ხუთშაბათი, ივლისი 30, 2026

კახა კალაძე – დღეს 13 ივნისია, ერთ-ერთი უმძიმესი დღე, დანგრეული, გაუბედურებული ინფრასტრუქტურის აღდგენა შესაძლებელია, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ დავიბრუნებთ ჩვენს თანაქალაქელებსა და თანამემამულეებს

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ცხრა წლის წინ მომხდარი ტრაგედია გაიხსენა.

დედაქალაქის მერის თქმით, 2015 წლის 13 ივნისი ქვეყნისა და თბილისის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღეა.

„დღეს 13 ივნისია – ჩვენი ქვეყნისა და თბილისის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღე. დღე, რომელმაც წაგვართვა ათობით ადამიანის სიცოცხლე და გაგვაცნო გმირები, რომელთა დამსახურებით ასევე ათობით ადამიანი გადარჩა. ამ უმძიმესმა ტრაგედიამ აღმოგვაჩენინა ახალი თბილისი – ათასობით ახალგაზრდა, რომელიც გაერთიანდა და ნუგეშად იქცა მთელი ქალაქისთვის. ყველას გვახსოვს, რამდენად რთული მდგომარეობა იყო და როდესაც გათენდა, სრულიად საქართველო გაერთიანდა და ერთმანეთის მხარდამხარ, ერთმანეთის გვერდიგვერდ დავიწყეთ აღდგენითი სამუშაოები.

ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ყველაფრის, მათ შორის, დანგრეული, გაუბედურებული ინფრასტრუქტურის აღდგენა შესაძლებელია, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ დავიბრუნებთ ჩვენს თანაქალაქელებს და თანამემამულეებს. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ყველა გარდაცვლილის ოჯახს და ახლობელს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ექსკლუზიური კაბა ნანუკა გუდავაძისთვის და ოჯახური ფოტოსესია: ივანიშვილების იშვიათი კადრები

ნანუკა გუდავაძეს ქართველი საზოგადოება უკვე წლებია კარგად იცნობს და მის მიმართ ინტერესი არ ნელდება. 2018 წელს იგი ბერა ივანიშვილზე დაქორწინდა. წყვილს ორი შვილი - ბერუკა და დადუ ჰყავს, რომელთა ფოტოებიც სოციალურ ქსელში ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობს.ცოტა ხნის წინ ნანუკამ სოციალურ ქსელში მორიგი, თბილი ოჯახური კადრები გააზიარა."ჩვენ" - წერს ნანუკა.

საბერძნეთში ტყის ხანძრებს სამი მეხანძრე ემსხვერპლა

კრეტასა და პელოპონესზე ტყის ხანძრების ჩაქრობისას სამი ბერძენი მეხანძრე დაიღუპა.გამოცემის ცნობით, კუნძულ კრეტაზე ძლიერმა ქარმა ხანძარი გააძლიერა და რამდენიმე სოფლის ევაკუაცია გახდა საჭირო. კიდევ ერთი მეხანძრე გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც სამხრეთ პელოპონესის საპორტო ქალაქ გითეიოს მახლობლად უგონო მდგომარეობაში ნახეს.ხანძრები ასევე გაჩნდა საბერძნეთის სხვა ადგილებში, ეგეოსის ზღვაში მდებარე პაროსისა და ლესბოსის კუნძულებზე და ქალაქ ტრიფილიაში.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: საუდის არაბეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, თურქეთის, ჩინეთის, რუსეთის, ინდოეთის, ეგვიპტის, სუდანის, ერაყის, ქუვეითის, ნიგერიის, ბელარუსის, კუბის, კოტ დივუარის, მადაგასკარის, ალბანეთის, უზბეკეთის, ლიბანის, მაროკოს, იორდანიის, ტაილანდის, და სხვა სახელმწიფოების – ჯამში 96 მოქალაქე.მათივე ცნობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ აშშ-ის არმიამ ირანზე მძლავრი საჰაერო დარტყმები განახორციელა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, აშშ-ის არმიამ ირანზე მძლავრი საჰაერო დარტყმები განახორციელა.მათივე ინფორმაციით, იერიშების სამიზნე გახდა „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ათობით სამიზნე, მათ შორის სამხედრო სარდლობის ცენტრები, რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოო ობიექტები, სანაპირო სათვალთვალო და თავდაცვის სისტემები, ასევე საზღვაო შესაძლებლობები.საპასუხოდ, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ განმარტეს, რომ თავდასხმა განახორციელეს ამერიკული ბაზასა და სარდლობის ცენტრზე იორდანიაში, ხოლო საზღვაო ძალებმა სამ ტანკერს დაარტყეს ჰორმუზის სრუტეში.ირანის განცხადებით, ეს გემები „საშიშ და უკანონო მარშრუტზე“ მოძრაობდნენ.

გოგა მანიას გაფრთხილება

ეზოთერიკოსი, გოგა მანია მოსახლეობას აფრთხილებს:„ინფორმაცია ჯადოზე და მაგიაზე. ის რაც აქამდე არ იცოდით... შიშველი ხელებით არავითარ შემთხვევაში არ შეეხოთ, მაგიურ ნივთებს, სწორედ მაშინ იწყებს აქტიურობას, როცა მას ეხებით. იყავით ფრთხილად“,- ამბობს გოგა.ნახეთ, ვიდეო: 

ბოლო სიახლეები