ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანის წინააღმდეგ „ოპერაციის შემდეგ ფაზაზე გადადიან“.
IDF-ის შტაბის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ ეიალ ზამირის თქმით, ეს „რეჟიმს და მის სამხედრო შესაძლებლობებს კიდევ უფრო დაანგრევს“, რადგან აშშ და ისრაელი ერთობლივი ოპერაციით ირანზე ზეწოლის გაზრდასა და მის კიდევ უფრო დასუსტებას ცდილობენ.
ზამირის თქმით, ისრაელი ირანს ექვსი დღის განმავლობაში „შეუჩერებლად“ ურტყამს და ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
„მოულოდნელი დარტყმის ფაზის დასრულების შემდეგ, რომლის დროსაც ჩვენ დავამყარეთ საჰაერო უპირატესობა და ჩავახშეთ ბალისტიკური რაკეტების მასივი, ახლა ოპერაციის შემდეგ ფაზაზე გადავდივართ. ამ ფაზაში ჩვენ კიდევ უფრო დავანგრევთ რეჟიმს და მის სამხედრო შესაძლებლობებს. წინ კიდევ ბევრი სიურპრიზი გველის, რომელთა გამხელას არ ვაპირებ“,- განაცხადა ზამირმა.

