კვირა, მაისი 18, 2025

იყავით ფრთხილად! – ბათუმში ქარიშხალი დაიწყო

ბათუმში სანაპიროზე ქარიშხალია.

კადრებს აჭარიდან სინოპტიკოსი კობა ფარტენაძე ავრცელებს.

,,სანაპიროზე ქარიშხალი დაიწყო, გაგრძელდება 30 წუთს, იყავით ფრთხილად!“, – წერს კობა ფარტენაძე.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ ხვალ რომის პაპს, ლეო XIV-ს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ ხვალ რომის პაპს, ლეო XIV-ს შეხვდება.ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ განაცხადა.„დღეს ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში მქონდა შესაძლებლობა, დავსწრებოდი რომის პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას. შემდეგ მომეცა შესაძლებლობა, მისთვის პირადადაც მიმელოცა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ხვალ მაქვს შეხვედრა მასთან. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობები საქართველოსა და ვატიკანს შორის, წინა პაპთან მიმართებაშიც ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი ურთიერთობა და ვიმედოვნებ, რომ ახალ პაპთან ერთად გვექნება შესაძლებლობა, უფრო მეტად გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ვახტანგ მაჭავარიანი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს

ქართველი კომპოზიტორი დირიჟორი და მუსიკოსი ვახტანგ მაჭავარიანი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიიდან გამოასვენეს, სადაც მისი კოლეგები და შემოქმედებითი მეგობრები შეიკრიბნენ.მაესტრო დიდუბის პანთეონში, მშობლების გვერდით დაკრძალეს. ვახტანგ მაჭავარიანი 5 მაისს 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.ვახტანგ მაჭავარიანი 80-ზე მეტ მაღალი რანგის სიმფონიურ ორკესტრთან და 25-ზე მეტ საოპერო თეატრთან თანამშრომლობდა.ის იყო მისი მამის, ალექსი მაჭავარიანის ბალეტ "ვეფხისტყაოსნის" დამდგმელი დირიჟორი. 2011 წელს მაესტროს ბრწყინვალების ორდენი მიენიჭა.

მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო [ფოტო]

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო.„კიდევ ერთხელ, გულითადად ვულოცავ მის უწმინდესობა ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას; დარწმუნებული ვარ, ის ღირსეულად განახორციელებს ამ უაღრესად საპატიო და ამავდროულად, საპასუხისმგებლო მისიას.საქართველო ნამდვილად ამაყობს და აფასებს წმინდა საყდართან არსებულ ისტორიულ კავშირებს და მზად არის, განაგრძოს მშვიდობაზე, ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობები!“,- აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

2028 წლის ოლიმპიური თამაშების დროს ლოს-ანჯელესში საჰაერო ტაქსი იმოძრავებს

2028 წლის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების დროს ლოს-ანჯელესში გულშემატკივრები არენებს შორის გადაადგილებას საჰაერო ტაქსის მეშვეობით შეძლებენ. BBC-ს ინფორმაციით, თამაშების ორგანიზატორებმა კომპანია Archer Aviation-თან პარტნიორობის შესახებ განაცხადეს, რომელიც ამ სერვისზე იმუშავებს.ორგანიზატორების ჩანაფიქრით, ფრენის დაჯავშნა მობილურ აპლიკაციაში იქნება შესაძლებელი, როგორც ჩვეულებრივი ტაქსის შეკვეთისას. თვითონ საფრენი აპარატი 4 ადამიანზე იქნება გათვლილი და ჰაერში ვერტიკალურად ავა, როგორც ვერტმფრენი. ფრენის სავარაუდო საფასური აპლიკაცია Uber-ის პრემიუმ-ტარიფთან იქნება შეთავსებული, სხვადასხვა ობიექტს შორის გადაადგილებას კი 10-20 წუთი დასჭირდება.Archer Aviation-ში იმედოვნებენ, რომ კომერციული გადაზიდვების დასაწყებად აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველოს ლიცენზიას წელს მოახერხებს.

ისრაელის მიერ ღაზაში განხორციელებული იერიშის შედეგად, ბოლო 24 საათში, სულ მცირე, 100 ადამიანია დაღუპული

ისრაელის მიერ ღაზაში განახლებული მასშტაბური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ბოლო 24 საათის განმავლობაში განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 100 ადამიანი.ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, გარდაცვლილთა უმეტესობა ქალები და მცირეწლოვანი ბავშვები არიან.საერთო ჯამში, ხუთშაბათს განახლებული ოპერაციის შემდეგ ღაზაში დაღუპულთა რაოდენობა 350-ს აჭარბებს.ამჟამად დოჰაში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მიმდინარეობს.როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში აცხადებენ, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დოჰაში მიმდინარე არაპირდაპირი მოლაპარაკებები მოიცავს ომის დასრულების, ასევე ზავისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების შეთავაზების განხილვას. განცხადებაში ნათქვამია, რომ ომის დასრულება უნდა მოიცავდეს ღაზას სექტორის დემილიტარიზაციას, ასევე ჰამასის მებრძოლების ტერიტორიიდან გადასახლებას.

ბოლო სიახლეები