ორშაბათი, ივნისი 29, 2026

კალაძე სომეხთა სამოციქულო ეკლესიის სურბ ეჩმიაძინის ტაძარში გამართულ წირვას დაესწრო

“სომეხ ხალხს და თბილისში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებს ვულოცავ აღდგომის დღესასწაულს, მშვიდობას და კეთილდღეობას ვუსურვებ მათ! ჩვენ საუკუნეებია მხარდამხარ მოვდივართ, ჭირსა და ლხინში ერთად ვართ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმავოთ,”-თქვა კახა კალაძემ.

სომეხთა სამოციქულო ეკლესია, დღეს, გრიგორიანული კალენდრით აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„პოლიტიკო“: ევროკავშირის საბჭოსა და ევროკომისიაში არსებობს ჯგუფი, რომელსაც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გაუქმება სურს

„რატომ იბრძვის ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური საკუთარი მომავლისთვის?“, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა „პოლიტიკო“.„ევროკავშირის ლიდერებმა 2011 წელს ბლოკის დიპლომატიური სამსახური როდესაც შექმნეს, მათი მიზანი იყო, ევროპას მსოფლიო ასპარეზზე უფრო ძლიერი და ერთიანი ხმა ჰქონოდა. თუმცა, ევროკავშირისთვის დამახასიათებელი კომპრომისის გამო, ლიდერებს არ სურდათ, ეს ხმა ზედმეტად ძლიერი ყოფილიყო. ამიტომ, ახალ მთავარ დიპლომატს — საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს — ორი ხელმძღვანელი დაუნიშნეს: თავად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები და ევროკომისია. თხუთმეტი წლის შემდეგ ეს კომპრომისი იშლება“, – ნათქვამია სტატიაში.სტატიის თანახმად, 2011 წელს კომპრომისის საფუძველზე შექმნილი ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური, დღეს ბიუჯეტის შემცირების, კვალიფიციური კადრების დაკარგვისა და დიპლომატიური საქმიანობისთვის აუცილებელი პოლიტიკური ინსტრუმენტების დეფიციტის ფონზე, თანდათან კარგავს პოზიციებს ევროკომისიასთან მრავალწლოვან ინსტიტუციურ დაპირისპირებაში.„პოლიტიკოს“ ცნობით, სამი თვის განმავლობაში ათზე მეტი ინტერვიუს დროს, მოქმედმა და ყოფილმა ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა და დიპლომატებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური კრიზისშია.„მას არ აქვს მკაფიო მისია და ვერ უწევს კონკურენციას ევროკომისიას, რომელსაც გაცილებით მეტი ფინანსური რესურსი და პოლიტიკური ბერკეტები აქვს. კაია კალასი ცდილობს ვითარების შეცვლას: მან უკვე წარადგინა ახალი ხელმძღვანელი გუნდი და ზაფხულის შემდეგ შიდა რეფორმების განხორციელებას გეგმავს, თუმცა ევროკავშირის ქვეყნებს დღემდე საჯაროდ არ წარმოუდგენიათ კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა გაძლიერდეს ეს სამსახური“,  – წერს პოლიტიკო.სტატიაში აღნიშნულია, რომ „ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში კრიზისი იმ დროს ვითარდება, როდესაც უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომებმა, ასევე ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში დაძაბულობამ ევროკავშირი აიძულა, ახალ და გაცილებით მკაცრ საერთაშორისო რეალობას მოერგოს“. „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან ან საფრანგეთის, გერმანიისა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან შედარებით, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური კვლავ ბევრად სუსტ ინსტიტუტად რჩება და არსებობის მე-16 წელსაც კი, ჯერ კიდევ ვერ ჩამოაყალიბა საკუთარი როლი. კაია კალასის ხელმძღვანელობით, სამსახურმა ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 20 პაკეტის მისაღებად გააერთიანა და სპარსეთის ყურისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყო ხელი, თუმცა კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ორგანიზაციამ ვერ შეასრულა მთავარი მისია – ევროპული ინტერესების ეფექტიანი დაცვა მსოფლიოში. განსაკუთრებით იმ მცირე სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც საკუთარი ფართო დიპლომატიური ქსელი არ აქვთ“, – წერს „პოლიტიკო“.გამოცემის ცნობით, ამ ფონზე კალასმა განაცხადა, რომ ზაფხულის შემდეგ უწყების გასაძლიერებლად შიდა რეფორმებს დაიწყებს, თუმცა ბევრი სკეპტიკურად არის განწყობილი.„როგორც ევროკავშირის საბჭოში, ისე ევროკომისიაში არსებობს ჯგუფი, რომელსაც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის საერთოდ გაუქმება სურს“, – აცხადებს ევროკავშირის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი „პოლიტიკოსთან“ საუბარში.როგორც „პოლიტიკოს“ წყარომ განუცხადა, „სხვები მის დაცვას ცდილობენ, მაგრამ მათი გავლენა გაცილებით სუსტია“.ამასთან, „პოლიტიკო“ წერს, რომ კალასი ასევე მუდმივად ხვდება ბრიუსელში მომუშავე დიპლომატების კრიტიკის ობიექტი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ თანამდებობის დაკავების პირველივე თვეებში მათთან ურთიერთობაში ზედმეტად მკაცრი იყო.„პრობლემები თავიდანვე არსებობდა, უბრალოდ ახლა მათი იგნორირება უკვე შეუძლებელია“, – აცხადებს ერთ-ერთი წყარო.სტატიაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის ლიდერები სულ უფრო ხშირად ანდობენ საგარეო მიმართულებების მართვას ევროკომისიას, რადგან მას ხელთ აქვს მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები და ძლიერი პოლიტიკური ბერკეტები ვაჭრობის, ტექნოლოგიების, მიგრაციის, ინდუსტრიული პოლიტიკისა და თავდაცვის სფეროებში.„ამის საპირისპიროდ, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მთავარი ფუნქცია ძირითადად ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინაციაა. ეს კი გაცილებით ნაკლები ძალაუფლებაა, ვიდრე სრულფასოვან საგარეო საქმეთა უწყებას აქვს“, – ნათქვამია „პოლიტიკოს“ სტატიაში.

„სასიამოვნო სიახლის შესახებ მინდა გახაროთ…“ – რა ინფორმაცია ვრცელდება ტაძრიდან, სადაც სასწაულები ყოველდღიურად ხდება

მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში, სადაც წმინდა ნექტარიოს ეგინელის სარტყელია დაბრძანებული, მორწმუნეებს მისვლა და მოლოცვა მთელი კვირის განმავლობაში შეუძლიათ. დილის 10:00-დან საღამოს 18:00 საათამდე. ამის შესახებ სასულიერო პირი საუბრობს და სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს.„სასიამოვნო სიახლის შესახებ მინდა გახაროთ, წმინდა ნექტარიოსის ხატს მირონი წამოუვიდა, შეგიძლიათ თქვენი თვალით ნახოთ ეს ყველაფერი. წმინდანის მიერ აღსრულებული სასწაულები კვლავ გრძელდება,“ - ამბობს სასულიერო პირი.ვრცლად ↓ 

წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა… – ამინდი უარესდება

29 ივნისი - ორშაბათიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან  ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:  დაბლობში ღამით +14, +19°,  დღისით +23, +28°; მთაში ღამით +10, +15°, დღისით +21, +26°; მაღალ მთაში ღამით +5, +10°, დღისით +19, +24°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.  დღისით ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ,  ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +12, +17°, დღისით  +25, +30°; მთაში ღამით +6, +11°, დღისით +21, +26°; მაღალ მთაში ღამით +2, +7°,  დღისით +16, +21°.

პედრო სანჩესმა პრაიდის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა – „ჩვენ ვცხოვრობთ საუკეთესო ქვეყანაში, სადაც შეიძლება, თავისუფლად იყო, შეიყვარო და გამოხატო თავი“

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ქვეყანა განაგრძობს ლგბტქი+ უფლებების დაცვას.სანჩესმა პრაიდის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ ესპანეთი თავისუფლების, სიყვარულისა და თვითგამოხატვის საუკეთესო ადგილია.„ჩვენ ვცხოვრობთ საუკეთესო ქვეყანაში, სადაც შეიძლება, თავისუფლად იყო, შეიყვარო და გამოხატო თავი. მათთვის, ვინც გზა გაიკვალა  და მათთვის, ვინც ამას განაგრძობს. ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას და დავიცავთ მოპოვებულ ყველა უფლებას“, – წერს სანჩესი სოციალურ ქსელში.

ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყანა რთულ პერიოდს გადის, თუმცა ეს გამოცდილება მნიშვნელოვანი გაკვეთილი აღმოჩნდა.„ჩვენ რთულ ეტაპს გავდივართ, მაგრამ ამან ბევრი რამე გვასწავლა. მოგვცა შესაძლებლობა, შეგვეფასებინა თვითონ ცნება – „რუსეთის მოქალაქე“, – განაცხადა პუტინმა პარტია „ერთიანი რუსეთის“ ყრილობაზე.მისი თქმით, რუსეთი ყველა გამოწვევას გაუმკლავდება, მათ შორის ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებსაც.„ჩვენი წამყვანი პოლიტიკური პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ ყრილობა ჩვენი ქვეყნისთვის რთულ, შეიძლება ითქვას, საბედისწერო დროს იმართება: მთელ მსოფლიოში ფუნდამენტური სისტემური ტრანსფორმაციის პერიოდში. ჩვენ გავუმკლავდებით ყველა გამოწვევას, რომელიც დღეს ჩვენ წინაშეა, მათ შორის ტერორისტულ თავდასხმებს ჩვენს ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურის ობიექტებზე“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.პუტინის თქმით, უკრაინა ფრონტზე უკან იხევს და ამიტომ ტერორისტულ ქმედებებზე გადავიდა.„კიევის რეჟიმი მთელ ფრონტის ხაზზე უკან იხევს და ამიტომ გადავიდა ღიად ტერორისტულ ქმედებებზე. სხვა რა შეიძლება, ვუწოდოთ მიზანმიმართულ დარტყმებს მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე?“, – განაცხადა პუტინმა.ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ძლიერ ზეწოლას ახორციელებს, თუმცა მისი მცდელობები წარუმატებელია.„რუსეთი განიცდის უხეშ, შეიძლება ითქვას, უპრეცედენტო ზეწოლას დასავლური ელიტების მხრიდან. მათ სურდათ ჩვენი სტრატეგიული დამარცხება, ჩვენი ბრძოლაში დამარცხება, თუმცა არ გამოუვიდათ. ცდილობენ პოლიტიკური ვითარების არევას, შიდა დაპირისპირების გამოწვევას – ესეც არ გამოსდით“, – განაცხადა  პუტინმა.

ბოლო სიახლეები