ორშაბათი, ივნისი 8, 2026

ისანში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს – სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს

ისანში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, წუხელ მოკლეს. სამართალდამცავებმა სავარაუდო დამნაშავე მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სამველ კარაპეტიანი – ხელისუფლება ვერ მიიღებს იმ გამარჯვებას, რომელსაც ელოდება, რადგან ინტერვიუების დროს მათი სახეების გამომეტყველებაზეც კი შეიძლებოდა მიხვედრა, რომ საქმე ცუდად მისდით

ხელისუფლება ვერ მიიღებს გამარჯვებას, რომელსაც ელოდება, რადგან ინტერვიუების დროს მათი სახეების გამომეტყველებაზეც კი შეიძლებოდა მიხვედრა, რომ მათი საქმე ცუდად მიდის, – ამის შესახებ ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, სამველ კარაპეტიანმა განაცხადა.სამველ კარაპეტიანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიერ არჩევნებში გამარჯვების შესახებ გაკეთებული „ნაადრევი“ განცხადებები გააკრიტიკა.მან მოქალაქეებს მოუწოდა, პანიკას არ აყვნენ და განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. კარაპეტიანის თქმით, საარჩევნი უბნების 30%-იდან მიღებული მონაცემების საფუძველზე ტრიუმფის გამოცხადება მანიპულაციაა.მისივე თქმით, პირველი მაჩვენებლები მხოლოდ სოფლების შედეგებს ასახავს, მაშინ, როცა ქალაქებში ხმების დათვლის დაწყებისთანავე მმართველი პარტიის შედეგებმა სწრაფად კლება დაიწყო.ამასთან, სამველ კარაპეტიანმა ყურადღება გაამახვილა დარღვევებზე, რომლებიც, მისი თქმით, დაფიქსირდა როგორც საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას, ისე ბიულეტენების დამუშავებისას.„მსოფლიო ისტორიაში ჯერ არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ ხმების დათვლა შეეჩერებინათ და ეთქვათ, შედეგებს დილით წარმოგიდგენთო. როდესაც დაინახეს, რომ მათი მაჩვენებლები სამარცხვინოდ და წუთიდან წუთამდე მცირდებოდა, უბრალოდ შეწყვიტეს დათვლა“, – განაცხადა „ძლიერი სომხეთის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.მისივე თქმით, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე სამხედრო მოსამსახურეები მიიყვანეს ხელისუფლების სასარგებლოდ ხმის მიცემის ორგანიზების მიზნით.კარაპეტიანის თქმით, ზუსტი და საბოლოო მონაცემების მიღების შემდეგ, ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს და საზოგადოებას არჩევნების შედეგების რეალურ სურათს წარუდგენს.სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განახლებული მონაცემებით, ამ დროისთვის დათვლილია ხმების თითქმის 99%, ანუ 1 453 780 ბიულეტენი. წინასწარი შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს მმართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“, რომელმაც ხმების 49,54% მიიღო. მეორე ადგილზეა ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ – 23,21%-ით, ხოლო მესამე პოზიციას იკავებს ბლოკი „სომხეთი“ – 9,89%-ით.სომხეთის კანონმდებლობის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში სტაბილური უმრავლესობა ვერ ჩამოყალიბდება, 28 დღეში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს ის ორი პარტია, რომლებმაც პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.

შიო მესამე – ადამიანი თუ ინათლება რწმენით, სინანულით, ნათლობის შემდეგ ენით გამოუთქმელ არამიწიერ ნეტარებას გრძნობს, რომ შევინარჩუნოთ ნათლისღების მადლი, უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც ღმერთი...

თუ ადამიანი ინათლება რწმენით, სინანულით, ნათლობის შემდეგ გრძნობს ხოლმე ენით გამოუთქმელ არამიწიერ ნეტარებას, სწორედ ამას ნიშნავს „ქრისტეს შემოსვა“. იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ეს მადლი ნათლისღებისა, უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც მიგვითითებს ღმერთი, – ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ საყოველთაო ნათლობის შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ეს არის ღვთის მცნებების შესწავლა, მცნებების შესრულება, სინანული და ვედრება უფლისადმი, რომ გვაცხონოს, გადაგვარჩინოს.„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ყოველთა წმინდანთა ხსენებას! ეს დღესასწაული დაემთხვა ამ ჩვენს დიდებულ მოვლენას – დღევანდელ საყოველთაო ნათლობას. განსაკუთრებით გილოცავთ ამ დღეს, კიდევ ერთხელ, ჩვენი ბავშვების მონათვლას, თქვენი შვილების, თქვენი ნათლულების და მადლობას ვწირავ დღეს უფალს, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, გავაგრძელოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიერ დაწესებული საყოველთაო ნათლობები, რომელთაც ამდენი სიხარული და სიკეთე მოჰგვარა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს.დღეს ვფიქრობთ ნათლობის მნიშვნელობაზე, ამ საიდუმლოებაზე, რომელიც ტარდება ჩვენს ეკლესიაში. შეგახსენებთ, რომ ერთხელ უფალი იესო ქრისტე ესაუბრა ნათლობის მნიშვნელობაზე თავის საიდუმლო მოწაფე ნიკოდიმოსს და უთხრა, რომ თუ ადამიანი არ იშვება წყლისა და სულისგან, ის ვერ შევა ღვთის სასუფეველში (ინ. 3, 5).მაშასადამე, ნათლობა ყოფილა აუცილებელი პირობა იმისა, რომ ადამიანი ეკლესიის წევრი გახდეს და ღვთის სასუფეველში შევიდეს.რა ხდება ამ დიდი საიდუმლოების დროს? სულიწმინდის მადლით ადამიანის სული უხილავად განიბანება და განიწმინდება. როდესაც ის ემბაზში ჩადის, კვდება ცოდვილი კაცი, ძველი კაცი, ხოლო როდესაც ემბაზიდან გამოდის, ეს არის უკვე ახალი ადამიანი, შობილი ღვთივსათნო ცხოვრებისთვის, განწმენდილი, განბანილი, შობილი ქრისტესგან. როგორც ხორციელად ყველანი ადამისგან ვართ დაბადებულნი, ასევე ნათლობის დროს იესო ქრისტესგან იბადება ადამიანი სულიერად, საიდუმლოდ; მიეტევება ადამიანს ყველანაირი ცოდვა, პირველქმნილი ცოდვაც და პირადი ცოდვებიც და მის სულში თვით უფალი შემოდის.დღეს ალბათ მოისმინეთ საგალობელი: „რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს“.„ქრისტეს შემოსვა“, ძვირფასო ძმებო და დებო, სწორედ ამას ნიშნავს, რომ უფალი შემოდის ადამიანის სულში. ძალიან ბევრი ყოფილა შემთხვევა, რომ თუ ადამიანი ინათლება რწმენით, სინანულით, ნათლობის შემდეგ გრძნობს ხოლმე ენით გამოუთქმელ არამიწიერ ნეტარებას. სწორედ ამას ნიშნავს „ქრისტეს შემოსვა“.მაგრამ ნათლობის შემდეგ თუ ადამიანი არ იცხოვრებს ქრისტიანულად, თუ ყოველგვარი ცოდვებით შეურაცხყოფს უფალს და სინანულით არ განწმენდს თავის სულს, მაშინ ის შეიძლება გახდეს მოუნათლავზე უარესი. როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული: „თქვენ გამო ღმერთი იგმობა წარმართთა შორის“ (რომ. 2, 24), იმიტომ, რომ წარმართებზე უარესად ცხოვრობთ.იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ეს მადლი ნათლისღებისა, უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც მიგვითითებს ღმერთი, როგორც ის გვთხოვს და არა ისე, როგორც გვეუბნება ჩვენი დაცემული, ყალბი გონება და ცოდვებით დაზიანებული გული. რას გვეუბნება ეს დაცემული გონება? – „იცხოვრე ისე, როგორც შენ გინდა, როგორც შენ იცი და არა ისე, როგორც ღმერთი გთხოვს“. ღმერთს კი რა სურს ჩვენგან? – რომ სასუფეველში შეგვიყვანოს. ამიტომ უფალი გვთხოვს, ვიცხოვროთ ისე, როგორც მან მიგვითითა, როგორც მან გვასწავლა. ეს არის ღვთის მცნებების შესწავლა, მცნებების შესრულება, სინანული და ვედრება უფლისადმი, რომ გვაცხონოს, გადაგვარჩინოს, როგორც ინებებს იგი. ეს იქნება კეთილდღეობით თუ დაუშვებს ჩვენზე განსაცდელებს, თუ სნეულებას, თუ როგორც მისი წმინდა ნება იქნება, ოღონდ გვაცხონოს და არ დაგვაკლოს ღვთის სასუფეველს, რისი ღირსიც, დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“ – განაცხადა პატრიარქმა შიო მესამემ.

ირაკლი კობახიძე – ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას, მოუთმენლად ველოდები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას ულოცავს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.როგორც ირაკლი კობახიძე X-ზე წერს, მზადყოფნას გამოთქვამს მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.„გულწრფელად ვულოცავ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას. მოუთმენლად ველოდები ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და სომხეთს შორის, ჩვენი ერების საკეთილდღეოდ“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე. 

ნიკოლ ფაშინიანი – ჩვენ დაინტერესებული ვართ ევროკავშირსა და საქართველოს, ასევე შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შერიგებით

ჩვენ დაინტერესებული ვართ ევროკავშირსა და საქართველოს, ასევე შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შერიგებით, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.„ეს ჩვენი პოზიციაა. თუმცა, ამის გარდა, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთობები საქართველოსთან განუწყვეტლივ განვითარდება. საქართველო ჩვენი მოძმე ქვეყანაა. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი ურთიერთობების განვითარებას გავაგრძელებთ”,- განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, ხმების 80%-ზე მეტია დათვლილი, ნიკოლ ფაშინიანის პარტიას 50.07 პროცენტი აქვს

სომხეთის ცესკო-ს განახლებული მონაცემებით, დილის 08:00 საათისთვის დათვლილია ხმების 80 %-ზე მეტი, ანუ მილიონ 298 ათას 251 ხმა.მართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ ლიდერობს 50.07%-ით. მეორე ადგილზეა ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ – 23.33%-ით. მესამე ადგილს იკავებს ბლოკი „სომხეთი“ 9.83%-ით. პარტია „ აყვავებულ სომხეთს” – 4.03%. დანარჩენი პარტიები 4%-იან საარჩევნო ბარიერს ვერ ლახავენ.სულ არჩევნებში ხმა დააფიქსირა 1 476 597-მა ამომრჩეველმა.სომხეთის კანონმდებლობით, თუ სტაბილური საპარლამენტო უმრავლესობა არ შედგება, 28 დღეში იმართება მეორე ტური. მეორე ტურში მონაწილეობას იღებს ორი პარტია, რომლებიც პირველ ტურში ყველაზე მეტ ხმას მიიღებენ.

ბოლო სიახლეები