“38 ოჯახს საცხოვრებელი ფართები, სადაც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობენ, ერთ ლარად გადაეცემა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ეს ოჯახები წყნეთის გზატკეცილზე ცხოვრობენ.
ამასთან, კახა კალაძემ წინასაარჩევნო დაპირებებსა და შესრულებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა პროექტი და დაპირება აუცილებლად შესრულდება თბილისის მერიის მიერ.