სამშაბათი, მარტი 17, 2026

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილეს, იუსტიციის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების მდივან ბრიუს შვარცს შეხვდა

მხარეებმა მართლმსაჯულების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ აქტიურად იმუშავებენ საქართველოსა და აშშ-ს შორის ექსტრადიციის შეთანხმების გასაფორმებლად. რატი ბრეგაძემ მადლობა გადაუხადა ბრიუს შვარცს აშშ-ის მხრიდან იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერისათვის.

მინისტრმა თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს შორის მემორანდუმის გაფორმების ინიციატივა გამოთქვა.

საუბარი შეეხო გაცვლითი პროგრამების ამოქმედებას იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის. მხარეებმა, ასევე, განიხილეს ქართულ-ამერიკული სამართლებრივი ფორუმის გამართვის შესაძლებლობა.

„მოხარულები ვართ ბატონ შვარცთან შეხვედრით იუსტიციის სამინისტროში. მიმოვიხილეთ ჩვენს უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის კონკრეტული წარმატებული მაგალითები. ასევე, განვიხილეთ ახალი ინიციატივები, რომელთა განხორციელებითაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობები სამართლის სფეროში ახალ, კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე იქნება აყვანილი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ბრიუს შვარცმა იუსტიციის მინისტრი ვაშინგტონში მიიწვია:

„შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის სახელით, ნება მომეცით, გითხრათ, რაოდენ დიდი პატივი იყო ჩემთვის მინისტრთან შეხვედრა და შესაძლებლობა მქონოდა, მასთან განმეხილა კანონის უზენაესობის საკითხები, თუ რამდენად განვვითარდით კანონის უზენაესობის კუთხით როგორც ჩვენს ქვეყნებში, ისე გლობალური მასშტაბით. ჩვენ ვისაუბრეთ საკითხებზე, რომლებზეც ერთობლივად ვმუშაობთ, მათ შორის, პენიტენციური და პრობაციის სისტემების რეფორმასა და სხვა მრავალ საკითხზე. განვიხილეთ ამ კონტექსტში არსებული საერთო მიზნები. აღვნიშნეთ ის ფაქტი, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ვიფიქროთ ექსტრადიციის ხელშეკრულებაზე ჩვენს ორ ქვეყანას შორის, რაც კიდევ უფრო გაამყარებს ურთიერთობას და ხაზს გაუსვამს ამ ურთიერთობის მნიშვნელობას როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ისე ჩვენი ქვეყნების ხალხებისთვის, ასე რომ, კიდევ ერთხელ გმადლობთ, რომ აქ ვარ, სამინისტროში, მოუთმენლად ველი მომავალ ვიზიტებს და ვიმედოვნებ, რომ იუსტიციის სამინისტროს დელეგაციას და მინისტრს, ასევე, ვიხილავ ვაშინგტონში“, – განაცხადა მან.

შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი ესწრებოდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მეუფე შიო – ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რომ პატრიარქის მდგომარეობა იყოს სტაბილური და იმედი გვაქვს, ასეც იქნება – მოგიწოდებთ ყველას,...

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა - ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდი ყურადღებას იჩენენ, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური, - ამის შესახებ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, შიო მუჯირმა განაცხადა.მიტროპოლიტი მოუწოდებს მორწმუნეებს, რომ ილოცონ ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.„როგორც საზოგადოებისთვის, როგორც ცნობილი გახდა, მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა. გადმოყვანილია რეანიმაციაში. ჩვენი ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ასეც იქნება, ღვთის შეწევნით.ჩვენ გვინდა დღეს მოვუწოდოთ ჩვენს სამღვდელოებას, ჩვენს სამონაზვნო დასს, ყველას, მორწმუნეებს, განსაკუთრებით ვილოცოთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობისთვის, ვინაიდან ვიცით, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მის ლოცვას, ზრუნვას ჩვენზე და მის ჯანმრთელობას. ასე რომ, ეს მინდა მოგიწოდოთ“- აცხადებს შიო მუჯირი, რომლის კომენტარსაც საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ ავრცელებს.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული და ინტუბირებულ მდგომარეობაში იმყოფება. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა არასტაბილურია.

მიხეილ ყაველაშვილი – უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად იმყოფებოდა.ყაველაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია.„როგორც იცით, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი. რთული მდგომარეობაა, მაგრამ მკურნალობა მიმდინარეობს. იმედი უნდა ვიქონიოთ ყველამ, ვილოცოთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს და პატრიარქი გამოჯანმრთელდეს,  დაგვიბრუნდეს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში გვიან ღამით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან მასიური სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება. როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, ილია მეორე ამ ეტაპზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

🎥 „სასწრაფოდ მჭირდებოდა თანხა, მივედი პატრიარქთან…“ – მეუფე იოანე პირადი ისტორიის გახსენებისას ატირდა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც მეუფე იოანე ერთ-ერთი ქადაგების დროს საკუთარ ისტორიას იხსენებს, რომელიც პატრიარქის მისადმი გამოჩენილ დიდ მადლს უკავშირდება.როგორც მეუფე ჰყვება, ოჯახური პრობლემები ჰქონდა და დიდი თანხა ესაჭიროებოდა, მივიდა პატრიარქთან და სთხოვა...ვრცლად 

საპატრიარქო: ილია მეორის მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა სტაბილური

პატრიარქის მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა სტაბილური, ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.„ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება. მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა სტაბილური.ყველას გთხოვთ ლოცვით შეწევნას“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქი არის მოთავსებული, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იმყოფება

კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე არის მოთავსებული, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად იმყოფება.კავკასიის მედიცინის ცენტრში ასევე იმყოფება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში გვიან ღამით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან მასიური სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება. როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, ილია მეორე ამ ეტაპზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ბოლო სიახლეები