პარასკევი, მარტი 20, 2026

კალაძე და კვარაცხელია – 2 ქართველის მიერ მოგებული ჩემპიონთა ლიგა

გუშინ ფეხბურთის მოყვარულებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, დიდი დღე იყო. ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მანამდე 2003 და 2007 წლებში კახა კალაძის „მილანი“ 2-ჯერ გახდა ჩემპიონი. თუმცა ამ დრომდე ხვიჩა კვარაცხელია ერთადერთი ქართველია, რომელმაც ჩემპიონატში გოლი გაიტანა.

კახა კალაძე ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონობას გამოეხმაურა:

„გილოცავ კვარა! გილოცავ საქართველო! ეს მხოლოდ დასაწყისია!“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ტარიელ ხარხელაური: პატრიარქს პირველად 2004 წელს შევხვდი. ჩემს ტრაგედიასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და მან მომცა ძალა, რომ სიძულვილი სიყვარულით ჩამენაცვლებინა, მიტევება შემძლებოდა

პატრიარქს პირველად 2004 წელს შევხვდი, რამაც ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ჩემს ტრაგედიასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და რომ გავაანალიზე, წუთისოფლისკენ კი არ შემომატრიალა პატრიარქმა, საწუთისოფლოდ შემომატრიალა მისიის შესასრულებლად, – განაცხადა პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა გადაცემაში „იმედი LIVE“.მისივე თქმით, პატრიარქი იყო ისეთი პიროვნება, რომელთანაც ყველანაირ თემაზე შეეძლო საუბარი.„პატრიარქს პირველად 2004 წელს შევხვდი, რამაც ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. არ ვიყავი ეკლესიური. ჩემს ტრაგედიასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და იმ დროისთვის მძიმე სიტყვა მითხრა – თქვენ გაცვალეთ მამა-შვილობაო. ისაა მამა, შენ შვილი. ის წავიდა შენს მაგივრად, შენ შენი მისია უნდა შეასრულოო. ეს არ იყო ადვილი მოსასმენი. რომ გავაანალიზე, წუთისოფლისკენ კი არ შემომატრიალა პატრიარქმა, საწუთისოფლოდ შემომატრიალა მისიის შესასრულებლად.პატრიარქმა მომცა ძალა, რომ სიძულვილი, უარყოფითი ემოცია სიყვარულით ჩამენაცვლებინა. მომცა ძალა, რომ მიტევება შემძლებოდა. პატრიარქი იყო, რომელთანაც ყველა თემაზე შემეძლო საუბარი. ისეთ მიუღებელ და დაუჯერებელ თემებზეც, რომელიც მართლმადიდებელი სარწმუნოებისთვის მისაღები არ არის. პატრიარქი გისმენდა, გეტყოდა, შენ ასე ხედავ? და გაძლევდა ანალიზის საშუალებას. მას ჩემთვის საუბარი არასდროს შეუწყვეტინებია. მან მასწავლა, რომ ეკლესიაში სანთელი უნდა დაანთო სხვისთვის. შევდივარ ტაძარში და ვანთებ სანთელს მისთვის, ვინც ჩემზე უარეს დღეშია“, – აღნიშნა პოეტმა.

ტარიელ ხარხელაური: პატრიარქს პირველად 2004 წელს შევხვდი. ჩემს ტრაგედიასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და მან მომცა ძალა, რომ სიძულვილი სიყვარულით ჩამენაცვლებინა, მიტევება შემძლებოდა

პატრიარქს პირველად 2004 წელს შევხვდი, რამაც ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ჩემს ტრაგედიასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და რომ გავაანალიზე, წუთისოფლისკენ კი არ შემომატრიალა პატრიარქმა, საწუთისოფლოდ შემომატრიალა მისიის შესასრულებლად, - განაცხადა პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა გადაცემაში „იმედი LIVE“.მისივე თქმით, პატრიარქი იყო ისეთი პიროვნება, რომელთანაც ყველანაირ თემაზე შეეძლო საუბარი.„პატრიარქს პირველად 2004 წელს შევხვდი, რამაც ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. არ ვიყავი ეკლესიური. ჩემს ტრაგედიასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და იმ დროისთვის მძიმე სიტყვა მითხრა - თქვენ გაცვალეთ მამა-შვილობაო. ისაა მამა, შენ შვილი. ის წავიდა შენს მაგივრად, შენ შენი მისია უნდა შეასრულოო. ეს არ იყო ადვილი მოსასმენი. რომ გავაანალიზე, წუთისოფლისკენ კი არ შემომატრიალა პატრიარქმა, საწუთისოფლოდ შემომატრიალა მისიის შესასრულებლად.პატრიარქმა მომცა ძალა, რომ სიძულვილი, უარყოფითი ემოცია სიყვარულით ჩამენაცვლებინა. მომცა ძალა, რომ მიტევება შემძლებოდა. პატრიარქი იყო, რომელთანაც ყველა თემაზე შემეძლო საუბარი. ისეთ მიუღებელ და დაუჯერებელ თემებზეც, რომელიც მართლმადიდებელი სარწმუნოებისთვის მისაღები არ არის. პატრიარქი გისმენდა, გეტყოდა, შენ ასე ხედავ? და გაძლევდა ანალიზის საშუალებას. მას ჩემთვის საუბარი არასდროს შეუწყვეტინებია. მან მასწავლა, რომ ეკლესიაში სანთელი უნდა დაანთო სხვისთვის. შევდივარ ტაძარში და ვანთებ სანთელს მისთვის, ვინც ჩემზე უარეს დღეშია“, - აღნიშნა პოეტმა.

„15 წუთი გველაპარაკა… „ბერი კაცი ვარ“ მიმღერეთო“ – სვიმონ ჯანგულაშვილი პატრიარქზე

სვიმონ ჯანგულაშვილი ილია მეორეს იხსენებს.„თავისი სნეულების გამო ხან ლაპარაკობდა, ხან ვერ ლაპარაკობდა. უცბად 15 წუთი გველაპარაკა. „ბერი კაცო ვარ“ მიმღერეთო. ეს სიმღერა ძალიან უყვარდა. სხვათა შორის ილია ჭავჭავაძესაც ძალიან ეს სიმღერა. სულ იყო ამ სულიერ ერთიანობაში. დიდ ქართველებთან. გალაკტიონს აუგო წესი და შემთხვევით არ არის, რომ გალაკტიონის გარდაცვალების დღეს გარდაიცვალა. მე მგონია, რომ ეს ღვთიური ადამიანები წმინდანებთან ერთად დახვდებიან იქ და მათთან ერთად იქნება“,  - ამბობს სვიმონ ჯანგულაშვილი.ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა. კობახიძის ადმინისტრაციის ცნობით, კომისიას ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს

ჟურნალი „კარიბჭე" პატრიარქის პირადი არქივიდან, დედის მიერ კათოლიკოს-პატრიარქისთვის მიწერილ წერილს ავრცელებს:„პატრიარქის პირადი არქივიდან, დედის წერილი კათოლიკოს-პატრიარქს: "მოკითხვა ჩემს საყვარელ შვილს, ძვირფას, ოქროს და ბრილიანტს. შევნატრი ღმერთს შენს ჯანმრთელად სიცოცხლეს, ჩემო გულო. ეხლა მივიღეთ შენი დეპეშა, რომელშიც იწერები, როგორ ჩახვედითო, ჩვენ კარგად ჩავედით, ორი დღე მცხეთას დავრჩით, მერე სუყველანი ერთად წამოვედით... აქ ახალი არაფერია... მოკითხვა ყველას, შენს კეთილებს და შენს ერთგულს ქართველებსაც და რუსებსაც. კარგად იყავ, ჩემო სიცოცხლევ, ღმერთი იყოს შენი მფარველი ყველა საქმეში და ყველა ბიჯზე, ვთხოვ და ვეხვეწები ღვთისმშობელს, რომ გიფარავდეს და გიხსნიდეს ბოროტისაგან. გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი". 

ნიკუშა შენგელაია პატრიარქზე: მამული, ენა, სარწმუნოება – ეს არის ის ფესვები, რომელზეც ილია II იდგა, ხშირად უთქვამს ჩემთვისაც, ეს ფესვები თუ გადაჭრეს მერე ადვილად...

მამული, ენა, სარწმუნოება - ეს არის ის ფესვები, რომელზეც ილია II იდგა, ხშირად უთქვამს ჩემთვისაც, ეს ფესვები თუ გადაჭრეს მერე ადვილად წაგვაქცევენო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გახსენებისას.შენგელაიამ გაიხსენა ისტორიები, რომელიც მას და მის ოჯახს უწმინდესთან აკავშირებდა.“ძალიან დიდი პატივისცემა ჰქონდა ჩემს ოჯახს და მას. როცა ვერიკოს, ბებიაჩემს შვილი გარდაეცვალა, მან მთელი ხატები გაიტანა ოთახიდან, დაკარგა რწმენა. პატრიარქი მოდიოდა და საათობით ესაუბრებოდა ვერიკოს, რომ რწმენისკენ მოებრუნებინა. ბოლოს შეიტანა ხატები ბებიაჩემმა ისევ ოთახში. დედაჩემი რომ გარდაიცვალა, მე როგორ შევაწუხებდი, თვითონ მოვიდა, მერე არეკვინებდა და მეუბნებოდა: ნიკუშა, მოდი ჩემთან, რატომ არ მოდიხარ? როგორ განიცდიდა ჩემს ტკივილს, გულწრფელად. ძალიან დიდი ბუნების ადამიანი იყო, ამიტომ იყო დიდი პატრიარქი”, - განაცხადა ნიკუშა შენგელაიამ.მისივე თქმით, ილია II-ის მოღვაწეობა შეუფასებელია.“რა პერიპეტიები არ გავიარეთ, გახსოვთ, როგორ მყარად იდგა ყოველთვის. მისი სახელის მიმართ ყველაზე დიდი პატივისცემა იქნება, რომ ჩვენ თვითონ ვიპოვოთ ჩვენს თავში ახლა ის ძალა და არ დავკარგოთ უფალი და გავძლიერდეთ რწმენაში”, - აღნიშნა შენგელაიამ.მხატვარი ამბობს, რომ პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს მოქალაქეები ქუჩებში დამძიმებულები დადიან და ყველას თვალებში გულწრფელი სიმძიმეა, რადგან ილია II ბევრი ადამიანის ნუგეში და იმედი იყო.“როგორი კეთილშობილი იყო, როგორი მომთმენი, როგორი ბრძენი. მოთმინებით აშენა და დღეს ჩვენ ვუყურებთ რამდენ ეკლესია-მონასტერში აღადგინა ლოცვა. 9 აპრილსაც მოვიდა ჩვენს გადასარჩენად”, - აღნიშნა ნიკუშა შენგელაიამ.“იმედი Live”-ის სტუმარმა პატრიარქის ეპისტოლეებიც გაიხსენა, რომლებიც მუდმივად საქართველოს გამთლიანებასა და გაერთიანებას შეეხებოდა.“თუ მართლა გვიყვარს და პატივს ვცემთ უნდა ვიპოვოთ ძალა და გავაგრძელოთ ის გზა, რომელიც მისი ოცნება იყო - საქართველოს გამთლიანება და გაერთიანება”, - აღნიშნა შენგელაიამ.მხატვარმა უწმინდესთან მის ბოლო შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელიც რამდენიმე თვის წინ შედგა.“მაშინ ცოტა დაძაბული სიტუაცია იყო, კითხვასავით დავუსვი, რომ ალბათ გადარჩენისთვის ერი და ბერი ერთად უნდა დავდგეთ-თქო და ხელი მომიჭირა, საუბარი უჭირდა. დიახ, ის იყო სულიერი მამა”, - ამბობს ნიკუშა შენგელაია.

ბოლო სიახლეები