სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024

ისრაელსა და „ჰესბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდება

ისრაელსა და „ჰესბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდება. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტი შეთანხმების დასამტკიცებლად 26 ნოემბერს შეიკრიბება. შეთანხმების ტექსტი დღეს დასრულდა.

ისრაელის მედია ასევე წერს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიბანში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. გავრცელებული ცნობით, ისრაელის არმიამ ნეთანიაჰუს უთხრა, რომ არმიამ მიაღწია დასახულ მიზნებს, საზღვრის გასწვრივ „ჰესბოლას“ ინფრასტრუქტურის განადგურებას და ჩრდილოეთ ისრაელში შეტევის შესაძლებლობის აღმოფხვრას, ასევე „ჰესბოლას“ სარაკეტო არსენალის მკვეთრად შემცირებით.

პარალელურად, ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ლიბანში დაიბომბა 25 სამიზნე ობიექტი, რომელსაც „ჰესბოლას“ წევრები იყენებდნენ. ისრაელის არმიის სამიზნე გახდა ლიბანის დედაქალაქი ბეირუთი. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიბანის ქალაქ ტვიროსში ისრაელის დაბომბვას 12 ადამიანი ემსხვერპლა.

პარალელურად, ლიბანიდან „ჰესბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 340 რაკეტა გაუშვა, რაც არის ყველაზე დიდი თავდასხმა ომის დაწყების შემდეგ. სარაკეტო შეტევის შედეგად ისრაელში 11 ადამიანი დაშავდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვიქტორ სანიკიძე და მაიკო ბიწაძე შვილის ნათლობის კადრებს გვიზიარებენ

ყოფილმა კალათბურთელმა, ეროვნული ნაკრების წევრმა და პოლიტიკოსმა, ვიქტორ სანიკიძემ შვილი მონათლა. ფოტოებს ნათლობიდან მისი მეუღლე, მაიკო ბიწაძე აქვეყნებს:

VIDEO: არანაირ სიურპრიზებს და სიახლეებს არ ველოდები, ბიძინა ივანიშვილის სიტყვა მიტინგზე, რა ალგორითმიც მან აღწერა, ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა და დარწმუნებული ვიყავი მე, რომ...

„არანაირ სიურპრიზებს და სიახლეებს არ ველოდები, ბიძინა ივანიშვილის სიტყვა მიტინგზე, რა ალგორითმიც მან აღწერა, ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა და დარწმუნებული ვიყავი მე, რომ ყველაფერი ასე იქნებოდა...“ - ამის შესახებ ფილოსოფოსმა, ზაზა შათირიშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.  

ხათუნა ლაგაზიძე ოპოზიციაზე: როცა საკუთარი ამომრჩევლის ხმების დაცვას ვერ ახერხებენ და ერთად ვერ დადგნენ, რომელი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე მელაპარაკებოდნენ ესენი

არ გაბედოთ და ხალხს არ უსაყვედუროთ ქუჩაში რატომ არ გამოვიდაო. იცით რატომ არ გამოვიდა? საკუთარი ამომრჩევლის გონიერებაში და ნიჭიერებაში რომ ეპარებათ ეჭვი იმიტომ- ამის შესახებ „აირჩიე ევროპის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ხათუნა ლაგაზიძემ „დღის ამბებში“ განაცხადა და ოთხ ოპოზიციურ პარტიას მიმართავს. „ამ დროს, ელემენტარული თვლა მაინც იცის ამ ამომრჩეველმა და ძალიან კარგად თვლის იმას, რომ ოთხივე პარტიის შეთანხმებული მოქმედების გარეშე, მათი ხმების გარეშე ვერ შედგებოდა კოალიციური მთავრობა. და დღეს, როცა ეს პარტიები ერთი კადრი მაჩვენეთ ერთად დგომის, როცა იმას ვერ ახერხებენ, რომ საკუთარი ამომრჩევლის ნება და ხმები დაიცვან ამ ერთი თვის მანძილზე და ერთად ვერ დადგნენ, რომელი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე მელაპარაკებოდნენ ესენი, ამიტომაც არ გამოვიდა ამომრჩეველი. სხვა თუ არაფერი, თვლა ხომ ვიცით და ელემენტარულად დათვალა ამომრჩეველმა, რომ ეს ხალხი კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის მზად არ ყოფილა იმიტომ, რომ მათი ხმების დასაცავად ვერ დადგა და არ დადგა გარეთ. თუ ასე არ ენდობოდნენ ერთმანეთს, მაშინ ვის აყრიდით თვალებში ნაცარს და რომელი კოალიციური მთავრობის ფორმირებას აპირებდით და რის და ვის ხარჯზე აპირებდით“-განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს მნიშვნელოვან ნაბიჯს უწოდებს და ევროპას მოუწოდებს, მიიღონ მსგავსი ზომები

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს მნიშვნელოვან ნაბიჯს უწოდებს და ევროპას მოუწოდებს, მიიღონ მსგავსი ზომები. ზელენსკის განცხადებით, აუცილებელია, დაუყოვნებლივი და მკაცრი პასუხი რუსეთის სამხედრო მოქმედებებზე. „რუსეთს აუცილებლად ვუპასუხებთ ყველაფერზე, რაც მან გააკეთა. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დარტყმები არ დარჩეთ შესაბამისი პასუხის გარეშე. რუსული ტერორის ნორმალიზების მცირედი ეჭვიც არ უნდა არსებობდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ეკონომიკური სანქციები პირდაპირ გავლენას ახდენს რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებზე. ცნობისთვის, ბრიტანეთმა დააწესა სანქციები რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ, რომელიც 30 ხომალდს მოიცავს.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 57 კმ-ში, ქალაქ დმანისიდან 13 კილომეტრში, სოფელ სოღუთლოში იყო. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.

ბოლო სიახლეები