იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრობის ორი კანდიდატი დასახელდა. ესენი არიან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ონიანი და გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შალვა კაკაურიძე. საბჭოს წევრს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია ხმათა უმრავლესობით აირჩევს.
დღეს მოსამართლეთა რიგით XXIII რიგგარეშე კონფერენცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ მოსამართლე წევრს აირჩევს.
მისი შერჩევის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც საბჭოს წევრმა ლევან თევზაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარის პოსტი დაიკავა.