ორშაბათი, მარტი 23, 2026

კალიფორნიის სანაპიროსთან $50 მილიონად შეფასებული განძი იპოვეს

ამერიკის დასავლეთით, კალიფორნიის სანაპიროსთან, $50 მილიონად შეფასებული განძი აღმოაჩინეს. წყნარი ოკეანის ფსკერზე ნაპოვნი ოქროს ზოდები და მონეტები  1857 წლით თარიღდება.

საუბარია 3,100 ოქროს მონეტაზე და 45 ერთეულ ოქროს ზოდზე (36 კილოგრამი). ნაპოვნი განძის სამეცნიერო შესწავლა  ლოს-ანჯელესის ლაბორატორიაში მიმდინარეობს.

საინტერესოა, რომ სამეცნიერო ექსპედიციის ხელძღვანელმა,  ბობ ევანსმა განძი 1988 წელსაც აღამოაჩინა. 30 წლის წინ მან ჩაძირულ გემს მიაგნო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი – ილია მეორე ყოველთვის ზრუნავდა თავის ხალხზე, დაობლდა მთელი მართლმადიდებლური სამყარო, თუმცა, დარწმუნებული ვართ, ის ყველასთვის მფარველი ანგელოზია

ილია მეორის სიყვარული მარადიული იქნება. არა მხოლოდ თქვენ დაკარგეთ თქვენი სულიერი მამა, არამედ ჩვენც დავკარგეთ მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი წინამძღვარი. არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყარო დაობლდა, თუმცა, დარწმუნებული ვართ, ახლა ის ყველასთვის მფარველი ანგელოზია, – ამის შესახებ კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა, თამასოსის ეპარქიის მიტროპოლიტმა ისაიამ განაცხადა.მიტროპოლიტმა ისაიამ ილია მეორის გარდაცვალების გამო ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.„ჩვენ გუშინ ჩამოვედით წმინდა ქალაქ თბილისში კვიპროსის კუნძულიდან, როგორც კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიისა და კვიპროსის არქიეპისკოპოს გიორგის წარმომადგენლები. მე ვარ მიტროპოლიტი ისაია თამასოსელი და პაფოსელი. პირადად ვიცნობდი აწ განსვენებულ უწმინდესს, პატრიარქ ილია მეორეს. ის ჩემთვის მეორე სულიერი მამასავით იყო. ჩვენ საქართველოს ვიცნობთ 90-იანი წლებიდან, როდესაც აქ სხვადასხვა ჰუმანიტარულ მისიაში ვმსახურობდით უწმინდეს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. ილია მეორე ყოველთვის ზრუნავდა და ფიქრობდა თავის ხალხზე. 90-იან წლებში პატრიარქი ჩავიდა კვიპროსში და სწორედ მაშინ დაიწყო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებსა და ეკლესიებს შორის. დღემდე ამ ურთიერთობების ერთგვარი შუამავალი ვიყავი. ჩვენთვის უწმინდესი პატრიარქი ილია ახლა აღიქმება, როგორც მფარველი ანგელოზი. არა მხოლოდ თქვენ დაკარგეთ თქვენი წმინდა, სულიერი მამა, არამედ ჩვენც დავკარგეთ მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი წინამძღვარი. არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყარო დაობლდა, თუმცა, დარწმუნებული ვართ, ახლა ის, როგორც წმინდა ადამიანი, ყველასთვის მფარველი ანგელოზია. ჩვენ ერთი ადამიანი არ დაგვიკარგავს — ჩვენ ერთი მფარველი ანგელოზი შევიძინეთ. ვფიქრობ, დღეს ჩვენს მიწაზე დიდი პრობლემებია: ომები, სხვადასხვა განხეთქილებები, სირთულეები როგორც მართლმადიდებლურ სამყაროში, ისე მთელ მსოფლიოში და საჭიროა მისი ლოცვა. მგონია, რომ მან ყველაზე რთული დრო აირჩია ზეცაში გადასასვლელად, რათა უფრო ახლოს იყოს ღვთისმშობელთან, იესო ქრისტესთან და თავისი ლოცვით დაგვეხმაროს. კვიპროსის არქიეპისკოპოს გიორგის და ჩვენი სინოდის სახელით ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს. გარწმუნებთ, რომ ჩვენი პატრიარქის, ილია მეორის სიყვარული მარადიული იქნება. მისი სიყვარულისა და ლოცვის წყალობით, ჩვენს ეკლესიებს შორის ურთიერთობა მარადიული დარჩება“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ისაიამ.

ირაკლი დემეტრაშვილმა გერმანელი კონე იპონით დაამარცხა და თბილისის გრანდ სლემის ჩემპიონია

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნით დღეს მძიმეწონოსანმა ირაკლი დემეტრაშვილმა ჩემპიონობა მოიპოვა.23 წლის ქართველმა ფინალში გერმანელი კონე იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა. რამდენიმე წუთის წინ ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (-90 კგ) გახდა.ამავე წონაში მესამე ადგილზე გავიდა საბა ინანეიშვილი, რომელმაც ბრინჯაოსთვის დაპირისპირებაში რუსი ზალატუხინი დაამარცხა.

„ბიბისი“ – ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო ნავთობის ფასები გაიზარდა და აზიის საფონდო ბირჟები მნიშვნელოვნად დაეცა

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო ნავთობის ფასები გაიზარდა და აზიის საფონდო ბირჟები მნიშვნელოვნად დაეცა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.ბრენტის მარკის ნავთობის ფასი 1%-ზე მეტით გაიზარდა და ბარელზე 113.40 დოლარს გადააჭარბა.იაპონიის Nikkei-ს საფონდო ინდექსი 3.5%-ით დაეცა, ხოლო სამხრეთ კორეის Kospi-ს ინდექსი – 6.5%-ით.21 მარტს,აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ჰორმუზის სრუტის მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტი არ გაიხსნება, ირანის ელექტროსადგურებს „გაანადგურებს“, ხოლო ირანმა განაცხადა, რომ ნებისმიერ ასეთ დარტყმას რეგიონში ძირითადი ინფრასტრუქტურის დაბომბვით უპასუხებს.

„პოლიტიკო“ – ევროკავშირი უნგრეთისთვის კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდებას ზღუდავს

ევროკავშირი უნგრეთისთვის კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდებას ზღუდავს,- ამის შესახებ „პოლიტიკო“ წყაროებზე დაყრდნობით წერს.მას შემდეგ, რაც „ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ევროკავშირის სამიტების შესვენებებზე რეგულარულად უკავშირდებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს და აწვდიდა „ცოცხალ ინფორმაციას“ მიმდინარე განხილვებზე, ევროკავშირში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უნგრეთი აღარ მიიღებს მონაწილეობას სენსიტიური თემების განხილვისას.თუმცა, როგორც „პოლიტიკოს“ წყაროებმა განუცხადეს, 12 აპრილის უნგრეთის არჩევნებზე შესაძლო გავლენის გამო, ახალ ბრალდებებზე ევროკავშირის მხრიდან ოფიციალური განცხადება არ გაკეთდება, მაგრამ მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ სიიარტოს ქცევით გაკვირვებულები არ ყოფილან.„საერთო ჯამში, ნაკლებად ლოიალური წევრი სახელმწიფოები არიან მთავარი მიზეზი, რის გამოც შესაბამისი ევროპული დიპლომატიის უმეტესი ნაწილი ამჟამად სხვადასხვა მცირე ფორმატში ხორციელდება“, – აღნიშნა წყარომ.ერთ-ერთი მაღალჩინოსანი „პოლიტიკოსთან“ ამბობს, რომ თუ ვიქტორ ორბანის პარტია 12 აპრილის არჩევნებს მოიგებს, მაშინ ევროკავშირმა უნდა მოძებნოს გზა, რომ ამ საქციელს გაუმკლავდეს.

ანტონიუ გუტერეში: ომის დანაშაულს ორივე მხარე სჩადის

გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, არსებობს „საფუძვლიანი ეჭვი“ იმისა, რომ როგორც აშშ და ისრაელი, ისე ირანი ომის დანაშაულს სჩადიან. გუტერეში იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატები მიხვდება, ომი რომ უკვე „ძალიან შორს წავიდა“ და ტრამპი კონფლიქტის შეჩერებას მოახერხებს.ევროპული საბჭოს სხდომის წინ, გამოცემა „პოლიტიკოსთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, გუტერეშმა აღიარა: „ვინაიდან ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები ხორციელდება როგორც ირანში, ისე თეირანის მხრიდან, არსებობს საფუძვლიანი მიზეზი ვიფიქროთ, რომ ეს ქმედებები, სავარაუდოდ, ომის დანაშაულს წარმოადგენს“.გენერალური მდივნის შეფასებით, იმის თქმის საფუძველს, რომ ომის დანაშაულში ორივე მხარე მონაწილეობს, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის მზარდი რაოდენობაც იძლევა. „მე ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავ. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იღებს მიზანში მშვიდობიან მოსახლეობას. ეს სრულიად მიუღებელია“, - აღნიშნა მან.გუტერეში მიიჩნევს, რომ ამ კონფლიქტს ისრაელი კიდევ უფრო აღრმავებს. ამიტომ, ის აშშ-ის პრეზიდენტს სთხოვს, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ კონფლიქტის დასრულების აუცილებლობაში დაარწმუნოს.„ომი უნდა შეწყდეს... მე მჯერა, რომ მისი შეჩერება აშშ-ის ხელშია. ეს შესაძლებელია, ეს პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა გუტერეშმა.„დარწმუნებული ვარ, ისრაელს სურს, რომ ირანის სამხედრო პოტენციალის სრული განადგურება და რეჟიმის შეცვლა მოახერხოს. ასევე მჯერა, რომ ირანი ცდილობს, რაც შეიძლება დიდხანს გაუძლოს და მაქსიმალური ზიანი გამოიწვიოს. ამრიგად, პრობლემის გადაჭრის გასაღები შემდეგშია: შეერთებულმა შტატებმა ხმამაღლა უნდა თქვას და თავისი მისია უკვე დაასრულა“, - დასძინა მან.„პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია, დაარწმუნოს ისინი, ვისი დარწმუნებაც საჭიროა, რომ საქმე გაკეთებულია. ამით შეიძლება, ომს წერტლი დაესვას“, - თქვა გუტერეშმა.„ეჭვი არ მეპარება, რომ ომში შეერთებული შტატების ჩათრევა ისრაელის სტრატეგიაში შედიოდა... ეს მიზანი უკვე მიღწეულია. მაგრამ, ეს ომი იწვევს დრამატულ ტანჯვას ირანში, რეგიონში და თვით ისრაელშიც კი. მას დამანგრეველი გავლენა აქვს გლობალურ ეკონომიკაზე, რომლის შედეგების პროგნოზირება ძალიან რთულია. ამიტომ, ჩვენ აუცილებლად უნდა მოვუღოთ ბოლო ამ კონფლიქტს“, - დასძინა მან.„მთელი მსოფლიოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს ომი სწრაფად დასრულდეს, - ამბობს გუტერეში, - სიტუაცია კონტროლიდან გამოდის. ბოლო თავდასხმები გვარწმუნებს, რომ ესკალაციამ უკიდურესად საშიშ წერტილს მიაღწია“.თავის მხრივ, ტრამპმა სოციალურ ქსელში აღიარა, რომ სამხრეთ ფარსის ბუნებრივი აირის საბადოს ობიექტზე ოთხშაბათს ისრაელის მიერ განხორციელებულ თავდასხმას მოწონებით არ შეხვედრია, რამაც გააჩინა კითხვები ისრაელელ მოკავშირეზე აშშ-ის რეალური გავლენის შესახებ.„იმედი მაქვს, შეერთებული შტატები შეძლებს გააცნობიეროს, რომ ეს ყველაფერი ძალიან შორს წავიდა“, - აღნიშნა გუტერეშმა, რომელიც ამტკიცებს, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული კრიზისით ყველაზე დიდ სარგებელს რუსეთი იღებს. „რუსეთი უკვე არის მთავარი გამარჯვებული“, - ამბობს გაერო-ს გენერალური მდივანი.ის ასევე მიესალმა იმ ფაქტს, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნის მიზნით გემების გაგზავნაზე ევროპელმა ლიდერებმა უარი განაცხადეს, მიუხედავად იმ რისხვისა, რითაც ტრამპი ამ გადაწყვეტილებას შეხვდა.„ვფიქრობ, ამ ქვეყნებმა სიტუაციის სწორი ანალიზი გააკეთეს და მიიღეს გადაწყვეტილება, ზედმეტად არ ჩაერიონ კონფლიქტში, რადგან იციან, რომ ამ მათი მთავარი მიზანი დეესკალაცია უნდა იყოს“, - განაცხადა გუტერეშმა „პოლიტიკოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ბოლო სიახლეები