შაბათი, აპრილი 4, 2026

კახა კალაძე – დედაქალაქს დაუბრუნდა თავისი სიამაყე – ვერის პარკი, უკვე რეაბილიტირებული, განახლებული რეკრეაციული სივრცე ქალაქის ცენტრში

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვერის პარკს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა არსებული გეგმარებისა და ფუნქციების შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზე, რათა ისტორიულ სივრცეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფუნქციები შესძენოდა.

განახლებული პარკი თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად დაათვალიერა.

„ჩვენს დედაქალაქს დაუბრუნდა თავისი სიამაყე – ვერის პარკი, უკვე რეაბილიტირებული, განახლებული რეკრეაციული სივრცე ქალაქის ცენტრში. ყველას გვახსოვს, რამდენად რთული მდგომარეობა იყო პარკში, დღეს კი ყველაფერი მოწესრიგებულია. პროექტის ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად განახლდა,  დაირგო ხე-მცენარეები, მოეწყო სადრენაჟე და სარწყავი სისტემები; გარდა ამისა, შენარჩუნდა ყველა ის მრავალწლიანი ხე, რომელიც პარკში იდგა; აღდგა უძველესი ფანჩატურები თავისი ძველი ვიზუალით, ასევე,  ყველაზე ლამაზი სივრცე, ბელვედერი, 17-მეტრიანი გადმოსახედით, რომელიც მართლაც იდეალურია და ამშვენებს პარკს. პარკში ამჟამად მიმდინარეობს ჭადრაკის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ძალიან მალე დასრულდება და კიდევ ერთი განახლებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობა შეემატება დედაქალაქს. მიხარია და მეამაყება, რომ გალამაზებული ვერის პარკი დავუბრუნეთ თბილისს. პირობას გაძლევთ, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში გავაგრძელებთ შრომას, მუშაობას, რათა ჩვენი დედაქალაქი კიდევ უფრო მომხიბვლელი, საინტერესო და საცხოვრებლად კომფორტული გავხადოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ისტორიული პარკი ერთ-ერთი უძველესი და მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცეა, რომელსაც XX საუკუნის დასაწყისიდან ჰქონდა, როგორც საუბნო, ისე საქალაქო მნიშვნელობა და დღესაც განკუთვნილია ყველა ასაკის ადამიანისთვის.

თბილისის მერიის ცნობით, პარკის განახლება საჭიროებდა სიღრმისეულ კვლევებსა და დეტალურ დიზაინის პროექტს, რომელიც მომზადდა მოქალაქეთა აქტიური ჩართულობით.

„სწორედ ამიტომ ვერის პარკის რეაბილიტაცია იქცა თანამონაწილეობითი დაგეგმარების საუკეთესო პრეცედენტად. საპროექტო სამუშაოების ღირებულებამ 700 000 ლარი შეადგინა.

პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, რის გამოც მისი არსებითი გარდაქმნა არ განხორციელებულა.განახლდა ინფრასტრუქტურა და მოეწყო საბავშვო და სპორტული მოედნები, ძაღლების სასეირნო სივრცე, საფეხმავლო ბილიკები, შადრევანი, ფანჩატური, ბელვედერი, სასმელი წყლის შადრევანი და ადმინისტრაციული შენობა. სრულად შეიცვალა სარწყავი სისტემები, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, მიწისზედა კომუნიკაციები კი მიწისქვეშ განთავსდა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას. არსებული მრავალწლოვანი ხეები შენარჩუნდა, დამატებით დაირგო 5 131 ნერგი და 18 000 კვ.მ ფართობზე დაიგო ბალახის საფარი. დამატებით მოეწყო 1 000 კვადრატული მეტრი ფართობი სივრცე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 23 484 010 ლარი შეადგინა.

ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე მერის მოადგილეები ანდრია ბასილაია და ირაკლი ბენდელიანი, გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი პაატა ტოგონიძე და მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე იმყოფებოდნენ“,- აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსებმა მხოლოდ გააძლიერეს დარტყმები, ცეცხლის შეწყვეტის ნაცვლად „სააღდგომო ესკალაცია“ აირჩიეს

რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის ნაცვლად „სააღდგომო ესკალაცია“ აირჩია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.მისი თქმით, მოსკოვმა, დარტყმების შეჩერების ნაცვლად, აღდგომის დღესასწაულზე ქვეყნის წინააღმდეგ დრონებითა და რაკეტებით მასირებული იერიში მიიტანა. თავდასხმების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, 40-მდე კი დაშავდა.ზელენსკის თქმით, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა.„რუსებმა მხოლოდ გააძლიერეს დარტყმები, რამაც ცაში სიჩუმე სააღდგომო ესკალაციად აქცია“, – აცხადებს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სადღესასწაულო ზავის შეთავაზება კვლავ განიხილება, თუ მოსკოვი დათანხმდება და ეს შეტყობინება ტრამპის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს, სატელეფონო საუბრისას გადაეცათ.ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ფრონტის ხაზზე სიტუაცია „სტაბილურია” და რუსეთის მხრიდან დიდი წინსვლის საფრთხე შეჩერებულია.

„როიტერი” – ირანმა უარი თქვა 48-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებაზე

ირანმა უარი თქვა აშშ-ის წინადადებაზე 48-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, – ამის შესახებ „როიტერი” ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს.როგორც მედიას ანონიმურმა წყარომ განუცხადა, ირანს წინადადება პირველ აპრილს მესამე ქვეყანამ წარუდგინა, თუმცა წყარომ არ დაასახელა, თუ რომელმა ქვეყანამ.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ს განცხადება არ გაუვრცელებია.ამასთან, როგორც „სქაი ნიუსი” წერს, ირანმა ოფიციალურად აცნობა შუამავლებს, რომ არ სურს უახლოეს დღეებში ისლამაბადში აშშ-ის ოფიციალურ პირებთან შეხვედრა.მანამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ქვეყანა მხოლოდ ომის საბოლოოდ დასრულებას დაეთანხმება და არა ცეცხლის შეწყვეტას.

დონალდ ტრამპი – ირანში ამერიკული თვითმფრინავის ჩამოგდება მოლაპარაკებებზე გავლენას არ მოახდენს, ჩვენ ომში ვართ

აშშ-ის თვითმფრინავის ჩამოგდება მოლაპარაკებებზე გავლენას არ მოახდენს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ენბისი ნიუსთან” განაცხადა.მოკლე სატელეფონო ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა უარი თქვა ირანში ამერიკული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ მიმდინარე სამძებრო-სამაშველო სამუშაოების სპეციფიკაზე საუბარზე, თუმცა გამოთქვა იმედგაცრუება იმის გამო, რომ მედიამ გააშუქა აშკარად ინტენსიური და მგრძნობიარე სამხედრო ოპერაცია.კითხვაზე, იმოქმედებს თუ არა დღევანდელი მოვლენები ირანთან რაიმე სახის მოლაპარაკებებზე, ტრამპმა უარყოფითად უპასუხა.„არა, საერთოდ არა. არა, ეს ომია. ჩვენ ომში ვართ“, – განაცხადა ტრამპმა.ცნობისთვის, „ენბისი ნიუსმა“ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ამერიკული F-15 ტიპის გამანადგურებელი ირანის თავზე ჩამოვარდა. წყაროები ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ჩამოგდებული ამერიკული F-15-ის ეკიპაჟის ერთი წევრი ამერიკულმა ძალებმა გადაარჩინეს, ეკიპაჟის მეორე წევრის სამაშველო-სამძებრო ოპერაცია კი გრძელდება. ამასთან, „სქაი ნიუსი” წერს, რომ ამერიკულ F-15-ზე მყოფი ეკიპაჟის წევრის სამაშველო-სამძებრო ოპერაციის გამო ისრაელმა ირანზე დაგეგმილი იერიშების ნაწილი გადადო.

„ვნახოთ, ბოლოს ვინ გაიცინებს… უმკაცრესი ზომით აგებ პასუხს…“ – ლიკა შენგელია სალომე გოგიაშვილს მიმართავს

ლიკა შენგელია სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც წერს, რომ სალომე გოგიაშვილისთვის მხოლოდ და მხოლოდ ციხეს მოითხოვს.„ახლა ჩემი Coming soon-ის დროა. დაელოდე, მზია, ასეთი ნიუსიც დაიდება შენზე. ვნახოთ, ბოლოს ვინ გაიცინებს. რა ძალა მომაწერინებს ხელს საპროცესო შეთანხმებას?! უმკაცრესი ზომით აგებ პასუხს, ჩემი ხუთი შვილის სიცოცხლეს ვფიცავ! მხოლოდ ციხე!“ – წერს ლიკა შენგელია.შეგახსენებთ, რომ სალომე გოგიაშვილსა და ლიკა შენგელიას შორის დაპირისპირება დიდი ხანია გრძელდება და ეს კონფლიქტი სალომეს მეუღლეს, ვახო ნიკოლაიშვილს უკავშირდება.თავის მხრივ, სალომე გოგიაშვილმა არაერთ ინტერვიუში ისაუბრა მისი ქმრის ღალატის შესახებ, თუმცა აღნიშნავს, რომ ჩაქუჩით ცემის ბრალდება ლიკა შენგელიას მხრიდან ცილისწამებაა.

ჯორჯია მელონი – ევროპამ უნდა შეძლოს საკუთარი პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირება იმ შემთხვევებში, როცა ვაშინგტონს არ ეთანხმება

ევროპისთვის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაწყვეტა სარგებლის მომტანი არ იქნება, თუმცა ამავდროულად აუცილებელია საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა.როგორც მელონიმ იტალიურ მაუწყებელთან ინტერვიუში აღნიშნა, ევროპამ უნდა შეძლოს საკუთარი პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირება იმ შემთხვევებში, როცა ვაშინგტონს არ ეთანხმება.ჟურნალისტმა პრემიერ-მინისტრს აშშ-თან ურთიერთობისა და ვაშინგტონის მიერ მოკავშირეების კრიტიკის შესახებ ჰკითხა, განსაკუთრებით იტალიის საჰაერო ბაზაზე მომხდარი ინციდენტის კონტექსტში. გავრცელებული ინფორმაციით, იტალიამ უარი განაცხადა ბაზაზე ამერიკული ბომბდამშენების დაშვებაზე, რომლებიც ირანთან დაკავშირებულ ოპერაციაში მონაწილეობდნენ.„როგორც ადრე, მე მჯერა, რომ გეოპოლიტიკურ დონეზე ევროპას აშშ-თან ურთიერთობის გაწყვეტით დიდი სარგებელი არ აქვს. თუმცა ჩვენი საქმე, პირველ რიგში, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაა და როდესაც არ ვეთანხმებით, ეს უნდა ვთქვათ და ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვეთანხმებით“, – განაცხადა მელონიმ.

ბოლო სიახლეები