კვირა, მაისი 11, 2025

კახა კალაძე – ერთ 12-მეტრიან ავტობუსს შეუძლია, გადაიყვანოს იმდენი მგზავრი, რაც 55 ავტომანქანას

საზოგადოებრივი ტრანსპორტით, დაახლოებით მილიონნახევარი ადამიანი სარგებლობს, ამიტომ ვსაუბრობთ მის პრივილეგიებსა და განახლებაზე, – დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის უპირატესობასა და ჭავჭავაძის გამზირზე განხორციელებული პროექტის შედეგებზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კახა კალაძემ კონცეფციის თვასაჩინოებისთვის შესაბამისი ფოტომასალა წარმოადგინა.

„მინდა, შედარება წარმოვადგინო. დაახლოებით, ერთ 12-მეტრიან ავტობუსს შეუძლია, გადაიყვანოს იმდენი მგზავრი, რაც 55 ავტომანქანას. წარმოიდგინეთ, გამონაბოლქვის თვალსაზრისითაც, 55 ავტომობილს რამდენი პრობლემა მოაქვს. წლების მიხედვით, თბილისში არსებული ავტომობილების 47% არის 11-დან 20 წლამდე, 44% – 20 წლის ზემოთ. გამონაბოლქვი ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, რაზეც საზოგადოება ძალიან წუხს და მესმის მათი, შემთხვევითი არ არის ამდენი დაავადება, ჯანმრთელობის პრობლემები. ეს არსებული ეკოლოგიური მდგომარეობითაა გამოწვეული. ჩვენ ამას აუცილებლად მოვაწესრიგებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, რეფორმის ფარგლებში, ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა განხორციელდა, რის შედეგადაც, თბილისს 454 ახალი, „ევრო 6“-ის ტიპის ავტობუსი ჰყავს, დანარჩენი – 188 ავტობუსი კი, წლის ბოლომდე შეიცვლება.

კახა კალაძემ, მთავრობის სხდომაზე ჭავჭავაძის გამზირზე განხორციელებული პროექტის უპირატესობებზე ისაუბრა, რის შედეგადაც, აღნიშნულ მონაკვეთზე 70 000 მგზავრის გადაადგილება 3-ჯერ ნაკლებ დროშია შესაძლებელი, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა.

„მუნიციპალურ ტრანსპორტს რვა წუთი სჭირდება ვარაზისხევიდან ვაკის პარკამდე გადაადგილებისთვის, მაშინ, როდესაც საცობში გავლას 24-25 წუთი სჭირდებოდა. ეს კი, მგზავრებისთვის დამატებით პრობლემას ქმნიდა, ისინი 20-30 წუთი ელოდნენ ტრანსპორტს. ამ პრობლემას ავტობუსების დამატებით ვერ მოვაგვარებთ. პრობლემა გამოწვეულია იმით, რომ ქალაქში გადაადგილება საცობების გამო პრობლემურია. ამიტომ, ავტობუსებს უნდა ჰქონდეს თავისი ზოლი მგზავრების უსაფრთხოდ გადასაყვანად“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, ანალოგიური სამუშაოები ვეკუა-ხიზანიშვილის, ასევე, კანდელაკის ქუჩებზე განხორციელდა. დახაზვის სამუშაოები კი, თამარაშვილის, მელიქიშვილის, კოსტავას ქუჩებზე, ქეთევან წამებულის გამზირსა და რუსთაველის გამზირზეც გაგრძელდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს. დაკავებული მოსწავლეებს დაბა აგარასა და ხაშურის მუსიკალურ სკოლებში, ხალხურ საკრავებზე დაკვრას ასწავლიდა."კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულს დაზარალებული 15 წლის გოგონა გაკვეთილზე ხშირად საკუთარი მანქანით დაჰყავდა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს.

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო თავდასხმებს 52 000 პალესტინელი ემსხვერპლა

ისრაელის სამხედრო თავდასხმების შედეგად, ღაზის სექტორში პალესტინელთა მსხვერპლის რაოდენობამ 52 000-ს მიაღწია.ბოლო 24 საათის განმავლობაში კი, ანკლავში ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად 23 პალესტინელი დაიღუპა. დაშავებულია 124 პირი.

დონალდ ტრამპი – ჩვენ გვსურს, როგორც ჩინეთის, ასევე აშშ-ის სასიკეთოდ, ჩინეთის ბაზრის გახსნა ამერიკული ბიზნესისთვის, შვეიცარიაში ჩინეთის წარმომადგენლებთან წარმატებული შეხვედრა შედგა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დადებითად აფასებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის შვეიცარიაში გამართულ მოლაპარაკებებს.აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის მოხდა „ურთიერთობების სრული განახლება მეგობრულ, მაგრამ კონსტრუქციულ გარემოში“.„დღეს შვეიცარიაში ჩინეთთან ძალიან წარმატებული შეხვედრა შედგა. განხილულ იყო მრავალი საკითხი და მიღწეულ იქნა შეთანხმებები მრავალ სფეროში. ჩვენ გვსურს, როგორც ჩინეთის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სასიკეთოდ, ჩინეთის ბაზრის გახსნა ამერიკული ბიზნესისთვის“, – აღნიშნავს ტრამპი და დასძენს, რომ მიღწეულია „დიდი პროგრესი“.ცნობისთვის, 7 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი სკოტ ბესენტი და სავაჭრო წარმომადგენელი ჯეიმისონ გრირი ჩინეთის ოფიციალურ პირებს შვეიცარიაში შეხვდებოდნენ.

თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს

ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ უცნობი ქალი, სახელად ზარა ამტკიცებს, რომ მისი დედაა.„კიოდა, რომ დედაჩემია, მშვიდად ვუსმენდი, სანამ ეს სიტყვები არ თქვა... რთულია ძალიან“, - ამბობს ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე.

დიმიტრი პესკოვი – რუსეთი განიხილავს წინადადებას უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

რუსეთი განიხილავს წინადადებას უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, – ამის შესახებ „სიენენთან“ საუბრისას კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.„ჩვენ გვჭირდება ამის გააზრება. ეს მოვლენების ახალი განვითარებაა. ჩვენ გვაქვს საკუთარი პოზიცია“, – განაცხადა პესკოვმა.კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „რამდენიმე დღის წინ სამი დღით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა“.„გსმენიათ თუ არა კიევის რაიმე რეაქციის შესახებ? არა, და არც ჩვენ. კიევს თუ სურს ცეცხლის შეწყვეტა, რატომ არ შეიძლება, შეწყვიტოს ცეცხლი თუნდაც სამი დღით?“ – ამბობს კრემლის პრესსპიკერი.კითხვაზე, „ხომ არ აყენებს“ ევროპელი ლიდერების წინადადება 12 მაისიდან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთს „კუთხეში“, პესკოვმა უარყოფითი პასუხი გასცა. „არა, არ ვფიქრობ ასე“, – განაცხადა პესკოვმა.

ბოლო სიახლეები