სამშაბათი, ივნისი 10, 2025

იხილეთ-რამდენიმე საკადრო ცვლილება შინაგან საქმეთა სამინისტროში

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე;

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დავით კიკნაძე;

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ვაჟა სირაძე;

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაისურაძე დაინიშნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე დაინიშნა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ლევან კვიციანი;

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გურამ ნაცვლიშვილი დაინიშნა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი რამაზ თათარაშვილი დაინიშნა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ცხაკაია დაინიშნა გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ მურადაშვილი;

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე საკადრო ცვლილებები სისტემის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებასა და განვითარებას ემსახურება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე თამარ ტალიაშვილის კანდიდატურაა წარდგენილი

აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე თამარ ტალიაშვილის კანდიდატურაა წარდგენილი.საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ელჩის თანამდებობაზე დასანიშნად საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარედგინა.„საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2025 წლის 10 ივლისიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინოს თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განკარგულებაში, რომელიც 9 ივნისით თარიღდება.

სოზარ სუბარი: ქუჩაში დარჩენილ ოპოზიციონერთა ნაწილს ესიზმრება თბილისის, ბათუმის, ქუთაისის თუ რომელიმე სხვა რაიონის საკრებულოებში როდის დაჯდება და იქ მაინც ექნება გარკვეული ასპარეზი

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა მედიასთან რადიკალური ოპოზიციისა და თვითმმართველობის არჩევნების შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ოპოზიციაში, განსაკუთრებით კი „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირებაა.„რადიკალური ოპოზიციის პოზიცია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შეიცვალა მაშინვე, როგორც კი ბრძანება მოვიდა ევროპარლამენტიდან, სადაც თქვეს, რომ არჩევნებში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა.მე რაც ვიცი, განსაკუთრებით ნაცებშია ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობა და ჩხუბი, რადგან ზოგს უნდა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. ქუჩაში დარჩენილ ოპოზიციონერთა ნაწილს ესიზმრება თბილისის, ბათუმის, ქუთაისის თუ რომელიმე სხვა რაიონის საკრებულოებში როდის დაჯდება და იქ მაინც ექნება გარკვეული ასპარეზი. რაღაც ნაწილი ამის წინააღმდეგი რჩება, თუმცა, საბოლოოდ, რომელი მხარე გადასძალავს, არ ვიცით“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ვახუშტი მენაბდე – ოპოზიციის დიდი ნაწილი რჩება პერსონალურ კინკლაობაში – გვაქვს პროცესი, რომელიც გაჭედილია, ბოლო ერთი კვირაა ვუყურებთ დისკუსიას და რეჟიმის შესახებ კრიტიკა გამქრალია

ოპოზიციას ერთობლივად უნდა ემსჯელა არჩევნებთან დაკავშირებით, სანამ ონლაინ დებატებში შევიდოდა - არჩევნების თარიღი ცნობილი იყო და ოპოზიციას ამასთან დაკავშირებით ხედვა უნდა ჰქონოდა,- ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.ვახუშტი მენაბდის თქმით, ოპოზიციის არცერთმა მხარემ არ გაიღო სათანადო ძალისხმევა, რათა პოლიტიკურ დღის წესრიგში შემოეტანა საკითხები, რაც დემოკრატიას ემუქრებოდა და ახლა ოპოზიციის დიდი ნაწილი ისევ პერსონალურ კინკლაობაში რჩება.„ოპოზიციის არცერთმა მხარემ არ გაწია სათანადო ძალისხმევა იმისთვის, რომ დემოკრატიის ძალიან კონკრეტული პრობლემები, რომელიც კონკრეტული ადამიანების დემოკრატიული უფლებების რეალიზებას უკავშირდება, გამოეტანა პოლიტიკურ სამსჯავროზე და შემოეტანა პოლიტიკურ დღის წესრიგში. მათ ეს არ გააკეთეს და ახლა რასაც ვუყურებთ, დიდი ნაწილი რჩება ისევ პერსონალურ კინკლაობაში და ძალიან ცოტა დრო ეთმობა ამ საკითხების პოლიტიზებას“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.ვახუშტი მენაბდის განცხადებით, ახლა ჩვენ გვაქვს პოლიტიკური პროცესი, რომელიც „გაჭედილია“ და ბოლო ერთი კვირაა ვუყურებთ ოპოზიციის დისკუსიას, რეჟიმის შესახებ კრიტიკა კი გამქრალია.„მათ უნდა დაეწყოთ ღია დისკუსია თვეების წინ, ჩამოეყალიბებინათ მოთხოვნები. უნდა ეთქვათ, რომ აი, ეს არის მოთხოვნები, რაც არჩევნებში მონაწილეობას აზრს მისცემს და ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო პოლიტიკური პროცესი. არ ვამბობ, რომ პირობების წამოყენება აუცილებლად წარმატებამდე მიიყვანდა მათ, მაგრამ ჩვენ გვექნებოდა პოლიტიკური პროცესი. ახლა ჩვენ გვაქვს პროცესი, რომელიც გაჭედილია და ბოლო ერთი კვირაა ვუყურებთ ოპოზიციის დისკუსიას და რეჟიმის შესახებ კრიტიკა გამქრალია. უკმაყოფილება მთლიანად გადამისამართდა ოპოზიციის მომხრეებს შორის ერთმანეთზე“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

გოგა მანიას წინასწარმეტყველება – რას ამბობს ეზოთერიკოსი ხშირ მიწისძვრებზე

 „ნუ შეგეშინდებათ მიწისძვრის, იქნება შესამჩნევად, თუმცა არადამანგრეველი. ყურადღებით იყავით მცოცავ მიწასთან, ეს იქნება დამანგრეველი. მე ვთქვი, რომ მიწისძვრები, 15 ივნისამდე იქნება შესამჩნევი. ხშირად ვახსენებ და კიდევ ვიტყვი, წყლიდან გამომდინარე ნგრევა მოხდება.ფიგურა, რომელიც სპორტსმენია, მას უდგინდება დაავადება, უკურნებელი სენი.ყოფილი პოლიტიკოსი გარდაიცვლება, ამას 100 პროცენტით ვამბობ, ეს გარდაუვალია.მამაოს, რომელსაც მრევლი ჰყავს ძალიან ბევრი, გარდაიცვლება, მის მრევლს დიდი ტკივილი ექნება. ძალიან ყურადღებით იყავით, ივლისი, აგვისტო, რადგან ავტოავარიები მოიმატებს.მტკვარი არ ისვენებს, ვხედავ, რომ 2-3 მანქანა კიდე გადავარდება, ამიტომ მოგიწოდებთ, რომ ბავშვები წინ არ დაისვათ... კახეთზე მაქვს ძალიან დიდი განცდები, რადგან აქ სეტყვა ქვასავით იქნება. მინდა ვთქვა, რომ მეც მელოდება პატარა განსაცდელი უახლოეს მომავალში, რომელსაც ვგრძნობ, რატომ ვამბობ ამას საკუთარ თავზე, რამდენჯერაც რაღაცა მოხდა, ესეც ბოროტ ძალებს უკავშირდება, რომელსაც ჩემს მიმართ უშვებენ. რადგან მე ვაკეთებ ეგზორციზმს და მათგან ადამიანებს ვეხმარები, შემდეგ უკვე ისინი გადმოდიან ჩემზე და კეთდება ენერგეტიკული სხვადასხვა დარტყმა“,- ამბობს ეზოთერიკოსი.

🎥„რა თქმა უნდა ყველა გათვლებით, 64-ვე მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტად გამარჯვების დამაჯერებელი შანსი აქვს 41 ნომერს…“ – ცოტნე ანანიძე

„რა თქმა უნდა ყველა გათვლებით, 64-ვე მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტად გამარჯვების დამაჯერებელი შანსი აქვს 41 ნომერს...“, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ცოტნე ანანიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ბოლო სიახლეები