შეერთებული შტატების ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული უახლესი კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ადამიანებზე ორწლიანმა დაკვირვებამ ანალოგიური შედეგები აჩვენა. კვლევაში თავიდან 21-დან 50 წლამდე 435 ჯანმრთელი ადამიანი მონაწილეობდა. ჭარბწონიანი არცერთი არ იყო. ჯგუფი სხვადასხვა მიზეზით ბევრმა დატოვა. ექსპერიმენტში ბოლოს 73 ადამიანი დარჩა. ისინი ორად გაყვეს და ერთ-ერთს დღიური კალორიების რაოდენობა დაახლოებით 15 პროცენტით შეუმცირეს. მათ ორი წლის მანძილზე წონაში საშუალოდ 9 კილოგრამი დაიკლეს.
ჟანგბადის და ნახშირორჟანგის ბალანსი შარდის ანალიზში დაფიქსირებულ აზოტის მონაცემებთან შეჯერებით აჩვენებს, თუ რას და რა რაოდენობით წვავს დაკვირვების ობიექტი: ცხიმს, ცილას, თუ ნახშირწყლებს.
კვლევა ორი წლის განმავლობაში გაგრძელდა. შედეგების შეჯამებისა და ანალიზის შემდეგ, გაირკვა, რომ საკვებში კალორიების მოკლებას, დაბერების პროცესის შენელების უნარი აქვს. ჯგუფში, რომელიც შედარებით დაბალკალორიულ დიეტაზე იყო, ნივთიერებათა ცვლის და დაბერების პროცესის შენელება დაფიქსირდა. ეს ადამიანები ძილშიც კი გაცილებით უფრო ეფექტურად იყენებდნენ ორგანიზმის ენერგიას.