https://www.youtube.com/watch?time_continue=92&v=TPTN32LR80s
აშშ-ში ვერტმფრენი საცხოვრებელ სახლს დაეცა. ინციდენტი კალიფორნიაში მოხდა. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.
შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ უცნობია. ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ვერტმფრენში 4 ადამიანი იყო. სახლში მყოფთაგან არავინ დაშავებულა.