ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025

კახა კალაძემ მერიის შიდა აუდიტის სამსახურს ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე შესრულებული სამუშაოებისა და საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა დაავალა

მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მერიის შიდა აუდიტის სამსახურს დაავალა, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე შესრულებული სამუშაოებისა და საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა დაიწყოს.

„ჭარბ ნალექს რაც შეეხება, მართლაც საოცარი მდგომარეობა იყო. ალბათ, ბევრმა ნახა ვიდეოკადრები, თუ რა ხდებოდა იმ დღეს გლდანში. მე როგორც წავიკითხე გარემოს დაცვის სააგენტოს მონაცემები, ბოლო 20 წლის განმავლობაში, დაახლოებით, 5-ჯერ დაფიქსირდა ასეთი უხვი ნალექი, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, მინდა, მერიის შიდა აუდიტის სამსახურს დავავალო, რომ აუცილებლად დაიწყოს მოკვლევა, როგორც შესრულებულ სამუშაოებზე, ასევე საპროექტო დოკუმენტაციაზე, რათა საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეს. რა თქმა უნდა, სწრაფად უნდა დაიწყოთ მოკვლევა და ნახოთ ორივე ცენტრალური ქუჩის არსებული მდგომარეობა, სად არის დაზიანება ამ კონკრეტული ლოკაციის გარდა და მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს პრობლემის აღმოფხვრა. პარალელურად, მოკვლევას ჩვენი შიდა აუდიტის სამსახურიც დაიწყებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ძლიერი წვიმის შედეგად, ვეკუა-ხიზანიშვილის ახლადრეაბილიტირებული ქუჩების დაზიანების მიზეზების შესახებ დეტალური ინფორმაცია მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანისგანაც მოისმინა.

მერის მოადგილის განმარტებით, პირველადი მონაცემებით, აღნიშნულ ქუჩებზე დაზიანება ჭარბი ნალექის შედეგად, სანიაღვრე ქსელების გადავსება-შეტბორვამ გამოიწვია.

„როგორც იცით, ახლახანს დასრულდა ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების სრული რეაბილიტაცია. სამუშაოები მიმდინარეობდა დაექსპერტებული პროექტის მიხედვით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე დღის წინ მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქის მასშტაბით, რამდენიმე რაიონში პრობლემა შექმნა, მათ შორის, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე. უხვი ნალექის შედეგად, სანიაღვრე ქსელების გადავსება-შეტბორვა მოხდა, რაც პირველადი მონაცემებით, ამ დაზიანების გამომწვევი მიზეზია. იმ წუთის მომენტიდანვე, მერიის შესაბამისი სამსახურები 24-საათინ რეჟიმში მუშაობენ, რათა უახლოეს საათებში გზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა და მოძრაობის გახსნა მოხდეს. მსგავსი სახის პრობლემა შეინიშნება რამდენიმე ლოკაციაზე, სადაც ინტენსიურ დაკვირვებებს ვაწარმოებთ. საჭიროების შემთხვევაში, ლოკალური ჩარევა იქაც შეიძლება მოგვიწიოს“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ევროპარლამენტარი ონდრეი კოლარი – „ქართულმა ოცნებამ“ როდესაც მოიგო, ევროკავშირის ერთადერთი უმაღლესი წარმომადგენელი, რომელიც ეწვია საქართველოს, სამწუხაროდ, იყო ორბანი, რომელიც გახლავთ რუსეთის ტროას ცხენი ევროკავშირში

ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ევროკავშირი საუკეთესო ვარიანტია. ვშიშობ, ამის გაკეთება საქართველოში ვერ შევძელით. შეხედეთ არჩევნების შედეგს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო, ევროკავშირის ერთადერთი უმაღლესი წარმომადგენელი, რომელიც ეწვია საქართველოს, იყო ვიქტორ ორბანი, რომელიც გახლავთ რუსეთის ტროას ცხენი ევროკავშირში, რომელიც ეწინააღმდგება გაფართოების ძალისხმევას, – ამის შესახებ „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის წევრმა, ევროპარლამენტარმა ონდრეი კოლარიმ განაცხადა.მისი თქმით, არ იყო ევროკავშირის მაღალი დონის წარმომადგენელი, რომელიც ჩავიდოდა საქართველოში, რათა მხარი დაეჭირა დემონსტრაციისთვის.ონდრეი კოლარი ამბობს, რომ საჭიროა მოქმედება, თუ ევროკავშირს ნამდვილად სურს იმის გაკეთება, რაც ასახულია რეზოლუციებში.„მე ვიქნები ცოტაოდენ კრიტიკული. ბოსნია და ჰერცეგოვინას შესახებ დებატებისას თქვენ თქვით, რომ ჩვენ გვჭირდება, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით რუსეთს, როდესაც ის ამბობს, როდესაც ის ეუბნება ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირისკენ ისწრაფვიან, რომ ევროკავშირი არ არის ვარიანტი და ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ევროკავშირი საუკეთესო ვარიანტია. მე ვშიშობ, რომ ჩვენ ამის გაკეთება საქართველოში ვერ შევძელით. შეხედეთ არჩევნების შედეგს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო, ევროკავშირის ერთადერთი უმაღლესი წარმომადგენელი, რომელიც ეწვია საქართველოს, სამწუხაროდ, იყო ვიქტორ ორბანი, რომელიც გახლავთ რუსეთის ტროას ცხენი ევროკავშირში, რომელიც ეწინააღმდგება ევროკავშირის გაფართოების ძალისხმევას. არ იყო ევროკავშირის მაღალი დონის წარმომადგენელი, რომელიც ჩავიდოდა საქართველოში და დადგებოდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გვერდით, რათა მხარი დაეჭირა მისთვის და დემონსტრაციისთვის, რომელიც მიმდინარეობდა თბილისის ქუჩებში. რასა იუკნევიჩიენე, და მე მადლობელი ვარ მისი გულწრფელობისთვის, იყო ერთადერთი, რომელიც წარმოადგენდა ევროპარლამენტს და ასევე ევროდეპუტატების მცირე ჯგუფი. ჩვენ ეს მიდგომა უნდა შევცვალოთ. თუ ნამდვილად გვსურს იმის გაკეთება, რასაც ვლაპარაკობთ რეზოლუციებში, მაშინ გვჭირდება მოქმედება“, – განაცხადა ონდრეი კოლარიმ.

სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ

საქართველოს ზოგიერთ რაიონში 9-11 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია სეტყვა.ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.სინოპტიკოსების ცნობით, იმერეთის, სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებში დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.თბილისში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა დღისით +32,+36 გრადუსი დაფიქსირდება.„სანაპირო რაიონებში – ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი- მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +35 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში – ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი- მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში – ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი –  შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა დღისით, +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში – მესტია, ბახმარო- შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა დღისით, +27, +29, გრადუსი დაფიქსირდება.ქართლში – რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი- მოსალოდნელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, გორში და ცხინვალში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა შიდა ქართლში +34,+36 გრადუსი, ხოლო ქვემო ქართლში +37,+39 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში – საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო-  შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32,+34 გრადუსი იქნება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში – ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური- შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32,+34 გრადუსი იქნება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში – ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო –  მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა +21, +23, გრადუსი იქნება“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რატომ გაყიდა ჯეფ ბეზოსმა Amazon-ის $737 მილიონის აქციები?

ამერიკული Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი, რომელიც ბოლო წლებში კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში სულ უფრო და უფრო ნაკლებად არის ჩართული, Amazon-ის აქციების გაყიდვას აგრძელებს.როგორც მარეგულირებლისთვის წარდგენილი უახლესი დოკუმენტიდან ვიგებთ, ანტრეპრენიორმა $737 მილიონის ღირებულების 3.3 მილიონი აქცია გაყიდა. აღნიშნული ტრანზაქცია იმ დაახლოებით $5-მილიარდიანი პაკეტის ფარგლებში შედგა, რომელიც ბეზოსმა აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების მარეგულირებელ კომისიასტან გასულ წელს შეათანხმა.ამჟამად, ჯეფ ბეზოსი, მსოფლიოს მეოთხე უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონებას ამერიკული Bloomberg-ი $244 მილიარდად აფასებს. ანტრეპრენიორის ქონების უდიდესი ნაწილი Amazon-ზე მოდის, რომელიც ამერიკელმა 1994 წელს დააფუძნა. თავიდან, Amazon-ი წიგნების მაღაზია იყო, მაგრამ დღეს ის მსოფლიოს უდიდესი ონლაინმაღაზიაა, სადაც ყველაფერი იყიდება. ამასთან, ჰოლდინგში ქლაუდ-სერვისების უდიდესი მიმწოდებელი, AWS-იც შედის, რომელიც ბოლო წლებში, კომპანიისთვის ელექტრონულ კომერციაზე არანაკლებად მნიშვნელოვანი გახდა.წლებია, რაც ჯეფ ბეზოსი Amazon-ის ყოველდღიურ მენეჯმენტში აღარ ერევა. Amazon-ის გენერალური დირექტორის პოსტი ბეზოსმა 2021 წელს დატოვა, მაგრამ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ისევ ისაა. ამასთან, ჯეფ ბეზოსი Amazon-ის უდიდეს აქციონერად რჩება, რომელზედაც კომპანიის დაახლოებით 9%-იანი წილი და საბჭოში ხმების 12% მოდის.მაშ, რატომ ყიდის ჯეფ ბეზოსი აქციებს, თუკი მისი ქონება $244 მილიარდს შეადგენს? საქმე ისაა, რომ მილიარდერების და მილიონერების ქონება, როგორც წესი, მეტად არალიკვიდურია, ანუ ის კომპანიის აქციების, უძრავი ქონების და სხვა მსგავსი აქტივების ღირებულებაზე არის დამოკიდებული. შესაბამისად, ქონების შეფასება არ ნიშნავს, რომ ადამიანი ამ ოდენობის ნაღდ ფულს ფლობს. თუკი მილიარდერს სურს, სახლი, კერძო თვითმფრინავი, იახტა ან ნებისმიერი სხვა რამ შეიძინოს, ის იძულებული ხდება აქტივები ნაღდ ფულში გადაცვალოს.ჯეფ ბეზოსი კი, როგორც ცნობილია, ფულს ხარჯავს არამხოლოდ ძვირად ღირებულ სათამაშოებზე, არამედ სხვა კომპანიებზე, მათ შორის კოსმოსურ ინდუსტრიაში არსებულ Blue Origin-ზე. ამასთან, მილიარდერის ბოლოდროინდელ ხარჯებში იტალიის ქალაქ ვენეციაში გამართული პომპეზური ქორწილი გამოჩნდა, რომელიც $56 მილიონი დაჯდა.

მარტა კოსი – ჩვენ უნდა ვუპასუხოთ საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას, ამავე დროს, შევინარჩუნოთ თანამშრომლობის შესაძლებლობა გაწევრიანების ჩარჩოს მიღმა, მათ შორის შავი ზღვის სტრატეგიასა და რეგიონულ...

საქართველოში რისი მომსწრენიც ვართ, ძალიან შორს არის იმისგან, რასაც ელოდება ევროკავშირი წევრობის კანდიდატი ქვეყნისგან. დღითი დღე საქართველოს დემოკრატიული საფუძვლები ინგრევა, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე დებატებისას განაცხადა.მისივე თქმით, ხელისუფლების რეპრესიული ქმედებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს.„ქართული ოცნების“ რეჟიმმა წამოიწყო ყველაზე დრამატული რეპრესიები ქვეყნის პროევროპული ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. ბოლო კვირებში რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი დააპატიმრეს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია არის განგრძობადი თავდასხმების წინაშე. ხელისუფლება განაგრძობს ახალი რეპრესიული კანონმდებლობის ინიცირებას, სათანადო საზოგადოებრივი კონსულტაციების გარეშე, ხელისუფლების რეპრესიული ქმედებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს. როგორც თქვენს ანგარიშში სწორად არის ხაზგასმული, ევროკავშირმა მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის დახმარების გაწევაში. საქართველოში კრიზისის დაწყებიდან დღემდე ევროკომისიამ მნიშვნელოვნად გააძლიერა ძალისხმევა და ამჟამადაც ახდენს პროექტის იმპლემენტაციას სამოქალაქო საზოგადოების დასახმარებლად, რომელთა ღირებულება შეადგენს 46 მილიონ ევროს, დამატებითი 32 მილიონი ევრო იქნება ხელმისაწვდომი უახლოეს ხანში, მას შემდეგ, რაც ამას დაამტკიცებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვდგავართ სერიოზული გამოწვევის წინაშე, როგორ მივაწოდოთ დაფინანსება სამოქალაქო საზოგადოებას ისე, რომ თავიდან იყოს აცილებული საქართველოს მთავრობის მხრიდან შემდგომი რეპრესიები. უკანასკნელი რეპრესიული კანონები, კერძოდ, უცხოელ აგენტად რეგისტრაციის აქტი, გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები და მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები ნეგატიურად აისახება ევროკავშირის ფინანსური დახმარების მიწოდების შესაძლებლობაზე. მაგრამ მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ ჩვენ ერთგული ვრჩებით, ვიპოვოთ საუკეთესო გზები, რათა ჩვენმა დახმარებამ მიაღწიოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამდე და მედიამდე ისე, რომ მათ უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნას“, – განაცხადა მარტა კოსმა.ამასთან, მარტა კოსის განცხადებით, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების წინააღმდეგ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად დამატებით 7 მილიონი ევრო იქნება გამოყოფილი.„თქვენ ასევე იცით დეზინფორმაციული კამპანიებისა და ნარატივების შესახებ ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების წინააღმდეგ, ეს თავდასხმები უბრალოდ მიუღებელია, ამ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ჩვენ ვაძლიერებთ კომუნიკაციის ძალისხმევას და დამატებით 7 მილიონი ევრო იქნება გამოყოფილი ამ შემოდგომაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების დამტკიცებისთანავე. ეს თანხები იქნება გამოყენებული საქართველოს საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად ევროკავშირისა და მისი ინტეგრაციის გზის შესახებ, ასევე, რომ გაუმჯობესდეს მოქალაქეების წვდომა ზუსტ, დივერსიფიცირებულ და სანდო ინფორმაციასთან. ქართველი ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს მათი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ერთად მუშაობა და უნდა ვაჩვენოთ ქართველ ხალხს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ“, – აღნიშნა მარტა კოსმა.მარტა კოსის განმარტებით, „მომდევნო კვირაში საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო იმსჯელებს საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, მათ შორის იმსჯელებენ შესაძლო შემდგომ ნაბიჯებზე „ქართული ოცნების“ რეპრესიულ ქმედებებზე საპასუხოდ და ყველა მათგანის წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ძალადობასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე“.„ყველა ვარიანტი უნდა დარჩეს მაგიდაზე, რათა ვუპასუხოთ არსებულ უკუსვლას დემოკრატიული სტანდარტების კუთხით. ამავე დროს, შევინარჩუნოთ თანამშრომლობის შესაძლებლობა ინტერესებზე დაფუძნებულ პოლიტიკებში, რომელიც არის ევროკავშირში გაწევრიანების ჩარჩოს მიღმა, მათ შორის შავი ზღვის სტრატეგიასა და რეგიონული დაკავშირებადობაზე“, – აღნიშნა მარტა კოსმა.

„კორპუსის ფასადს ღებავდა…“ – ბათუმში ხარაჩოდან მუშა გადმოვარდა

ბათუმში, ტაძრის ქუჩაზე მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა. დაშავებული კაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა 8 ივლისს, დღის მეორე ნახევარში მოხდა.ინფორმაციას გამოცემა „ბათუმელები“ ავრცელებს.ტაძრის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეების თქმით, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა თითქმის დასრულებულია და ოჯახების ნაწილი ამ კორპუსში უკვე ცხოვრობს. ხარაჩოზე მყოფი მუშა კორპუსის ფასადს ღებავდა.

ბოლო სიახლეები