ხუთშაბათი, ივნისი 5, 2025

კაფსულა, რომელიც თბილისიდან ქუთაისში 15 წუთში ჩაგიყვანთ

„ჰაიპერლუპი“ – ტრანსპორტირების ახალი საშუალება, რომლის სიჩქარეც ბგერის სიჩქარეს აღემატება.

1485721210145080064ჰაიპერლუპის კონცეფცია Tesla-სა და SpaceX-ის გენერალურ დირექტორს, ელონ მასკს ეკუთვნის. ეს არის ახალი ტიპის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ისეთ სირთულეებს უვლის გვერდს, როგორებიცაა საწვავის დანახარჯი, მგზავრობის დრო და ამინდი. ჰაიპერლუპი სპეციალურ მილებში მოძრავი კაფსულისებრი ტრანსპორტია, რომელიც დაბალი წნევის მქონე მილებში მოძრაობს და საათში 1 223 კმ/სთ-ის განვითარება შეუძლია.

597343_original
როგორც ჩანს, ილონ მასკის ამ  იდეის რეალიზაცია პირველად აბუ დაბიში მოხდება. ამერიკული კომპანია „ჰაიპერლუპ ტრანსპორტეიშენ ტექნოლოჯიზ“ ჰაიპერლუპის ტრასის აშენებას 2019 წლის მესამე კვარტალში გეგმავს.

hqdefault
“ჰაიპერლუპ ტრანსპორტეიშენ ტექნოლოჯიზ“-მა აპრილში ხელშეკრულება გააფორმა აბუ-დაბის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად კომპანია „ალდარ პროპერტიზთან“, რომელიც დუბაისთან, საზღვრის მახლობლად ჰაიპერლუპის 10-კილომეტრიან მონაკვეთს ააგებს. გარდა ამისა, ამერიკულ კომპანიას აბუ დაბისთან გაფორმებული აქვს კონტრაქტი, რომლის შესაბამისადაც, ახალი ტიპის ზესწრაფი ტრანსპორტის სისტემა ომანის საზღვრის მიმართულებით აშენდება.
თუ ოდესმე მსგავსი სატრანსპორტო საშუალება საქართველოშიც გამოჩნდება, თბილისიდან ქუთაისში ჩასვლა სულ რაღაც 15 წუთში იქნება შესაძლებელი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი ტელეფონით რომის პაპს ესაუბრა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რომის პაპს, ლეო XIV-ს ტელეფონით ესაუბრა.კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პუტინმა კიდევ ერთხელ მიულოცა პაპს არჩევა და წარმატებები უსურვა.პაპთან საუბრისას პუტინმა ასევე განიხილა უკრაინაში მიმდინარე ომი.„უკრაინის საკითხზე საუბრისას ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა ინტერესი მშვიდობის მიღწევაში პოლიტიკურ-დიპლომატიურ გზით, ხაზი გაუსვა, რომ კრიზისის საბოლოო, სამართლიანი და ყოვლისმომცველი მოგვარებისთვის აუცილებელია მისი ძირეული მიზეზების აღმოფხვრა“, – აღნიშნულია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.რაც შეეხება სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებს რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის, პუტინმა პონტიფიკოსს ტყვეებისა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლის თაობაზე მიღწეული კონკრეტული შეთანხმებების შესახებ განუცხადა.რუსეთის პრეზიდენტმა ასევე მადლიერება გამოხატა პონტიფიკოსის მიმართ უკრაინის კრიზისის მოგვარებაში ხელშეწყობის გაწევის მზაობისთვის. კერძოდ, ვატიკანის მონაწილეობისთვის მწვავე ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტაში.„ვლადიმერ პუტინმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ კიევის რეჟიმი ახდენს დივერსიებს რუსეთის ტერიტორიაზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. ხაზი გაესვა, რომ უკრაინის მიერ დღეს განხორციელებული განზრახვითი და მიზნობრივი დარტყმა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ერთმნიშვნელოვნად კვალიფიცირდება საერთაშორისო სამართლით, როგორც ტერორიზმი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„მე საერთოდ მგონია, რომ ამ არჩევნებზე 97% აიღო ბიძინამ და 3% ავიღეთ ჩვენ“ – იაგო ხვიჩია საპარლამენტო არჩევნებზე

„მე საერთოდ მგონია, რომ ამ არჩევნებზე 97% აიღო ბიძინამ და 3%-ი ავიღეთ ჩვენ“, - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ "ღამის კურიერის" ეთერში, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეფასებისას განაცხადა.ხვიჩიას თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობას სხვა პარტიებისგან განსხვავებით იმიტომ არის შეგუებული, რომ ბიძინა ივანიშვილმა ძალიან დიდი ანგარიშით მოიგო.„რა შუაშია მე რამდენი ავიღე, მე საერთოდ მგონია, რომ ამ არჩევნებზე 97% აიღო ბიძინამ და 3%-ი ავიღეთ ჩვენ. 97-ით 3 მოგვიგო ბიძინამ და ამიტომ ვარ შეგუებული "ქართული ოცნების" მმართველობას სხვა პარტიებისგან განსხვავებით. მე თავიდანვე ვიძახდი, არჩევნების მეორე დღეს, ვახო მეგრელიშვილმა თქვა, რომ ეს არჩევნები ბიძინამ მოგვიგო 97-ით 3-იო და ეს აისახა პარლამენტში, 100% არის ბიძინასი. სხვანაირად რომ ყოფილიყო, 97-ით 3 კი არა, 90-ით 10 რომ მოეგო, სხვა სიტუაცია იქნებოდა“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შალვა პაპუაშვილი – შეიძლება, ქვეყანა გამოიყვანო საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ საბჭოთა კავშირი ვერ გამოიყვანო ქვეყნიდან, სამწუხაროდ, ბალტიის ქვეყნების პოლიტიკური ელიტა ამის კარგი მაგალითია

შეიძლება, ქვეყანა გამოიყვანო საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ საბჭოთა კავშირი ვერ გამოიყვანო ქვეყნიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლები განსაკუთრებით გამოირჩევიან საბჭოური მეთოდებით.„როდესაც ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ვიხილეთ თბილისში, მიტინგზე, აქ რა წესებზე უნდა ვისაუბროთ? სამწუხაროა, რომ ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლები განსაკუთრებით გამოირჩევიან საბჭოური მეთოდებით. შეიძლება, ქვეყანა გამოიყვანო საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ საბჭოთა კავშირი ვერ გამოიყვანო ქვეყნიდან. სამწუხაროდ, ბალტიის ქვეყნების პოლიტიკური ელიტა ამის ძალიან კარგი მაგალითია, რომ ვერა და ვერ გამოვიდა საბჭოთა კავშირი მათი პოლიტიკური ელიტიდან, ზუსტად იმავე ქედმაღლობით უყურებენ ქართულ საზოგადოებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„სიტყვები ზედმეტია, ისეთი ტკივილია… მოგვენატრები, ჩვენო კეთილო და მოსიყვარულე ბიჭო…“ – ხელვაჩაურში მოკლული ახალგაზრდა 32 წლის ბესო ბოლქვაძეა

ხელვაჩაურში მოკლული ახალგაზრდა კაცი 32 წლის ბესო ბოლქვაძეა. მოკლულს სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.„სიტყვები ზედმეტია, ისეთი ტკივილია... მოკლეს სასტიკად, გლოვობს ჩემი ბათუმი. სიცოცხლე მოგისწრაფეს, ჩვენო სიცოცხლით გაუმაძღარო... შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო, სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი. ასე იცხოვრე 32 წელი... ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა?“,- წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.ხელვაჩაურში, სოფელ ერგესა და აჭარისწყალს შორის მდებარე ტერიტორიაზე, საკუთარ ავტომანქანაში მყოფი ბესო ბოლქვაძე ავტომატიდან მრავალჯერადი გასროლით ჩაცხრილეს, მანქანა კი მდინარეში გადააგდეს.შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა.შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

შალვა პაპუაშვილი – კანდიდატის სტატუსზე განაცხადი როდესაც შეგვქონდა, ჩვენ შევუკვეთეთ ევროსტანდარტები, ევროსამართალი და ჩამოგვივიდა ევროზიზღი, ევროძალადობა, ევროპროპაგანდა

კანდიდატის სტატუსზე განაცხადი როდესაც შეგვქონდა და ხელს ვაწერდით ასოცირების შეთანხმებას, ჩვენ შევუკვეთეთ ევროსტანდარტები, ევროსამართალი და რა ჩამოგვივიდა? ჩამოგვივიდა ევროზიზღი, ევროძალადობა, ევროპროპაგანდა, რადგან თავად აიგივებენ საკუთარ თავს ზიზღთან, ძალადობასთან და პროპაგანდასთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე ევროკავშირის ელჩისადმი მისი მიმართვის შესახებ, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ჰერჩინსკის მოუწოდებს, გაემიჯნოს და დაგმოს ძალადობის, ზიზღის გამოვლინებები და ქმედებები, რომელიც სწორედ ევროკავშირის საელჩოდან დაფინანსებული ორგანიზაციების, თუ ჯგუფების მხრიდან იგეგმება, თვითონ დასავლეთი კი მიუთითებს იმაზე, რომ ანტიდასავლური რიტორიკა, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, მათი დაკავებებია ამ ურთიერთობების დამაზიანებელი და ისინი მიუთითებენ იმ ნაბიჯებზე, რის გამოც ურთიერთობა გაუარესდა, შალვა პაპუაშვილმა კითხვითვე უპასუხა: „ამის გამო მათმა დაფინანსებულმა ადამიანებმა უნდა გვაგინონ?“„ამით ამართლებენ, რომ ვინაიდან შეიძლება, რაღაც არ მოსწონთ ხელისუფლებაში, უნდა დააფინანსონ ადამიანები, რომლებიც თავს ესხმიან მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად პარლამენტის წევრს, ღამე ადგებიან სახლში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, სადაც მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს? ანუ, ძალადობა, პროპაგანდა, დეზინფორმაცია ამით მართლდება? ევროპას თუ დააწერ რამეს, შეგიძლია, ზიზღიც ჩადო, სიძულვილიც ჩადო და დეზინფორმაციაც ჩადო? სამწუხაროდ, აი, ეს არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ის ელჩებს კომუნიკაციის დროს ყოველთვის ეუბნებოდა, რომ მათ თავად უნდა აეღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, რომ დაფინანსება გამჭვირვალე ყოფილიყო, მაგრამ მათ ეს არანაირად არ შეისმინეს.„მათ შორის, მანამდეც მივმართე ევროკავშირის ელჩს, რომ აი, შემთხვევები და მათ შორის, ფაქტები გავუგზავნე. ამ წინა წერილზე მივიღე პასუხი. მე მივწერე კონკრეტული ფაქტები, როდესაც მათი, ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული ადამიანები უშვერი სიტყვებით ლანძღავენ პოლიტიკოსებს, თავს ესხმიან პოლიტიკოსებს, დეზინფორმაციას ავრცელებენ, პროპაგანდაა და ა.შ. ფაქტების მეტი რა არის?! ფაქტების სია არის ძალიან გრძელი. ამის საპასუხოდ, წინაზე პასუხად მივიღე – დიახ, რთულია პოლარიზაცია, სამწუხაროა, არცერთი მხარე არავის არ აკლებს და კარგად ბრძანდებოდეთ. ეს არის ყველაფერი. რა არის ჩვენი მოლოდინი? ჩვენი მოლოდინი არის საჯაროდ გამიჯვნა და აი, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. დღესდღეობით, ხელის გულზეა, რომ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აშშ-მა ჩახსნა ყველანაირი დაფინანსება ამ მოძრაობების, ერთადერთი დაფინანსება ეს არის ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების დაფინანსება. შესაბამისად, ყველა ეს სიძულვილი, ძალადობა, პროპაგანდა, დეზინფორმაცია დღეს ფინანსდება ევროკავშირისა, ან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბიუჯეტიდან. ყოველდღე რომ გამოდიან ევროპარლამენტში, მათ შორის დღეს რომ ვუსმენდით, რომ მხარს უჭერენ ამა თუ იმ აქტივისტს, თუ ენჯეოს, ამით ხომ ამბობენ, რომ ისინი იწონებენ ქმედებებს, რომელსაც ისინი სჩადიან, როდესაც კონკრეტული ადამიანები უვარდებიან მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მყოფ პარლამენტის წევრებს, სოციალურ ქსელში თუ პირადად შეურაცხყოფას აყენებენ და უშვერი სიტყვებით ლანძღავენ? ზუსტად ამაზე მქონდა მიმართვა პირადად პაველ ჰერჩინსკის მიმართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.მისი თქმით, პაველ ჰერჩინსკის მიმართ ორივე წერილში სწორედ ამაზე საუბრობდა.„ვწერ, რომ თქვენ მიერ დაფინანსებული ადამიანები თავს ესხმიან, ძალადობენ, უშვერი სიტყვებით ლანძღავენ და საჯაროდ თქვით, რომ ეს არ არის ევროპული საქციელი. ხომ არ ამბობენ საჯაროდ და აი, რატომ არ ამბობენ, რა უღირს, რატომ არ შეძლება, ეს თქვას? იცით, რატომ არ ამბობენ არაფერს? როგორც კი ევროკავშირის ელჩი, რომელიმე ევროკომისარი, ან სხვა ელჩი იტყვის, რომ მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მყოფ პარლამენტის წევრთან მივარდნა, პარლამენტის წევრის უშვერი სიტყვებით ლანძღვა საჯაროდ, შემდეგ ბავშვებზე ასეთი ზეწოლა, ძალადობა, ფეიერვერკებით დაწვა და პოლიციელებზე ქვების სროლა არ არის ევროპული საქციელი, იმავე მომენტში მათ გამოაცლიან იმ ლეგიტიმაციას, რომელსაც დღეს აძლევენ გარედან ამ მოძალადე ჯგუფებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები