ორშაბათი, მაისი 18, 2026

კახა გულედანი რეგიონალური განვითარების მინისტრად დაინიშნება

რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას კახაბერ გულედანი დაიკავებს.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

რეგიონული განვითარების მინისტრად გრიგოლ ლილუაშვილი დასახელდა, თუმცა, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კონსულტაციების დროს გაირკვა, რომ სამინისტროს მუშაობაზე განხვავებული მიდგომები არსებობდა. „შესაბამისად, ლილუაშვილი არ დაიკავებს ამ თანამდებობას“ – განაცხადა კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი ქადაგიშვილი – ციფრულ თუ ჩვეულებრივ სივრცეში რაც ნაკლები იქნება ღვარძლი, ამით საზოგადოება მოიგებს, მედიას პოლარიზაციასთან დაპირისპირებაში წამყვანი როლი უნდა ჰქონდეს

უკმაყოფილებას არ უნდა იწვევდეს, რომ შეურაცხმყოფელი, ლანძღვის, დაპირისპირების და შუღლის გამომწვევი განცხადებები არ იყოს ჩვენი ცხოვრების თანმდევი და სტანდარტი, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.ქადაგიშვილის თქმით, პოლარიზაციასთან დაპირისპირებაში მედიას წამყვანი როლი უნდა ჰქონდეს.„კანონი ყველას შეეხება. სჯობს, კარგი ინიციატივების მხარდამჭერები ვიყოთ, ვიდრე კარგ ინიციატივებს ცუდი მაგალითების მოშველიებით ტორპედირება გავუკეთოთ. ისე შეგვაჩვიეს ბევრ უმსგავსობას, რომ წესიერი გზის ჩვენება როცა ხდება, ეს უარყოფით რეაქციას იწვევს ხოლმე. უკმაყოფილებას არ უნდა იწვევდეს ის, რომ შეურაცხმყოფელი, ლანძღვის, დაპირისპირების და შუღლის გამომწვევი განცხადებები არ იყოს ჩვენი ცხოვრების თანმდევი და სტანდარტი, რაზეც კანონი ისედაც არსებობს. პირიქით, მედიას წამყვანი როლი უნდა ჰქონდეს იმაში, რომ სწორედ პოლარიზაციას დაუპირისპირდეს.ეს ჩვენი ნოუ ჰაუ კი არ არის, ეს სენი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ციფრულ თუ ჩვეულებრივ სივრცეში რაც ნაკლები იქნება ღვარძლი, დაპირისპირება, გინება, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ირაკლი ქადაგიშვილისგან მოდის თუ სხვისგან, ამით საზოგადოება მოიგებს. ის ადამიანიც მოიგებს, ვინც, შეიძლება, პოტენციურად ამას აკეთებდეს ან ვისაც, შეიძლება, ეს ეხებოდეს. დაჭერაზე არ არის საქმე, ხომ არ თქმულა, რომ რამე ახალი საკანონმდებლო ცვლილებები შემოდის? აქამდეც შეეძლო, ადამიანს ეჩივლა ღირსების შელახვასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.დღეს ცნობილი გახდა, რომ შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ფუნქციაც იქნება საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიების, აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება.

„ძლიერი საქართველო – ლელო“ გამოდის ინიციატივით, გამოცხადდეს სამართლიანი და ფართომასშტაბიანი ამნისტია

ქვეყანა დღეს უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება, რასაც უფრო აღრმავებს უკიდურესად პოლარიზებული გარემო. ეს ვითარება ხელს უშლის სახელმწიფოს ნორმალურ განვითარებას, ინსტიტუტების გაჯანსაღებას და საზოგადოებრივი ერთიანობის აღდგენას, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ლანა გალდავამ განაცხადა.გალდავას თქმით, ამავე დროს, საქართველოში კრიტიკულად მაღალია, როგორც პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პატიმართა რაოდენობა, ისე არასაპატიმრო სასჯელების მაჩვენებელი.ლანა გალდავა ამბობს, რომ ფართომასშტაბიანი და სამართლიანი ამნისტია უნდა გახდეს საზოგადოების შერიგების, პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვისა და ჰუმანური სახელმწიფოსკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.„საქსტატის 2025 წლის მონაცემებით, მსჯავრდადებულთა რაოდენობა შეადგენს 22 767 ადამიანს, ხოლო პატიმართა რაოდენობა – 11 153 ადამიანს. კრიტიკულად აუცილებელია პენიტენციური სისტემის სასწრაფო და ფუნდამენტური რეფორმა. სისტემა პრაქტიკულად მოშლილია. მძიმე მდგომარეობაშია პატიმართა უფლებები, კვების პირობები, ყოველდღიური ყოფა და უსაფრთხოების გარემო. ციხეებში კვლავ გაიზარდა ქურდული სამყაროს გავლენა. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები – ციხის ხელმძღვანელის თვითმკვლელობა და პენიტენციური სისტემის მაღალჩინოსნების დაკავებები – პირდაპირ მიუთითებს, რომ სისტემა მძიმე კრიზისშია და სახელმწიფოს მხრიდან კონტროლი, ფაქტობრივად, შესუსტებულია. დღეს საქართველოს ციხეები სავსეა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანებით. ყოველდღიურად მიმდინარეობს მოქალაქეების დაკავება დრაკონული და ანტიდემოკრატიული კანონების საფუძველზე – კანონების, რომლებიც ადამიანებს საკუთარი უფლებების დაცვის, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებას უზღუდავს. აქციების დროს დაკავებული სინდისის პატიმრები რეალურად პოლიტიკური ნიშნით იხდიან სასჯელს. ეს არ არის სამართალი, ეს არის პოლიტიკური დევნა. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ფართომასშტაბიანი და სამართლიანი ამნისტია უნდა გახდეს საზოგადოების შერიგების, პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვისა და ჰუმანური სახელმწიფოსკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.ჩვენი პოზიცია მკაფიოა – სასჯელების მუდმივი გამკაცრება არ არის გამოსავალი. სახელმწიფო, პირველ რიგში, ორიენტირებული უნდა იყოს დანაშაულის პრევენციაზე, ადამიანის რეაბილიტაციასა და პატიმრობის ღირსეული პირობების უზრუნველყოფაზე. პოლარიზაციის დასრულების, არსებული უმძიმესი პოლიტიკური ვითარების განმუხტვისა და ქვეყნისთვის ახალი პოლიტიკური სივრცის გახსნის მიზნით, „ძლიერი საქართველო – ლელო“ გამოდის ინიციატივით, გამოცხადდეს სამართლიანი და ფართომასშტაბიანი ამნისტია“, – განაცხადა ლანა გალდავამ.

შალვა პაპუაშვილი – საქართველო-ჩინეთის ურთიერთობამ ბოლო წლებში შთამბეჭდავი პროგრესი განიცადა, მჯერა, დადებითი დინამიკა და სხვადასხვა სფეროში მზარდი თანამშრომლობა გაღრმავდება

საქართველო-ჩინეთის ურთიერთობამ ბოლო წლებში შთამბეჭდავი პროგრესი განიცადა, ეს წინსვლა ხასიათდება პოლიტიკური დიალოგის გაფართოებით, ეკონომიკური თანამშრომლობით, კულტურათაშორის და ხალხთა შორის კავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის (CPPCC) თავმჯდომარესთან, ვანგ ჰიუნინგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.პაპუაშვილმა ჩინეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისთვის მადლობა გადაუხადა.„საქართველოსა და ჩინეთს აქვთ საერთო ძალისხმევა, რომ დაიცვან ეროვნული სუვერენიტეტი, მშვიდობა და უსაფრთხოება, ასევე მტკიცედ დაიცვან საერთაშორისო სამართლის პრინციპები და ორმხრივი პატივისცემა საერთაშორისო ურთიერთობებში. ამ მხრივ, მსურს, მადლობა გადავუხადო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისთვის.მომავალ წელს ჩვენი ქვეყნები აღნიშნავენ დიპლომატიური ურთიერთობების 35 წლის იუბილეს. მჯერა, რომ დადებითი დინამიკა და სხვადასხვა სფეროში მზარდი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ეტაპობრივად განავითარებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას ყოვლისმომცველი პარტნიორობის დონეზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კახა კალაძე – ჩვენ ვიბრძვით ევროპული მომავლისა და ღირებულებებისთვის, ხოლო ევროპული ბიუროკრატია ამ ყველაფრისგან დაცლილია

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას განცხადებას, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოგონილი ბრალდებით არის დაპატიმრებული.როგორც კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, მსგავსი განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ ევროპული ბიუროკრატია ევროპული ღირებულებებისგან დაცლილია.„მსგავსი განცხადებები არის ძალიან მძიმე, შეურაცხმყოფელი. პირველ რიგში, ჩრდილს აყენებს ევროპულ გზას. ასეთი ფაქტები მიუთითებს იმაზე, რა დღეშია ევროპული ბიუროკრატია. ბრეიზას განცხადებაც ნათელი მაგალითია, როგორ ხდება ზოგადად იარლიყების მიკერება. ეს არ არის პირველი შემთხვევა – ჩვენ ვიხილეთ მიღებული რეზოლუციები, თუნდაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. ამ ყველაფერში ფულს იხდიდნენ. შეფუთული იყო ვითომ რაღაც ლობიზმით. რეალურად კი აღებ-მიცემობას ჰქონდა ადგილი. მსგავსი რამ წარმოუდგენელია. ჩვენ რისთვის ვიბრძვით, როდესაც ევროპულ მომავალსა და ღირებულებებზე ვსაუბრობთ?! სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატია ამ ყველაფრისგან დაცლილია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ვოლოდიმირ ზელენსკი – ახლავე გვჭირდება საკუთარი ანტიბალისტიკური შესაძლებლობები და უკრაინის უფრო ძლიერი საჰაერო თავდაცვა

რუსეთის მიერ დნიპროსა და რეგიონის ტერიტორიაზე ღამით განხორციელებული შეტევა ექვს საათზე მეტხანს გაგრძელდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.მისი ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმამ საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა, დაზიანდა სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც, თავდასხმა ასევე მიმართული იყო ენერგეტიკული ობიექტებისა და საცხოვრებელი შენობების წინააღმდეგ მთელი რეგიონის მასშტაბით.ზელენსკის განცხადებით, დრონებით იერიში მიიტანეს ოდესაზეც, ერთ-ერთმა უპილოტო საფრენმა აპარატმა კი ჩინეთის საკუთრებაში არსებულ გემს დაარტყა.„არ შეიძლებოდა რუსებს არ სცოდნოდათ, თუ რომელი გემი იმყოფებოდა ზღვაში. საერთო ჯამში, რვა რეგიონში ნგრევა დაფიქსირდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით ათობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები. საერთო ჯამში, რუსებმა ამ დარტყმის დროს გამოიყენეს 524 თავდასხმის დრონი და სხვადასხვა ტიპის 22 რაკეტა“, - აცხადებს ზელენსკი.მისი თქმით, რუსეთი ადამიანებზე თავდასხმებისთვის ბალისტიკურ რაკეტებს იყენებს და სწორედ ამიტომ ევროპაში ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ უზრუნველყონ მათგან საიმედო დაცვა.„ევროპას უნდა ჰქონდეს საკუთარი ანტიბალისტიკური სისტემები და იყოს თვითკმარი ამ საფრთხეების წინაშე. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: ახლავე გვჭირდება საკუთარი ანტიბალისტიკური შესაძლებლობები და უკრაინის უფრო ძლიერი საჰაერო თავდაცვა. ეს კვირა ფოკუსირებული იქნება ჩვენს პარტნიორებთან მუშაობაზე, რათა გავაძლიეროთ ადამიანების სიცოცხლის დაცვა“, - წერს ზელენსკი.

ბოლო სიახლეები