ხუთშაბათი, იანვარი 22, 2026

კახა კალაძე – ბოლო დღეებში თბილისში იწმინდება და ტექნიკური მარილით მუშავდება ტროტუარები, მეორე-მესამეხარისხოვანი ქუჩები და ჩიხები

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 17 იანვრიდან დღემდე, მოსული უხვის ნალექის გამო, გზებზე 5 000 ტონაზე მეტი მარილი დაიყარა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამ ეტაპზე, მეორე და მესამეხარისხოვანი ქუჩების, ასევე, ჩიხების გაწმენდა და ტექნიკური მარილით დამუშავება მიმდინარეობს.

„თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები კვლავ უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. 17 იანვრის საღამოდან დღემდე იწმინდება გზები დედაქალაქსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე. იწმინდება და ტექნიკური მარილით მუშავდება ტროტუარები, მეორე და მესამეხარისხოვანი ქუჩები, ჩიხები. ქალაქის მასშტაბით დაიყარა 5 000 ტონაზე მეტი მარილი. ხდება მუდმივი მონიტორინგი, უბნების შემოვლა და შესაბამისი რეაგირება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მანვე მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებიც ბოლო დღეებში 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა დედაქალაქში გადაადგილება უსაფრთხოდ იყოს შესაძლებელი.

„მინდა, მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს. ისინი 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რომ ქალაქში გადაადგილება უსაფრთხოდ იყოს შესაძლებელი. ასევე, მადლობას ვუხდი რაიონულ გამგეობებს, გამგებლებს, თითოეულ თანამშრომელს, „ეკოსერვის ჯგუფის“ და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის თანამშრომლებს. მუნიციპილატეტის შესაბამის უწყებებს კოორდინირებას უწევდა და ყველა რთულ ლოკაციაზე 24 საათის განმავლობაში იმყოფებოდა ჩემი მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, რისთვისაც მინდა, მას მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მადლობა ასევე გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს.

„მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რადგან მათთან კოორდინაციით შევძელით, აღმოგვეფხვრა ყველა პრობლემა, რომელიც საგზაო მოძრაობის დროს დაფიქსირდა. ზამთარი წინ გვაქვს, მუნიციპალიტეტი მზადაა ყველა გამოწვევისთვის, მოსახლეობას კი კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ზამთრის განმავლობაში, გზებზე ვიმოძრაოთ შესაბამისი საბურავებით, რათა საფრთხე არ შევუქმნათ არც საკუთარ და არც სხვის სიცოცხლეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ხვალ უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართება – „ეს უკეთესია, ვიდრე საერთოდ არ გქონდეს დიალოგი, ღმერთმა ქნას, ომი...

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ხვალ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა.მისივე თქმით, მანამდე გაიმართება უკრაინის და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა.„არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ხვალ და ზეგ გაიმართება სამმხრივი შეხვედრები. იმედი მაქვს, საამიროებში ეს იციან, რადგანაც ხანდახან ამგვარი სიურპრიზები გვაქვს ხოლმე აშშ-ის მხრიდან. ვფიქრობ ეს კარგია, თუ ტაქტიკურ დონეზე სამუშაო ჯგუფები დაიწყებენ სამმხრივ შეხვედრებს. იმედი მაქვს, ვიპოვით რამეს. რუსები მზად უნდა იყვნენ კომპრომისებისთვის. ყველა უნდა იყოს მზად კომპრომისებისთვის, მხოლოდ უკრაინა არა. ვნახოთ, რა იქნება შედეგი, ეს უკეთესია, ვიდრე საერთოდ არ გქონდეს დიალოგი. ღმერთმა ქნას, ომი შეჩერდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კორუფციის საქმეზე ბრალდებულ იულია ტიმოშენკოს მხარდაჭერას უცხადებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარტია „ბატკივშჩინის“ ლიდერ იულია ტიმოშენკოს, რომელიც კორუფციის საქმეზეა ბრალდებული, მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაშია აღნიშნული.„ჩვენს პარტიას დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს იულია ტიმოშენკოსთან, რომელიც უკრაინის დიდი პატრიოტი და ძალიან ცნობილი საერთაშორისო ფიგურაა. არსებობს აღქმა, რომ მას შესაძლოა, უსამართლოდ მოეპყრან და მოვუწოდებთ გამჭვირვალე და სამართლიანი პროცესისკენ.გვჯერა, ის იქნება უდანაშაულო და გააგრძელებს უკრანელების კეთილდღეობაში წვლილის შეტანას შემდგომი დაბრკოლებების გარეშე. უკრაინას ის თავისუფალი და უსაფრთხოდ სჭირდება“, – ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ცნობისთვის, ანტიკორუფციულმა უწყებებმა „ბატკივშჩინის“ ხელმძღვანელის, იულია ტიმოშენკოს ოფისში 13 იანვარს წინ ჩხრეკა ჩაატარეს. როგორც ცნობილია, ჩხრეკა უკავშირდებოდა ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, ტიმოშენკო უმაღლეს რადაში სხვა ფრაქციის წევრ დეპუტატებს, კონკრეტული კანონპროექტების სასარგებლოდ ან მათ წინააღმდეგ ხმის მიცემის სანაცვლოდ, ქრთამს სთავაზობდა და მათ მოსყიდვას ცდილობდა.16 იანვარს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ იულია ტიმოშენკოს 33 მილიონი გრივნას ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა, დაავალა პასპორტის ჩაბარება და აუკრძალა ნებართვის გარეშე კიევის დატოვება.

პედიატრის გაფრთხილება მშობლებს

პედიატრი, თეო ტაბატაძე სიცხის დამწევებთან დაკავშირებით მშობლებს აფრთხილებს.სპეციალისტს მივმართოთ და გადავამოწმოთ, რომელი ჯგუფის სიცხის დამწევს ვიყენებთ ბავშვებისთვის:„ორი ჯგუფის სიცხის დამწევს ვიყენებთ პატარებში სიცხის კონტროლისთვის, ეს გახლავთ პარაცეტამოლისა და იბუპროფენის ჯგუფი. ხანდახან არის ხოლმე, რომ ეს ჯენერიკი ნივთიერებებია, მაგრამ კომერციული, გასაყიდი სახელი სხვადასხვა ჰქვია და შესაძლოა, რომ ორივე ერთსა და იმავე ჯგუფს იყენებდეს პაციენტი სხვადასხვა სახელით მაგალითად პარაცეტამოლს, რაც შეიძლება ინტოქსიკაციის მიზეზი აღმოჩნდეს და პირიქით გავაუარესოთ მდგომარეობა. ან პირიქით იბუპროფენს იყენებდეს პაციენტი ორმაგად, რაც არ არის სასურველი.ჩემი ძალიან დიდი თხოვნა იქნება, რომ თუ არის მწვავე მიმდინარეობა, განსაკუთრებით თუ ეჭვი არის იმ ვირუსზე, რომელიც ახლა არის გავრცელებული, მნიშვნელოვანია, რომ პირველი 24 საათის შემდეგ რეკომენდაციებისთვის მაინც დაუკავშირდეთ სპეციალისტს…“, – ამბობს პედიატრი.

დავოსში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დაიწყო

დავოსში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა დაიწყო. ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის პრეზიდენტის სპიკერზე, სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.ორი ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში იმართება, სადაც მოგვიანებით ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლა იგეგმება.ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს „უკრაინის აღდგენის საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს“ შესახებ პანელურ დისკუსიაში და ღონისძიების ფარგლებში ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება.

„ბიბისი“ – ისრაელის იერიშის შედეგად ღაზის სექტორში სამი პალესტინელი ჟურნალისტი დაიღუპა

ისრაელის იერიშის შედეგად ღაზის სექტორში სამი პალესტინელი ჟურნალისტი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.მედიის ცნობით, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ალ-ზაჰრას რაიონში მათი ავტომობილი დაბომბეს.„ბიბისის“ ცნობით, დაღუპული სამი ფოტოჟურნალისტი ღაზის სექტორში ეგვიპტური ჰუმანიტარული ორგანიზაციისთვის მუშაობდა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკებს იღებდა.”ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ იერიში მიიტანეს „რამდენიმე ეჭვმიტანილზე, რომლებიც „ჰამასთან“ დაკავშირებულ დრონს იყენებდნენ იმგვარად, რაც საფრთხეს უქმნიდა ჯარისკაცებს“.ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სხვადასხვა რაიონში ისრაელის მიერ არტილერიისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შედეგად კიდევ რვა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი.„ჰამასისი“ მიერ კონტოლირებული ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 10 ოქტომბერს დაწყებული ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ღაზაში სულ მცირე 466 პალესტინელი დაიღუპა.ისრაელის სამხედროების განცხადებით, იმავე პერიოდში პალესტინელი შეიარაღებული ჯგუფების თავდასხმების შედეგად სამი ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა.

ბოლო სიახლეები