ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ იკვლევენ ცნობებს ღაზაში დრონით დარტყმის შედეგად ცხრა ბავშვის დაღუპვის შესახებ.
პალესტინური მხარის ცნობით, ხან-იუნისის ერთ-ერთ საცხოვრებლის სახლზე განხორციელებულ დარტყმას ერთი ოჯახის ცხრა ბავშვი ემსხვერპლა. ყველა მათგანი 12 წელზე ნაკლები ასაკის იყო. ოჯახის მამა და მისი ერთი 11 წლის შვილი სერიოზულად დაშავდნენ. დედა ალაა ნაჯარი ნასერის საავადმყოფოს პედიატრია და იერიშის დროს სამსახურში იმყოფებოდა.
გავრცელებულ ცნობებზე საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის ძალებში დაადასტურეს, რომ განახორციელეს დარტყმა ხან-იუნისში. ისრაელს არმიის ცნობით, სამიზნეს რამდენიმე ეჭვმიტანილი წარმოადგენდა.
„ხან-იუნისი არის საბრძოლო მოქმედებების საშიში ზონა, საიდანაც სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის განკარგულება გასცეს უსაფრთხოებისთვის მიზნით. ცნობები სამოქალაქო პირებისთვის მიყენებული ზიანის შესახებ მოწმდება“, – განაცხადეს ისრაელის თავდაცვის ძალებში.