დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, უკანონო და დარღვევებით მიმდინარე მშენებლობებთან დაკავშირებით მერიის მიდგომა გამკაცრდება. ამის შესახებ 1tv-ი წერს.
„თბილისში ბევრია ისეთი მშენებლობები, რომლებსაც აქვს სერიოზული დარღვევები, თუნდაც მშენებლობის ნებართვის არქონა და ისე მშენებლობის განხორციელება. მე ამაზე ხვალ ვაპირებ განცხადების გაკეთებას, ჩვენ ამას თავს ნამდვილად ვერ დავუხრით, ვიქნებით ძალიან პრინციპულები, რადგან ეს არის ის, რასაც ვეწინააღმდეგებით თითოეული ჩვენგანი, ეს არის ქალაქის ქაოტური განაშენიანების თვალსაზრისით ერთ-ერთი სეროზული პრობლემა. მშენებლობები მიმდინარეობს ისეთი ფორმით, რომელიც არ უნდა განხორციელდეს, მშენებლობები ნებართვების გარეშე, ეს სერიოზული პრობლემაა და ჩვენ ამას აუცილებლად დავასრულებთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ბოლო ორი თვის განმავლობაში მშენებლობის ნებართვა 47 მშენებარე ობიექტს შეუჩერდა.