შაბათი, თებერვალი 22, 2025

ირმა ხეცურიანმა მსოფლიო თასზე ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა

ბრაზილიის ქალაქ სან პაულოში მიმდინარე 2025 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა პარასპორტსმენმა ნახევარფინალურ შეხვედრაში იტალიელი ჯულია მარკოვსკა 15:5 დაამარცხა, ფინალში კი ბელარუს ანასტასია კასტიუჩკოვას 15:12 სძლია და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები სან პაულოს მსოფლიო თასზე გამოსვლას განაგრძობს – ხმლით ფარიკაობაში მედლების მოსაპოვებლად ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი იბრძოლებენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მიხეილ ყაველაშვილი – გვჯერა, ევროკავშირშიც შეიცვლება ვითარება, ის ძალები იქნებიან წარმოდგენილი, ვინც საერთო ღირებულებებს პატივს სცემენ, სხვა შემთხვევაში, ჩვენთვის პირველი ეროვნული ინტერესია

ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მიმართ გვქონდა პრეტენზიები, პირდაპირ ყოფდნენ ხალხს და ხელისუფლებას, რომ გაზრდილიყო პოლარიზაცია, ახლა გამოჩნდა, რომ მართლები ვართ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, სჯერა, რომ ევროკავშირშიც შეიცვლება სიტუაცია და ის ძალები იქნება წარმოდგენილი, ვინც საერთო ღირებულებებს პატივს სცემენ. „ევროკავშირთან დაახლოების პროცესი დღეს არ დაწყებულა, საკმაოდ დიდი ხანია, ჩვენი ისტორიული სურვილია, ვიყოთ ევროპის წევრი. ჩვენს ხალხს მთელი ისტორიის მანძილზე სურვილი ჰქონდა, საერთო  ღირებულების ნაწილი ვყოფილიყავით. ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირშიც შეიცვლება სიტუაცია. ევროკავშირთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა ორმაგმა სტანდარტებმა და არასწორმა დამოკიდებულებამ წარმოშვა. ზოგიერთი ბიუროკრატის, განსაკუთრებით, ბრიუსელის და ევროპარლამენტის წევრების, ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლის, რომლებიც ორმაგი სტანდარტით და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით ევროპის იდეას ანგრევდნენ. ამაზე გვქონდა ჩვენ მუდმივად საუბარი და ახლა გამოჩნდა, რომ მართლები ვართ. მინდა, ვახსენო აშშ- ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლა მიუნხენის კონფერენციაზე, ზუსტად ერთი ერთში არის იგივე გზავნილი, რაზეც ჩვენ ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მიმართ გვქონდა პრეტენზიები. პირდაპირ ყოფდნენ ხალხს და ხელისუფლებას, რომ აქ გაზრდილიყო პოლარიზაცია. ეს ისეთი საკითხებია, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპულ იდეას და ღირებულებებს. ჩვენ ამას წინ აღვუდექით და გამოჩნდა, რომ მართლები ვართ. ეს ბრძოლა არ გაჩერებულა, ჩვენ გვწამს ევროპის და გვინდა, მისი ნაწილი ვიყოთ. გვჯერა, გამოსწორდება იქ სიტუაცია და ის ძალები იქნება წარმოდგენილი, ვინც ამ ღირებულებებს პატივს სცემენ. სხვა შემთხვევაში, როგორც აქამდე ვაცხადებდით, ჩვენთვის პირველი ჩვენი ეროვნული ინტერესია, რომელიც პრინციპში გადარჩენასთან არის ასოცირებული. ჩვენ ისეთ ღირებულებებს ვიცავთ ამ ორმაგი სტანდარტისგან, რომელსაც სახელმწიფოს გაძლიერება ჰქვია. ისინი აკეთებდნენ იმას, რომ შესაძლებელი იყო, საქართველო საერთოდ განადგურებულიყო. ამ რეგიონში ყოფილიყო ცეცხლი, ომი და უბედურება. მათი დამოკიდებულების, ამ ორმაგი სტანდარტის შედეგი შეიძლება, ყოფილიყო რაც უკრაინაში ხდება, ანალოგიური მომხდარიყო კავკასიაში. ამას აღვუდექით წინ და გამოჩნდა, რომ ჩვენ მართლები ვართ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ტატა ხვედელიანი – ყველა ფორმატში ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვისი მიზანიც საქართველოს ევროპული მომავლის გაცოცხლებაა, მიმდინარე პროცესებში სალომე ზურაბიშვილის როლი მნიშვნელოვანია

ჩვენ ყველა ფორმატში ვითანამშრომლებთ და ვთანამშრომლობთ ყველასთან, ვისი მიზანიც არის საქართველოს ევროპული მომავლის გაცოცხლება, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა ოპოზიციის გეგმების შესახებ საუბრისას განაცხადა. მისი შეფასებით, მიმდინარე პროცესებში სალომე ზურაბიშვილის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. „სალომე ზურაბიშვილის როლი ძალიან მნიშვნელოვანია მიმდინარე პროცესებში, რა ვითარებაშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ყველა, ვერთიანდებით ერთი მიზნისთვის, გათავისუფლდნენ უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანები და მოხდეს ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა. ასევე, ვერთიანდებით საქართველოს ევროპული მომავლისთვის, თუმცა ამის მიღმა ფასეულობების ნაწილში არსებობს ძალიან ბევრი განსხვავება. არის სხვადასხვა პროცესი, რასაც ცალკეული პარტიები მივყვებით ცალ-ცალკე საერთაშორისო მიმართულებით თუ შიდა პოლიტიკურ ვითარებაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ფორმატში ვითანამშრომლებთ და ვთანამშრომლობთ ყველასთან, ვისი მიზანიც არის საქართველოს ევროპული მომავლის გაცოცხლება“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

ძალიან სასიხარულოა, რომ მარტის ბოლოდან ეტაპობრივად, პირდაპირ ფრენებს საქართველოში 4 ავიაკომპანია დაიწყებს – მარიამ ქვრივიშვილი

საქართველოს ავიაბაზარზე გაზაფხულიდან 4 ახალი ავიაკომპანია შემოვა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა ავიაბაზარზე ხელს შეუწყობს პირდაპირი ფრენების საშუალებით ტურისტების შემოსვლას საქართველოში, რაც შემდგომ ეკონომიკურ ზრდაზე აისახება. „ძალიან სასიხარულოა, რომ მარტის ბოლოდან ეტაპობრივად, პირდაპირ ფრენებს საქართველოში 4 ავიაკომპანია დაიწყებს. „ბრითიშ ეარვეისი“ და „იზიჯეტი“ იწყებენ პირდაპირ ფრენებს ლონდონიდან, რაც ბუნებრივია, რომ ხელს შეუწყობს დიდი ბრიტანეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდას. ჩვენ ძალიან აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს ვგეგმავთ საქართველოს პოპულარიზაციისთვის იმდენად, რამდენადაც პირდაპირ ფრენებთან ერთად ჩვენ უზრუნველვყოფთ კიდევ უფრო მეტი ტურისტის შემოსვლას“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

გია ვოლსკი – მაღალი ტრიბუნიდან ჯეფრი საქსის, ასეთი კომპეტენციის ადამიანის შეფასება როდესაც გაისმის, ბევრისთვის საყურადღებო უნდა იყოს

ჯეფრი საქსი ცნობილი მეცნიერია და ძალიან ბევრი პლატფორმა არის დაინტერესებული, რომ მოიწვიონ, მისი აზრი მოისმინონ და როდესაც ევროპარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე ასეთი კომპეტენციის ადამიანის შეფასება გაისმის, რასაკვირველია ეს ბევრისთვის საყურადღებო უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ჩამოდიან ადამიანები, რომლებსაც სურთ, ახალგაზრდებს ტვინი აურიონ და კარნახობენ იმას, რომ მაიდანის სცენარი არის ყველაზე მისაღები ქვეყნისათვის. „ჯეფრი საქსი ცნობილი მეცნიერია და ძალიან ბევრი პლატფორმა არის დაინტერესებული, რომ მოიწვიონ, მისი აზრი მოისმინონ, არაერთგვაროვანია, უპირისპირდებიან კიდეც, მაგრამ ამ შემთხვევაში და ბევრ სხვა შემთხვევაშიც ამბობს ფაქტს, რაც ვიხილეთ. ასეთი მაღალი ტრიბუნიდან როდესაც ასეთი კომპეტენციის ადამიანის შეფასება გაისმის, რასაკვირველია ეს ბევრისთვის საყურადღებო უნდა იყოს. ჩამოდიან ადამიანები, რომლებიც თავის ქვეყანაში არ არიან პოპულარულები და მოწინავე პოლიტიკურ პოზიციებზე და აქ სურთ, რომ ახალგაზრდებს ტვინი აურიონ და კარნახობენ იმას, რომ მაიდანის სცენარი არის ყველაზე მისაღები ქვეყნისათვის. წარმოიდგინეთ, მათ არაფერი ენაღვლებათ, აბსოლუტურად არ აინტერესებთ საქართველოს მომავალი, მისი ბედი, გააჩნიათ გარკვეული პოლიტიკური ხედვა, თავისი ინტერესი გააჩნიათ და უნდათ, ჩვენ ქვეყანაში მათი ინტერესის რეალიზება ასეთი ბოროტი გზით მოხდეს. ამაზე ლაპარაკობს ჯეფრი საქსი, გამოჩენილი მეცნიერი, პოლიტოლოგი და ვფიქრობ, საყურადღებოა ძალიან ბევრისთვის და არამარტო საქართველოში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

“თაზო ცემით ჰყავს მოკლული, ცოცხალ-მკვდარი ბიჭი სახლში ჩაკეტეს… საშაურმეში მუშაობდა ისიც და ბრალდებულებიც” – ცნობილია თბილისში მოკლული ბიჭის ვინაობა

თბი­ლის­ში სა­დის­ტუ­რად მოკ­ლუ­ლი 20 წლის ბი­ჭის მკვლე­ლო­ბის საქ­მეს ახლა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი იძი­ე­ბენ. თა­ზოს ოჯა­ხი ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ეს თავ­ზარ­დამ­ცე­მი ამ­ბა­ვი შე­ი­ტყვეს. რო­გორც გა­ირ­კვა, იმ დროს როცა ოჯა­ხი ბიჭს ეძებ­და, ის უკვე მოკ­ლუ­ლი ჰყავ­დათ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა ერთ-ერთი დამ­ნა­შა­ვის სახ­ლში მოხ­და, რის შემ­დეგ ცხე­და­რი ბი­ნა­ში ჩა­კე­ტეს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან გა­უ­ჩი­ნარ­დნენ. ეს ფაქ­ტი მას შემ­დეგ გახ­მა­ურ­და, როცა მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის დედა სახ­ლში დაბ­რუნ­და და უმ­ძი­მე­სი სუ­რა­თი დახ­ვდა. ახალ­გაზ­რდა ბი­ჭის ცხე­და­რი ბი­ნა­ში, შვი­ლი კი სახ­ლი­დან გაქ­ცე­უ­ლი იყო. მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი და სხვა დე­ტა­ლე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ი­წყეს. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი დიდ­ხანს მი­დი­ო­და, ახალ­გაზ­რდის ცხე­და­რი სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში გა­და­ას­ვე­ნეს. რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, მომ­ხდარ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია სამი პირი. უწყე­ბის ცნო­ბით, საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე და 376-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­სა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ბოლო სიახლეები