ორშაბათი, ივლისი 7, 2025

ისტორიაში პირველად, გენური თერაპიით 24 წლის ბიჭს სმენა აღუდგინეს

შვედეთის კაროლინსკის უნივერსიტეტისა და ჩინური სამედიცინო ცენტრების კოლაბორაციის ფარგლებში ახალი კვლევა ჩატარდა, რომელსაც ძალიან საინტერესო შედეგები ჰქონდა. გაირკვა, რომ გენურ თერაპიას არამარტო ბავშვებში, არამედ თინეიჯერებსა და ზრდასრულებშიც შეუძლია გენეტიკურად თანდაყოლილი სმენის დაქვეითების განკურნება.

კვლევას დოქტორი მაოლი დუანი ხელმძღვანელობდა და მისი თქმით, ეს არის რევოლუციური მეთოდი, რომელიც უამრავი ბავშვისა და ახლა უკვე ზრდასრულის ცხოვრებასაც შეცვლის.

კვლევა მთავარ აქცენტს იშვიათი ტიპის თანდაყოლილ სმენით დაქვეითებაზე აკეთებდა, რომელსაც OTOF-ის სახელით ცნობილი გენის მუტაცია იწვევს. ეს გენი ცილა ოტოფერლინისგამოყოფას უზრუნველყოფს, რაც ყურიდან ტვინამდე ნეირონული კავშირის დამყარებისთვის აუცილებელია. ამ ცილის გარეშე ადამიანებს სმენა უბრალოდ არ გვექნებოდა.

ჯანმრთელი OTOF გენის მისაწოდებლად, მკვლევრებმა სინთეზური ადენო-ასოცირებული ვირუსი გამოიყენეს. ეს ვირუსი მემბრანის გავლით შიდა ყურის ძირითად ნაწილში შეიყვანეს და მიღებული ეფექტი თითქმის მყისიერი იყო. პაციენტების უმეტესობამ სმენის აღდგენის ნიშნები დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გამოავლინა.

ექვსი თვის პერიოდში, კვლევაში მონაწილე ათივე პაციენტს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მდგომარეობა. ხმის საშუალო დონე, რომელზეც მათ ბგერის გარჩევა შეეძლოთ, 106 დეციბელიდან 52-მდე შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ სმენის დაქვეითება პრაქტიკულად გაქრა.

კვლევის მონაწილეთა ასაკი 1-დან 24 წლამდე მერყეობდა და მათ ხუთ სხვადასხვა საავადმყოფოში მკურნალობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებში წარმატებული შედეგები წინა კვლევებშიც დაფიქსირდა, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამ თერაპიით მოზრდილებმაც ისარგებლეს.

დუანმა აღნიშნა, რომ ყველაზე საყურადღებო შედეგები ხუთიდან რვა წლამდე ასაკის ბავშვებში შეინიშნებოდა. შვიდი წლის გოგონამ თითქმის სრულად აღიდგინა სმენა და ოთხ თვეში დედასთან უკვე ყოველდღიურად საუბრობდა. დუანის თქმით, გოგონამ დედას უთხრა, რომ თერაპიის შემდეგ წვიმის ხმა ცხოვრებაში პირველად გაიგონა.

იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი მკვლევარი ამ ფაქტს შეუძლებლად მიიჩნევდა, მკვეთრი გაუმჯობესება უფრო მოზრდილ მონაწილეებშიც დაფიქსირდა.

თერაპია ყველა მონაწილემ კარგად გადაიტანა და მას რაიმე სერიოზული გვერდითი ეფექტი არ მოჰყოლია. ერთადერთი მსუბუქი რეაქცია ნეიტროფილების დროებითი შემცირება იყო.

დუანი და მისი გუნდი პაციენტებზე დაკვირვების გაგრძელებას აპირებენ, რათა თერაპიის გრძელვადიან პერსპექტივაში შეფასება შეძლონ. მიუხედავად იმისა, რომ OTOF-თან დაკავშირებული სმენის დაქვეითების თერაპია ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია, ამ კვლევის დამსახურებით, უახლოეს მომავალში მის კლინიკურ გამოყენებასაც უნდა ველოდოთ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„კაპიტანი ამერიკა“ ლისაბონში – „სპორტინგმა“ გიორგი ქოჩორაშვილი წარადგინა

გიორგი ქოჩორაშვილი პორტუგალიის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბს, ლისაბონის „სპორტინგს“ შეუერთდა. ის გუნდმა დღეს წარადგინა.„ტრანსფერი დასრულებულია, გიორგი ქოჩორაშვილი ჩვენი მოთამაშეა – „კაპიტანი ამერიკა“ ჩამოვიდა. 26 წლის ქართველმა ნახევარმცველმა კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა.ქოჩორაშვილთან, რომელიც ეროვნული ნაკრების ფორმით 2023 წლიდან თამაშობს, ლისაბონის კლუბმა 2030 წლამდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა, რომლის გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევროა.გიორგი ქოჩორაშვილი გუნდს „ლევანტედან“ შეუერთდა, რომელთანაც 2024/2025 წლების სეზონში ესპანეთის მეორე დივიზიონის ტიტული მოიგო. ესპანეთში, სადაც 2017 წელს ჩავიდა, თამაშობდა „ჟირონაში“, „პერალადაში“ და „კასტელონში“ – წერია კლუბის ოფიციალურ გვერდზე.

Opta-მ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა-ვინ მოიგებს საკლუბო მსოფლიოს

ცნობილმა სტატისტიკურმა პორტალმა, OPTA-მ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/4 ფინალების შემდეგ განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა, რომელშიც ტურნირის ჩემპიონობის შანსებია მოცემული.OPTA-ს სუპერკომპიუტერის გამოთვლებით, მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების ყველაზე დიდი შანსი ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“ აქვს. პარიზული გუნდის შანსები 39.33%-ით არის შეფასებული. პსჟ-ს შემდეგ, მეორე ადგილზე ლონდონის „ჩელსია“ (33.27%)...

სამწუხაროდ, აღმოჩნდა ერთ-ერთი მსხვერპლი…“ – სალი წვერავა გიორგი ჯობავაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გიორგი ჯობავა ამაზონის ჯუნგლებიდან საქართველოში 7 ივლისს დაბრუნდება, - ინფორმაციას ამის შესახებ მისი მეუღლე, სალი წვერავა ავრცელებს.„ყველას უდიდესი მადლობა, ვინც გამოხატეთ მხარდაჭერა და ძალიან სამწუხაროა, როცა ასეთ დროს, ადამიანს არ შეუძლია ერთი კეთილი სიტყვის თქმა! ვინც არ დაინანეთ კეთილი სურვილები, ათასმაგად დაგიბრუნდეთ ყველაფერი. მადლობა ყველას, კიდევ ერთხელ... ყველაფერი იქნება კარგად“, - წერს სალი წვერავა.როგორ აღმოჩნდა კლინიკაში და ვინ ეხმარება მას ახლა - ამის შესახებ სალი დეტალურად საუბრობს.ვრცლად ↓

„ძალიან ფრთხილად იყავით, სანამ შეიძენთ…“ – გოგა მანია საზოგადოებას აფრთხილებს

ეზოტერიკოსი გოგა მანია პოპულარულ სათამაშოს, „ლაბუბუს“ შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს.„ნებისმიერი სათამაშო, მანქანა, ნებისმიერი დეტალი ჩვენს ენერგიაზე და დროზეა მორგებული. დემონური ენერგიები მარტივად სახლდებიან ადამიანების სხეულებში, ცხოველებში, თოჯინებშიც... „ლაბუბუ“ არც ცხოველია, არც ადამიანი, ძალიან განსხვავებული ფორმები აქვს.ეს სწორ დროს არის ხალხისთვის შემოგდებული. ჭკვიან ადამიანებს უნდოდათ ენერგეტიკულად რამის გაკეთება...რა შეუძლია, „ლაბუბუმ“ ადამიანის ენერგიაზე მოიტანოს - „ლაბუბუს“ ისეთი პორტალი აქვს, რომ მასში მარტივად სახლდება დემონური ენერგია. თუ თქვენ ენერგეტიკული დაზიანებები გაქვთ, მთელი ეს ნეგატივი გროვდება „ლაბუბუში“. ლაბუბუ დემონური ენერგიების სახლია,“ - ამბობს ეზოტერიკოსი.ვრცლად ↓

საქართველოს ნაკრებმა 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.იტალიაში დასრულებულ კონტინენტის პირველობაზე ბელდუხ გავაშელიშვილის შეგირდებმა სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, გუნდურ ჩათვლაში კი 164 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს.ჩემპიონები დავით ჭეჭელაშვილი (79კგ), დაჩი პაპინაშვილი (86კგ) და კონსტანტინე პეტრიაშვილი (97კგ) გახდნენ.ვერცხლი ნიკა ზანგალაძის (57კგ) ანგარიშზეა.ბრინჯაოს მედლებს საბა ღამბაშიძე (61კგ), გოგა ოთინაშვილი (70კგ) და ალექსანდრე აბრამიშვილი (125კგ) დაეუფლნენ.შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ დასრულებულ 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროსა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები ალექსანდრე რუსიტაშვილი, ანრი ფუტკარაძე და ლუკა ქოჩალიძე გახდნენ. ბრინჯაოს მედლები კი ვახტანგ ლოლუამ, ანრი ხოზრევანიძემ, კობა ქარუმიძემ და საბა ფურცელაძემ მოიპოვეს.საქართელოს ნაკრებმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სამი ოქროსა და ოთხი ბრინჯაოს მედლით კონტინენტის პირველობაზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

ბოლო სიახლეები