ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025

ისრაელმა ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებს დაარტყა

ისრაელმა ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებს დაარტყა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი ეფი დეფრინი ავრცელებს.

„ჩვენ სიღრმისეული დარტყმები მივაყენეთ და დავაზიანეთ ირანის ბირთვული, ბალისტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის შესაძლებლობები“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.

ამასთან, როგორც ეფი დეფრინიმ განაცხადა, ისრაელს „მრავალ ფრონტზე ემუქრება საფრთხე“.

„მიუხედავად იმისა, რომ ვმუშაობთ ირანიდან მომდინარე საფრთხეების აღმოსაფხვრელად, ჩვენ კვლავ ვიბრძვით მათ მარიონეტთან,  „ჰამასთან“ ღაზაში“, – აღნიშნა დეფრინიმ.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის თქმით, „ჰამასს“ კვლავ 53 ტყვე ჰყავს „სასტიკ პირობებში“.

„ჩვენ არ დავისვენებთ, ვიდრე ისინი სახლში არ დაბრუნდებიან“, – აღნიშნა ეფი დეფრინიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – ეს ქალაქი ყველასია, ავტომობილის მძღოლის თუ ფეხით მოსიარულის, ამისთვის წლების შემდეგ მომავალი თაობა გვეტყვის მადლობას

თბილისის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული პროექტები წარუდგინა.შემაჯამებელ ღონისძიებაზე კახა კალაძემ ისაუბრა ავარიული სახლების ჩანაცვლების ინოვაციურ პროგრამაზე, რომელიც 2022 წლიდან ამოქმედდა.„დედაქალაქში ბევრი ავარიული შენობა-ნაგებობაა. ჩატარებული მოკვლევის მიხედვით, 10 000-მდე ასეთი საცხოვრებელი კორპუსია, რომელსაც სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული. ეს პროგრამა გვაძლევს საშუალებას, ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ ავარიული სახლები“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, ურბანული განვითარების პოლიტიკის მეორე მიმართულება დაუმთავრებელი მშენებლობებია. მხარდამჭერი ღონისძიებების ფარგლებში კი, 12 000 ოჯახი დაკმაყოფილდა.„მეორე მიმართულებაა დაუმთავრებელი მშენებლობები. ამ მიმართულებით მუშაობა როდესაც დავიწყეთ, 12 000-მდე ოჯახი დაფიქსირდა ანალოგიური პრობლემის მქონე. ესენი იყვნენ სამშენებლო კომპანია „სვეტის“, „ოლიმპიური ვარსკვლავის“, „ცენტ პოინტისა“ და ა.შ. მიერ დაზარალებულები. ჩვენ ხელი მოვკიდეთ ამ პრობლემას და 12 000 ოჯახი გავაბედნიერეთ. ბევრს გადაეცა საცხოვრებელი სახლები, ნაწილი სამშენებლო ეტაპზეა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.გარდა ამისა, თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟსა და მათ ნაცვლად, რეკრეაციული სივრცეების მოწყობაზეც.„ალბათ ყველას შეგვხვედრია ჩვენს უბნებში უსახური ავტოფარეხები, რომლებიც 90-იანი წლების გადმონაშთია. დავიწყეთ ძალიან კარგი პროგრამა – მოსახლეობის ჩართულობით, მსგავსი ავტოფარეხების აღება. ამაში მოსახლეობა არცერთ თეთრს არ იხდის და ყველაფერს მუნიციპალიტეტი იღებს თავის თავზე. ჩვენ ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ და უსახური ავტოფარეხების ნაცვლად, სტადიონები, რეკრეაციული სივრცეები, სკვერები მოვაწყვეთ. წინა ხელისუფლების დროს სპორტულ მოედნებს, პარკებს ასხვისებდნენ იმისთვის, რომ იქ მშენებლობები დაწყებულიყო. ცხადია, ჩვენ მშენებლობების წინააღმდეგი არ ვართ და ქალაქის სწორი ურბანული განვითარება პრინციპულად მნიშვნელოვანია, თუმცა, რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე ამას არ დავუშვებთ. დღეს, სამწუხაროდ, ძალიან ძვირი გვიჯდება მსგავსი სივრცეების გამოსყიდვა, რომელსაც შემდეგ თბილისს და თბილისელებს ვუბრუნებთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.კახა კალაძემ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაზეც ისაუბრა, რომელიც დედაქალაქში ბოლო წლების განმავლობაში დაინერგა.„მნიშვნელოვანია, რომ ყველა უბანში იყოს საათობრივი პარკირება. განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს, რომ საცხოვრებელ კორპუსთან გააჩერონ ავტომობილი. იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, რომლებიც არეგისტრირებენ თავიან ავტომობილებს, რა თქმა უნდა, პარკინგი უფასოა“, – განაცხადა კახა კალაძემ.ელექტროდამტენებზე საუბრისას თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან არის ხელშეწყობა, რომ რაც შეიძლება მეტი ელექტრომობილი შემოვიდეს დედაქალაქში.„ჩვენ ვახალისებთ ელექტრომობილებს დედაქალაქში და გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ელექტრომობილი შემოვიდეს. ხელისუფლების გადაწყვეტილების თანახმად, განბაჟების გადასახადი ელექტრომობილებზე ნულია და პარკირებაც ქალაქში არის უფასო. არის კონკრეტული 100 ლოკაცია, სადაც უფასოა ელექტრომობილების დამუხტვა“, – განაცხადა თბილისის მერმა.თბილისის ტაქსების რეფორმაზე საუბრისას მერმა აღნიშნა, რომ სამი ეტაპი უკვე განხორციელდა და ამ მიმართულებით მუშაობა კვლავაც გრძელდება. შესაბამისად, საზოგადოება იქნება დეტალურად ინფორმირებული.„მულტიმოდალური ქუჩებისადმი თავიდან სკეპტიკური დამოკიდებულება იყო. პირველი კითხვა, რაც როგორც დედაქალაქის მერს დამისვეს, ეს იყო ამ გადაწყვეტილებებში ხომ არ იქნებოდა პოლიტიკური მდგენელი გათვალისწინებული. ასეთი სიახლისადმი ყოველთვის ჩნდებიან უკმაყოფილო ადამიანები და პოლიტიკოსები ყოველთვის ყოყმანობენ პროექტის ბოლომდე მიყვანაზე. ჩემი პასუხი იყო: თუ ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, სწორ პოზიციას დავიჭერდით და ეს ასეც მოხდა. ეს ქალაქი ყველასია, იქნება ეს ავტომობილის მქონე თუ ქვეითი. ამისთვის წლების შემდეგ მომავალი თაობა გვეტყვის მადლობას“, – აღნიშნა თბილისის მერმა.საუბრის დასასრულს კახა კალაძემ თბილისის ყოფილ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი კობახიძე – დღეს გვაქვს იმაზე მეტი რეიტინგი, ვიდრე საპარლამენტო არჩევნების წინ, საპარლამენტო არჩევნებში თუ ავიღეთ 54%, ჩვენ შეგვიძლია, ავიღოთ ამაზე მეტი, ოპოზიცია აბსოლუტურად...

დღეს გვაქვს იმაზე მეტი რეიტინგი, ვიდრე გვქონდა საპარლამენტო არჩევნების წინ. საპარლამენტო არჩევნებში თუ ავიღეთ 54%, ჩვენ შეგვიძლია, ავიღოთ ამაზე მეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.პრემიერის თქმით, „ქართული ოცნება“ მოიგებს 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს.„რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, ჩვენ დღეს გვაქვს იმაზე მეტი რეიტინგი, ვიდრე გვქონდა საპარლამენტო არჩევნების წინ. საპარლამენტო არჩევნებში თუ ავიღეთ 54%, ჩვენ შეგვიძლია, ავიღოთ ამაზე მეტი. ასეთ ვითარებაში ოპოზიცია არის აბსოლუტურად განწირული. ჩვენ მოვიგებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს. ასეთ ვითარებაში აღარ იციან, რა ქნან. თან ენანებათ ის 2-3 მანდატი, რომელიც შეუძლიათ, მიიღონ საკრებულოებში. თან მეორე მხრივ, ხედავენ, რომ აბსოლუტურად განწირული არიან მარცხისთვის. ამასთან არის დაკავშირებული ის შიდა ბრძოლები, რომლებსაც ვხედავთ ოპოზიციაში. რაც კარგია და მთავარია, ოპოზიცია არის აბსოლუტურად დაშლილი და მოშლილი“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თანამშრომლობისთვის ვართ აბსოლუტურად ღია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს

საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თანამშრომლობისთვის ვართ აბსოლუტურად ღია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.პრემიერის თქმით,  ამ კუთხით იყო გარკვეული მანკიერი პრაქტიკა, მათ შორის, ექსტრემიზმის დაფინანსების კუთხით და ასეთი ფაქტები ხელს უშლის ჯანსაღი პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას.„რაც შეეხება თანამშრომლობას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ამისათვის, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს. ამ კუთხით იყო გარკვეული მანკიერი პრაქტიკა, მათ შორის, ექსტრემიზმის დაფინანსების მანკიერი პრაქტიკა ჩვენს ქვეყანაში. ასეთი ფაქტები ხელს უშლის ჯანსაღი პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას. ბოლო პერიოდში იყო იმის მცდელობაც, რომ რამდენიმე  ორგანიზაცია დაფინანსებულიყო, ეს არის რადიკალურ ოპოზიციასთან პირდაპირ დაკავშირებული ორგანიზაციები. იგივე „ტაბულა“, იგივე „მომავლის აკადემია“, რომელიც არის ფრანკლინის კლუბის გაგრძელება“, – განაცხადა პრემიერმა.

მარია ზახაროვა – ახლო აღმოსავლეთში ბირთვული საფრთხე ჰიპოთეტური არ არის – დარტყმები ხორციელდება მშვიდობიან ბირთვულ ობიექტებზე

ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტი არა მხოლოდ ესკალაციას იწვევს, არამედ საფრთხეს უქმნის რეგიონსა და მსოფლიოს, რადგან დარტყმები ბირთვულ ობიექტებზე ხორციელდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.„ეს ყველაფერი (ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტი) არა მხოლოდ ესკალაციამდე მიდის, არამედ პირდაპირ საფრთხეს უქმნის რეგიონსა და მსოფლიოს იმის გამო, რომ დარტყმები ხორციელდება მშვიდობიან ატომურ თუ ბირთვულ ობიექტებზე“, - აღნიშნა ზახაროვამ.მისი მტკიცებით, ირანს აქვს და ექნება ბირთვული ობიექტების ფლობის უფლება და მათზე დარტყმები გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს და ამ კონფლიქტში ბირთვულ საფრთხეს რეალური მნიშვნელობა აქვს.„ამ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ბირთვულ საფრთხეზე, რომელსაც არა ჰიპოთეტური, არამედ პრაქტიკული განზომილება აქვს“, - ხაზგასმით აღნიშნა ზახაროვამ

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 25 მოქალაქე გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 25 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.უწყების ცნობით, საქართველოდან გაძევებულ იქნა სომხეთის, უზბეკეთის, ირანის, ნიგერიის, ტაჯიკეთის, ჩინეთის, თურქმენეთის, რუსეთის, ინდოეთის, ალჟირის, ეგვიპტის, თურქეთის, პაკისტანის და ბანგლადეშის, ჯამში, 25 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები