პარასკევი, ოქტომბერი 10, 2025

კახა კალაძე – თბილისში მწვანე სივრცეების მოსაწყობად არეალები ძალიან ბევრია, მომდევნო წლებში უბნების დონეზეც კი უნდა შევძლოთ, მსგავსი ტერიტორიები მოვაწესრიგოთ

წლების წინ რეკრეაციულ სივრცეებს ასხვისებდნენ, ჩვენ კი მოგვიწია გარკვეული ხარჯების გაწევა იმისთვის, რომ მსგავსი ტერიტორიები კერძო მეპატრონეებისგან გამოგვესყიდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

კალაძის თქმით, მიდგომა, რომელიც 2017 წლიდან მუნიციპალიტეტს გააჩნია, მომდევნო ოთხ წელშიც გაგრძელდება, მათ შორის ცალკეული უბნების დონეზე, რომ რაც შეიძლება, მეტი გამწვანებული არეალი არსებობდეს.

„2017 წლამდე დედაქალაქში სერიოზული გამოწვევა არსებობდა, თუმცა, ბოლო წლებში ხედავთ, რეკრეაციული მიმართულებით რამდენი პროექტი განხორციელდა. ჩემთვის ეს საამაყოა. თბილისს მწვანე სივრცეები ძალიან უხდება. ასათვისებელი არეალები ძალიან ბევრია. მომდევნო წლებში უბნების დონეზეც კი უნდა შევძლოთ, მსგავსი ტერიტორიები მოვაწესრიგოთ. გარდა სილამაზისა, ეკოლოგიური თვალსაზრისით რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგება და ახლების მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. წლების წინ იყო ძალიან ცუდი პრაქტიკა – პარკებსა და სკვერებს ასხვისებდნენ, რომ იქ სამშენებლო სამუშაოები ეწარმოებინათ. 2017 წლიდან კი არცერთი მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. პირიქით, ჩვენ მოგვიწია გარკვეული ხარჯების გაწევა იმისთვის, რომ რეკრეაციული სივრცეები და მსგავსი ტერიტორიები კერძო მეპატრონეებისგან დაგვებრუნებინა ქალაქისთვის. მსგავსი მიდგომა მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – პრეზიდენტის სასახლესთან რაც ვნახეთ, იყო სახელმწიფო გადატრიალების, ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით დამხობის მცდელობა

პრეზიდენტის სასახლესთან რაც ვნახეთ, იყო სახელმწიფო გადატრიალების, ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით დამხობის მცდელობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.„ის, რასაც ვისმენდით რამდენიმე თვე სახელმწიფო გადატრიალებასთან და ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით, გარკვეულმა დაჯგუფებამ გადაწყვიტა, რომ სისრულეში მოეყვანა. ის, რაც ვნახეთ პრეზიდენტის სასახლესთან, იყო სახელმწიფო გადატრიალების, ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით დამხობის მცდელობა. უამრავი განცხადება გავაკეთეთ იმასთან დაკავშირებით, რომ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები არავის გადაედგა. უამრავი მოწოდება გაკეთდა ჩემი, ბატონი პრემიერის, ჩვენი თანაგუნდელების მხრიდან. რაც არ უნდა იყოს, ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან. შეიძლება, სხვა პოლიტიკური შეხედულება აქვთ, მაგრამ რატომ უნდა მიხაროდეს ვიღაცის ციხეში წასვლა?! მათ გადაწყვიტეს, რომ ეს გაეკეთებინათ. ეს არის დანაშაული და სახელმწიფო რეაგირებს. ყველა დამნაშავე იქნება დასჯილი“, – აღნიშნა კალაძემ.

კახა კალაძე – საახალწლო ღონისძიებები როცა დამთავრდება, გვინდა, დავიწყოთ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ქალაქის ცენტრალური გამზირი ასე არ უნდა გამოიყურებოდეს

საახალწლო ღონისძიებები როცა დამთავრდება, გვინდა, დავიწყოთ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.კალაძის თქმით, პირობას აძლევს თბილისელებს, რომ რუსთაველის გამზირი ერთ-ერთი საუკეთესო გამზირი იქნება ახალი დიზაინით, სიახლეებით, მოწესრიგებული და განახლებული.„გვქონდა სურვილი, რუსთაველის გამზირზე დაგვეწყო სამუშაოები და გადავიტანეთ ახალი წლების მერე. როცა საახალწლო ღონისძიებები დამთავრდება, გვინდა, დავიწყოთ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ქალაქის ცენტრალური გამზირი ასე არ უნდა გამოიყურებოდეს, მით უმეტეს ისეთ ქალაქში, როგორიც თბილისია. პირობას ვაძლევ თბილისელებს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გამზირი იქნება ახალი დიზაინით, სიახლეებით, მოწესრიგებული და განახლებული. მიწისქვეშა კომუნიკაციებში სერიოზული პრობლემაა და გარკვეული დრო დასჭირდება ამ სამუშაოებს, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავამთავროთ“, – აღნიშნა კალაძემ.

ირაკლი კობახიძე – მივესალმებით ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, პრეზიდენტ ტრამპის გადამწყვეტმა დიპლომატიამ, კატარის, ეგვიპტისა და თურქეთის მედიაციის მხარდაჭერით, საკვანძო როლი შეასრულა

მივესალმებით ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, როგორც მშვიდობისკენ მიმავალ იმედისმომცემ საეტაპო მოვლენას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს აშშ-ის პრეზიდენტის დიპლომატიის გადამწყვეტ როლს შეთანხმების მიღწევაში და მძევლების გათავისუფლების მნიშვნელობაზე საუბრობს.„პრეზიდენტ ტრამპის გადამწყვეტმა დიპლომატიამ, კატარის, ეგვიპტისა და თურქეთის მედიაციის მხარდაჭერით, საკვანძო როლი შეასრულა ამ შეთანხმების მიღწევაში. მძევლების მყისიერი გათავისუფლება საფუძველს ჩაუყრის ხანგრძლივ მშვიდობას, რაც ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა”, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.  

დონალდ ტრამპი – „ჰამასი“ მძევლებს ორშაბათს ან სამშაბათს გაათავისუფლებს, მათი დაბრუნება რთული პროცესი იყო

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, იმედი აქვს, რომ ახლო აღმოსავლეთში მარადიული მშვიდობა დამყარდა.ტრამპმა მადლობა გადაუხადა ყველა ქვეყანას, რომელმაც წვლილი შეიტანა სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში.„გუშინ ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს ახლო აღმოსავლეთში, რაზეც ხალხი ამბობდა, რომ არასდროს მოხდებოდა. ჩვენ დავასრულეთ ომი ღაზაში და უფრო ფართო თვალსაზრისით, ჩვენ დავამყარეთ, ვიმედოვნებ, მარადიული მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში. ჩვენ უზრუნველვყავით მძევლების გათავისუფლება და მათ ორშაბათს ან სამშაბათს გაათავისუფლებენ. მათი დაბრუნება რთული პროცესი იყო. ჩვენ წავალთ ეგვიპტეში, სადაც გვექნება ოფიციალური ხელმოწერა“, – განაცხადა ტრამპმა.

მარკუს ლამერტი – ევროკომისია შეაფასებს საქართველოს მიღებულ ზომებს და მათ შესაბამისობას იმ რეკომენდაციებთან, რომლებიც ანგარიშში გავწერეთ

უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი ჰორიზონტალური ზომაა და ყველა ქვეყანას ეხება, რომელთაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი აქვთ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა განაცხადა.მისივე თქმით, ევროკომისიამ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.„კომისია შეაფასებს საქართველოს მიღებულ ზომებს და მათ შესაბამისობას იმ რეკომენდაციებთან, რომლებიც ანგარიშში გავწერეთ. როგორც იცით, ჩვენ გავეცით რეკომენდაციები უვიზო რეჟიმთან დაკავშირებითაც. უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი ჰორიზონტალური ზომაა და ყველა ქვეყანას ეხება, რომელთაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი აქვთ. ჩვენ მივესალმებით ევროპარლამენტის მიერ კვირის დასაწყისში უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ახალი წესების მიღებას, რომელიც ჩვენ 2023 წელს წარვადგინეთ. ეს მოჰყვა პოლიტიკურ შეთანხმებას, რომელიც წლის დასაწყისში იყო და ახლა ევროკავშირის საბჭომ უნდა დაუჭიროს მხარი, ვიდრე ძალაში შევა.უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამოყენება უკვე შესაძლებელია უკანონო მიგრაციის უეცარი ზრდის შემთხვევაში, რეადმისიაზე თანამშრომლობის არარსებობის ან უსაფრთხოების რისკების შემთხვევაში. ახლა ახალი წესები იძლევა აქტივაციისთვის ახალ საფუძვლებს. მაგალითისთვის, ეს მოიცავს სავიზო პოლიტიკასთან შესაბამისობის არარსებობას, ინვესტიციების სანაცვლოდ მოქალაქეობის მიღების სქემებს, ასევე ჰიბრიდულ საფრთხეებს, მიგრაციის ინსრტუმენტალიზაციას და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების გაუარესებას მესამე ქვეყანასთან. ასევე, ეს შესაძლოა, მოიცავდეს ფუნდამენტური უფლებებისა და საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების სერიოზულ დარღვევებს.რომ შევაჯამოთ, ახალი წესები უფრო სწრაფი და გადამწყვეტი მოქმედებების საშუალებას იძლევა, როდესაც საუბარია უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე. ახალი საფუძვლები იქნება უფრო სწრაფი და მოქნილი“, – განაცხადა მარკუს ლამერტმა.

ბოლო სიახლეები