ხუთშაბათი, მარტი 12, 2026

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი დარტყმების ახალი ტალღა დაიწყო

ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი დარტყმების ახალი ტალღა დაიწყო. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა „ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში ირანის რეჟიმთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური საჰაერო იერიშების ახალი ტალღა დაიწყეს“.

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ოპერაციის შესახებ დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ირანის ხელმძღვანელობა ორჯერ გავანადგურეთ, ახლა ახალი ჯგუფი მოდის, ვნახოთ, რა დაემართებათ, მათთვის ეს ომია, ჩვენთვის კი უფრო მარტივი „ექსკურსია“ აღმოჩნდა, ვიდრე...

ირანის ხელმძღვანელობა ორჯერ გავანადგურეთ, ახლა ახალი ჯგუფი მოდის, ვნახოთ, რა დაემართება მათ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.ტრამპის თქმით, ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციები დაგეგმილ გრაფიკზე სწრაფად  მიმდინარეობს და ეს „რამდენიმე კვირის ექსკურსიაა“.„ეს არის ექსკურსია, რომელიც ომისგან დაგვიცავს. მათთვის ეს ომია, ჩვენთვის კი უფრო მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.შეერთებული შტატების პრეზიდენტის განმარტებით, ირანის სამხედრო და საზღვაო შესაძლებლობები პრაქტიკულად განადგურებულია.რაც შეეხება ნავთობის ფასების მატებას, როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, ეს „საომარი ვითარების შედეგია“, თუმცა აღნიშნა, რომ ფინანსური ბაზრები მალე „ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება“.

სახალხო დამცველმა პარლამენტის თავმჯდომარეს პატიმარ მშობლებთან შვილების კომუნიკაციის უზრუნველყოფის თაობაზე საკანონმდებლო წინადადებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პატიმარ მშობლებთან შვილების კომუნიკაციის უზრუნველყოფის თაობაზე საკანონმდებლო წინადადებით მიმართა. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.მათივე ცნობით, კანონმდებლობა განსაზღვრავს, მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, გამომძიებლის/პროკურორის მიერ ბრალდებულისთვის გარე სამყაროსთან კომუნიკაციის (პაემანის, სატელეფონო საუბრის და მიმოწერის) შეზღუდვის შესაძლებლობას. როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პრობლემას წარმოადგენს შეზღუდვის ავტომატურად ბრალდებულის არასრულწლოვან შვილებზე გავრცელება, რადგან არ არსებობს სპეციალური წესი, რომელიც ხსენებულ საკითხს დაარეგულირებს.„სახალხო დამცველს აუცილებლად მიაჩნია, პატიმრობაში მყოფი მშობლების ბავშვების ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება არ შეიზღუდოს ბლანკეტურად, ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად აუცილებელზე მეტი ინტენსივობითა და ხანგრძლივობით. კანონმდებლობაში უნდა განისაზღვროს ბავშვის უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების დაცვის გარანტიები, ყოველი ინდივიდუალური საქმის გარემოებების შეფასების შედეგად.სახალხო დამცველი, შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებზე მითითებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს - საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შედეგად, განისაზღვროს კონკრეტული წესი, რომლის თანახმად, საგამოძიებო ორგანოს დაევალება, განიხილოს ბრალდებულისთვის გარესამყაროსთან კომუნიკაციის უფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ბრალდების სპეციფიკისა და საქმის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე, ბრალდებულისთვის დაწესებული შეზღუდვის მის არასრულწლოვან შვილზე გაუვრცელებლობის შესაძლებლობის საკითხი,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიქტორ ორბანი – უკრაინელები უკვე ემუქრებიან ჩემს ოჯახს, შვილებსა და შვილიშვილებს, ყველა კარგადაა, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინის მხრიდან მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარები მოდის.„უკრაინელები უკვე ემუქრებიან ჩემს ოჯახს, შვილებსა და შვილიშვილებს. ყველა კარგადაა, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელში.როგორც ვიქტორ ორბანის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ბალაჟ ორბანმა განმარტა, უკრაინის უშიშროების სამსახურის ყოფილი გენერალ-ლეიტენანტი უნგრეთის პრემიერ-მინისტრსა და მის ოჯახს პირდაპირ დაემუქრა და უთხრა, რომ უკრაინულმა „სასიკვდილო რაზმმა“ მათზე ყველაფერი იცის.„საკმარისია, უკრაინავ! კიდევ ერთი სკანდალური მუქარა ვიქტორ ორბანის მისამართით. დროა, უკრაინამ გაიგოს, მუქარა და დაშინება უნგრეთის წინააღმდეგ არ იმუშავებს“, – აღნიშნა ბალაჟ ორბანმა.

მასუდ ფეზეშქიანი – სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა „ირანის ლეგიტიმური უფლებების“ აღიარებაა.ამასთან, ფეზეშქიანმა ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა „სიონისტურ რეჟიმსა“ და აშშ-ს დააკისრა.„რუსეთისა და პაკისტანის ლიდერებთან საუბრისას, მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ირანის ერთგულება რეგიონში მშვიდობის მიმართ. ამ ომის დასრულების ერთადერთი გზა, რომელიც სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის მიერ არის გაჩაღებული, არის ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ მტკიცე საერთაშორისო გარანტიები“, – წერს ირანის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

შალვა პაპუაშვილი – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ერთადერთია, რომელმაც თქვა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა დაუშვებელია და ბოიკოტი არ შეიძლება, ეს ორი ჭეშმარიტება ვერ ვათქმევინეთ ​​ევროკავშირს

ცნოსბიეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ერთადერთია, რომელმაც ორი მარტივი ჭეშმარიტება თქვა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა დაუშვებელია და ბოიკოტი არ არის პოლიტიკური პროცესის ჩამნაცვლებელი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.პაპუაშვილის თქმით, ეს ორი ჭეშმარიტება ევროკავშირის ვერც ერთმა წარმომადგენელმა ვერ წარმოთქვა.„მადლობა გვეთქმის ეუთო-ს საპარლამენტო დელეგაციისთვის. მათ დაასახელეს ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი. პირველი – განცხადება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა დაუშვებელია. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯერჯერობით ერთადერთია, რომელმაც ეს მარტივი ჭეშმარიტება თქვა. მეორე – ბოიკოტი არ არის პოლიტიკური პროცესის ჩამნაცვლებელი. ეს კიდევ ერთი მარტივი ჭეშმარიტებაა, რომელსაც აქამდე მხოლოდ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ თქვა. ეს მარტივი თეზისები შეხვედრებზე რამდენჯერმე გაიმეორეს და კიდევ უფრო მეტიც ითქვა. ეს ორი უმარტივესი ჭეშმარიტება ვერ ვათქმევინეთ ევროკავშირის ვერც ერთ წარმომადგენელს.ქალბატონმა კოსმა სასწაული რაღაცები ილაპარაკა. საერთოდ არ აქვს წარმოდგენა, რომელ ქვეყანაზე საუბრობს. ორი მარტივი ჭეშმარიტება ვერ წამოვაცდევინეთ ​ევროკავშირს, მის ელჩს, რომ ძალადობით დამხობა დაუშვებელია და ბოიკოტი არ შეიძლება. რატომ არ ამბობს ამას ევროკავშირის ელჩი? ევროკავშირი? ბრიუსელი? როგორც კი იტყვიან, იმავე მომენტში გამოაცლიან რადიკალურ ოპოზიციას იმ საკვებს, რომელიც თავად მათ მისცეს. გამოაცლიან მათ მიერ პარლამენტის საქმიანობის ბოიკოტის და მანდატების გადაყრის გამართლებას, გამოაცლიან პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობას, რაც მთავარია, მომავალი ძალადობის მათეულ ლეგიტიმაციას. ამიტომაც არ ამბობენ, რომ მომავალ ძალადობას გზას უხსნის ბრიუსელი, ისინი, ვინც არ გმობენ დღევანდელ ძალადობას. ეს არის სამწუხარო რეალობა, რაც ევროკავშირთან დაკავშირებით დღეს უნდა ვთქვათ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ „სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა მიუღებელია, ცვლილებები უნდა მოხდეს საარჩევნო ყუთების მეშვეობით და არა ძალადობით, რაც მათი დამხობისკენაა მიმართული“.

ბოლო სიახლეები