თბილისის მერის განცხადებით, ლისის ტბის მიმდებარე და სხვა რეკრეაციული ზონების განაშენიანების გეგმა ზაფხულისთვის იქნება მზად. კახი კალაძის თქმით, პროცესს რამდენიმე თვე დასჭირდება.
“ჩვენ რამდენიმე თვე დაგვჭირდება ზუსტად მივაწოდოთ იმ ადამიანებს, ვისაც ნაკვეთები აქვს, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს კონკრეტული ადგილი.
ზოგადად ლისის ტბა თავისი რეკრეაციით უმნიშვნელოვანესია ქალაქისთვის და საჭიროა მისი სწორი განვითარება, რომ არ მივიღოთ ქაოტური განაშენიანება ამ ტერიტორიაზე.
ჩვენ შევთავაზებთ მესაკუთრეებს თუ როგორ უნდა განვავითაროთ იქ პროცესი: უნდა იყოს დაბალი განაშენიანება თუ მაღალი. დღეს იქ არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს, არ არსებობს გზები, წყალი, კანალიზაცია და ა.შ. ეს ყველაფერი მოსაწესრიგებელია, რომ სწორად განვითარდეს”,- განაცხადა კახი კალაძემ.