კანადელმა წყვილმა ფიონჩანგში მიმდინარე 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ინფორმაციას ამის შესახებ TIME-ი ავრცელებს
ფიგურულ ციგურაობაში საცეკვაო წყვილმა ტესა ვირტუს და სკოტ მოირმა მოკლე პროგრამისთვის 83.67 ქულა მიიღო, რაც მსოფლიოს ახალი რეკორდია.
მეორეზე გავიდნენ ფრანგები, მსოფლიოს ორგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონები გაბრიელა პაპადაკისი და გიიომ სიზერონი. მათი შედეგი იყო 81.93. მესამეზე არიან ამერიკელები – მედისონ ჰაბელი და ზაჰარი დონოჰიუ (77.75). მათ 2 მეასედი წამით აჯობეს თანამემამულეებს – მაია და ალექს შიბუტანებს (77.73).
სამხრეთ კორეის ქალაქ ფიონჩანგში ზამთლის ოლიმპიური თამაშები 9 თებერვალს გაიხსნა და 25 თებერვალს დასრულდება.