სამშაბათი, მარტი 11, 2025

კარგი სიახლე! – ვისაც ბანკში სესხი გაქვთ, ეს ინფორმაცია ნახეთ

კონკურენტული გარემოს გაძლიერებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლების მიზნით, „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში“ ცვლილებები შედის. მათი დაცვა ფინანსურ ორგანიზაციებს მიმდინარე წლის პირველი მაისიდან მოუწევთ.

ცვლილებების მიხედვით, ფიზიკური პირებისა და ორ მილიონ ლარამდე მოცულობის ჯამური ვალდებულებების მქონე იურიდიული პირებისთვის სესხის/კრედიტის სხვა ფინანსური ორგანიზაციიდან სრული ან ნაწილობრივი რეფინანსირების შემთხვევაში წინსწრების საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა ნაცვლად დღეს არსებული 2%-ისა 0.5%-მდე მცირდება.

ცვლილებების შედეგად შემცირდება ვალდებულების ერთი ფინანსური ორგანიზაციიდან მეორეში გადატანის ხარჯი, რაც ხელს შეუწყობს ფინანსურ ორგანიზაციებს შორის კონკურენციის გაძლიერებასა და მომხმარებლებისთვის მეტად ხელსაყრელი პირობების შეთავაზებას.

მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით, პირველად, დოკუმენტალურ ოპერაციებზე (აკრედიტივი, დოკუმენტალური ინკასო, საბანკო გარანტია, აქცეპტები და სხვა), წინსწრებით დაფარვის საკომისიოს ზედა ზღვარი 2%-ის ოდენობით განისაზღვრა. ვინაიდან ეს საკითხი დოკუმენტალურ ოპერაციებთან მიმართებით დღემდე რეგულირებული არ იყო და პრაქტიკაში უფრო მაღალი საკომისიოების დაწესების შემთხვევებიც გვხვდებოდა, სებ-მა მიზანშეწონილად ჩათვალა მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში შესაბამისი ცვლილებები შესულიყო.

შეგახსენებთ, რომ საფინანსო სექტორის მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა, ასევე, საფინანსო სექტორში კონკურენციის ხელშეწყობა საქართველოს ეროვნული ბანკის მნიშვნელოვანი ამოცანებია. ზემოხსენებული ცვლილებები კონკურენტული გარემოს გააძლიერებს, რაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს.

ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას კონკურენციის ხელშეწყობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად შესაბამისი მექანიზმების გაძლიერების მიმართულებით.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დავით კეზერაშვილმა შპს “ფორმულა” დატოვა და წილი 1 ლარად მიშა მშვილდაძეს გადაუფორმა.

ძებნაში მყოფი საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი შპს ფორმულას მეწილე აღარ არის.საჯარო რეესტრში დასრულდა 7 თებერვალს წამოწყებული სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის პროცესი, რომელიც იმავე დღიდან 6 მარტამდე, შეჩერების აღმოსაფხვრელად დამატებით დოკუმენტების წარდგენამდე იყო შეჩერებული.სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების შეტანის მოთხოვნით შეტანილი განცხადების ავტორებმა გაითვალისწინეს საჯარო რეესტრი მოთხოვნები და მიცემული ერთთვიანი ვადის ამოწურვამდე სამი დღით ადრე წარადგინეს მოთხოვნილი დოკუმენტაცია.აღსანიშნავია, რომ ლონდონის საჯარო ნოტარიუსმა დავით კეზერაშვილის ხელმოწერის დადასტურებისას კეზერაშვილის სახელზე გაცემული ვადაგასული პასპორტის და მოქმედების ვადის არმქონე მართვის მოწმობით (მათ საქართველოში 2018 წლის 1-ელი აპრილიდან აღარ აქვთ იურიდიული ძალა, თუმცა, როგორც ჩანს, მათი საშუალებით პიროვნების იდენტიფიცირება დასაშვებია) იხელმძღვანელა.დავით კეზერაშვილმა შპს ფორმულაში თავის 26%-იანი წილი ნდობით აღჭურვილი პირის სოფიო ბრიტანჩუკის მეშვეობით სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გაასხვისა მიხეილ მშვილდაძეზე.წილების გადაფორმების და ახალი სადამფუძნებლო შეთანხმების რეგისტრაციაში გატარების შემდეგ შპს ფორმულაში ყველაზე დიდი წილის (38,25%) მფლობელი მიშა მშვილდაძე გახდა. ზურაბ გუმბარიძე 32,25%-იანი წილის მფლობელია, ა(ა)იპ „თავისუფლების ფორმულა" კი 25%-იანი წილის. ეს უკანასკნელი 39 პირის დაფუძნებულია.

მეტეხის ხიდთან მდინარეში ისევ მანქანა გადავარდა – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

მეტეხის ხიდთან მდინარეში ისევ მანქანა გადავარდა.მაშველებმა მტკვრიდან მანქანა უკვე ამოიყვანეს.მათივე ცნობით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ცოცხალია და ის კლინიკაში გადაიყვანეს.შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. მათგან ერთი 11 მარტს უკვე გათავისუფლდა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, ხოლო ორი კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება. ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.„ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ტრამპი: ერთადერთი, რასაც აზრი აქვს, არის ის, რომ კანადა გახდეს ჩვენი სანუკვარი 51-ე შტატი

ერთადერთი, რასაც აზრი აქვს, არის ის, რომ კანადა გახდეს ჩვენი სანუკვარი 51-ე შტატი, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ისთვის მიწოდებულ ელექტროენერგიაზე დაწესებული 25%-იანი ტარიფის საპასუხოდ, მან დაავალა აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტს, გააორმაგოს ტარიფები 50%-მდე კანადიდან შემოსულ ფოლადსა და ალუმინზე.ტრამპმა ოტავას მოსთხოვა, დაუყოვნებლივ გააუქმოს 250–390%-იანი ფერმერული ტარიფი სხვადასხვა ამერიკულ რძის პროდუქტზე.გარდა ამისა, ამერიკელმა ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მეზობელი ქვეყანა „ძალიან ცოტას“ ხარჯავს ეროვნულ უსაფრთხოებაზე და ეყრდნობა შეერთებულ შტატებს.„ერთადერთი, რასაც აზრი აქვს, არის ის, რომ კანადა გახდეს ჩვენი სანუკვარი 51-ე შტატი. ეს ყველა ტარიფს გააქრობს. კანადელთა გადასახადები მნიშვნელოვნად შემცირდება, ისინი სამხედრო თვალსაზრისით უფრო დაცულები იქნებიან“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი – მოვუწოდებ De Facto ხელისუფლებას, ჩემს საქმესთან დაკავშირებული „სასამართლოს“ განაჩენის გამოცხადება გადაიტანონ ჩემი ავადმყოფობის გამო, მაქვს სურვილი, ვესწრებოდე აღნიშნულ სხდომას

მოვუწოდებ De Facto ხელისუფლებას, ჩემს საქმესთან დაკავშირებული „სასამართლოს“ განაჩენის გამოცხადება გადაიტანონ ჩემი ავადმყოფობის გამო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, სურს, სასამართლო სხდომას ესწრებოდეს.„მოვუწოდებ De Facto ხელისუფლებას, ჩემს საქმესთან დაკავშირებული „სასამართლოს“ განაჩენის გამოცხადება გადაიტანონ ჩემი ავადმყოფობის გამო, რასაც დაგიდასტურებენ ჩემი მკურნალი ექიმები. ვინაიდან მაქვს სურვილი, ვესწრებოდე აღნიშნულ სხდომას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ბოლო სიახლეები