ოთხშაბათი, აპრილი 16, 2025

კაია კალასი – ვხედავთ, რომ რუსეთს, სინამდვილეში, ომი სურს, მაქსიმალური ზეწოლა უნდა განახორციელოს ყველამ, ვისაც სურს, ადამიანების ხოცვა დასრულდეს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, რომ ომის დასასრულებლად საჭიროა რუსეთზე მაქსიმალური ზეწოლის განხორციელება.

აღნიშნულის შესახებ კაია კალასმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყების წინ განაცხადა, სადაც უკრაინის საკითხი განიხილება.

„ვფიქრობ, ჩვენ უნდა მოვახდინოთ მაქსიმალური ზეწოლა რუსეთზე, რათა ომი ნამდვილად დასრულდეს. მშვიდობისთვის საჭიროა, ეს ორივე მხარეს უნდოდეს და მხოლოდ ერთი მხარის სურვილია საჭირო ომისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ, სინამდვილეში, რუსეთს ომი სურს. მაქსიმალური ზეწოლა უნდა განახორციელოს რუსეთზე ყველამ, ვისაც სურს, ადამიანების ხოცვა დასრულდეს“, – განაცხადა კაია კალასმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თამაზ მოლაშვილი – სულხან მოლაშვილი როგორ კამერაშიც შეაგდეს, მოკიდონ ხელი სააკაშვილს და მიიყვანონ იქ ნახევარი საათით, წამოკოტრიალებულია დასასვენებელ სახლში, ეყოთ ამდენი მოფერება

დედა გარდამეცვალა, მამა, ძმა, მეუღლე, ყველა ხომ უბედურებაა, მაგრამ შვილი? მტერს არ ვუსურვებ, ეს სულ სხვა გრძნობაა. ასე გამაუბედურა მაგ მიშა სააკაშვილმა, – ამის შესახებ სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა  „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.თამაზ მოლაშვილი იხსენებს, რომ სულხან მოლაშვილის ციხეში წამებასთან დაკავშირებით მოგვიანებით იტყობდა ხოლმე, როცა მოლაშვილის თქმით, „ვიღაც რაღაც ამბავს გამოიტანდა“.„სულხანს როდესაც აწამებდნენ, თავადაც იძახდა, თავზე წამოცმული მქონდა რაღაცო, ამის შესახებ ერთი-ორი თვის შემდეგ ვიგებდით რაღაცნაირად, ვიღაც რაღაც ამბავს გამოიტანდა. თუნდაც C ჰეპატიტზე. ერთი თვე როგორ გავიდა, რომ ჩვენ გაგებაში არ ვიყავით, C ჰეპატიტი ჰქონდა თუ არა. მერე და მერე ისეთი ამბები გამოჰქონდათ, რომ ტირილი კი არა, ბღავილი ამიტყდებოდა ხოლმე. დედა გარდამეცვალა, მამა, ძმა, მეუღლე, ყველა ხომ უბედურებაა, მაგრამ შვილი? მტერს არ ვუსურვებ, ეს სულ სხვა გრძნობაა. ასე გამაუბედურა მაგ მიშა სააკაშვილმა“, – განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.თამაზ მოლაშვილს კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა მიმართა:„დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი მიხეილი სადაც ბრძანდება, თავისუფლების აღკვეთის ადგილას, სულხან მოლაშვილისგან განსხვავებით, მას არავინ აწამებს, აქვს ტელევიზორი, სრულფასოვანი პირობები. რა გაქვთ მისთვის დღეს სათქმელი? ალბათ გვისმენს, სააკაშვილი, სადაც არის, დღეს და ამდენი წლის შემდეგ, რა გაქვთ მისთვის სათქმელი?“, რაზეც თამაზ მოლაშვილმა აღნიშნა:„სულხან მოლაშვილი უბედურ კამერაში შეაგდეს, მოკიდონ ხელი სააკაშვილს და მიიყვანონ იქ, შეაგდონ ნახევარი საათით, ხოლო რომ გამოვა, თამაზ მოლაშვილი დახვდეს და უთხრას, აი, ასე ჰყავდათ შენი ბრძანებით სულხან მოლაშვილი, კარგი იყო? ნეტა ასეთი რამ შეიძლებოდეს, რათა მასაც აგრძნობინონ, იქ რა არის, მაგრამ არა, წამოკოტრიალებულია დასასვენებელ სახლში, გემრიელად მიირთმევს, ამას ჰქვია დაპატიმრება? არა მგონია, ეგ დაპატიმრებული იყოს. კეთილი ინებონ და ჩვეულებრივ კამერაში გადაიყვანონ, ეყოთ ამდენი მოფერება“.აღნიშნულის შემდეგ თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ თამაზ მოლაშვილს ეთანხმება.

„ბლუმბერგი“ – აშშ-მა უკრაინასთან იშვიათი ლითონების შეთანხმების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში მოთხოვნები შეამსუბუქა

აშშ-მა უკრაინასთან იშვიათი ლითონების შეთანხმების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში მოთხოვნები შეამსუბუქა. ინფორმაციას ამის შეახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს.გამოცემის ცნობით, აშშ-ში მანდამდე აცხადებდნენ, რომ უკრაინისთვის გაწეული დახმარება დაახლოებით 300 მილიარდ დოლარს შეადგენს, ახლა კი გაწეული ხარჯების შეფასება დაახლოებით 100 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.როგორც „ბლუმბერგი“ აღნიშნავს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამას ასევე განიხილავს, როგორც კიევისთვის სამხედრო დახმარებაზე დახარჯული მილიარდობით დოლარის დაბრუნების გზებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს დახმარება სესხის სახით გაცემული არ ყოფილა. თეთრ სახლს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-თან მინერალების შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები „პოზიტიურია“ და უახლოეს მომავალში დაგეგმილია შეხვედრები.

ლუის ენრიკე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლაზე – ვფიქრობ, მსოფლიოში საუკეთესო გუნდს ვწვრთნი

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია — პარიზელებმა „ასტონ ვილასთან“ ორმატჩიან დუელში 5:4 მოიგეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ „ვილა პარკზე“ 2:3 დამარცხდნენ, ლუის ენრიკე მატჩის შემდეგ შედეგით მაინც კმაყოფილი იყო.„ვფიქრობ, მსოფლიოში საუკეთესო გუნდს ვწვრთნი. არა მარტო მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა, მთლიანად შემადგენლობა ძალიან მაღალი დონისაა.შესანიშნავად დავიწყეთ, ორი გოლი სწრაფად გავიტანეთ და სივრცეების გამოყენებას ვცდილობდით. ჩავარდნებიც გვქონდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ჩემპიონთა ლიგაა და „ასტონ ვილამ“ მეორე ტაიმში მართლაც ძალიან მაღალი ინტენსივობით ითამაშა.„ორივე მატჩში გამარჯვებას ვიმსახურებდით. მოხარული ვარ, რომ ჩვენი გულშემატკივრები ნახევარფინალში გასვლით გავახარეთ“, – განაცხადა ენრიკემ.უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პსჟ ისტორიაში მეექვსედ ითამაშებს. ფინალში გასასვლელად პარიზელებს ლონდონის „არსენალის“ ან მადრიდის „რეალის“ დამარცხება მოუწევთ. ნახევარფინალური ეტაპის მატჩები 29 აპრილსა და 6 მაისსაა დაგეგმილი.

თამაზ მოლაშვილი – რამ გააუხეშა ჩვენი საზოგადოება? გამოდიან, მიშა გავათავისუფლოთო, მოვიდეს და თვალებში ჩამხედოს, მას რომ შვილი არ მოუკლეს, იმიტომ უნდა გაათავისუფლონ ჩემი შვილის...

რამ გააუხეშა ჩვენი საზოგადოება? გამოდიან, მიშა გავათავისუფლოთო, მოვიდეს ის პიროვნება და თვალებში ჩამხედოს, იმას რომ შვილი არ მოუკლეს, იმიტომ უნდა გაათავისუფლონ ჩემი შვილის მკვლელი?, – ამის შესახებ სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა  „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.თამაზ მოლაშვილის თქმით, ახალგაზრდებს სჭირდებათ კარგად განმარტება, ვინ რა და რატომ დააშავა.„ახლა რაც ხდება, ხუთი, ათი წლის შემდეგ ამისი ისტორიაც უნდა ასწავლონ მოსწავლეებს. საქართველოს ისტორიას ხომ ასწავლიან, არა? მიმაჩნია, რომ ჩვენს ახალგაზრდებს სჭირდებათ კარგი განმარტება, ვინ რა, რატომ დააშავა. ჯერ მარტო იმტომ არ უნდა გამოუშვან სააკაშვილი, რომ ხუთი, ათი, 20 წლის შემდეგ სხვა რომ მოვა პრეზიდენტად, გადაიხედავს უკან, ნახავს, თურმე სააკაშვილს რეები უქნია და გარეთ გამოუშვესო, ისიც იმას გააკეთებს. ხოლო თუ ნახა, რომ პასუხი აგებინეს, ვეღარ გაბედავს მაგას“, – განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.

სოზარ სუბარი – საგამოძიებო კომისიის მუშაობის მთავარი შედეგი იქნება დასკვნა, ეს იქნება რეჟიმის გასამართლება, სარკე, რომ საზოგადოებამ თაობების განმავლობაში იცოდეს, როგორ ხდებოდა ქართველი ერის...

ბუნებრივია, ჩვენი მუშაობის პირველი მთავარი შედეგი იქნება დასკვნა, რომელიც იქნება მართლა რეჟიმის გასამართლება, სარკე, რომ საზოგადოებამ მომავალში, თაობების განმავლობაში იცოდეს, როგორ ხდებოდა ქართველი ერის გენოციდი, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, სოზარ სუბარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.„დიახ, ქართველი ერის გენოციდი იყო ის, რაც ხდებოდა ციხეებში, ის, რაც ხდებოდა C ჰეპატიტსა და ტუბერკულოზთან დაკავშირებით, როცა მხოლოდ ციხეებში 2 000-ზე მეტი ტუბერკულოზით ახალი დაავადებული იყო ყოველწლიურად, ამ დაავადებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ქრონიკული ტუბის მქონე, რომელიც, უბრალოდ, არ იკურნება და ძალიან ბევრი იყო შემთხვევა, როდესაც ქრონიკული ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანს შეგნებულად სვამდნენ საკანში, სადაც დაახლოებით 100-120 კაცი შეიძლებოდა ყოფილიყო და ტუბერკულოზის გადადების, გავრცელების საფრთხე, C ჰეპატიტისგან განსხვავებით, არის ბევრად უფრო მაღალი“, – განაცხადა სუბარმა.გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ კომისიაზე მისული ადამიანები დაწერილს კითხულობენ, სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ ისინი ასე ცინიკურად ეპყრობიან ადამიანთა სიცოცხლეს, მათ სატკივარს, ვინც კომისიაზე მიდის, ისტორიებს ჰყვება და ამიტომაც ვერასოდეს ვერ დაბრუნდება „ნაციონალური მოძრაობა“.„თუმცა, ვერ დაბრუნდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკური განაჩენი გამოტანილია, არამედ იმიტომაც, რომ სამართლებრივი განაჩენიც აუცილებლად დადგება. ამ კომისიის მეორე შედეგი იქნება დასკვნა, რომელიც დაიწერება, გადაიგზავნება საკონსტიტუციო სასამართლოში. რეჟიმს უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება, არა მხოლოდ იმ კონკრეტულ პარტიას, რომელიც მაშინ მართავდა, არამედ მის ყველა ანასხლეტს, მომავალში თუ რამე პარტიას დააფუძნებენ ეს კრიმინალები, რომლებიც იმ რეჟიმის სახეები იყვნენ. ეს იქნება მეორე შედეგი“, – განაცხადა სუბარმა.მისი თქმით, წარმოუდგენელი სითავხედეა, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ აკეთებს.„გამოდიან და ადამიანების ტრაგედიებს დასცინიან პირდაპირ ეთერებში; ამბობენ, რომ არაფერი არ მომხდარა და ეს ყველაფერი არის მოგონილი. ესე იგი, ციხეებში წელიწადში რომ 150 ადამიანი კვდებოდა საშუალოდ, ეს არაფერი არ ყოფილა; ის, რომ დაახლოებით, ერთი ამდენი და უფრო მეტიც გაჰყავდათ ციხეებიდან, მომაკვდავი ადამიანები და კვდებოდნენ საავადმყოფოებში, რათა ციხეში გარდაცვლილი პატიმრების რიცხვში არ მომხდარიყო მათი გარდაცვალება, ეს თითქოს არაფერი. რომ არ დააბრალონ, თითქოს სოზარ სუბარი იყო მიკერძოებული ომბუდსმენი, ამას სწორედ ჩემმა შემდგომმა ომბუდსმენმა, გიორგი ტუღუშმა დაარქვა სიკვდილის ექსპორტი, ძალიან ზუსტი სახელწოდება“, – განაცხადა სუბარმა.სოზარ სუბარმა ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს არაერთ დანაშაულს ჰქონდა ადგილი.„მე სასჯელაღსრულების მინისტრი როდესაც გავხდი, 24 000 პატიმრიდან 12 000-ს ჰქონდა C ჰეპატიტი, რაც იმას ნიშნავდა, რომ 12 000-ვე სიკვდილისთვის იყო განწირული. ეს თურმე არაფერი არ ყოფილა და ამ ადამიანებს არათუ არ მკურნალობდნენ, სკრინინგი იყო აკრძალული, რათა ვერავის ვერ გაეგო, ამ ადამიანებს რა სჭირდათ. ღამის ნოტარიუსებთან რომ ქონებების ჩუქება ყოველდღიური მოვლენა იყო, თურმე ეს არაფერი ყოფილა. ერთ-ერთი მოწმე ჰყვებოდა, ღამის სამ საათზე მე-12 ვიყავი და ჩემ შემდეგ კიდევ ერთი 30 კაცი რიგში იდგა, რომ ქონება გადაეფორმებინათო. რატომ არ უჩნდებათ ასეთი ქველმოქმედების სურვილი ბიზნესმენებს ან სხვა ადამიანებს მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის ხელისუფლებაში, რატომ არ ჩუქნიან სახელმწიფოს ან სახელმწიფო თანამდებობის პირებს ქონებებს? მანქანების წართმევაზე რომ ლაპარაკობდა დღეს ჩვენი სტუმარი ჯემალ ბუზალაძე, რომელიც ერთი წლით ციხეში გამოამწყვდიეს აბსოლუტურად კანონიერ მანქანებზე, ნანუკა ჟორჟოლიანი რომ დასეირნობდა მისი მანქანით და დღეს თავს იმართლებს, ეს უკანონო მანქანა იყო და დავსეირნობდი, დიდი საქმეო, თურმე ეს არაფერი. ეს არის ამათი ორპირობა და არასოდეს აღარ განმეორდება“, – განაცხადა სუბარმა.მისივე თქმით, ევროპაში უკანასკნელი სამი ათეული წლის განმავლობაში 150-ზე მეტი პარტიის აკრძალვა მოხდა და ამ ერთად აღებულ ყველა პარტიას ერის წინაშე არ აქვს ჩადენილი იმდენი დანაშაული, როგორიც „ნაციონალურ მოძრაობას“ საპატიმროებში, საკუთრების უფლების დარღვევით თუ ტერიტორიების გასხვისებით.„ციტირებას გავაკეთებ სალომე ზურაბიშვილის, რომ მიხეილ სააკაშვილმა, რუსეთთან შეთანხმებით, აბსოლუტურად შეგნებულად გადასცა ტერიტორიები რუსეთს“, – განაცხადა სუბარმა.როგორც დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა აღნიშნა, საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რომ რეჟიმის შეფასება ხდება, არამედ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბევრ რამეს გაიხსენებს საზოგადოება.„მაშინ ვინც ვიყავით, ვერაფერი დაგვავიწყებს იმ სიმწარეს, მაგრამ ახალგაზრდობა უსმენს ამ ყველაფერს და ახალგაზრდობა გაიგონებს. ძალიან დიდხანს აპირებდნენ, იგნორირება გაეკეთებინათ კომისიის მუშაობისთვის, ერთმანეთს ამხნევებდნენ, ნუ უყურებთ და ნუ აკეთებთ კომენტარსო, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ყველა უყურებს და ყველა აკეთებს კომენტარს, რადგან ეს არის ის რეალური ცხოვრება, რეალური ჯოჯოხეთი, რომელიც ჩვენმა ერმა, ჩვენმა ხალხმა გამოიარა და აღარასდროს აღარ დაბრუნდება. დამნაშავეებიდან ზოგი დაისაჯა, მაგრამ, როგორც ჩანს, ძალიან ბევრია ისეთი, ვინც მომავალში უნდა აგოს პასუხი. სამართლიანობაც, სამწუხაროდ, ყველა შემთხვევაში ვერ აღდგა და კომისია ამ მხრივაც გადადგამს გარკვეულ ნაბიჯებს, რომ ძალიან ბევრი ადამიანის მიმართ, ვისი უფლებების და საკუთრების დარღვევაც მოხდა, ვინც იმ რეჟიმის უკანონო მსხვერპლი იყო, სამართლიანობა გარკვეულწილად მაინც აღდგეს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ბოლო სიახლეები