კანადის სენატმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ კანონი დაამტკიცა

Read Time:27 Second

კანადის სენატმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ კანონი მიიღო.

კანადის ფედერალურმა მთავრობამ, კანონპროექტი, რომლის მიზანიც უცხოურ ჩარევასთან ბრძოლაა და უცხოელ აგენტთა რეესტრის შექმნას ითვალისწინებს, 7 მაისს წარადგინა.

კანონმდებლობა კანადას უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის ახალ, თანამედროვე ინსტრუმენტებს აძლევს.

კანონში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოებმა და სხვა უცხოურმა სუბიექტებმა, რომლებსაც  პოლიტიკური მიზნები აქვთ, შეიძლება დაიქირავონ პირები, რომლებიც იმოქმედებენ მათი სახელით, თუმცა ამ კავშირების გამჟღავნების გარეშე.

უცხოელ აგენტთა რეესტრის შექმნა კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრიუდოს დაპირება იყო, რომელიც მან შარშან, მას შემდეგ დადო, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია კანადის არჩევნებში ჩინეთის ჩარევის მცდელობის შესახებ.

თარგმანი: რუსთავი 2

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მჯერა, რომ არა მარტო პოზიტიური იქნება შემდეგი თამაში, არამედ იქნება საჭირო ქულებიც – ლევან კობიაშვილი
Next post თამარ ჩარკვიანი: ვაი ჩემო, მოღალატეებისგან „თვალებდათხრილო” საქართველოვ!