სამშაბათი, იანვარი 13, 2026

კახა კალაძე: ის დრო აღარ არის, როგორც წლების წინ იყო, გაუმჭვირვალე, „შავი“ ფული შემოდიოდა ქვეყანაში და შიდა პოლიტიკას ხმარდებოდა, არსებობს კანონი და ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად

ის დრო აღარ არის, როგორც წლების წინ იყო, გაუმჭვირვალე, „შავი“ ფული შემოდიოდა ქვეყანაში და შიდა პოლიტიკას ხმარდებოდა, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ სხვადასხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

მისი განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო შესაბამისი კანონი, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში შემოსული თანხების გამჭვირვალობა გაკონტროლდება.

„მიზანი ხომ ვიცით, რისთვის გამოიყენებოდა ეს თანხები, რომ კონკრეტულ ქვეყნებში მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალებები. მათ შორის, საქართველოში უამრავი თანხა შემოდიოდა, ასეულობით მილიონი იხარჯებოდა იმაში, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ და ამის არაერთი მცდელობა გვახსოვს. გახსოვთ, როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ვსაუბრობდით, როგორ გვაკრიტიკებდნენ, თურმე როგორ გავბედეთ და დავიწყეთ ამაზე საუბარი.

როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა დონალდ ტრამპი, პირდაპირ ისაუბრა ამ ყველაფერზე, რომ ისეთი ორგანიზაციები, როგორებიც იყვნენ NED, USAID, უზარმაზარ თანხებს გამოყოფდნენ და აფინანსებდნენ სხვადასხვა ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობას. ეს არის რეალობა. ის დრო აღარ არის, როგორც წლების წინ იყო – გაუმჭვირვალე, „შავი“ ფული შემოდიოდა ქვეყანაში და შიდა პოლიტიკას ხმარდებოდა. რა თქმა უნდა, იქნება კონტროლი, არსებობს კანონი, რომელიც მივიღეთ და ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად, რათა, პირველ რიგში, ქვეყანაში დავიცვათ მშვიდობა, სიმშვიდე და მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“, – განაცხადა კახა კალაძე.

დედაქალაქის მერმა აქვე უპასუხა შეკითხვას აშშ-ის მიერ 66 ორგანიზაციასთან, მათ შორის ვენეციის კომისიასთან შეწყვეტილ ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ სხვადასხვა ორგანიზაციასთან ურთიერთობის გადახალისებაა საჭირო.

„ვფიქრობ, მთლიანად „რებრენდინგი“ არის გასაკეთებელი და გადახალისებაა საჭირო სხვადასხვა ორგანიზაციის. მაგალითად, ვენეციის კომისია, ჩვეულებრივ პოლიტიკურ ორგანიზაციად იყო ქცეული, მათი განცხადებები, ქმედებები თუნდაც საქართველოსთან მიმართებაში. ეს ძალიან მძიმე იყო. ამიტომ, არ მიკვირს მათი ეს გადაწყვეტილება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ავიაკატასტროფას ცნობილი მომღერალი და მისი გუნდის წევრები ემსხვერპლნენ

კოლუმბიაში, პაიპას აეროპორტიდან აფრენიდან მალევე, მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა.dailymail-ის ინფორმაციით, 6 დაღუპულს შორის 34 წლის კოლუმბიელი ცნობილი მომღერალი, იესონ ხიმენესია, რომელიც თვის ჯგუფთან ერთად კონცერტის ჩასატარებლად მიფრინავდა.მედიის ცნობით, თვითმფრინავმა სიმაღლის აკრეფა ვერ შეძლო და ჩამოვარდა. დაღუპულია ორივე პილოტი და 4 მგზავრი."სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც საგანგებო სიტუაციების სამსახურები და ეროვნული პოლიცია ავიაკატასტროფის ადგილზე მივიდნენ, დადასტურდა თვითმფრინავში მყოფი ექვსივე ადამიანის დაღუპვა", - განაცხადეს კოლუმბიის სამოქალაქო ავიაციის სამსახურში.

ლოცვა, რომელიც უდიდესი მადლის მატარებელია

ოპტელი ბერების ლოცვა, რომელიც უდიდესი მადლის მატარებელია, წაიკითხეთ ყოველდღე და ნახავთ, რომ თქვენი ცხოვრება შეიცვლება – მადლით აივსებით.ოპტელი ბერების ლოცვა უფალო, მომეც მე ძალა, რათა სიმშვიდითა სულიერითა მივიღო ყოველივე, რასაცა მომიტანს დღეი ესე, მომეც მე ძალა, რათა სრულიად მინდობილ ვექმნე წმიდასა ნებასა შენსა. ყოვლითურთ მიწინამძღვრე და შემეწიე მე თვითოეულსა ჟამსა დღისასა. რაიცა რა ამბავი მესმას დღესაცა ამას, მასწავე მიღებად მისსა სულითა სიმშვიდისათა, რწმენითა მტკიცითა, რამეთუ ყოველივე ნებითა შენითა წმიდითა ქმნილ არს.შენ ექმენ მარადის წინამძღვარ აზრთა და გრძნობათა ჩემთა ჟამსა შრომისა და უბნობისა, ჟამსა ყოვლისა უცებისა საქმის მოწევნისასა.ნუ მიმცემ მე დავიწყებად, რამეთუ ყოველივე შენ მიერ მოვლინებულ არს. მასწავე მე კეთილგონიერებითა და წრფელად ცხოვრება ჩემდათანა ყოვლისა სახლობისაითა, არა წყინებად და არცა აღშფოთებად ვინმესა. უფალო, მომეც მე ძალა, რათა დავითმინო დაშრომაი მდგომარისა დღისაი და ყოვლისა შემთხვევისაი განმავლობასა შინა მისსა. ექმენ წინამძღვარ ნებასა ჩემსა და მასწავე მე ლოცვაი, სასოებაი, რწმენაი, სიყვარული, მოთმინებაი და მიტევებაი, ამინ.

მექსიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ქვეყანაში ნარკოკარტელების წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ჩარევას გამორიცხავს

მექსიკის პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ქვეყანაში ნარკოკარტელების წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ჩარევას გამორიცხავს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.კლაუდია შეინბაუმმა აღნიშნა, რომ ტრამპი დაჟინებით სთავაზობდა ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას აშშ-ის ძალების მონაწილეობით, თუმცა, შეინბაუმმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი მოლაპარაკების საგანი არ არის და ნებისმიერი თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემის ჩარჩოებში გაგრძელდება.ამასთან, შეინბაუმმა განაცხადა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფენტანილის რაოდენობა დაახლოებით 50 პროცენტით შემცირდა.„ჩვენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად ვისაუბრეთ უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი მუშაობის შესახებ. ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, მნიშვნელოვანი შედეგები მივიღეთ. მაგალითად, ფენტანილის რაოდენობა ერთ წელიწადში 50 პროცენტით შემცირდა. ზოგადად, ის დაჟინებით მოითხოვს აშშ-ის ძალების მონაწილეობას. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ეს აუცილებელი არ არის და ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვიცავთ ტერიტორიულ მთლიანობას და არსებობს თანამშრომლობა, რომელიც მუშაობს. ასე რომ, ეს აუცილებელი არ არის“, – განაცხადა შეინბაუმმა.მისი თქმით, ტრამპმა ჰკითხა ვენესუელასთან დაკავშირებით მექსიკის პოზიციის შესახებ, რაზეც მექსიკის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ქვეყანა კონსტიტუციის თანახმად, სამხედრო ჩარევებს ეწინააღმდეგება.ამასთან, შეინბაუმის თქმით, მექსიკა მზადაა, თხოვნის შემთხვევაში, დაეხმაროს კუბასა და შეერთებულ შტატებს შორის კომუნიკაციაში.

დავით მხატვრიშვილი-კაცმა რომელმაც რუსეთისკენ კურსი არ აღიარა. კაცმა არომელმაც რუსული კანონის მიღებაზე უარი თქვა და გადადგა თანამდებობიდან. იმიტომ რომ ამერიკის კონგრესში სიტყვა მისცა, რომ...

,,კაცმა რომელმაც რუსეთისკენ კურსი არ აღიარა. კაცმა არომელმაც რუსული კანონის მიღებაზე უარი თქვა და გადადგა თანამდებობიდან. იმიტომ რომ ამერიკის კონგრესში სიტყვა მისცა, რომ ევროპაში უვიზო მიმოსვლის სანაცვლოდ ამ კანონს აღარ გამოიტანდა დღის წესრიგში. აი, მაგიტომ არის თურმე( მოღალატე.)?!გაუმარჯოს ირაკლის ძირს რუსეთი და დღევანდელი მთავრობა!!!❤️-წერს სოციალურ ქსელში დავით მხატვრიშვილი

სალომე ზურაბიშვილი – საქართველოში ტერორმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის შემდეგ, მმართველ ელიტამდეც მიაღწია – რეჟიმი პოზიციებს თმობს

საქართველოში ტერორმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის შემდეგ, მმართველ ელიტამდეც მიაღწია, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.„საქართველოში ტერორმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის შემდეგ, მმართველ ელიტამდეც მიაღწია: მინისტრები (თავდაცვის მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი) ციხეში არიან! ყოფილ პრემიერ-მინისტრ, თავდაცვის მინისტრ და შინაგან საქმეთა მინისტრ ღარიბაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა! რეჟიმი პოზიციებს თმობს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

ბოლო სიახლეები