კვირა, ნოემბერი 29, 2026

კახა კალაძე თბილისის მერიაში ძაღლს გაზრდის

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მერიის შენობაში ძაღლი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან წაიყვანა.

„გვყავს ახალი მეგობარი, რომელიც წამოვა მერიაში და ჩვენთან ერთად იქნება. სახელი ჯერ არ ვიცით, შევურჩევთ მერიაში”, -კახი კალაძე.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ თბილისში მიუსაფარი ძაღლების პირობები, თავშესაფარში მკვეთრად გაუმჯობესდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ ყაველაშვილი საქართველო-პორტუგალიის საკალათბურთო მატჩს დაესწრო და ქართველ კალათბურთელებს გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვება მიულოცა.მიხეილ ყაველაშვილი მატჩს შვილებთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად დაესწრო.საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 92 -78 დაამარცხა.მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნულ ნაკრებს ქვეყნის ღირსეული წარმოჩენისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ შეხვედრებში წარმატება უსურვა.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით ონი-საკაოს ცენტრალურ გზაზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო სატრანსპორტო მოძრაობა ორივე მხრიდან შეზღუდულია

ონი-საკაოს ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ქვის ლოდების ინტენსიური ცვენის გამო, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა ორივე მხრიდან შეზღუდულია.ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.მათივე ცნობით, მეწყრის შედეგად, სავარაუდოდ, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენი ბოძი, რის გამოც შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდებაც.„სტიქიის ზონაში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება. მათ ადგილზე არსებული ვითარება შეაფასეს და ალტერნატიული შემოვლითი გზის შესაძლო მარშრუტი დაათვალიერეს.გეოლოგების შეფასებისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემდეგ დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე უსაფრთხოებას პოლიციისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.გზაზე მოძრაობის შეზღუდვის გამო მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ნაწილთან სატრანსპორტო კავშირი შეზღუდული აქვს ოთხ სოფელს: საკაოს, მაჟიეთს, ბორცოსა და ხიდეშლებს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივ კავშირზე არიან მოსახლეობასთან და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დახმარებას უზრუნველყოფენ“, – აღნიშნულია ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

თაკო ჩარკვიანი – გააძევეთ და ჩამოაგდეთ ტრიბუნიდან ეს „გაზპრომის ვირთხა“ ჩერგოლეიშვილი, როგორც ლენინი და კრუპსკაია, უკვე ასეა ეს ცოლ-ქმარი

პარტია „კანონისა და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებულ გუშინდელ აქციაზე თამარ ჩერგოლეიშვილის გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ჩერგოლეიშვილს „გაზპრომის ფედერალისტს“ და „გაზპრომის ვირთხას“ უწოდებს.ამასთან, როგორც ჩარკვიანი აღნიშნავს, ყველას ახსოვს, რომ ჩერგოლეიშვილი ყოფილი ხელისუფლების დროს „გადასარევად გრძნობდა თავს“.„გააძევეთ და ჩამოაგდეთ ტრიბუნიდან ეს „გაზპრომის ვირთხა“ ჩერგოლეიშვილი. როგორც ლენინი და კრუპსკაია, უკვე ასეა ეს ცოლ-ქმარი. ვაი იმ უტვინოს ან ამ „თაღლითისნაირს“, ვინც ვერ ხვდება, ეს დუპლეტი ვინ არის და ვის დავალებას ასრულებს, ქმართან – ბოკერიასთან ერთად, ეს „გაზპრომის“ ვირთხა. უშიშროების საბჭოს მდივანი რომ ჰყავდა ქმარი და პასუხი რომ არასოდეს მოსთხოვეს „ჩადენილზე“ ამ საბოტაჟის მომწყობს, ახლა რომ გაჰკივის ეს ქალი, ავტოკრატია იყოო ყოფილი ხელისუფლების დროსო. ანუ, მე და ჩემი ქმარი ვიყავით ავტოკრატებიო. ყველას ახსოვს, რომ ეს ჩერგო გადასარევად გრძნობდა თავს. იმ ყოფილი ხელისუფლების დროს ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობა ჰქონდა მის ქმარს და თუ ვინმე ეზიზღებოდა ხალხს, ეს სწორედ ბოკერიაა. ადამიანები ხელს სწორედ ბოკერიას ადებდნენ ციხის ბუნტის თუ სხვა პატიმრების საქმეებში (დევს სასამართლო ჩვენებები ღიად). საბოტაჟში დებდნენ ბრალს ადამიანები, ხოლო ამ თაღლითი ჩერგოლეიშვილის პროტესტი კი არ მახსენდება. იმ ყოფილი ხელისუფლების დროს ავტოკრატია იყოო, ახლა რომ გაჰკივის, „გრიალი“ და მის მიერ „გაზპრომიდან“ აღებული „მაყუთი“ კი გვახსოვს. არავის უხდის პუტინის „გაზპრომი“ ფულს ისე, ტყუილ-უბრალოდ არავის ამდიდრებს ოკუპანტი. ფაქტობრივად გუშინ აქციაზე ამ ქალმა თქვა, ავტოკრატი ვარო, ჰოდა, წაეთრიონ უნდა პოლიტიკიდან ავტოკრატები, რომ იყვნენ ეს და მისი ქმარი ბოკერია. ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენება მისცა ქალმა აქციაზე – ავტოკრატები ვიყავით მე და ჩემი ქმარიო, აი, ეს თქვა ამ „გაზპრომის ფედერალისტმა““, – დაწერა თაკო ჩარკვიანმა.„ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ კიდევ ერთ პოსტში თაკო ჩარკვიანი ასევე წერს: „ისე, ერთი სიკეთე კია, ამ ჩერგო-ბოკერიამ გუშინ (ვფიქრობ, საბოლოოდ ) ამ მავნებლური ბანერით – რუსეთის საამებელი ბანერით დაასრულეს თავიანთი ბინძური, მრავალწლიანი პოლიტ „მოღვაწეობა“ (თან უტვინოც აღმოჩნდა და ვერ გათვალა) და ყველა ის „მოლიდერო“ პოლიტიკანი მათთან ერთად დასრულდება, ვინც ამ „გაზპრომის ვირთხებთან“ ერთად გააგრძელებს პოლიტიკურ წუმპეში გორაობას. სრულიად საქართველო, „იმისტი და ამისტი“ თანხმდება, რომ ეს ცოლ-ქმარი ნადეჟდა კრუპსკაია და ლენინივითაა. ზოგი ჭირი მარგებელიაო“.ცნობისთვის, 28 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით აქცია გაიმართა. აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სიტყვით არ გამოსულა. გარდა ამისა, თავისუფლების მოედანზე, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელთა ორგანიზებით აქცია გაიმართა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ფედერალისტების“ წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება გამოიწვია აქციის ერთ-ერთი მონაწილის ბანერმა, რომელზეც ერთდროულად იყვნენ გამოსახული მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. აქციის მონაწილეს, რომელსაც ბანერი ეჭირა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა მიმართა: „პროვოკატორი ხარ?!“ როგორც ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე პროვოკაცია მოხდა. 

სიონის ტაძარში მიტროპოლიტ აბრაამის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მიმდინარეობს – მას 1-ელ დეკემბერს ამავე ტაძრის ეზოში დაკრძალავენ

სიონის ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველის, მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მიმდინარეობს.მიტროპოლიტს 1-ელ დეკემბერს, სამშაბათს, დაკრძალავენ.მიტროპოლიტი აბრაამი თბილისში 28 ნოემბერს ჩამოასვენეს და სიონის საპატრიარქო ტაძარში დაასვენეს.საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ახლად შესვენებულ მიტროპოლიტ აბრაამის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი სიონის ტაძარში 29 და 30 ნოემბერს აღევლინება. იგი 1-ელ დეკემბერს, სამშაბათს, 14:00 საათზე, ამავე ტაძრის ეზოში დაიკრძალება.ცნობისთვის, მიტროპოლიტი აბრაამი 25 ნოემბერს გარდაიცვალა. მანამდე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მღვდელმთავრის, მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო და ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა.

მიანმარში, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სამხედრო-საჰაერო და საარტილერიო დარტყმების შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა

მიანმარის დასავლეთ რაკჰაინისა და აღმოსავლეთ კაიაჰის შტატში ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიანმარის სამხედრო საჰაერო და საარტილერიო დარტყმების შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა და 90-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მაცხოვრებლები და ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები ავრცელებენ.ადგილობრივი ჰუმანიტარული მუშაკისა და ამბოხებული დაჯგუფების „არაკანის არმიის“ ინფორმაციით, სამხედრო გამანადგურებელმა თვითმფრინავმა ორი ცალკეული თავდასხმა ქალაქ მრაუკ-უზე, დასავლეთ რაკაინის შტატში განახორციელა. გამანადგურებელმა პირველი ბომბი დაახლოებით 16:00 საათზე ჩამოაგდო, მეორე კი –  19:50 საათზე.„როიტერის“ ცნობით, მიანმარი არეულობაშია მას შემდეგ, რაც სამხედროებმა 2021 წელს გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდნენ. სამოქალაქო ომის გაჩაღებამ დაახლოებით 100 000 ადამიანი იმსხვერპლა და 3.5 მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი გახადა.

ბოლო სიახლეები