იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის თქმით, იტალია ირანისგან სპარსეთის ყურის ქვეყნების დასაცავად საჰაერო თავდაცვით სისტემებს გაგზავნის.
როგორც პრემიერი განმარტავს, უპირველეს ყოვლისა, ეს ხდება იმის გამო, რომ ათობით ათასი იტალიელი ცხოვრობს რეგიონში და 2000-მდე იტალიელი სამხედროა განლაგებული.
„გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის მსგავსად, იტალია აპირებს, გაგზავნოს დახმარება სპარსეთის ყურის ქვეყნებში, კონკრეტულად თავდაცვის სფეროში და, კერძოდ, საჰაერო თავდაცვაში. ეს ხდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მეგობარი ქვეყნები არიან, არამედ უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ ათობით ათასი იტალიელი ცხოვრობს რეგიონში და 2000-მდე იტალიელი სამხედროა განლაგებული იქ, ხალხი, რომელიც გვინდა და უნდა დავიცვათ“, – განაცხადა მელონიმ.

