ოთხშაბათი, მაისი 7, 2025

ისტორიაში პირველად საქართველო MMA-ის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს

ისტორიაში პირველად, საქართველო შერეული ორთაბრძოლების მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირი როგორც იუნიორებში, ასევე უფროსი ასაკის მებრძოლებს შორის გაიმართება.

შერეული საბრძოლო ხელოვნებების საერთაშორისო ფედერაციასა და საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნულ ფედერაციას შორის მემორანდუმი უკვე გაფორმდა.

მსოფლიოს პირველობა 27 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე, თბილისში გაიმართება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

“პარტიას ეყოლება თავმჯდომარე, რომელიც სარგებლობს საზოგადოებაში დიდი პატივისცემით, ნდობით, გააჩნია მაღალი რეიტინგი” – დავით მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ მმართველი პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევას ეხმაურება, რომლის ვინაობაც რამდენიმე საათში გაირკვევა. როგორც დავით მათიკაშვილი ამბობს, პარტიას ეყოლება თავმჯდომარე, რომელიც საზოგადოებაში დიდი პატივისცემითა და ნდობით სარგებლობს."პარტიას ეყოლება თავმჯდომარე, რომელიც სარგებლობს საზოგადოებაში დიდი პატივისცემით, ნდობით, გააჩნია მაღალი რეიტინგი. თვითმმართველობის არჩევნები არის კარს მომდგარი. სწორად ამ საკითხებზე და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზეც იქნება შესაბამისი მსჯელობა და საუბარი პარტიის ყრილობაზე, ასე რომ დაველოდოთ ყრილობას და მისი შედეგები იქნება ის სასურველი შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის, რაც მის წინსვლას და განვითარებას კიდევ უფრო მეტად დააჩქარებს," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 ადამიანი დააკავა

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.უწყების ცნობით, დანაშაულები 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს, ასევე, დიდუბე-ჩუღურეთისა და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს.განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მომზადებისა და მცდელობის ბრალდებით, ასევე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით დაკავებული არიან: 1999 წელს დაბადებული ნ.ს., 1986 წელს დაბადებული ო.გ., 2005 წელს დაბადებული ა.ა., 1999 წელს დაბადებული შ.ი., 1999 წელს დაბადებული მ.გ., 1996 წელს დაბადებული დ.ა., და 1975 წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე უ.მ.დანაშაულები 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად და ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები „ბუპრენორფინი", „ჰეროინი“ „ალფა-პვპ", „გამომშრალი მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი.ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივაციისთვის განკუთვნილი მოწყობილობები, ელექტრო სასწორი და პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 273-ე პრიმა, 19-260 ტერცია, 18-260 ტერცია და 265-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლაშა ხუციშვილი – ნამდვილად მაქვს მოლოდინი, რომ თუ სხვა გეოპოლიტიკური მოცემულობა იქნება რეგიონში, შუა დერეფანი ტვირთების ძალიან დიდ ნაწილს შეინარჩუნებს

ნამდვილად მაქვს მოლოდინი, რომ თუ სხვა გეოპოლიტიკური მოცემულობა იქნება რეგიონში, მათ შორის, აღარ იქნება სანქციები , შუა დერეფანი ტვირთების ძალიან დიდ ნაწილს შეინარჩუნებს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტთან ინტერვიუში განაცხადა.მან ასევე უპასუხა კითხვას, „აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) მთავარი ეკონომისტის, ალბერტ პარკის მოსაზრებაზე, რომ თუ უკრაინაში მშვიდობა დამყარდა, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები მოიხსნა და ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა შეიცვალა, უარყოფითი ეკონომიკური ეფექტი საქართველოზეც აისახება და აქედან გამომდინარე, ქვეყანამ მისი როლი შუა დერეფანში უნდა გააძლიეროს.ხუციშვილი ამ ნაწილში ყურადღებას ამახვილებს შუა დერეფნის ოთხ საკვანძო ქვეყანაზე (ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი) და აღნიშნავს, რომ გეოპოლიტიკური ცვლილებების შემთხვევაში, კონკურენტული უპირატესობის შესანარჩუნებლად საჭიროა, ჩართულ ქვეყნებს შორის მჭიდრო კოორდინაცია.„მე ნამდვილად მაქვს იმის მოლოდინი, რომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სხვა გეოპოლიტიკური მოცემულობა იქნება რეგიონში, მათ შორის, აღარ იქნება სანქციები, ან სხვა შემაფერხებელი ფაქტორები, შუა დერეფანი ტვირთების ძალიან დიდ ნაწილს შეინარჩუნებს, თუმცა, ეს არ არის გარანტია იმისა, რომ 100%-ით მოხდება იმ ტვირთნაკადის შენარჩუნება, რაც დღეს არსებობს. დღეს ყველა კომპანია და ქვეყანა ხვდება, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დივერსიფიკაციას და იმას, რომ ერთ კორიდორზე, ბაზარსა და ქვეყანაზე არ იყოს დამოკიდებული. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის კოორდინაცია და მინდა გითხრათ, რომ ეს კოორდინაცია ნამდვილად არსებობს“, - აღნიშნა ხუციშვილმა.კითხვაზე, კონკრეტულად როგორ უნდა შეინარჩუნოს მოსალოდნელი ცვლილებების პირობებში საქართველომ შუა დერეფნის ნაწილში უპირატესობა, ხუციშვილი ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სატვირთო გადაზიდვების ტარიფებზე საუბრობს.„ვავითარებთ ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურას, რაც მოიცავს საგზაო ინფრასტრუქტურას, ასევე, ჩქაროსნული გზას, რომელიც სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან უნდა ჩავიდეს შავ ზღვამდე. თბილისი-შავი ზღვის ჩქაროსნული გზის ნაწილი ძალიან მალე დასრულდება; სომხეთსა და აზერბაიჯანთანაც მიმდინარეობს სამუშაოები; საბოლოო ჯამში შეიკვრება ერთიანი ინფრასტრუქტურის ქსელი, რომელიც საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან დააკავშირებს.მეორე მნიშვნელოვანი საკითხია რკინიგზის სექტორში ინვესტიციები, რომელმაც კიდევ უფრო უნდა გაზარდოს გადაზიდვების მოცულობა. მესამე, კომპონენტია ღრმაწყლოვანი პორტი, რომელმაც ტრანზიტის მოცულობის ზრდის შესაძლებლობა უნდა მოგვცეს. მნიშვნელოვანია მათ შორის თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ნაწილი, რომელიც, როგორც ჰაბი, შესაძლოა, მოემსახუროს ავიაგადაზიდვებსა და ადამიანთა გადაყვანასაც. ყველას ეს პროექტი ემსახურება იმას, რომ ქვეყანამ შუა დერეფანში თავისი პოტენციალი გაზარდოს.ინფრასტრუქტურასთან ერთად მნიშვნელოვანია საფასო ნაწილიც. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ქვეყანაში მაღალი ტარიფები იქნება, ბუნებრივია, პრობლემა მთლიან კორიდორს ექნება. როგორც ტარიფების, ისე ინფრასტრუქტურის ნაწილში სინქრონიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. შუა დერეფანი აერთიანებს რამდენიმე ქვეყანას, თუ ერთ ქვეყანას მაინც აქვს სუსტი წერილი, ეს ითვლება მთლიანი კორიდორის პრობლემად. შესაბამისად, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიც თავის პროექტებში ახორციელებენ ინვესტირებას, რადგან თუ ყველა ქვეყანა კორიდორში თანაბრად არ განვითარდა, დერეფანი წარმატებული ვერ იქნება“, - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.გარდა ამისა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა „MEGOBARI აქტზე“ და უპასუხა კითხვას, იმ შემთხვევაში თუ კანონპროექტი მიიღებს კანონის სახეს და მოხდება მათ შორის ხელისუფლების სათავეში მყოფი პირების დასანქცირება, მიადგება თუ არა ზიანი სახელმწიფოს რეპუტაციას საერთაშორისო ასპარეზზე, „რაც ასახვას ჰპოვებს არაერთი მიმართულებით, თუნდაც, ინვესტიციების შემოდინების კუთხით და ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ამ ფონზე საქართველოს როლი შუა დერეფანში შესუსტდება“.ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ „შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ არსებობს“.„საქართველოს როლი შუა დერეფნის ნაწილში უგულებელყოფილი ვერ იქნება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ არსებობს. ჩვენ თუ ვსაუბრობთ შუა დერეფანზე იმ მასშტაბით, რა ტვირთების გატარების საშუალებაც დღეს აქვს, ასეთი ფორმით საქართველოს გარეშე შუა დერეფნის არსებობა შეუძლებელია. ეს ყველა ქვეყანამ და ჩვენმა პარტნიორმა ძალიან კარგად იცის, მათ შორის მათ, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

პენიტენციური სამსახური: ბრალდებულის მიმართ რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია – გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ, მორიგ ცილისმწამებლურ ინფორმაციას ბრალდებულ ნ.ბ.-სთან დაკავშირებით.გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ნ.ბ.-ს მიმართ რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, პენიტენციური სამსახურისა და თანამშრომელთა საქმიანობის დისკრედიტაციას.გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ბრალდებული ნ.ბ. N2 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებულ იქნა 2024 წლის 20 აგვისტოს. იგი განთავსებული იყო სამეთვალყურეო კამერებით აღჭურვილ საკანში, რომლის საპირფარეშოშიც მან 2024 წლის 25 აგვისტოს, ერთჯერადი სამართებლის გამოყენებით, ორივე ხელზე მიიყენა თვითდაზიანება, საპირფარეშოდან გამოსვლისთანავე დაკარგა გონება და თავი დაარტყა იატაკს, რა დროსაც მიიღო თავის ქალის მრავლობითი დაზიანება. აღნიშნული ფაქტი დაფიქსირებულია ელექტრონული მეთვალყურეობის საშუალებით.ნ.ბ.-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მყისიერად ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და იგი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკში, ქ. ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო სამედიცინო კვლევების შედეგად გამოკვეთილი საჭიროების შესაბამისად, იმავე დღეს - კლინიკა „ვივამედში“.2024 წლის 4 ნოემბერს შემდგომი მკურნალობის მიზნით გადაყვანილ იქნა N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მიეწოდებოდა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2024 წლის 25 აგვისტოდან აწარმოებს გამოძიებას და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, გამოძიების მიმდინარეობისას ნ.ბ.-ს ოჯახის წევრებს და მის უფლებადამცველს არაერთხელ მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ საქმის მასალებს, მათ შორის, მათთვის ხელმისაწვდომი იყო ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით მოპოვებული კადრები.2025 წლის 23 აპრილის ბათუმის საქალაქო სასამართლომ ნ.ბ. ცნო დამნაშავედ სსკ-ის 19-108 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხნენ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალი. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისთანავე მსჯავრდებულს გადაუვადა სასჯელის მოხდა გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებამდე, რის საფუძველზეც ნ.ბ. გათავისუფლდა N18 სამკურნალო დაწესებულებიდან.საყურადღებოა, რომ ბოლო პერიოდში ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალებებისა და პირების მიერ გახშირდა პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციის მიზნით ცილისმწამებლური განცხადებებით საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მცდელობები, გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ არც ერთი მსგავსი შემთხვევა არ დარჩება შესაბამისი რეაგირების გარეშე. 

Credit Suisse-მა ფინანსურ შეთქმულებაში მონაწილეობა აღიარა – შვეიცარიული ბანკი ჯარიმის სახით 511 მლნ დოლარს გადაიხდის

Credit Suisse-მა მდიდარი ამერიკელი კლიენტებისთვის გადასახადებისგან თავის არიდებაში დახმარება აღიარა, რაც 10 წლის განმავლობაში ოფშორულ ანგარიშებზე 4 მილიარდი დოლარის დამალვაში გამოიხატა.შვეიცარიული ბანკი ჯარიმის სახით 511 მილიონ დოლარს გადაიხდის. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.“ბანკმა აღიარა დანაშაული, რათა მოეტყუებინათ შემოსავლების სამსახური (IRS) 2010 წლიდან 2021 წლამდე მინიმუმ 475 ანგარიშზე აქტივების დამალვით“, - ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ) მიერ ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.2023 წელს დაწყებული გამოძიების თანახმად, „Credit Suisse“-მა ხელი შეუწყო აშშ-ის კლიენტების მცდელობას, დაემალათ ბანკში არსებული აქტივების საკუთრება და კონტროლი, რაც მათ საშუალებას აძლევდა თავი აერიდებინათ აშშ-ში გადასახადების გადახდისგან.

ბოლო სიახლეები