ხუთშაბათი, ივნისი 25, 2026

კახა კალაძე თბილისში სტრიტ-არტისთვის სივრცის გამოყოფას აპირებს

დედაქალაქის მერი კალა კალაძე თბილისის მთავრობის სხდომაზე ახალი ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, სტრიტ-არტი ანუ ქუჩის ხელოვნება ქალაქის გასალამაზებლად გამოიყენოს.

“როგორც იცით, სტრიტ-არტი ანუ ქუჩის ხელოვნება თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ფორმა და თვითგამოხატვის საშუალებაა. ვფიქრობ, კარგი იქნება თუ მივცემთ ჩვენს ქალაქსაც და ახალგაზრდებსაც შესაძლებლობას, რომ ერთი მხრივ უსახური კედლები, ხიდები და გადასასვლელები გალამაზდეს და მეორე მხრივ ახალგაზრდობამ ხელოვნებაში გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ქალაქის მიმართ. მინდა დავავალო სოფოს, შეარჩიონ ასეთი სივრცეები და დაიგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები მათ მოსახატად,” – განაცხადა კახა კალაძემ.

დღე თბილისის მერიაში მთავრობის სხდომაა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ჩვენ შევცვალეთ ყველა სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელი და მათ განახორციელეს მასშტაბური ოპტიმიზაცია, რაც წლიურად უზოგავს ქვეყანას 60 მლნ ლარს

ჩვენ შევცვალეთ ყველა სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელი და მათ განახორციელეს მასშტაბური ოპტიმიზაცია, რაც წლიურად უზოგავს ჩვენს ქვეყანას 60 მლნ ლარს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.პრემიერის თქმით, იყო ოპტიმიზაციის სრული შესაძლებლობა და აქედან გამომდინარე, ყველაფერი გაკეთდა თანხების დასაზოგად.„ძირითადად ისინი იყვნენ დასაქმებული სახელმწიფო საწარმოებში, მათ შორის იყო რკინიგზა, ენერგეტიკის საწარმოები და სხვა. იყო ოპტიმიზაციის სრული შესაძლებლობა და აქედან გამომდინარე, ყველაფერი გაკეთდა თანხების დასაზოგად. მთლიანობაში, დაახლოებით 60 მლნ ლარი ყოველწლიურ ჭრილში იზოგება სწორედ ოპტიმიზაციის შედეგად. არასწორი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული და ეს არასწორი პრაქტიკა შეიცვალა სწორი პრაქტიკით.  მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა შესაბამის სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელს. პირველ რიგში, ჩვენ შევცვალეთ ყველა სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელი და მათ განახორციელეს მასშტაბური ოპტიმიზაცია, რაც წლიურად უზოგავს ჩვენს ქვეყანას 60 მლნ ლარს“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შალვა პაპუაშვილი – შეუძლებელია საქართველოსა და მოლდოვის ევროინტეგრაციის გზის ერთმანეთთან შედარება, დავრწმუნდით, რომ მოლდოვის ხელისუფლებას ქვეყნის დამოუკიდებლობა ღირებულებად არ მიაჩნია

ჩვენ ვჩიოდით, რომ ბრიუსელში ზოგიერთი ევროინტეგრაციას უყურებს როგორც სუვერენიტეტის შეზღუდვას, თურმე, სუვერენიტეტის შეზღუდვა კი არა, სახელმწიფოს გაუქმებაზე მიდგა საქმე მოლდოვის შემთხვევაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, შეუძლებელია საქართველოს და მოლდოვის ევროინტეგრაციის გზის ერთმანეთთან შედარება.„მოლდოვის ხელისუფლებას არაფრად მიაჩნია საკუთარი სუვერენიტეტის დამოუკიდებლობაა. 35 წელიწადი აბა, რას აშენებდნენ, რა ქვეყანას აშენებდნენ, რა სახელმწიფოებრიობას ქმნიდნენ? მაშინ როდესაც მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია სახელმწიფოს, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. ეს მათი ნებაა. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, შეუძლებელი საქართველოს და მოლდოვის ევროპული ინტეგრაციის გზის შედარება. დავრწმუნდით ყველა, რომ მოლდოვის ხელისუფლებას საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა ღირებულებად არ მიაჩნია. ჩვენ სხვა მდგომარეობაში ვართ. ათასწლოვანი უწყვეტი სახელმწიფოებრივი ისტორია გვაქვს. ქართველს ვერც კი დაესიზმრება, იფიქროს, საკუთარი სახელმწიფო გააუქმოს, ევროპული იდეის გამო. ეს კიდევ ერთ რამეს აჩვენებს, თუ რა ხდება რეალურად ევროკავშირის გაფართოების თემაზე. როგორც ჩანს, მოლდოვას არ აქვს იმედი, ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. ვხედავთ, მოლდოვას დემონსტრაციულად აცხადებენ სანიმუშო მოწაფედ ევროინტეგრაციის პროცესში. საუბარი საკუთარი სახელმწიფოს გაუქმების და ევროკავშირში რუმინეთის შემადგენლობაში შეყვანით ნიშნავს, რომ მოლდოვა ეძებს გვერდით შესასვლელს ევროკავშირში, ვინაიდან, როგორც ჩანს, ის რაც გარეთ არ ითქმის, შიგნით ყველა ხვდება, რომ ევროკავშირის გაფართოების განაცხადი, როგორც ჩანს, ბრიუსელს ნელ-ნელა უკან მიაქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.შეგახსენებთ, რომ რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანების შესახებ კანონპროექტი მიიღო, რომელიც ევროპარლამენტარმა, დიანა შოშოაკემ წარადგინა.

ვენესუელაში ორ ძლიერ მიწისძვრასა და განმეორებით ბიძგებს ნგრევა მოჰყვა, წინასწარი ცნობებით, დაღუპულია, სულ მცირე, 32 ადამიანი, ხოლო 700 დაშავდა

ვენესუელაში მომხდარი ორი მიწისძვრისა და 30-მდე „აფთერშოკის“ შემდეგ, კარაკასსა და სხვა ადგილებში შენობები ჩამოინგრა, რის შედეგადაც წინასწარი ინფორმაციით, სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა და 700 დაშავდა. ინფორმაციას „როიტერი“ ვენესუელის პრეზიდენტ დელსი როდრიგესზე დაყრდნობით ავრცელებს.დელსი როდრიგესის თქმით, ეს წინასწარი მონაცემებია, რომელიც არ მოიცავს კარაკასის მახლობლად მდებარე ლა გუაირაში დაფიქსირებულ მსხვერპლს, რომელიც მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა.„ათობით შენობა ჩამოინგრა და ამჟამად ჩვენ ძალიან ინტენსიურ სამაშველო სამუშაოებს ვახორციელებთ, რათა გადავარჩინოთ რაც შეიძლება, მეტი სიცოცხლე, რამდენის საშუალებასაც ღმერთი მოგვცემს. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ეს ნამდვილი ტრაგედიაა. ჩვენ ვუგზავნით მათ სოლიდარობის გზავნილს, ხოლო იმ ოჯახებს, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები, კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ ჩვენს სამძიმარსა და მხარდაჭერას ამ მძიმე საათებში“, – განაცხადა ვენესუელის პრეზიდენტმა.მიწისძვრების შემდეგ, როდრიგესმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.„როიტერის“ ინფორმაციით, ორი ძლიერი მიწისძვრა ერთ წუთზე ნაკლები დროის ინტერვალით მოხდა. პირველი 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი იარაკუის შტატში, სან ფელიპეში იყო, რასაც ერთ წუთზე ნაკლებ დროში კიდევ უფრო ძლიერი – 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ 10 000-ს გადააჭარბებს.

ღალატი ერთნაირად მძიმეა, განურჩევლად იმისა, მამაკაცი ღალატობს თუ ქალი. ქრისტიანული სწავლება არ ამართლებს ერთ სქესს მეორის ხარჯზე.

ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია პოდკასტში „წარმატების ისტორია“ ღალატის შესახებ საუბრობს.„ღალატი ღალატია, კაცი ღალატობს ქალს თუ ქალი კაცს - ორივე შემთხვევაში ღალატია. ერთ-ერთ ადამიანს ვესაუბრებოდი, მე ჩემს ცოლს ვუღალატე და მინდა, შემირიგდესო. მას ვკითხე, შენს ცოლს რომ ეღალატა, შენ შეურიგდებოდი მეთქი? რას ამბობ, ხომ არ გაგიჟდიო. მაშინ, შენ რატომ ითხოვ, შენი ცოლი შეგირიგდეს?! შენ თუ იმას ფიქრობ, ცოლმა გიღალატა და უფლება არ აქვს შგირიგდეს, შენ რომ უღალატე შენს ცოლს, რა უფლება გაქვს, რატომ ითხოვ შერიგებას?! ქრისტიანობაში მსგავსი რამე არ წერია. ადამიანები ზოგჯერ, რწმენას საკუთარ თავზე ირგებენ. მათთვის წმინდა წერილი არ არის ის წიგნი, რომლითაც ცხოვრობენ. ძალიან ბევრი მართლმადიდებელია, ეკლესიის წევრია, რომელსაც წმინდა წერილი წაკითხული არ აქვს. ჩვენ წმინდა წერილს სამწუხაროდ, არ ვიცნობთ, ამიტომ ვსაუბრობთ ამ თემებზე, ამ ყველაფერში გარკვეულები არა ვართ“, - ამბობს მოძღვარი.

მარკო რუბიო აცხადებს, რომ ვაშინგტონი ირანთან მოლაპარაკებების ფარგლებში ისეთს არაფერს გააკეთებს, რაც სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ის მოკავშირეების უსაფრთხოებას შეარყევს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ვაშინგტონი ირანთან მოლაპარაკებების ფარგლებში ისეთს არაფერს გააკეთებს, რაც სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ის მოკავშირეების უსაფრთხოებას შეარყევს.მისივე თქმით, ის სპარსეთის ყურის ქვეყნებს – ქუვეითს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინს სტუმრობს მადლობის გადასახდელად იმ „წარმოუდგენელი მხარდაჭერისთვის, რომელიც მათ ამ პროცესის განმავლობაში აშშ-ს გამოუცხადეს“.„ჩვენ გვინდა, დავიწყოთ მათთან საუბარი და ჩავრთოთ ისინი დისკუსიებში ყველა იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მიიღება. ჩვენ არაფერს გავაკეთებთ ისეთს, რაც ძირს გამოუთხრის რეგიონში ჩვენი მოკავშირეების, ჩვენი მრავალწლიანი პარტნიორების უსაფრთხოებას,” – განაცხადა მარკო რუბიომ.გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ სრუტეებით სარგებლობისთვის გადასახადის დაწესება არ მოხდება.„მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ მეგულება, რომელიც მხარს უჭერს სრუტეებით სარგებლობისთვის გადასახადის ან მოსაკრებლის დაწესებას. ეს უბრალოდ არ მოხდება. პრეზიდენტმა ამის შესახებ მკაფიოდ განაცხადა”, – აღნიშნა რუბიომ.

ბოლო სიახლეები