანქანით გადაჰქონდა, გადმოცვივდა და სატვირთოს კაბინას დაეცა. შედეგად, მძღოლი ადგილზე დაიღუპა.ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

პატრიარქი შიო მესამე: პირველად ვეძებდეთ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს. მაშინ ყველაფერი მოგვეცემა. პირველ რიგში მოგვეცემა მშვიდობა ღმერთთან და ადამიანებთან, მოგვეცემა სიმართლე და საღვთო...

პირველად ვეძებდეთ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს. მაშინ ყველაფერი მოგვეცემა. პირველ რიგში მოგვეცემა მშვიდობა ღმერთთან და ადამიანებთან, მოგვეცემა სიმართლე და საღვთო ჭეშმარიტება, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო III-მ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.მისივე თქმით, სადაც არის მშვიდობა და სიმართლე, იქ არის აუცილებლად სიხარული სულიწმინდაში. პატრიარქმა აღნიშნა, რომ ეს სამი არის „სასუფეველი ღვთისა, რომელზეც უფალი ამბობს, რომ ჩვენში უნდა ვეძებოთ“.„ერთხელ, როდესაც უფალ იესო ქრისტეს ბევრი ხალხი მიჰყვებოდა თან, მან დაინახა ეს სიმრავლე, მთაზე ავიდა და მთიდან წარმოთქვა თავისი ქადაგება, რომელმაც სრულად შეცვალა მსმენელთა წარმოდგენა იმაზე, თუ რა არის სიკეთე, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, რა არის ცხოვრებაში მთავარი და მეორეხარისხოვანი. მან თქვა სიტყვები, რომლებიც დღეს მოვისმინეთ წმინდა სახარებიდან: „ნუ ზრუნავთ და იტყვით, რა ვჭამოთ, რა ვსვათ, რა შევიმოსოთ, რადგან ამ ყველაფერს წარმართები ეძებენ. ხოლო თქვენ პირველად ეძიეთ სასუფეველი ღვთისა და სიმართლე მისი და ეს ყველაფერი თქვენ შეგემატებათ“ (მთ. 6, 31-33). ჩვენ კი ამის ნაცვლად, პირველ რიგში, ვეძებთ, რა ვჭამოთ, რა ვსვათ, რით შევიმოსოთ, ანუ მატერიალურ, ამქვეყნიურ კეთილდღეობას ვეძებთ და მხოლოდ შემდეგ - ღვთის სასუფეველს.რა გამოდის, ძვირფასო ძმებო და დებო, უფალი გვეუბნება, თუ პირველად ეძებ ღვთის სასუფეველს, ყველაფერ დანარჩენს, მატერიალურს, მოგცემს ღმერთი, მას ეს უნდა და გვპირდება კიდეც. ამის ნაცვლად, ჩვენ ვეძებთ იმას, რაც დანამატის სახით ისედაც გვეძლევა, როგორც უმთავრესსა და პირველხარისხოვანს.ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში და ა. შ. იმის მაგივრად, რომ დავფიქრდეთ ამ ჩვენს მძიმე ცოდვებზე და გამოვსწორდეთ, ვეძებთ მიზეზებს და თავსაც კი ვიტყუებთ ხოლმე. ამიტომ ჩვენს ცხოვრებაში ძალიან ნაკლებია ჭეშმარიტად აღმატებული, დიადი, სულიერი და ქრისტიანული, ვერ ვაკეთებთ ამ ყველაფერს ჯეროვნად სწორედ ამის გამო, რაც მოგახსენეთ.ამ ქადაგებაში უფალ იესო ქრისტეს არ უთქვამს ის, რომ საერთოდ არ ვეძებოთ, რა ვჭამოთ, რა ვსვათ, საერთოდ არ ვეძებოთ მატერიალური კეთილდღეობა, რადგან ეს არ გვჭირდება და არ უნდა ვიშრომოთ ამის მოსაპოვებლად, ვინაიდან თავად უფალი ამბობს: „ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურსა შენსა“ (დაბ. 3, 19). ასევე, წმინდა წერილში წერია: „ვისაც შრომა არ უნდა, მაშინ ნურც ჭამს“ (2 თეს. 3, 10).ე. ი. ამ გამონათქვამში, რომელსაც განვიხილავთ დღეს, დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვას „პირველად“, რომელსაც იყენებს უფალი იესო ქრისტე: „ეძიეთ პირველად სასუფეველი ღვთისა და მისი სიმართლე და სხვა ყველაფერი თქვენ შეგემატებათ“. ჩვენ კი, ვიმეორებ, პირველად ვეძიებთ, რა ვჭამოთ, რა ვსვათ, რით შევიმოსოთ, როგორ მოვიპოვოთ მატერიალური კეთილდღეობა, შემდეგ უკვე - ღვთის სასუფეველს. შედეგად რას ვიღებთ, რასაც ძალიან ხშირად ვხედავთ? - როდესაც ადამიანი ამ ყველაფერს ეძიებს, მიისწრაფვის ამის მოპოვებისკენ, ხშირად ხდება, რომ ვერ იგებს ამას, უფრო სწორად, როდესაც ამისკენ ისწრაფვის ღვთის სასუფევლის ძიების გარეშე, როცა ეს ხდება მისი ცხოვრების პირველადი მიზანი, ვერ ირგებს ხოლმე ამას. როგორც ხალხში ამბობენ, „ყელში ეჩხირებაო“, ხოლო თუ პირველად ვეძიებთ საღვთო სიმართლეს და სასუფეველს, მაშინ ეს ყველაფერი მოგვეცემა ღვთისგან ისე, როგორც საჭიროა, იმდენი, რამდენიც საჭიროა. მოგვეცემა საკვებიც, სასმელიც, ტანსაცმელიც და სხვა ფასეულობებიც, რომლებიც დაგვაკმაყოფილებს, რაც საკმარისი იქნება. აი, ასე არის, მაგალითად, სხვა ფასეულობებთან მიმართებით, რასაც ჩვენ ვქმნით საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში.რა უფრო მნიშვნელოვანია: საჭმელი, სასმელი და ტანსაცმელი თუ ღვთის სიმართლე? - რა თქმა უნდა, ღვთის სიმართლე, არა?!რა უფრო მნიშვნელოვანია: ცივილიზაცია, კულტურა და ყველაფერი ის, რასაც კაცობრიობა ქმნის და ჩვენ ვქმნით თუნდაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თუ ღვთის სიმართლე? - რა თქმა უნდა, ღვთის სიმართლე აღმატებული და უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ყველაფერი.თუ ასე მივუდგებით, მაშინ ღმერთი ყველაფერს მოგვცემს, ყველა ამ ღირებულებას სულ სხვა აზრი და ფასი ექნება, ეს მოგვანიჭებს მშვიდობას, სიმართლეს და სიხარულს სულიწმინდაში.ძვირფასო ძმებო და დებო, დავფიქრდეთ ამ ყველაფერზე!კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. შეგვეწიოს უფალი, რომ როგორც ამბობს იგი, პირველად ვეძებდეთ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს. მაშინ ეს ყველაფერი მოგვეცემა; პირველ რიგში, მოგვეცემა მშვიდობა ღმერთთან და ადამიანებთან, მოგვეცემა სიმართლე და საღვთო ჭეშმარიტება.სადაც არის მშვიდობა და სიმართლე, იქ რა არის აუცილებლად? - სიხარული სულიწმინდაში. აი, ეს სამი, რაც დავასახელე, არის სასუფეველი ღვთისა, რომელზეც უფალი ამბობს, რომ ჩვენში უნდა ვეძებოთ.რა თქმა უნდა, სასუფეველი ღვთისა არ არის მხოლოდ ჩვენში, ჩვენ გარეთაც არის, მაგრამ, პირველ ყოვლისა, ის ჩვენშია. ღმერთმა მოგვცეს მადლი და წყალობა, რომ ღირსი გავხდეთ ჩვენში ამ სასუფევლის პოვნისა უფალ იესო ქრისტეს მადლით და კაცთმოყვარებით“, - განაცხადა პატრიარქმა შიო მესამემ.

ბოლო სიახლეები