თბილისის მერი დღეს ვაკეში, მარაბდის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. კახა კალაძეს ჟურნალისტებმა სხვადასხვა კითხვით მიმართეს, მათ შორის, 19 თებერვალს აუდიტის სამსახურის მოსალოდნელ დასკვნაზე.
კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუკი აუდიტის დასკვნაში დარღვევებზე იქნება საუბარი, გათავისუფლდება თუ არა მერიიდან ვინმე? – კალაძემ უპასუხა, რომ თუ ვინმე დამნაშავეა, აუცილებლად მიიღებენ შესაბამის ზომებს.
“მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩვენთვის მთავარი არის პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება და ჩვენ ასეთ ადამიანებთან ვაპირებთ მომავალშიც მუშაობას“, – განაცხადა კალაძემ.
ვაკის რაიონში სულ 100 000 მდე კვ.მ ფართობის რეაბილიტაცია იგეგმება. მარაბდის ქუჩის სამუშაოების შედეგად კი სულ 1700 კვ.მ ფართობის რეაბილიტაცია მოხდება, რომლის ღირებულება 115 000 ლარია.