პარასკევი, ივლისი 17, 2026

კალაძე: თუ ვინმე დამნაშავეა, ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც იმოქმედებს

თბილისის მერი დღეს ვაკეში, მარაბდის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. კახა კალაძეს ჟურნალისტებმა სხვადასხვა კითხვით მიმართეს, მათ შორის, 19 თებერვალს აუდიტის სამსახურის მოსალოდნელ დასკვნაზე.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუკი აუდიტის დასკვნაში დარღვევებზე იქნება საუბარი, გათავისუფლდება თუ არა მერიიდან ვინმე? – კალაძემ უპასუხა, რომ თუ ვინმე დამნაშავეა, აუცილებლად მიიღებენ შესაბამის ზომებს.

“მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩვენთვის მთავარი არის პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება და ჩვენ ასეთ ადამიანებთან ვაპირებთ მომავალშიც მუშაობას“, – განაცხადა კალაძემ.

ვაკის რაიონში სულ 100 000 მდე კვ.მ ფართობის რეაბილიტაცია იგეგმება. მარაბდის ქუჩის სამუშაოების შედეგად კი სულ 1700 კვ.მ ფართობის რეაბილიტაცია მოხდება, რომლის ღირებულება 115 000 ლარია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მამუკა მდინარაძე – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას ეგონა, რომ გეოგრაფიიდან უნდა გადაეშალათ საქართველო, მაგრამ საქართველო შუა დერეფნის საკითხში ყოველთვის განსაკუთრებულ მისიას შეასრულებს

საქართველო ყოველთვის შეასრულებს განსაკუთრებულ როლს და მისიას შუა დერეფნის ნებისმიერ საკითხში, ის არის სატრანზიტო ქვეყანა, ეს ისტორიული და გეოგრაფიული მისია მას ყოველთვის ექნება და ყველას მოუწევს ამის გათვალისწინება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საქართველოს გარეშე დაკავშირებადობაზე საუბარიც კი წარმოუდგენელია.„შუა დერეფანი, დაკავშირებადობა, სატრანზიტო დერეფანი ეს არის ის სიტყვები და ტერმინები, რომლებიც ძალიან მოკლედ ასახავენ რეალობას, რომელიც საქართველოს გავლით სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში და სატრანზიტო უზრუნველყოფის სფეროში სხვადასხვა ეკონომიკურ საკითხებთან მიმართებით არის ძალიან მნიშვნელოვანი. მართალია, მაგალითად, წინა დღეებში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას ეგონა, რომ გეოგრაფიიდან საერთოდ უნდა გადაეშალათ საქართველო, მაგრამ საქართველო არის იქ, სადაც არის და მის გარეშე ამ სფეროში საუბარიც კი წარმოუდგენელია. საქართველო ყოველთვის შეასრულებს განსაკუთრებულ როლს და მისიას შუა დერეფნის ნებისმიერ საკითხში. ნებისმიერ საკითხში ის არის სატრანზიტო ქვეყანა და ეს ისტორიული და გეოგრაფიული მისია მას ყოველთვის ექნება და ყველას მოუწევს ამის გათვალისწინება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე – აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ვერბალურ ტერორიზმთან გათანაბრებული ფორმით ერეოდა შიდა საქმეებში, ვინ ეკითხებოდა კელი დეგნანს რაღაც კანონის შეფასებას დემოკრატიის შავ დღედ

ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მინიშნებაც კი არ უნდა გააკეთოს ისეთი, რომელიც აშკარად გამოხატავს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას, ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციაც პოლიტიკურ ტერორს ახორციელებდა საქართველოში, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.მამუკა მდინარაძის შეფასებით, აშშ-ის წინა ადმინისტრაციის წარმომადგენლები, უხეშად და ვერბალურ ტერორიზმთან გათანაბრებული ფორმით ერეოდნენ საქართველოს შიდა საქმეებში.„კელი დეგნანმა უწოდა კანონის მიღებას დემოკრატიის შავი დღე. დედას ხომ არ შეიგინებოდა? ხალხი პირდაპირი გაგებით ლამის ცემაზე გადმოვიდა. ოთახებში იყო მუშტების და ხელების ბრახუნი მაგიდებზე, ომის მოთხოვნით. დავყოლოდით რაღაც ნებას, ჩავსულიყავით, გვეომა და მერე ვიძახებდით, რომ ტრილიონებს მოგვცემენ? მოგვცემდნენ რამდენიმე მილიარდს სესხად და გაუბედურებული ეკონომიკა, დახოცილი ადამიანები – ეს გვექნებოდა. ნიკა გვარამიასავით მერე ვილაპარაკებდით, ტრილიონებს მოგვცემენო. რა კარგია, რომ ხალხი დაგვეხოცა, მაგრამ ტრილიონებს მოგვცემდნენ. რამდენიმე მილიარდს, ისიც სესხად მოგვცემდნენ და სისხლად. დემოკრატიის შავი დღე – ვინ ეკითხებოდა კელი დეგნანს, ან რომელიმე ელჩს? ვინ ეკითხება რაღაც კანონის შეფასებას დემოკრატიის შავ დღედ? დიახ, აშშ-ის წინა ადმინისტრაციის ხელმძღვანელები, წარმომადგენლები, უხეშად და ვერბალურ ტერორიზმთან გათანაბრებული ფორმით ერეოდნენ საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს შიდა საქმეებში. წინა ადმინისტრაციის დავალებით მოქმედებდა და ეს იყო პოლიტიკური ტერორი საქართველოზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კახა კალაძე – პოლიტიკური ტერორიზმის ძალიან კარგი მაგალითია ევრობიუროკრატიის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ

იმისთვის, რომ საზოგადოებას ავუხსნათ, თუ რა არის პოლიტიკური ტერორიზმი, ძალიან კარგი მაგალითია ევრობიუროკრატიის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს  მიმართ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნულით გამოეხმაურა პოლიტიკური ტერორიზმის გააქტიურების საკითხზე აშშ-ში გამართულ მინისტერიალს.მისი თქმით, სწორედ ევრობიუროკრატების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ განაპირობებს მათ მიმართ ნდობის შემცირებას.„როგორ შეიძლება, ევრობიუროკრატების მიმართ ნდობაზე ვისაუბროთ, როდესაც ვისმენთ იმ ტიპის განცხადებებს და თუნდაც ვხედავთ მიღებული რეზოლუციების სახით მათ გადაწყვეტილებებს, რაც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილით შემოიფარგლება და სიცრუით არის გაჯერებული? ცხადია, ამ ყველაფერს ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, შეფასებასაც და ანალიზსაც აკეთებს და ეს დამოკიდებულება, რაც არის ქართული სახელმწიფოს მიმართ, კატეგორიულად მიუღებელია. ევრობიუროკრატიის მიმართ ნდობა, რა თქმა უნდა, შემცირებულია ისევ და ისევ თავიანთი გადაწყვეტილებების, განცხადებებისა და იმ არასამართლიანი დამოკიდებულების გამო, რაც ქართული სახელმწიფოს მიმართ აქვთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.მან, ასევე აღნიშნა, რომ ევრობიუროკრატიის მიდგომა არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოექცე სხვა სახელმწიფოს.„იმისთვის, რომ საზოგადოებას ავუხსნათ, თუ რა არის პოლიტიკური ტერორიზმი, ძალიან კარგი მაგალითია ევრობიუროკრატიის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოეპყრო სხვა სახელმწიფოს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. ამ დამოუკიდებლობისთვის წინა თაობებმა სისხლი დაღვარეს და არავის მიეცემა ქვეყნის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ფეხქვეშ გათელვის შესაძლებლობა, ვინც არ უნდა იყოს ეს – ევრობიუროკრატი თუ რომელიმე სხვა ქვეყნის წარმომადგენელი. ყველამ კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს ქართულ სახელმწიფოებრიობას, ჩვენს სუვერენიტეტსა და ქართველი ხალხის ნებას“, – განაცხადა კალაძემ.ცნობისთვის, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

მამუკა მდინარაძე – სოციალურ ქსელებში შემცირებულია სიძულვილის, ზიზღის გამომხატველი პოსტები, გარედან ვიღაცებს რაც არ უნდა დაავალონ, დედის გინება და შეურაცხყოფა ნორმა ვერ იქნება

სოციალურ ქსელებში შემცირებულია სიძულვილის, ზიზღის გამომხატველი პოსტები და ამ შედეგზე თუ გავალთ, ეს არის უდავოდ და უალტერნატივოდ ძალიან კარგი გადაწყვეტილება, რაც ადამიანებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებასაც კი შეუწყობს ხელს, – ამის შესახებ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ნორმა ვერ იქნება დედის გინება და შეურაცხყოფა.„სტატისტიკურადაც რომ მივუდგეთ და ციფრების და რიცხვების დონეზე რომ მივიდეთ, მნიშვნელოვნად არის შემცირებული, მაგრამ ჩვენი მიზანია, ხალხმა, ადამიანებმა ერთმანეთის შეურაცხყოფა ნორმად არ მიიღონ და წესად არ დაიმკვიდრონ. ეს მიდგომა სწორედ ამას ემსახურება. შეიძლება, დღეს იყოს მკაცრი სამართლებრივი პოლიტიკა და მკაცრი სამართლებრივი გადაწყვეტა ამ მიმართულებით, მაგრამ ეს გრძელვადიან, საშუალოვადიან პერსპექტივაშიც უზრუნველყოფს იმას, რომ ნორმად ვერ იქცევა შეურაცხყოფა. ამისათვის უნდა დაისაჯოს. რაღაც პერიოდის შემდეგ, შეიძლება 10 წლის შემდეგ პირობითად, ეს იყოს მორალიდან გამომდინარე ქცევა ადამიანის, მაგრამ დღეს, როგორც ვხედავთ, საჭირო გახდა, სამართლებრივი უზრუნველყოფა მომხდარიყო ამ ყველაფრის. ამიტომ ძალიან კარგია, რომ ამას უკვე შედეგები აქვს, შემცირებულია სიძულვილის, ზიზღის გამომხატველი პოსტები სოციალურ ქსელებში და ამ შედეგზე თუ გავალთ, ეს არის უდავოდ და უალტერნატივოდ ძალიან კარგი გადაწყვეტილება, რაც ადამიანებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებასაც კი შეუწყობს ხელს. ყველამ უნდა იცოდეს, რაც არ უნდა გარედან დაავალონ ვიღაცებს, ნორმა ვერ იქნება დედის გინება და შეურაცხყოფა. ვერ იქნება გამოხატვის თავისუფლება, ვერ იქნება ადამიანის ღირსების შელახვა. წარმოუდგენელია. ამას შეეგუონ და მიიღონ ის მკაცრი სასჯელი, ამ შემთხვევისთვის სახდელი, შემდგომში თუ რეციდივულად მიჰყვებიან იმავე საქმიანობას, სასჯელიც, რომელიც ქართულმა სამართლებრივმა პოლიტიკამ ასე გადაწყვიტა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ირაკლი კობახიძე – საქართველოს მოქალაქეების შემოსავალი 2020 წელს იყო 13,3 მილიარდი ლარი და ეს გაიზარდა ხუთ წელიწადში 33 მილიარდ ლარამდე, ჩვენი ამოცანაა სიღარიბის განულება

როცა იზრდება ეკონომიკა, იზრდება საშუალო ხელფასი, მცირდება სიღარიბე – ჩვენ ხუთი წლის განმავლობაში, 2020 წლის შემდეგ მოვახერხეთ სიღარიბის შემცირება 21,3%-დან 7,1%-მდე, ზუსტად სამჯერ შემცირდა სიღარიბე, 280 000 ადამიანი რჩება სიღარიბის ზღვარს მიღმა ჩვენს ქვეყანაში, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მოქალაქეების შემოსავალი 2020 წელს იყო 13,3 მილიარდი ლარი და ეს გაიზარდა ხუთ წელიწადში 33 მილიარდ ლარამდე.„ეკონომიკური განვითარების კუთხით არის უამრავი პროექტი დაგეგმილი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, რაც არის შესაძლებელი. ამას სჭირდება უბრალოდ ძალიან აქტიური მუშაობა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მეტი ეკონომიკა ნიშნავს ქვეყნის პოზიციების გაძლიერებას შიგნით თუ გარეთ, მათ შორის, საგარეო-პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებას და ეს ნიშნავს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. როცა იზრდება ეკონომიკა, ამის პარალელურად იზრდება საშუალო ხელფასი, მცირდება სიღარიბე და ჩვენ ხუთი წლის განმავლობაში, 2020 წლის შემდეგ მოვახერხეთ სიღარიბის შემცირება 21,3%-დან 7,1%-მდე. ზუსტად სამჯერ შემცირდა სიღარიბე, 280 000 ადამიანი რჩება სიღარიბის ზღვარს მიღმა ჩვენს ქვეყანაში. შემოსავლები არის ყველაზე კარგი ინდიკატორი. მიდის თუ არა ადამიანების ჯიბეებამდე გაზრდილი ეკონომიკა – საქართველოში ამის საუკეთესო მაჩვენებელი არის საშემოსავლო გადასახადი. თუ ავიღებთ ამ მაჩვენებელს, ნახავთ, რომ საქართველოს მოქალაქეების შემოსავალი 2020 წელს იყო 13,3 მილიარდი ლარი და ეს გაიზარდა ხუთ წელიწადში 33 მილიარდ ლარამდე. ანალოგიურად გაიზარდა კორპორაციების მიერ გადახდილი გადასახადები, რაც ნიშნავს თავისთავად, რომ კომპანიების ბრუნვა გაიზარდა, წარმოებული პროდუქცია გაიზარდა. ეს ყველაფერი მარტივად აისახება, იმიტომ, რომ, საბოლოო ჯამში, კომპანია და ადამიანი იხდის თანხას ბიუჯეტში და თუ შემოსავალი არ არსებობს ბუნებაში, ბუნებრივია, გადასახადს მარტო ხელისუფლება ვერ გადაიხდის თავისი ჯიბეებიდან. ეს არ არის საკმარისი. ჩვენი ამოცანაა სიღარიბის განულება, რა ტემპიც გვაქვს აღებული, რომ ავიღოთ ბოლო წლების ტენდენცია, 2029 წლისთვის შესაძლებელი იქნება სიღარიბის განულება.რაც შეეხება საშუალო ხელფასის ზრდას, სხვა პარამეტრებს, ყველა მიმართულებით არის შესაძლებელი ძალიან დიდი პროგრესის მიღწევა. მთავარია, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები