პარასკევი, მარტი 6, 2026

კახა ბექაური – მედიამ ფაქტები და მოსაზრებები უნდა გამიჯნოს, ამბები მიუკერძოებლად გაავრცელოს

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა, რომ მედიაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დეზინფორმაცია, ყალბი ინფორმაცია და ფაქტისა და მოსაზრების ერთმანეთში აღრევაა, რაც მაყურებელს ხელს უშლის ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში.

მისი თქმით, კანონში შესული ცვლილებებით მაუწყებლებს დაევალათ ის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც ჟურნალისტური სტანდარტით ისედაც ევალებოდათ, თუმცა ვინაიდან ეს არ იყო საკმარისი, საჭირო გახდა კანონით დარეგულირება.

კერძოდ, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია მაყურებელს ჯეროვანი სიზუსტით მიაწოდოს, ასევე უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვა და ფაქტი და მოსაზრება მკაფიოდ გამიჯნოს ერთმანეთისგან.

მისივე თქმით, ცვლილებები ასევე ავალდებულებს მაუწყებელს, რომ პირს, რომლის მიმართაც პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება მისცეს.

„ნებისმიერმა ჟურნალისტმა ეთიკის კოდექსიდან გამომდინარე იცის, რომ ფაქტი არ უნდა დაამახინჯოს, იცის, რომ მიუკერძოებლად და სამართლიანად უნდა გააშუქოს ნებისმიერი მოვლენა და ასევე თუ საკითხი ეხება ადამიანს, იმ ადამიანს უნდა ჰქონდეს პასუხის გაცემის უფლება. ეს საკითხები, რომელიც რეგულირებაში გადავიდა 9 თვის წინ, ეს საკითხები მაუწყებელთა ქცევის კოდექსში დიდი ხანი იყო, 2009 წლიდან სავალდებულო იყო მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტებისთვის მისი დაცვა, თუმცა მისი დაცვა და დარღვევის შემთხვევაში მისი გასაჩივრება ხდებოდა თვითრეგულირების ორგანოში, რაც არ იყო ეფექტიანი. ამიტომაც ჩვენ, ბრიტანული კანონმდებლობის ზუსტი ანალოგის მიხედვით, ევროპის აპრობირებული პრაქტიკის შესაბამისად ვიხელმძღვანელეთ“, – განაცხადა კახა ბექაურმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ამასთან, როგორც კახა ბექაურმა აღნიშნა, ტელევიზიების ბოლო ხუთი წლის ჯარიმების რაოდენობა ადასტურებს, რომ კომუნიკაციების კომისიის კრიტიკა უსაფუძვლოა.

მისი თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში კომისიამ „იმედს“ ექვსი წერილობითი გაფრთხილება და ხუთი ფინანსური ჯარიმა დააკისრა; ტელეკომპანია „პირველს“ ექვსი გაფრთხილება და ერთი ფინანსური ჯარიმა ჰქონდა; „მთავარ არხს“ ექვსი გაფრთხილება და ხუთი ჯარიმა დაეკისრა, „რუსთავი 2“-მა კი ოთხი გაფრთხილება და ოთხი ჯარიმა მიიღო; „ფორმულას“ რვა წერილობითი გაფრთხილება და ორი ფინანსური ჯარიმა უფიქსირდება; „პოსტივის“ კი ორი გაფრთხილება აქვს.

„ეს კანონი სრულად ევროპულია და ზუსტად ბრიტანული კანონის ანალოგია. კრიტიკა და თავდასხმები, რომელიც აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებს მოჰყვა, გარკვეულ ჯგუფებს პოლიტიკური მოსაზრებებისთვის სჭირდებოდათ, ვინაიდან ეს ბრალდებები და კრიტიკა არასამართლიანია. მეტსაც გეტყვით, ჩვენ ამ კანონის აღსრულება, როგორც იცით უკვე დავიწყეთ და 11 საჩივარი უკვე განვიხილეთ, სამი საჩივარი მიმდინარეა. ამ 11 საჩივრიდან ნახევარი არის ზუსტად იმათ მხრიდან შემოტანილი, ვინც ცხრა თვის წინ კანონის მიღებისას ჩვენ და პარლამენტს გვაკრიტიკებდა და იძახდა, რომ ცუდია, ისინი დღეს თავად სარგებლობენ ამ სიკეთით“, – განაცხადა ბექაურმა.

მისივე თქმით, ფაქტები ნათლად აჩვენებს, რომ კომუნიკაციების კომისიის მიზანი არა მაუწყებლების დასჯა, არამედ დარღვევების პრევენცია, სტანდარტის ამაღლება და მაყურებლების ინტერესების დაცვაა, რაზეც ბოლო წლებში მაუწყებლებისთვის დაკისრებული ჯარიმების მინიმალური ოდენობა და სტატისტიკა ნათლად მეტყველებს.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – კუბაც დაეცემა

კუბაც დაეცემა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.დონალდ ტრამპის განცხადებით, „ხალხს ძალიან მოსწონს ის, რაც ხდება“ და ირანის მთავრობა უკანასკნელი არ იქნება, რომელიც დაეცემა.„ჩვენ მათ ნავთობისა და ფულის მიწოდება შევუწყვიტეთ - ყველაფერი რაც ვენესუელიდან შედიოდა, რომელიც მათი ერთადერთი წყარო იყო. ახლა მათ შეთანხმების დადება სურთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.ტრამპის ცნობით, მისი ადმინისტრაცია კუბასთან კონტაქტშია.„მათ დახმარება სჭირდებათ. ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი კრისტი ნოემი თვის ბოლოს თანამდებობას დატოვებს და მას ოკლაჰომის შტატის სენატორი მარკვეინ მალინი შეცვლის

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი კრისტი ნოემი თვის ბოლოს თანამდებობას დატოვებს და მას ოკლაჰომის შტატის რესპუბლიკელი სენატორი მარკვეინ მალინი შეცვლის.„სიამოვნებით გაცნობებთ, რომ ოკლაჰომის დიდი შტატიდან უაღრესად პატივცემული აშშ-ის სენატორი მარკვეინ მალინი 2026 წლის 31 მარტიდან გახდება აშშ-ის შიდა უსაფრთხოების (DHS) მდივანი. ამჟამინდელი მდივანი კრისტი ნოემი, რომელიც კარგად გვემსახურა და მრავალი და შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა (განსაკუთრებით საზღვარზე!), გადავა სპეციალურ წარმომადგენლად „ამერიკის ფარისთვის“, ჩვენი ახალი უსაფრთხოების ინიციატივისთვის დასავლეთ ნახევარსფეროში, რომელსაც შაბათს დორალში, ფლორიდაში გამოვაცხადებთ. მადლობას ვუხდი კრისტის  თავისი სამსახურისთვის“, – წერს ტრამპი.მისივე თქმით, მალინს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და დარწმუნებულია, რომ ის დაუღალავად იმუშავებს.„აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში – 10 წლის და სენატში 3 წლის განმავლობაში მოღვაწეობის შემდეგ მარკვეინმა უდიდესი სამუშაო გასწია ოკლაჰომის შესანიშნავი ხალხის წარმოსადგენად, სადაც მე მოვიგე 77 ოლქიდან 77 – 2016, 2020 და 2024 წლებში! MAGA-ს მეომარი და ყოფილი დაუმარცხებელი პროფესიონალი MMA მებრძოლი მარკვეინი ნამდვილად კარგად ეწყობა ხალხს და იცის, რა სიბრძნე და გამბედაობაა საჭირო ჩვენი „ამერიკა პირველ რიგში“ დღის წესრიგის წინსვლისთვის.სენატში ერთადერთი მკვიდრი ამერიკელი – მარკვეინი ჩვენი წარმოუდგენელი ტომობრივი თემების ფანტასტიკური დამცველია. მარკვეინი დაუღალავად იმუშავებს ჩვენი საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიგრანტების დანაშაულის, მკვლელებისა და სხვა დამნაშავეების ქვეყანაში უკანონოდ შემოსვლის შესაჩერებლად, უკანონო ნარკოტიკების დასასრულებლად და ამერიკის კვლავ უსაფრთხოდ გასახდელად. მარკვეინი შიდა უსაფრთხოების შესანიშნავი მდივანი გახდება“, – წერს დონალდ ტრამპი.შეგახსენებთ, სენატორი მარკვეინ მალინი ერთ-ერთია, ვინც ჯო უილსონის მიერ ინიცირებული „მეგობარი აქტი“ და მისი თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შეტანა დაბლოკა.

Politico – ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობამ უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანების გეგმას მხარი არ დაუჭირა

ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობამ უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანების გეგმას მხარი არ დაუჭირა, - ინფორმაციას Politico წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ელჩებმა ბრიუსელში გამართულ სამუშაო სადილზე ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის გუნდს აცნობეს, რომ მხარს არ უჭერენ უკრაინის ე.წ. „ჯერ გაწევრიანების, შემდეგ ინტეგრაციის“ გეგმას.დიპლომატიურმა წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ რამდენიმე ქვეყანა გეგმის წინააღმდეგ მკაცრ პოზიციას იჭერს.ერთ-ერთი დიპლომატის განცხადებით, გეგმა, რომელიც 2027 წლისთვის უკრაინის ნაწილობრივ გაწევრიანებას ითვალისწინებს, „წინ არ მიიწევს“.„გვსურს უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდეს, მაგრამ გაწევრიანების დამსახურებაზე დაფუძნებულ სისტემაზე უარს ვერ ვიტყვით“, - აღნიშნა ერთ-ერთმა დიპლომატმა.

აბას არაღჩი – ირანი ელოდება და მზადაა, წინ აღუდგეს აშშ-ის სამხედროების ნებისმიერ სახმელეთო შემოჭრას

ირანი ელოდება და მზადაა, წინ აღუდგეს აშშ-ის სამხედროების ნებისმიერ სახმელეთო შემოჭრას, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ შეგვიძლია მათთან დაპირისპირება და ეს მათთვის დიდი კატასტროფა იქნება“, – აღნიშნა არაღჩიმ.ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ ისწავლა წინა კონფლიქტებიდან და ახლა უფრო ქმედითი საბრძოლო ძალა ჰყავს, რომელსაც ამერიკელი ჯარების წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლია, თუ ისინი ირანში შეიჭრებიან.„როდესაც ვთქვი, რომ ველოდებით მათ, ეს არ ნიშნავდა, რომ ველოდებით ომის გაგრძელებას. ჩვენ მოვემზადეთ ნებისმიერი სცენარის, ნებისმიერი მოვლენის, ნებისმიერი შესაძლებლობის წინააღმდეგ დასაპირისპირებლად და ვიცით, რომ ამის მოგვარება შეგვიძლია“, – განაცხადა აბას არაღჩიმ.მინისტრის თქმით, ირანი არ ითხოვს ცეცხლის შეწყვეტას და ვერ ხედავს აშშ-თან მოლაპარაკების მიზეზს.„ჩვენ ორჯერ მოვილაპარაკეთ მათთან და ყოველ ჯერზე, ისინი თავს დაგვესხნენ მოლაპარაკებების შუაგულში, არ არსებობს ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა და არ არსებობს ჩვენი მხრიდან აშშ-თან მოლაპარაკების მოთხოვნა“, – აცხადებს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.არაღჩიმ განაცხადა, რომ აშშ-მა ვერ მიაღწია სწრაფ გამარჯვებას და რეჟიმის შეცვლას ირანში, მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას აშშ-ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მოკლეს.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქურთული ოპოზიციური ჯგუფების მიერ ირანის რეჟიმის წინააღმდეგ შეტევის დაწყებას მიესალმება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქურთული ოპოზიციური ჯგუფების მიერ ირანის რეჟიმის წინააღმდეგ შეტევის დაწყებას მიესალმება.„ვფიქრობ, შესანიშნავია, რომ მათ ამის გაკეთება სურთ, მე ამას მხარს დავუჭერდი“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.შეკითხვაზე, უზრუნველყოფდა თუ არა აშშ ქურთული ძალების საჰაერო დაფარვას, ტრამპმა განაცხადა, რომ ამას ვერ იტყვის. ტრამპმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ ირანთან ახლოს მდებარე მთავარი საზღვაო მარშრუტი, ჰორმუზის სრუტე, ღია დარჩება.„მათ ფლოტი აღარ ჰყავთ. თქვენ იცით, რომ მათი საზღვაო ფლოტი ახლა ზღვის ფსკერზეა. მე ძალიან ყურადღებით ვაკვირდები ჰორმუზის სრუტეს“, –  განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული სამი წყაროს ცნობით, ირანელი ქურთების შეიარაღებული დაჯგუფების ხელმძღვანელები ბოლო დღეებში შეერთებულ შტატებთან კონსულტაციებს ატარებდნენ იმის თაობაზე, უნდა დაესხან თუ არა თავს ირანის უსაფრთხოების ძალებს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში და თუ თავდასხმას გადაწყვეტენ, როგორ უნდა განხორციელდეს ის.

ბოლო სიახლეები