ორშაბათი, ივნისი 16, 2025

ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტის განსახილველად, 17 ივნისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენცია გაიმართება

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელის, კაია კალასის მოთხოვნით, ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით 17 ივნისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენცია გაიმართება. ამის შესახებ ევროკავშირის პრესსპიკერმა განაცხადა.

„ახლო აღმოსავლეთის სიტუაციის სიმძიმის გათვალისწინებით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა მოიწვია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოშეხვედრა სამშაბათს“, – განაცხადა პრესსპიკერმა.

შეხვედრაზე განხილული იქნება ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირება და შემდგომი ნაბიჯები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანმა ისრაელის ორ ტელეარხს ევაკუაციისკენ მოუწოდა

ირანმა ისრაელის ორ ტელეარხს ევაკუაციისკენ მოუწოდა, – ამის შესახებ „თაიმს ოფ ისრაელი“ წერს.ირანმა ისრაელის ტელეარხებს ევაკუაციისკენ მოუწოდა მას შემდეგ, რაც ისრაელმა ირანის სახელმწიფო მაუწყებლის შენობაზე შეტევა განახორციელა.„ირანმა ისრაელის N12 და N14 ტელეარხებისთვის ევაკუაციის გაფრთხილება გასცა. ეს ბრძანება ირანის სახელმწიფო მაუწყებლის წინააღმდეგ მტრულ თავდასხმაზე პასუხია“, – განაცხადეს ირანის სახელმწიფო ტელევიზიაში, რომელსაც ისრაელის მედია ციტირებს.

მამუკა ხაზარაძე – მზად ვართ კომპრომისისთვის ერთიანი პლატფორმის შესაქმნელად, თუ საჭიროა, ახალი ნომრით, საერთო სიით, ძლიერი კანდიდატით, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება ერთხმად გადაწყვეტს

საჭიროა, შეიქმნას დამოუკიდებელი პლატფორმა/შტაბი იმ საპროტესტო თბილისისგან, რომელშიც გაერთიანდება ყველა საპროტესო ხმა. თბილისის სამოქალაქო შტაბმა უნდა უზრუნველყოს დამოუკიდებელი კანდიდატების შერჩევა. დაე, საპროტესტო თბილისმა არჩევნებამდე განსაზღვროს, ვის ჩააბარებს ქალაქს, – ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.ხაზარაძის თქმით, მისი პოლიტიკური გუნდი მზად არის ყველანაირი კომპრომისისთვის ახალი ერთიანი პლატფორმის შესაქმნელად.„ქვეყნის გათავისუფლება და დეოკუპაცია რუსული ხელისუფლებისგან უნდა დაიწყოს თბილისიდან! ეს უნდა იყოს ზეპარტიული, თავდადებული ბრძოლა ქვეყნის გასათავისუფლებლად!თბილისი ყოველთვის იყო ქვეყანაში ყველა ცვლილებისა და განვითარების ავანგარდში, ასე იყო ისტორიულად – ასე უნდა გავაკეთოთ ახლაც!დიახ, რუსული რეჟიმისგან ქვეყნის დეოკუპაცია თბილისიდან უნდა დაიწყოს! ამისათვის საჭიროა, შეიქმნას დამოუკიდებელი პლატფორმა/შტაბი, იმ საპროტესტო თბილისისგან, რომელშიც გაერთიანდება ყველა საპროტესო ხმა, ვისაც აღარ უნდა რუსულ რეჟიმში ცხოვრება, რომელიც  უკვე 200 დღეა, ქუჩაში დგას და იბრძვის!თბილისი უნდა გახდეს პოლიტიკური წინააღმდეგობისა და ბრძოლის მთავარი პლაცდარმი, მაგალითი ისტორიული ბრძოლისა, სადაც ყველა ჩვენი თანამოქალაქე აჩვენებს, რომ სწორედ იმ ბრძოლას მოვიგებთ, სადაც ვიცით, რომ ბიძინა გაყალბებას გეგმავს – შეგვიძლია მოვიგოთ იმიტომ, რომ რეალურად ჩვენ უფრო ბევრნი ვართ და ვიბრძოლებთ ყველა უბანზე თითოეული ხმისთვის.მით უმეტეს, ყველას გვახსოვს, რომ თბილისში მასიური გაყალბების პირობებში, 2024 წელს ოპოზიციურმა ხმამ გაიმარჯვა და დედაქალაქში არჩევნები მოგებული გვაქვს.არ შეიძლება, ამ გამარჯვების ბრძოლის გარეშე დათმობა –  ეს იქნება დიდი, უპატიებელი შეცდომა!დღეს, ვისაც ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება გვინდა, ამ ბრძოლაშიც უნდა ჩავერთოთ, ქუჩის პროტესტის პარალელურად. ოკუპაციასთან ბრძოლა ყველგან უნდა გავმართოთ!თბილისის სამოქალაქო შტაბმა უნდა უზრუნველყოს დამოუკიდებელი კანდიდატების შერჩევა. დაე, საპროტესტო თბილისმა არჩევნებამდე განსაზღვროს, ვის ჩააბარებს ქალაქს. დარწმუნებული ვარ, „პროტესტი“ და ქალაქი მოძებნის 50 დამოუკიდებელ მებრძოლს, პროფესიონალს, პატიოსან მოქალაქეს, რომელიც არასდროს შეეგუება ოკუპაციას და ღირსეულად იბრძოლებს თბილისის ყველა სხვა გამოწვევისთვისაც.ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა იყოს ზეპარტიული! ამ კანდიდატებს პარტიები უნდა დაუდგნენ გვერდით, თავიანთი სრული ინფრასტრუქტურით და რესურსებით. ეს უნდა იყოს საყოველთაო სამოქალაქო პროტესტი!მზად ვართ ყველა კომპრომისისთვის ერთიანი ახალი პლატფორმის შესაქმნელად, თუ საჭიროა ახალი ნომრით, საერთო სიით და ერთიანი ძლიერი კანდიდატით, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება ერთხმად გადაწყვეტს, რათა თბილისში ხელისუფლება საპროტესტო საზოგადოების მაღალი ნდობით აღჭურვილ, თავისუფალ ადამიანებს ჩავაბაროთ.მე და ჩემი თანაპარტიელები არ ვაპირებთ, ვიბრძოლოთ მანდატებისთვის. ჩვენ ვიბრძვით საქართველოს დეოკუპაციისთვის, რასაც რუსული რეჟიმისგან დედაქალაქის გათავისუფლებით დავიწყებთ და ეს ტალღა მთელ საქართველოს მოიცავს!ეს არ არის ბრძოლა საკრებულოს მანდატებისთვის – ეს ბრძოლაა საქართველოს დეოკუპაციისთვის!  ეს უნდა იყოს სახალხო ბრძოლა თბილისისთვის!ვიცი, ბევრნი ვართ, ვინც რუსულ რეჟიმს არ ეგუება! ამიტომ ბევრნი გამოვიდეთ და ყველა შესაძლო უსამართლობასა თუ გაყალბებას ადგილზე გავცეთ პასუხი და ჩავშალოთ გაყალბების ყველა მცდელობა, თუ საჭიროა- არჩევნებიც!ტოტალური გაყალბების მიუხედავად, ჩვენ 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობით მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ ივანიშვილის რეალური სახე, მივაღწიეთ მისი მთავრობის საერთაშორისო არაღიარებას, ვაქციეთ არალეგიტიმურად და ქმედუუნაროდ, დავტოვეთ საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე.იგივე ბრძოლა უნდა გავიაროთ და არაღიარებული და ქმედუუნარო დავტოვოთ ახლა უკვე ქალაქების, სოფლებისა და მუნიციპალიტეტების დონეზე! ამისთვის ბრძოლა ღირს!ამავე დროს მთავარი მოთხოვნა – ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება უცვლელად მთავარ მოთხოვნად რჩება! ბრძოლა ბოლომდე – ყველა ფრონტზე!“ – წერს მამუკა ხაზარაძე.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ყოველი დანაშაულით ისრაელი თანდათან საფრთხეს უქმნის საკუთარ არსებობას და ერის მომავალს

კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ყოველი დანაშაულით ისრაელი თანდათან საფრთხეს უქმნის საკუთარ არსებობას და ერის მომავალს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი ისრაელ-ირანის კონფლიქტის შესაჩერებლად ინტენსიურ დიპლომატიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, როგორც პირადად, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მეშვეობით.„ჩვენ ნათლად ავუხსენით ჩვენს ყველა თანამოსაუბრეს, რომ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც აუცილებელია, მათ შორის, ხელშეწყობის კუთხით. ისრაელი, რომელიც ირანს ესხმის თავს დასავლეთის შეუზღუდავი მხარდაჭერით, ანადგურებს ღაზას და ყველა ქვეყანას აშინებს რეგიონში, სინამდვილეში არ იცის რას აკეთებს. შესაძლოა, მომავალში გააცნობიეროს თავისი შეცდომა, მაგრამ ვშიშობთ, რომ მაშინ უკვე გვიან იქნება.სინამდვილეში, პალესტინელი ხალხისა და მათი მიწებზე თავდასხმა არ არის ინციდენტი, რომელიც შემოიფარგლება მხოლოდ იქ მყოფი რამდენიმე მილიონი ადამიანით. ანალოგიურად, ირანულ მიწებსა და ხალხის თავდასხმა არ არის საქმე, რომელიც ეხება მხოლოდ ირანის სახელმწიფოს. ჩაგვრის ყოველი აქტით, სისხლის ყოველი დაღვრილი წვეთითა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ყოველი დანაშაულით, ისრაელი თანდათან საფრთხეს უქმნის საკუთარ არსებობას და ერის მომავალს“, – განაცხადა ერდოღანმა.ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აუცილებელია.„ყოველდღე უფრო ნათელი ხდება, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმას რეალურად აქვს ძალიან ყოვლისმომცველი და მზაკვრული მიზნები. ჩვენ თავიდანვე ვამტკიცებდით, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე დისკუსია მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა წარიმართოს. ჩვენ დღესაც იმავე პოზიციაზე ვართ“, – განაცხადა ერდოღანმა.

ირანი ისრაელის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური და ინტენსიური სარაკეტო შეტევისთვის“ ემზადება – ირანის სახელმწიფო მედია

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანი ისრაელის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური და ინტენსიური სარაკეტო შეტევისთვის“ ემზადება.ბოლო დღეებში მხარეებს შორის ინტენსიური თავდასხმები მიმდინარეობს. ირანი აცხადებს, რომ ისრაელის აგრესიის შედეგად დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, მეცნიერები და სამხედრო ლიდერები, რაზეც პროპორციული პასუხით იმუქრება.თავის მხრივ, ისრაელიც აქტიურად აგრძელებს საპასუხო დარტყმებს ირანის სამხედრო და ბირთვულ ობიექტებზე.ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ირანი არ ცდილობს ისრაელთან ომის წრის გაფართოებას, თუმცა ნებისმიერ თავდასხმაზე პროპორციულ რეაგირებას მოახდენს.

კახი კახიშვილი – პრემიერის ინფორმირებულობის მიზნით, ოფიციალური კორესპონდენცია ჩორჩანასთან 2019 წელს საგუშაგოს აღმართვაზე მთავრობის ადმინისტრაციაში არცერთი უწყებიდან არ შემოსულა

პრემიერის ინფორმირებულობის მიზნით, ოფიციალური კორესპონდენცია ჩორჩანასთან 2019 წელს საგუშაგოს აღმართვის თაობაზე მთავრობის ადმინისტრაციაში არცერთი უწყებიდან არ შემოსულა, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, კახი კახიშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, მთავრობის წევრებისა და პრემიერ-მინისტრისთვის ჩორჩანაში 2019 წელს საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაზიარებული არ ყოფილა.„ოფიციალური კორესპონდენცია ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინფორმირებულობის მიზნით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში არცერთი უწყებიდან არ შემოსულა. არც თათბირზე, არც მთავრობის სხდომის ფორმატში ინფორმაცია მთავრობის წევრებისა და მთავრობის მეთაურისთვის არ ყოფილა. შესაბამისად, მე, მაგალითად, არ მივიღებდი გადაწყვეტილებას. მეტსაც გეტყვით, გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაციის ფორმატში მივმართავდი უსაფრთხოების საბჭოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს. თუ უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში არა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩავაყენებდი საქმის კურსში; შერიგების მინისტრს ჩავაყენებდი საქმის კურსში. ბუნებრივია, სუს-ი ისედაც უნდა ყოფილიყო საქმის კურსში, რადგან მას ევალება, კანონით, კოორდინაცია. უკვე პრემიერ-მინისტრთან შეჯერებული გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობებდი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და მერე მივიღებდი გადაწყვეტილებას. ეს არ არის საგუშაგო, როგორც ადრე „ტეკები“ იდგა. ეს არის ძალიან ფეთქებად ტერიტორიაზე საგუშაგოს აღმართვის გადაწყვეტილება“, – აღნიშნა კახიშვილმა.

ბოლო სიახლეები